სარეკლამო ადგილი

947x125



(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "სგ" N20)

ნებისმიერი რეპრესიის, მათ შორის, 37-იანი წლების რეპრესიების გამართლება, რა მიზანსა და ამოცანასაც უნდა ისახავდეს იგი, ცხადია, არ შეიძლება, თუმცა 37-იანი წლების რეპრესიებს ჰქონდა განსაკუთრებული მოტივაცია, განსაკუთრებული მიზანი _ ტროცკისტული ორგანიზაციების განადგურება.

სრული სიმართლეა ის, რომ 37-იანი წლების რეპრესიებს ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა სრული სიცრუე იქნებოდა იმის თქმაც, თითქოს არავითარი ტროცკისტული ორგანიზაციები არ არსებობდა და, იმ დროის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, არც მავნებლურ, ძირგამომთხრელ, ჯაშუშურ-დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა ვინმე.
ვინ იყო ლევ ტროცკი და რას წარმოადგენდა ის იდეოლოგია, რომლის განხორციელებას ტროცკი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ, ზემოთ უკვე ვთქვით, თუმცა არ გვითქვამს ერთი რამ _ 37-იანი წლების რეპრესიები იყო ერთგვარი კონტრრეპრესიები იმ რეპრესიებისა, რომლებიც მანამდე მთელ საბჭოეთში მძვინვარებდა და რომლის მთავარი მებაირახტრე ტროცკი და მისი ამფსონები იყვნენ.

უცნაური ამბები ხდება ამ 37-იან წლებში _ მასობრივად აპატიმრებენ და სხვადასხვა სასჯელს უსჯიან ადამიანებს, რომლებიც მანამდე ხელმძღვანელ პოსტებზე იყვნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვა მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებში.

უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ჯერ იაგოდა და ეჟოვი ხვრეტდნენ სხვებს, მაგრამ დგება დრო და ახლა მათ მიაყენებენ კედელთან.

ასე ხდებოდა ეს საქართველოშიც…

კაცი, რომელმაც საკუთარი მამის სურათი გამოიტანა მოედანზე და მაუზერის ტყვია დააცალა _ თავადი იყო ეგ და, საერთიოდ, თავადაზნაურობა და ინტელიგენცია 5 პროცენტამდე უნდა დავიყვანოთო, რომ იქადნებოდა, ცოტა მოგვიანებიღ თვითონაც დაიჭირეს და დახვრიტეს.

ეს არ არიას გამონაკლისი შემთხვევა _ 37-იან წლებში დახვრეტილთა რაღაც ნაწილი თავიდან თვითონვე ასრულებდა ინკვიზიტორის ფუნქციას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რეპრესიულ მანქანას გამართულად და მწყობრად ემუშავა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რეპრესიული მანქანა თვითონ მათ შემოუტრიალდა და მუსრი გაავლო ათასებს და ათიათასებს.

მთელ ამ პროცესს ყურადღებით თუ დააკვირდები, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდე, სტალინი, მას შემდეგ, რაც მთელი ძალაუფლება აიღო ხელში, მიზანმიმართულად იწყებს იმ ძალების განეიტრალებას, რომლებსაც შეიძლება პირობითად სიონისტურ-მასონური ძალები ვუწოდოთ, რომლის სათავეშიც რუსეთში ლეიბა ბრონშტეინი იდგა.
ამ ძალებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს რუსეთის ინტელიგენცია, მისი საუკეთესო მოაზროვნე ნაწილი, მიწასთან გაასწორეს ეკლესიები, დახვრიტეს უამრავი სასულიერო პირი, სასტიკად გაუსწორდნენ მილიონობით ქრისტიანს, რელიგია ხალხის ოპიუმად გამოაცხადეს, ერთმანეთს დაუპირისპირეს თაობები, შექმნეს უღმერთოთა კავშირები და მთავარ ამოცანად ახალი ყაიდის, ახალი ჯიშის ადამიანის შექმნა განიზრახეს.

სტალინმა შეუძლებელი შეძლო _ მან დაამარცხა პროლეტარული რევოლუციის ნიღბით შენიღბული სიონისტურ-მასონისტური ძალები და სრულიად ახალი ფორმაციის სახელმწიფოს შექმნას შეუდგა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ტროცკისა და ტროცკისტების იდეოლოგიასთან.
დღეს მსოფლიოში, გნებავთ, საქართველოში მიმდინარე პროცესები, საოცრად ჰგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების მოვლენებს.
ლოზუნგები, რომლებსაც ლიბერალიზმის სახელით აფრიალებენ დღეს მავანნი და მავანნი, ერთი-ერთში ჯდება იმ იდეების ჩარჩოებში, რომლებსაც XX საუკუნის 20-იან წლებში სოციალიზმის სახელით გვთავაზობდნენ ვლადიმერ ულიანოვი, მამათმავალი ლეიბა ბრონშტეინი და მათი საძმო.
ეს მათი შვილიშვილები და შვილთაშვილები არიან, გორში სტალინს რომ ჩაუხტებიან ხოლმე და სიცოცხცლეში რომ ვერაფერი დააკლეს, ახლა მიცვალებულზე ცდილობენ, შური იძიონ.

1931 წელს ლავრენტი ბერია საქართველოს ცეკას პირველ მდივნად ინიშნება.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა 32 წლის სრულიად ახალგაზრდა კაცს მთელი რესპუბლიკის ბედს ანდობენ.
ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სტალინის ფარული განზრახვის გამოძახილია _ ის ემზადება იმისთვის, რომ ბოლშევიკების ძველი გვარდია ჩააჩოჩოს და მათ ადგილზე ახალი კადრები მოიყვანოს.
ბერიას დანიშვნას დიდი უკმაყოფილებით შეხვდა როგორც ბოლშევიკთა ძველი თაობის პარტიული ელიტა, ასევე ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელმაც, მიუხედავად მცირე დროისა, მაინც მოასწრო ბოლშევიკური ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან დამოყვრება და დამეგობრება.
ვინ იყვნენ ის ბოლშევიკები, რომლებიც იმ პერიოდისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ?
ვინ იყვნენ და ის ადამიანები, რომლებმაც 1921 წელს წითელ არმიასთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია მოახდინეს, ხოლო სამი წლის შემდეგ სისხლში ჩაახშეს 1924 წლის აჯანყება.
ბოლშევიკთა აი, ეს თაობა მართავდა მაშინ საქართველოს, თაობა, რომელსაც თანამემამულეთა სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შემოქმედებითი თუ ტექნიკური ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ძმური და მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინა ამ ადამიანებთან.

სამწუხაროდ, იმ დროის კონიუნქტურული შეფასებებიდან გამომდინარე, არავინ ამბობს სიმართლეს, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში შემოქმედებითი თუ ტექნიკური ინტელიგენციის ერთი ნაწილი არსებულ რეჟიმთან იდეოლოგიურ უთანხმოებას და დაპირისპირებას კი არა, ბოლშევიკური პარტიის შიგნით გაჩენილ განხეთქილებას და შიდა დაპირისპირებას შეეწირა.
იწყება დაუნდობელი, გააფთრებული ბრძოლა ბოლშევიკთა ძველ და ახალ თაობას შორის.
ფაქტობრივად, ეს არის პარტიული წმენდა, პარტიაში ახალი სისხლის შეშვება, ახალი ენერგიით დამუხტვის და პარტიის განახლების დრამატული პროცესი, რომელსაც ერთი საერთო სახელი ტროცკიზმთან და ტროცკისტებთან ბრძოლა ჰქვია, თუმცა ამ სახელწოდების ქვეშ არა მარტო ტროცკისტების, არამედ ბოლშევიკთა საკმაოდ მობერებული და დაღლილი, იმავე დროს, ძველ დამსახურებათა გამო ზედმეტად ამბიციური და ქედმაღალი ფრთის ასპარეზიდან ჩამოშორება ხდება.
რა თქმა უნდა, გეგმა სტალინის მიერ არის მოფიქრებული, რომელიც გრძნობს, რომ აუცილებელია მისი თაობის ბოლშევიკთა ჩანაცვლება ახალი კადრებით, მათ წინამორბედებზე უფრო ინტელექტუალური და ნაკლები ცოდვებოთ დამძიმებული ადამიანებით.

გამჭრიახი გონების და განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოებული სტალინი ხვდება, რომ ბოლშევიკთა ძველი თაობა, რომელთა შორის ძალიან ბევრია მისი მეგობარი და თანამებრძოლი, ვერ გამოდგება იმ ახალი ყაიდის სახელმწიფოს აღმშენებლად, რომლის აშენებასაც ის აპირებს და რომელიც ძირეულად განსხვავდება იმ სახელმწიფო მოდელისგან, რომლის აშენებასაც ლენინი და, ზოგადად, ძველი ბოლშევიკები აპირებდნენ.
მათ შეასრულეს თავიანთი მისია _ გამოიარეს კატორღა, ციმბირი, დევნა, წამება, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოლეს, იომეს და სასტიკად გაუწსორდნენ კლასობრივ მტერს, მაგრამ ეს ძალა უკვე გუშინდელი დღეა, წარსულია, რომელიც თავისი დოგმატური და ორთოდოქსული შეხედულებებით, მომავლის მშენებლად ვერ ივარგებს.
საქართველოში ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა და რას მოასწავებდა რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობაზე ახალგაზრდა ბერიას დანიშვნა.

ბევრს ეგონა, რომ ეს რაღაც დროებითი ამბავია, რაღაც გაუგებრობაა, რომელსაც მალევე აღმოფხვრის ამხანაგი კობა და ყველაფერი თავის ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.
ვერც მაღალი თანამდებობის პარტიულმა ამხანაგებმა, ვერც ამ ამხანაგებთან შეამხანაგებულმა მწერლებმა, პოეტებმა, ხელოვნების მუშაკებმა ვერ დაიჯერეს და ვერ ირწმუნეს, რომ ქვეყანაში ახალი, რევოლუციური ეტაპი დაიწყო და სტალინმა ისტორიულ სანაგვეზე გადასაყრელად გაიმეტა თავისი ყოფილი თანამებრძოლები.
სწორედ ამით აიხსნება ის ამბავი, რომ არც პარტიული მუშაკები და არც მათი მეგობარი ხელოვანები არ ერიდებიან ბერიას ლანძღვას, მის დაცინვას და აბუჩად აგდებას.
ასე, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილი, გამორჩეული თავისი ფიცხი და იმპულსური ხასიათით, შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, აუგად არ მოიხსენიოს ლავრენტი ბერია და სახალხოდ და საჯაროდ ერთსა და იმავეს იმეორებს: ეს რა ხდება, ეს ვინ ჩეკისტი დაგვასვეს თავზეო.

თითქოს ისინი, ვინც მანამდე ეჯდათ თავზე, ფრთიანი ანგელოზები იყვნენ და არა საკუთარი სამშობლოს დამპყრობლები, რომლებმაც მე 11 არმიის მიერ დახოცილ ქართველთა გვამებზე გადავლით მიაღწიეს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს.
სამწუხაროდ, ბოლშევიკთა ამ ძველი თაობის წარმომადგენლებთან ძმური და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მწერალთა და ხელოვანთა ერთ ნაწილს, რომლებიც შემდგომ 37-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლნენ.
თავიდან ბერია ბევრს ეცადა, ამ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა დაემყარებინა, მაგრამ ამაოდ _ ისინი დემონსტრაციულად ზურგს აქცევენ ბერიას მიერ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გადმოდგმულ ყველა ნაბიჯს.
ასე, მაგალითად, ბერია ვახშმად ეპატიჟება მის მეზობლად მცხოვრებ ტიციან ტაბიძეს და მის ოჯახს, მაგრამ ტიციანი უარს ამბობს მიწვევაზე.

ბერიას მიმართ ხაზგასმულ უპატივცემულობას გამოხატავენ სხვებიც _ სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, რომელიც მამია ორახელაშვილის სიძე იყო.
ბერიასთან სისტემატურად მოაქვთ ინფორმაციები იმის Aშესახებ, თუ როგორ ლანძღავს მას მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი საოჯახო წვეულებებზე და შეხვედრებზე.
ბერიას მლანძღველები ვერ აცნობიერებენ, რომ შეიძლება მათ შორის ვინმე დამსმენი და ჩამშვები იყოს და მათი ნალაპარაკევი იქ მიიტანოს, სადაც ჯერ არს.
მალე გაირკვევა, რომ ჩეკას აგენტურული ქსელი მწყობრად და გამართულად მუშაობს და ამ ქსელში ხელოვნებისა და ლიტერატურის ბევრი წარმომადგენელია ჩართული, რომლებიც თავიანთი კოლეგების თითოეულ სიტყვას ჩეკას ლაბირინთებში მიარბენინებენ.

ბერია ყველაფერს იმახსოვრებს და ანგარიშსწორებისთვის ხელსაყრელ დროს მოთმინებით ელოდება.
ეს დროც სულ მალე დგება და ბერია სასტიკად აგებინებს პასუხს ყველა მის უარმყოფელს და შეურაცხმყოფელს, მათ შორის, შემოქმედებითი ინტელიგენციიას იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც, ფაქტობრივად, იმ დროისთვის ხელისუფლებაში მყოფ ბოლშევიკთა ძველ თაობასთან მეგობრობას შეეწირნენ.
ისინი იმ მხარეს აღმოჩნდნენ, სადაც, წესით და რიგით, არ უნდა ყოფილიყვნენ და, ალბათ, არც არასდროს იქნებოდნენ, რომ არა ჟამთა ტრაგიკული ცვლილება, როცა იძულებილი ხდები, შენს გუშინდელ მტერს დაუმოყვრდე, რადგან გადარჩენის სხვა შანსი არ არსებობს, თუმცა კონფორმიზმი და კოლაბორაციონიზმი ადრე თუ გვიან აუცილებლად ისჯება.

(გაგრძელება იქნება)



მეტის ნახვა
Yesterday, 19:00


გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:

– რაც დღეს გვჭირს, ყველაფერი იმის ბრალია, რომ სოროსის მიერ დადგმულ უღელს თავი ვერ დავაღწიეთ. ხდება ქართული განათლების გასოროსება. უმაღლეს სასწავლებლებში სოროსელები ქადაგებენ. "ილიაუნი" -  ეს არის იგივე სოროსის ბუდე, თავისუფლების ინსტიტუტი. ესეც არ იკმარეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორად სოროსის გამოზრდილი ლეკვი მოუვლინეს, რომელიც 15 წელიწადი, უნგრეთში, სოროსის საზოგადოების პრეზიდენტი იყო. ბუნებრივად, მიჩნდება კითხვა: დღეს, როდესაც ყველა ღირსეული ქვეყნიდან - ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, თავისი სამშობლოდანაც კი, სოროსი განდევნილია, რა გავხდით ასეთი, საქართველოში რატომ იფურჩქნება?!

სწორედ სოროსის განათლებას მოჰყვა ის უბედურება, რაც დღეს გვჭირს - ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს. განათლების სისტემაში არ არსებობს პროგრამა, რომელიც ადამიანს ზნეობრივ, ეროვნულ პიროვნებად ჩამოაყალიბებს. ასეთი პროგრამა თუ არ შემუშავდა, არაფერი გვეშველება. დღეს რა ხდება? _ ბიძინა ივანიშვილმა შეატყო, რომ ურემი ძალიან ჭრაჭუნობს და პოლიტიკაში დაბრუნდა. მავანმა ეს ვერ აიტანა და მის დაბრუნებას ტალღები მოჰყვა. უპირველეს ყოვლისა სცენაზე გამოვიდნენ დედათმავლები, მამათმავლები, პიდარასტები, ნარკომანები და მათი ხელმძღვანელები - "გირჩი", "თეთრი ხმაური" თუ "ნაცები". ატეხეს ერთი ამბავი - თავისუფლება გვინდაო. მათ ის უნდათ, რასაც ნიცშე ცხოველურ თავისუფლებას უწოდებდა. ეს არის გარყვნილება. თავისუფლება მათ ასე წარმოუდგენიათ: ქუჩაში რომ გაივლიან და იქვე, ჩაიფსამენ და ჩაისვრიან. თავისუფლება სულ სხვა რამ არის, იგი, ზნეობრივ სიმაღლეზე ასული სულია.

რაც შეეხება დღევანდელ აქციებს, კაცს შვილი რომ უკვდება, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა. ამის აღქმა ყველა ადამიანისთვის მძიმედ გადასატანია, მაგრამ რა ხდება ახლა? ეს კაცი - ზაზა სარალიძე გააფეტიშეს. თავდაპირველად, იგი, თავის მწუხარებას მართლაც ბუნებრივად გამოხატავდა. ზოგს წუხილის გამოხატვა სხვაგვარად ძალუძს _ თავის გულში ატარებს ამ სიმძიმილს, რაც უფრო ძნელია, ვიდრე ის, რომ საჯაროდ გამოდიხარ და ყვირიხარ. იგი უსამართლობამ ააყვირა. მაგრამ ამ უსამართლობას ვუყურებთ დაწყებული შევარდნაძის პერიოდიდან, მერე გაცილებით მკვეთრად წარმოჩნდა სააკაშვილის პერიოდში და აქეთ მოცოცავს.

პირადად, მე, "ქართული ოცნების" ყველაზე დიდ დანაშაულად მიმაჩნია თავსმოხვეული კოაბიტაცია და ის, რომ დღემდე, საქართველოში, "ნაცები" ბოგინობენ. ისინი პირსისხლიანი ფაშისტები არიან, თუმცა, თავად სამშობლოს მოყვარულებს ეძახიან ფაშისტებს. რაც მათ გააკეთეს, ჰიტლერსაც არ ჩაუდენია. კოჭლი კაცი დედის, მეუღლის და შვილის თვალწინ გააუპატიურეს, ასეთი რამ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს, "ნაცებმა" კი ჩაიდინეს. დღეს, ეს გათახსირებულები ჩვენ გვსაყვედურობენ. იძახიან "ნაციონალები" დაიშალნენო. არა ბატონებო, ისინი არავითარი დაშლილები არ არიან, ყველა ნაცები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახელები დაირქვეს ზოგმა "გირჩი", ზოგმა "თეთრი ხმაური", ზოგმა "ევროპული საქართველო", ზოგმა "სახელმწიფო ხალხისთვის". ყველა ეს ძალა ბოკერიადან დაწყებული ლომჯარიათი დამთავრებული ქვეყნის მტერია. მათ საქართველო მტრის ბუნაგად აქციეს. ისინი საქართველოდან უნდა მოიკვეთონ, ციხეში უნდა ჩასვა.

მავანი გამოდის და ამბობს: ჩვენ, მწერლები ვართ და დაპატიმრებას ხომ არ მოვითხოვთო. აი, იმ ძალიან "კეთილშობილს" ვეკითხები: როდესაც ქართველ კაცს უმიზეზოდ აპატიმრებდნენ და ცოცხით ხმარობდნენ, მაშინ რატომ არ იღებდი ხმას ჩემო "კეთილშობილო" კაცო?! აქციებს ხანდახან თვალს ვადევნებ, იქ, ერთი შუა ხნის ქალი გამოდის-ხოლმე და იძახის: რას გვაყვედრის ეს ოცნება ცოცხის გამოღებასო. შეიძლება, იმ ქალს ის ცოცხი სიამოვნებს და ღმერთმა ბოლომდე მოახმაროს, მაგრამ ამაზე შეურაცხმყოფელ, ერისთვის ღირსებისჩამკვლელ ფაქტს მსოფლიო არ იცნობს. ეს ხალხი გამოდის და ამბობს: ჩვენ ახალი სისტემა უნდა შევქმნათო. აქვე, ვიტყვი: ადრე, როდესაც არჩევნები გაგვიყალბეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვთქვი: თუკი ოპოზიცია გავერთიანდებით, ჩვენ, ამ ხელისუფლებას, კონსტიტუციური გზით, დავამხობთ-მეთქი. მეორე დღეს შევარდნაძემ თქვა: ჯაველიძე ხალხს დამხობისკენ მოუწოდებსო და მაშინვე დამაპატიმრეს. ახლა, არსებულ პროკურატურას ვეკითხები: როდესაც ეს ზონდერი, მკვლელი, მიშას ყურმოჭრილი მონა და საჯდომის მლოკველი კუპრავა გამოდის და გაჰკივის: ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთ, სისტემა უნდა დავანგრიოთო, პასუხი არ უნდა აგოს?! თუ სარალიძის მეგობარია და ამის ხათრით უნდა ვაპატიოთ?! 

- ბატონო ელიზბარ, აქციაზე ბავშვები იდგნენ წარწერით - "ნუ მომკლავ"…

- დიახ, რაც ყოვლად გაუგებარია. რას ნიშნავს ეს, გამოჰყავთ ბავშვები და იძახიან: ნუ მომკლავო. ვითომ, ხელისუფლებას მიმართავენ. ვინ მოკლა ეს ბავშვები, ხელისუფლებამ?! არა, ბატონო, მათ ურთიერთი მოკლეს. რატომ? - იმიტომ, რომ ამ განათლების სისტემამ ბავშვებში ნორმალური ურთიერთობა ვერ ჩამოაყალიბა. ნორმალურ მდგომარეობაში ასეთი მკვლელობები არ ხდება. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ზურაბ ჯაფარიძე ტელევიზიით გამოდის და აცხადებს: მარიხუანა საშიში ნარკოტიკი არ გახლავთ, მე დიდი ხანია ვეწევი და არაფერი დაუშავებიაო. ეს მას ჰგონია ასე, როგორ არ დაუშავებია, მაგას დიდი ხანია თავი დაბრახუნებული აქვს. "გირჩის" არცერთი წევრი ნორმალური არ არის. ავლიპა ზურაბაშვილს ვერ გავაცოცხლებ, თორემ, მაგათ არცერთს არ მისცემდა ნორმალური ადამიანის ცნობას. ეს ყველაფერი თავს იყრის. ვიმეორებ: ხელისუფლება თმობს, რაც არასწორია. მივმართავ ბატონ ბიძინას: დემოკრატია არ გახლავთ ის, რომ ეს ნაძირლები თავისუფლად მივუშვათ. დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ზნეობრივ სამართალს. ეს ცხოველები მეუბნებიან: შენ ჩამორჩენილი ხარ იმიტომ, რომ სამშობლო გიყვარსო.

დღეს, არცერთი ნაბიჯით უკან დახევა არ შეიძლება. შოთაძეს არ ვიცნობ, მაგრამ მისი გადადგომა უკანდახევაა. ახლა, არასამთავრობო ორგანიზაციები იძახიან: მთავრობა ჩვენ უნდა დავნიშნოთო. ვინ არიან ისინი? - მათ ქვეყნისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვთ: ერთი მათგანი სამშობლოზე გულაყრილია, მეორეს - სძულს, მესამე - შეშინებულია, ბუჩქეებშია შემძვრალი, მეოთხე ამბობს: ჩვენ, ადამიანის უფლებების დამცველები ვართო. ამ დროს, ფულის აგენტები არიან, რომლებიც ამერიკისგან, დასავლეთისგან, თუ გნებავთ, მიხეილ სააკაშვილისგან ფინანსდებიან. ეს ფულის აგენტი მეუბნება: ჩვენ ვართ ყველაფერიო. ეს შემთხვევითი არ არის, მათი დეევიზია: სახელმწიფოს წითელი სისხლი გამოაცალონ და თეთრი შეიყვანონ ანუ, თანდათან, ხელისუფლება უნდა ავიღოთო. დღეს, ჩვენი ხელისუფლება რამეს წყვეტს? გიორგი კვირიკაშვილი რამეს წყვეტს? - ამათ უყურებს თვალებში, რამე არ ეწყინოთ. ვიმეორებ, სახელმწიფომ ერთი ნაბიჯიც არ უნდა გადადგას უკან და კონსტიტუციური უფლებით იმოქმედოს. პარლამენტის წინ მონღოლების კარვები რომ დამიდგეს, რატომ არ იღებენ? იქ, ვინ ყრიან, ვინ გდიან? - უზნეო ხალხი.

ეს ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ საქართველო სხვა მხარეს დგას და არა ამ ნაძირლების _ უგულავების და ბოკერიების მხარეს. დღეს უგულავა თავისუფლად დაბრძანდება. თავგასიებული ვაშაძე ამბობს: აი, რა თქვა ზაზა სარალიძემო. ზაზა კი არა, ჭკუას მოუხმონ. გუშინ, ვუსმენდი რა ხდება "სამართლიანობით აღსავსე" ამერიკაში - ყოველ კვირას ვიღაც ტვინგადაბრუნებული შევარდება სკოლებში და ხოცავს 15 ბავშვს, მასწავლებლებს. ამის გამო იქ ვინმემ თქვა ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთო?! აი, ვინც აქ გაჰყვირის ხელისუფლება უნდა დავამხოთო, იმას წაავლეთ ხელი და წააბრძანეთ აქედან ან ციხეში ან საერთოდ გააგდეთ, საქართველოში ცხოვრება აუკრძალეთ. საქართველო `ნაცებისგან~ უნდა გაიწმინდოს. მარტო გაწმენდა არ შველის საქმეს, მერე, ქლორი უნდა მოასხა და დეზინფექცია ჩაატარო, რათა ბაცილები არ დარჩეს, თორემ, ესენი ქვეყანას დაღუპავენ. მათთან ენის მოჩლექით საუბარი არ შეიძლება, არც გინება უშველის, გინდა დედა შეაგინე, გინდა ცოლი, სულერთია. მათ არც დედა უყვართ, არც ცოლი, ერთმანეთის ცოლებთან გადადიან-გადმოადიან. აი ეს არის მთელი უბედურება. ხელისუფლებამ, "ქართულმა ოცნებამ" ხმა უნდა ამოიღოს და ყველას თავის ადგილი მიუჩინოს. თუ ასე არ მოხდა ჩათვალეთ, რომ ცოტა ხანში დიდი უბედურება დატრიალდება იმიტომ, რომ ის თავქარიანი მიშა ჩამოსვლას აპირებს და ხალხი უკვე, იარაღს მოჰკიდებს ხელს.

აქვე, ერთსაც ვიტყვი: ყველა დამნაშავე, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არასწორი განაჩენი გამოიტანა, უმართებულოდ გამოიძია საქმე, უნდა დაისაჯოს. ბოლომდე უნდა დაისაჯოს ე.წ. ნაპატიები უგულავა, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა და დღეს აქეთ-იქით დასეირნობს. მაგალითად, ანტისოროსის საზოგადოებიდან, რომლის წევრი მეც ვიყავი, 13 კაცი დაიჭირეს, შეთითხნეს საქმე, ვითომ, შევიკრიბეთ და ხელისუფლების დამხობა გადავწყვიტეთ, რაღაც სარდაფი მოძებნეს, ჩადეს იარაღი. ამ 13 კაციდან შვიდი მკვდარია, თემურ ჟორჟოლიანი მოკლეს. დღეს სასამართლომ ეს ხალხი გაამართლა და ბოდიში მოუხადა. კი მაგრამ ბოდიში საკმარისია? როდესაც ის გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე დღესაც სისტემაშია, ისევ დაიჭერს და დახვრეტს. როცა ახალგაზრდები დაიჭირეს, მე და ნონა გაფრინდაშვილი სასამართლო სხდომებს ვესწრებოდით, მოსამართლეს ისეთი განაჩენი გამოჰქონდა, ნონამ მითხრა: მე, ვეღარ მოვალ, ამის მოსმენა არ შემიძლიაო. არავითარი სამართალი, ერთიდაიგივე კაცი მოდიოდა მოწმედ და ამ ხალხს აჭერინებდა. დავუბრუნდეთ დღევანდელობას: ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც ნაძირალა, გარყვნილ, გათახსირებულ გვარამიასგან ქრისტეს სახელი დაიცვეს, დღესაც ციხეში სხედან. ჩემი თვალით ვნახე, გვარამიამ როგორ გალახა ქალბატონი, დედა როგორ აგინა. ვეკითხები პროკურატურას, პოლიციას: რატომ არ იჭერთ გვარამიას? თუ ასე მივუშვით, მერე ოჯახებში შემოგვივარდებიან. მე ვერ შემომივარდებიან იმიტომ, რომ აქედან ისეთ პასუხს მიიღებენ, ცოცხალი ვერ გავლენ. ეს არის მთელი უბედურება. ქართველი არასოდეს შიმშილის გამო ხმას არ იღებდა. ქართველ კაცს ერთ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში - გუთანი და ისე უძღვებოდა ცხოვრებას. მაგრამ როგორც კი მტერი შემოიჭრებოდა და მის ღირსებას შეეხებოდა, მაშინვე ხმას იმაღლებდა, თავს დებდა. ეს გენი ჯერ კიდევ არსებობს. ამ ნაძირლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ დროზე არ გაასწრეს, ეს გენი მათ დაახრჩობს და მოსპობს.

- თქვენ თქვით, დამნაშავე უნდა დაისაჯოსო. დღეს ვინც სამართალს ითხოვს, თავად სამართალდამრღვევია. ხომ არ დაგვეწყო სწორედ მათგან სამართლიანობის აღდგენა? რადგან სამართალს ითხოვენ, ხელისუფლებამ სააკაშვილის რეჟიმის ყველა დამნაშავე არ უნდა დააპატიმროს?


- ესენი სამართალდამრღვევები კი არ არიან, არამედ ბოროტმოქმედები, სისხლის სამართლის დამნაშავენი. სამართალდამრღვევი სხვა არის, შეიძლება მე დავარღვიო რაღაც. ესენი არიან მკვლელები, მძარცველები, შარაგზის ყაჩაღები, ანუ ისეთი ხალხი, ძველ დროში სახრჩობელაზე რომ ჰკიდებდნენ. ახლა, ბევრი ხეებია და ჩამოკიდონ ისინი როგორც ნაძვის ხეზე სათამაშოები. გვაჩვენონ, რომ ეს ის ხალხია, ვინც საქართველო ასეთ დღეში ჩააგდო. რა თქმა უნდა, სამართლიანობის აღდგენა მათგან უნდა დავიწყოთ. ნაძირალა ბარამიძე ამბობს: ჩვენ ვართ ხალხის იმედიო. იმედი კი არა, ისინი საფრთხობელები, მკვლელები არიან. ხალხი მაშინ დამშვიდდება, როდესაც ამ დამნაშავეებს, საბოლოოდ, გალიაში ნახავენ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
Yesterday, 17:00


გვესაუბრება უფლებადამცველი, ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე

– ბატონო ნიკოლოზ, ზაზა სარალიძის მოთხოვნები შვილის მკვლელობის გამოძიებიდან პოლიტიკურ ულტიმატუმებში გადაიზარდა. რას იტყვით ამის შესახებ?


– გამოძიებაში, ცხადია, ხარვეზები იყო, რომელთა აღმოფხვრას შეეცადა ახლანდელი ხელისუფლება, მაგრამ სიტუაციას ვხედავთ მაინც, როგორიც არის.
მირზა სუბელიანი დააკავეს, მაგრამ სარალიძემ განაცხადა, მისი ცოლის დაკავებასაც ვითხოვო. ცოტა ხანში, ვინც გვარად სუბელიანია, ალბათ, ყველას დაჭერას მოინდომებს.

მე, მართალია, არ ვიცი, სუბელიანის ცოლს რა როლი ეკისრება ამ საქმეში, მაგრამ გამოძიება შეკვეთით არ ხდება და რასაც ითხოვდა ზაზა სარალიძე, იმაზე მეტი კეთდება. ყველა შევდივართ მის მდგომარეობაში, თუმცა ეს კაცი, როგორც ჩანს, სხვა თამაშს თამაშობს. 
ფაქტია, რომ ვიღაცების სურვილია, ამ შემთხვევისგან გირგვლიანი 2 შექმნან, მაგრამ არ გამოუვათ. გირგვლიანის დედას არც ერთი მთავრობის წევრი არ შეხვედრია, არავის არაფერი გაუკეთებია ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, თანაც გირგვლიანი უშიშროების თანამშრომლების ხელით მოკვდა, ზაზა სარალიძის ვაჟი კი თანატოლებმა იმსხვერპლეს.

ცხადია, გარკვეულ ჯგუფებს სურთ, სარალიძის თემას პოლიტიკური სარჩული მისცენ და თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.
ზვიად კუპრავამ თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა კიდევაც: ჩვენ არ გვაინტერესებს, სუბელიანს დაიჭერენ თუ არა, ჩვენ გვინდა ამ ხელისუფლების დამხობაო. პირდაპირ ამბობენ ამას.

ანუ გამოდის, რომ სარალიძეც ხელისუფლების დამხობას ითხოვს.
ამასწინათ მე მივმართე კიდევაც ზაზა სარალიძეს:

– ღმერთმა გვაშოროს და ვინმე რომ კიდევ მოკლან, შენი შვილის მკვლელები რომ ამოუდგნენ გვერდში იმ მოკლულის ახლობლებს, მოგეწონებათ-მეთქი? აბა, ახლა როცა მკვლელების გვერდით დგახარ, როგორღა ითხოვ, ხალხმა დაგიჭიროს მხარი-მეთქი?! ნაციონალურ-ფაშისტური მოძრაობა, რომელიც ვერა და ვერ გასამართლდა და რომელსაც ხალხმა 2012 წელს განაჩენი გამოუტანა, თითქოს ეს ამბები სარალიძემ არ იცოდეს, მაინც გაიძახის, არ მაინტერესებს არაფერი, ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონო. რას ნიშნავს, კაცო: შენი შვილის მკვლელები რომ დაისაჯონ, სხვისი შვილების მკვლელები უნდა დაგვასვა თავზე? ეს გინდა? 

ზაზა სარალიძე თავისი ქმედებებით საკუთარ შვილს ხელახლა კლავს. 
სარალიძეს უნდა ამ ხელისუფლების ჩამოგდება და, მგონი, სულ აღარ აინტერესებს, როგორ დამთავრდება გამოძიება.

– 10 ივნისს აქციაზე პირდაპირ ისმოდა ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნები.

– როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობაზე მიმდინარეობს მოწოდებები, ძალადობრივი მოთხოვნები და მუქარები ჟღერდება, ეს არის დანაშაული და მე, როგორც უფლებადამცველი, ვაცხადებ, რომ სახელმწიფო წესრიგის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, ასეთ დროს, აქციების ორგანიზატორები დაკავებული იქნენ. როდემდე უნდა ვითმინოთ ამათი პარპაში?!

ყველაზე დიდი სირცხვილი ის არის, რომ ბოკერია, რომელიც პროკურატურაში ჩვენებებს უნდა იძლეოდეს, დაკითხვებზე უნდა დარბოდეს, აქეთ იბარებს პროკურატურას და ადანაშაულებს, მკვლელობის საქმე ვერ გამოიძიეთო. სატირლად გვაქვს საქმე _ კაცი, რომელიც დაჭერილი უნდა იყოს, აცხადებს: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ კოჰაბიტაცია `ოცნებასთანო~. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანია, ვითხოვთ ჩვენ, კოჰაბიტაცია შეწყდეს ნაცებთანო. ახლა თვითონ ითხოვენ პირიქით.

მე ვფიქრობ: ეს კომისიაც და ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ამათი მოსაწონი მაინც არ იქნება. ამათი მიზანი არის ხელისუფლების ჩამოგდება.

არასამთავრობო სექტორიც, რომელიც გულში ჩაიხუტა ამ ხელისუფლებამ და სამოქალაქო სექტორად მონათლა, უკან მოგვიბრუნდა ბუმერანგივით, რადგან საქართველოში დღეს არავითარი სამოქალაქო სექტორი არ არსებობს. ესენი არიან ნაცსექტის განშტოებები.

სოროსის ფონდს ერთი თეთრიც რომ არ გამოუყვია იმ დახვრეტების და სისხლისღვრების გამოსაძიებლად, რაც იყო სააკაშვილის დროს, ახლა ამოიდგა ენა ქალბატონმა ხუციშვილმა და აფინანსებს და აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ხელისუფლების დამხობაზეა ორიენტირებული. 

ზურაბ ადეიშვილი გადასაყენებელი იყო კი არა, დასაჭერი იყო, მაგრამ იმ ხუციშვილს და არასამთავრობოებს, ბოდიში და, ცოცხი ჰქონდათ, მგონი, გაკეთებული პირშიც და ყველგან და ხმა ჰქონდათ ჩაკმენდილი.
ჩართავ ტელევიზიებს და ისეთი ინფორმაციები მიდის, შეიძლება ღამე არ დაგეძინოს. თანაც, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ნაცები იყვნენ უმრავლესობაში, სინამდვილეში, ესენი არიან ერთი მუჭა ნაძირლები.

– აბა, 500 000 მხარდამჭერი გვყავსო?

– 500 000 კაცი რომ ამათ მხარს უჭერდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდნენ. 500 000 კი არა, 10 000-საც ვერ კრებენ ეს საცოდავები.
დღეს კარგად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. მორიგი მცდელობა მიმდინარეობს ხელისუფლების ხელში ჩაგდების. ჯერ იყო და, რუსული ხელისუფლება გვმართავსო, მერე ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ლახავსო, მერე მედიაზე ზეწოლაო, ნარკოტიკების ლეგალიზაციაო, ყველაფერი ჩაუფლავდათ და ახლა საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას ეხებიან, ვითომდა საქართველოში ბავშვებს ხოცავენ და მიზეზები არ დგინდებაო და ა. შ.
სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის ლიდერები უნდა დააკავონ!

ნიკოლოზ გვარამია ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეჭირათ, აქციაზე ქალბატონს რომ აგინა.

– შესაძლებელია თუ არა ამ პროტესტს სახელმწიფოს გარედან დასაყრდენი ჰქონდეს?

– არჩევნებით ესენი ვერ მოიგებენ და ერთადერთი გზა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს არის ხელისუფლების დამხობის გზა. ამ პროცესებში კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რუსული კვალი იკვეთება. მე თვალს ვადევნებ უცხოურ ტელევიზიებს, ბი-ბი-სი-ს, ევრონიუსს, სნნ-ს, არც ერთს არ გაუშუქებია ეს აქციები, ერთადერთი რუსეთია ორიენტირებული ამ ამბებზე. რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო ნაციონალური ხელისუფლება, რადგან მათ ლანგარზე დადებული მიართვა სააკაშვილმა აფხაზეთი და სამაჩაბლო და ყველა სტრატეგიული ობიექტი. შვილი მამას არ გაუკეთებს, რაც მიშამ რუსებს გაუკეთა. მე ვფიქრობ, რუსული სპეცსამსახურები ჩართულნი არიან ამ საქმეში და როგორც თავის დროზე სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში ბორია ივანოვმა, არ გაგვიკვირდეს, რომ ასეთივე სცენარი კიდევ განმეორდეს.

დასავლეთს უკვე ფეხებზე ჰკიდია ნაცები და სააკაშვილი.
ერთადერთი, ვისაც სურს აქ სიტუაციის არევა, არიან რუსები.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველომ დაიწყო სტრატეგიული მოლაპარაკებები ჩინეთთან, ნატოს საწვრთნელი ბაზები განთავსდა ჩვენს ტერიტორიაზე და ა. შ.

რეალურად ვხედავთ, რომ ფული მოდის, სავარაუდოდ, იმ ოლიგარქებისგან, რომლებიც სააკაშვილს დასაყრდენად ჰყავს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვერც ერთ მიტინგზე ვერ შეკრებენ ისეთ რაოდენობას, რომ ხელისუფლების რევოლუციური შეცვლის სცენარი განხორციელდეს, თუმცა მე გაკვირვებული ვარ იმ ლუსტრაციით, რაც ხდება. შალვა ნათელაშვილს დაავიწყდა, ნიკა გვარამია რუსეთის აგენტს რომ ეძახდა?!

ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. აქციებისთვის ფულს ნაცები იხდიან. შალიკო ნათელაშვილი იქ იმიტომ ბოგინობს, რომ ვიღაცებს თვალი აუხვიონ, ვითომდა საერთო აქციაა და არა ნაცებისო, ამათი სიტუაცია რას ჰგავს, იცით? ლამაზი ქალი რომ იდგეს ქუჩაში და სინამდვილეში ტრანსგენდერი რომ იყოს.
ვისაც მიტინგები მიჰყავს, პოლიტიკური ტრანსგენდერები არიან. რეალურად, მათი სახე არის პოლიტიკური პუტანკობა სქესის განურჩევლად. თუ ნათელაშვილი და ლეიბორისტები ადრე ფარულად იყვნენ სააკაშვილის სატელიტები, ახლა ღიად გაცხადდა ყველაფერი.

– ნათელაშვილსაც სურს ხელისუფლების შეცვლა და ინტერესები დაემთხვა. არ შეიძლება ასე იყოს?

– თუ ხელისუფლების შეცვლა უნდა, ცალკე დადგეს და ჩაატაროს მიტინგები, რატომ დგება მკვლელებთან?

წარმოგიდგენიათ, 1945 წლის მერე ვიღაცას დაეწყო ბრძოლა გერმანიის უკეთესი მომავლისთვის და გერინგთან და გებელსთან ერთად მოეთხოვა ეს? ან ებრაელები რომ მდგარიყვნენ ნაცისტების გვერდზე და ეძახათ _ ებრაელი ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვითო?!
თუ ვინმეს ეს ხელისუფლება არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხვრის ქურქში გახვეული კრიმინალები დავისვათ თავზე.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
18-06-2018, 18:00


ლალი მოროშკინა: ამბიციური სააკაშვილისთვის ასეთი დასასრული სრული ფიასკოა! ვინ და როგორ სცადა შვილმოკლული მამის სამართლიანი პროტესტის გამოყენება, მოტყუვდა თუ მოატყუეს სააკაშვილი და რა გაგრძელება მოჰყვება რუსთაველის გამზირზე დროებით შეჩერებულ აქციებს? „საერთო გაზეთს“ ლალი მოროშკინა ესაუბრა:

– გულწრფელად თანავუგრძნობ შვილმკვდარ მშობლებს, რომლებიც თუნდაც საპროტესტო აქციებში ცდილობენ იპოვონ შვება და ვწუხვარ, რომ ორკაციანმა პარტიებმა და გაკოტრებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ხალხი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და ცუდ მდგომარეობაში ჩაყარა. ზუსტად ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში სერიოზული განხეთქილებაა. ეს აკო მინაშვილის სიტყვებმაც დაადასტურა, როცა თქვა, რომ აქცია მათი ორგანიზებული არ იყო და უბრალოდ, მხარდასაჭერად მივიდნენ. ცხადია, ეს უკან დახევა იყო. დილიდან ვამბობდი, რომ ნაციონალები ხალხის სიმცირეს შალვა ნათელაშვილს და აქციის სხვა ორგანიზატორებს გადააბრალებდნენ და ასეც მოხდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ხალხი პოლიტიზირებულ და მარგინალიზირებულ აქციაზე არ მივიდოდა და არც იმ უგუნურ მოთხოვნებს აჰყვებოდა, რომლებიც გაისმა. სამწუხაროდ, ზოგს უბედურებამ დაუბრმავა თვალები, ზოგს (ნაცმოძრაობის აქტივისტებს ვგულისხმობ) ფულმა, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს აქცია დაფინანსებული იყო. ისიც ცხადია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ასეთი ფიასკო 2012 წლის შემდეგ არ განუცდია.

სააკაშვილი მოატყუეს, რომ საპროტესტო მუხტი დიდია და, ასე ვთქვათ, გირგვლიანიზაციის პროცესი იგეგმებოდა. ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და განსაკუთრებით ამბიციური სააკაშვილისთვის აქციების ასეთი დასასრული ფიასკოა! აშკარაა, რომ ის ენდო ცრუ ინფორმაციას და მძიმე შეცდომა დაუშვა. სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან თავისივე თანაგუნდელები რიყავენ პოლიტიკიდან. ასე, რომ გასაკვირი არაა, რომ პარტია შიგნიდან გაიხლიჩა.

– როგორ ფიქრობთ, რა იქნება ნაციონალური მოძრაობის შემდეგი სვლა, აქციები გაგრძელდება თუ არა?

– ჩემი აზრით, ეს დასრულებული ამბავია. მე ამჟამად რეგიონში ვარ და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ დადიოდნენ, ხალხს10 ლარს პირდებოდნენ და აქციაზე მისვლას თხოვდნენ და 1000 კაცზე მეტს ვერ შეაგროვეს. პირდაპირ ეთერში ერთი ქალბატონის სიტყვები გაეპარათ, რომელიც ამბობდა ჩამომიყვანეს და თუ ბინის ფულს გადამიხდიან, კიდევ დავრჩებიო. ვფიქრობ, ამ აქციების შემდეგ სააკაშვილს ტაიმ-აუტის აღება მოუწევს, რომ ადამიანებს საკუთარი მარცხი დაავიწყოს. ახლა დაიწყება ხმაურიანი და ძალიან მძიმე სასამართლო პროცესები და ყველა ერთად, თავიდან გავივლით იმ უბედურებას, რაც ხორავას ქუჩაზე დატრიალდა. ამ საშინელი ტრაგედიით ორივე მხარე და ქვეყანა დაზარალდა, იმიტომ, რომ გარდაცვლილები არასრულწლოვანები არიან, მაგრამ საქმეს პოლიტიკური გაგრძელდება ვერ მოჰყვება, რადგან რეალურად, ეს არ იყო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა და რეჟიმის დროს დახოცილი სხვა ახალგაზრდების მსგავსი საქმე. ეს იყო სკოლის მოსწავლეების საქმის გარჩევა, რაშიც პირველ რიგში, სკოლაა დამნაშავე. სკოლის ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცოდა, რომ ბულინგი არსებობდა. ნებისმიერი სკოლის ხელმძღვანელობა თავად უნდა აგვარებდეს ამ პრობლემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს.

– ბუნებრივია, ეს ერთი დღის პრობლემა არ იყო და სკოლას შეეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება.

– სკოლის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, რომ ფაქტზე ინფორმაცია პოლიციის განყოფილებისთვის გადაეცა, რომელიც ოჯახებთან და არასრულწლოვანებთან მუშაობს. სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოზარდებთან უნდა ემუშავათ ფსიქოლოგებს და სოციალურ მუშაკებს, მაგრამ ამ თემის დროში გაჭიანურება მოხდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ სკოლის დირექტორს და კლასის დამრიგებელს სკოლაში დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვთ. იქნებ, ეს საზარელი მაგალითი საქართველოს განათლების სისტემისთვის გარდამტეხი გახდეს და მივხვდეთ, რომ ბავშვისთვის დილით საუზმის გამზადება საკმარისი არაა. სკოლებში უნდა დაიწყოს მშობლების მორიგეობა. მეც 51-ე სკოლა დავამთავრე და მახსოვს, რომ ყოველ დღე გვყავდა მორიგე მშობელი, რომელიც სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, პასუხისმგებლობას ინაწილებდა. მანდატური საკმარისი არაა. მშობლები უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში.

– აქციის თემას დავუბრუნდეთ.. როგორც ბრძანეთ, აქციაზე განცდილი მარცხის შემდეგ სააკაშვილი ტაიმ-აუტს აიღებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი თანდათან იკლებს, არა მგონია, ყოფილ პრეზიდენტს შესვენებისთვის დიდი დრო ჰქონდეს.

– იცით რატომ იყო ნაცმოძრაობა აქციაში ასე აქტიური ჩართული? იმიტომ, რომ საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები ჩამოვიდნენ. სააკაშვილს ბრალი ედება ომთან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულებში. ის შეიძლება მალე ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს. სააკაშვილი განაჩენს ელოდება და ძალიან განერვიულებულია. სწორედ ამიტომ აქტიურობს ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის ცდილობს ჰააგის პროკურორებს ხალხის უკმაყოფილება აჩვენოს. „ევროპული საქართველო“, სადაც გაცილებით ჭკვიანი ძალაა კონცენტრირებული, დიდი ხანია მიხვდა, რომ ჰააგის მიერ დასჯილი ექსპრეზიდენტი მძიმე ტვირთია და ამიტომაც გაემიჯნენ. აქეთ დარჩა მთლიანად გამარგინალებული და შეშინებული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც როგორც კი ტრიბუნალი განაჩენს გამოიტანს, კანონგარეშე გამოცხადდება.

– ფიქრობთ, რომ ჰააგაში სააკაშვილს გაამტყუნებენ?

– ამას თვითონ სააკაშვილი ფიქრობს. მე მოვისმინე მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ პუტინმა და ივანიშვილმა ყველა მოისყიდეს, მათ შორის, ჰააგა. ძალიან მძიმე ბრალდებაა ანგაჟირებული და მოსყიდული ეძახო ტრიბუნალს, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა და მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ერთ ერთ ყველაზე სამართლიან ორგანოდ ითვლება. ვფიქრობ, სააკაშვილს ასეთი ცილისწამება ძვირად დაუჯდება და ეს შიში ალაპარაკებს. აი, ეს პრობლემა უნდა გადაეფარა ამ აქციებს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ხალხი გაცილებით ბრძენი აღმოჩნდა.

– მოსალოდნელია თუ არა, ისევ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის „საქმის ჩაფარცხვა“ და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება?

– არა მგონია. ეს იყო წითელი ბარათი, რომელიც მთავრობამ ჯეროვნად შეაფასა და არ მგონია, რომ გახარია და წულუკიანი იმდენად არაშორსმჭვრეტელები არიან, რომ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანონ. ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში გარკვეული ცვლილებები და პოლიტიკის გადახედვა მოხდება. სავარაუდოდ, თანამდებობებს დატოვებენ ადამიანები, რომლებიც აშკარა საბოტაჟზე მუშაობდნენ და ბევრი ადგილი გამოთავისუფლდება პატრიოტებისთვის, რომლებიც დღესაც სახლში სხედან. რაც მთავარია, მე ველოდები „ქართული ოცნების“ გუნდის განახლებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში. ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და საბოლოდ უნდა დასრულდეს დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ყველაზე საშიში და მავნებელია.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
17-06-2018, 17:00


ვახტანგ ხარჩილავა:

10 ივნისის აქცია ჩაიშალა, ამის მიზეზი კი არც ხელისუფლების ზეწოლა ყოფილა, არც რაიმე სხვა გარე ფაქტორი -  აქცია მისი ფარული ორგანიზატორის და იდეოლოგის, "ნაცმოძრაობის" გამო ვერ შედგა.

ეს უკვე ის საბოლოო განაჩენია, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა `ნაცმოძრაობის~ სისხლიან რეჟიმს და მის წარმომადგენლებს.
ქართველ ხალხს არა მარტო ნაცები, არამედ მათთან რაიმე სახით დაკავშირებულ სხვა პოლიტიკოსებთან თუ არაპოლიტიკოსებთან თანამშრომლობა სურს.
აქციის ჩაშლაში ლომის წილი შეიტანა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც კარგა ხანია, სააკაშვილის პარტნიორად და სატელიტად ითვლება.

"ვამბობთ ლენინი და ვგულისხმობთ დიდი პარტია, ვამბობთ პარტია და ვგულისხმობთ დიდი ლენინი".
სააკაშვილიც და ნათელაშვილიც ასე არიან და როცა დიდმა შალვამ თავისთან კარავში უხმო სხვა ყარტაყურტა ოპოზიციურ პარტიებს, იქ დამთავრდა 10 ივნისის აქციის ყოველგვარი პერსპექტივა - რა შალვას უხმია და რა მიშას - ასე ჩათვალეს მოქალაქეებმა (არა მარტო მოქალაქეებმა, არამედ პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმაც) და აქციაზე არ მივიდნენ.

ამ აქციაზე კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი მოხდა _ აქციაზე სახელწოდებით "ნუ მომკლავ", არ გამოჩენილა არც ერთი შვილმოკლული მშობელი, რომელსაც შვილი "ნაცმოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის დროს მოუკლეს.

არადა, ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ ვიღაცამ იზრუნა იმაზე, რომ ისინი აქციაზე არ მისულიყვნენ და თუ მაინც გამოჩნდებოდნენ, მათთვის მიკროფონთან მისვლის საშუალება არ უნდა მიეცათ.

ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ აქციის ქვეტექსტი პოლიტიკური ხასიათისა იყო და მისი მთავარი აქცენტი "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და არა ზოგადად ძალადობის და განუკითხაობისკენ.

ამაზრზენი ფარისევლობა და უტიფრობაა, როცა თავად მკვლელები, რომლებიც მიზეზთა და მიზეზთა გამო სათანადოდ არ დაისაჯნენ, დღეს სხვის მსაჯულებად და ბრალმდებლებად გამოდიან.

- როგორ ახსნით იმას, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობას "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებით აშინებს. ექვსი წელი გავიდა უკვე, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში არ არის და ეს დრო საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ამ პარტიაზე არ ვილაპარაკოთ? - ასეთ კითხვას სვამდა და მიამიტურად აფახულებდა თვალებს ნიკა გვარამია, რომლის ბოლოდროინდელი საქციელები აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ეს კაცი მთლად საღ ჭკუაზე არ არის.

თუ გავიხსენებთ, როგორ კოტრიალობდა დივანზე და როგორ აფხარკალებდა ფეხებს ვითომ სიცილისგან ჩაბჟირებული ეს დირექტორი კაცი ვანო ჯავახიშვილის შოუში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გვარამიას კრამიტი დაუცურდა.

ჰოდა, ამ კრამიტდაცურებულ გვარამიას გვინდა შევახსენოთ, რომ არსებობს კატეგორია დანაშაულებისა, რომლებიც დავიწყებას და გადაფასებას არ ექვემდებარება.

სწორედ ამ დანაშაულთა რიგს მიეკუთვნება იმ დანაშაულთა მთელი წყება, რომლებიც ნაციონალებს აქვთ ჩადენილი და რომლებშიც ბოლო დროს გაბავშვებულ გვარამიას თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა სახიფათო და დამანგრეველი შეიძლება იყოს საზოგადოებისა და ქვეყნისთვის დაუსჯელობის სინდრომი, როცა დაუსჯელობით გაპარპაშებული და გათავხედებული დამნაშავეები და კრიმინალები უკან, ხელისუფლებაში, აპირებენ მობრუნებას, რომ საბოლოოდ წაშალონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობების კვალი, რასაც ისინი ახალი დანაშაულობების ჩადენის გარეშე ვერ შეძლებენ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ამ ყველაფერს სადღაც უნდა დაესვას წერტილი, ეს ყველაფერი სადღაც უნდა დამთავრდეს, რაც შეუძლებელია, თუ არ გასრულდა 6 წლის განმავლობაში გაჭიმული კოაბიტაციის პროცესი, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა "ქართულ ოცნებას" და ქართულ სახელმწიფოს.

ქართველმა ხალხმა არ მიიღო კოაბიტაცია, ქართველი ხალხი ვერ შეეგუა კოაბიტაციის მავნებლურ ზნეს და შინაარსს.

მას არც "ნაცმოძრაობასთან" სურს თანამშრომლობა, არც "ნაცმოძრაობის" განაყოფებთან, არც "ნაცმოძრაობის" სატელიტებთან.

აი, ამის დასტური იყო 10 ივნისის აქცია, რითაც, ფაქტობრივად, სამუდამოდ დამთავრდა გაკოტრებული და გაბითურებული "ნაცმოძრაობის" ფაფხური.
10 ივნისი -  "ნაცმოძრაობის" გარდაცვალების დღეა!

ცხედრის დამარხვა ნაწილ-ნაწილ, 2020 წლის შემოდგომამდე.

მეტის ნახვა
17-06-2018, 15:00


(დასასრული.  დასწყისი იხ. "სგ" №20 )

ვაგრძელებთ ინტერვიუს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო ინსტიტუტის ჰიდროპროექტის ყოფილ დირექტორთან, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ ანზორ ჭითანავასთან.

– ავარიის შედეგად გაჩერებული ენგურჰესი ამოქმედდა და სრული სიმძლავრით მუშაობს, მაგრამ ეს დამშვიდების უფლება არ გვაძლევს, რადგან არ ნიშნავს, რომ აღარაფერი მოხდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ენგურჰესის კვალიფიციური კოლექტივის შრომა-გარჯა და საქმისადმი ერთგულება, ზუსტად მათი პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა მოკლე ვადაში ავარიის ლიკვიდაცია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კოლექტივის წევრები და მათი ხელმძღვანელი ლევან მებონია, ფაქტობრივად ენგურჰესზე გაიზარდნენ, იქ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ლევან მებონიას სახით გვაყავს ერთ-ერთი უძლიერესი ხელმძღვანელი და სტრატეგი. ძალიან კარგია, რომ ავარიის დროს არ იყო კომისიების შექმნა და ხელისუფლების მაღალი ეშელონების აქტიური ჩარევა, ამან ხელი შეუწყო კოლექტივის მიზანსწრაფულ და შეუფერხებელ მუშაობას, აღარ გაჭიანურდა სამუშაო პროცესი. რაც შეეხება ავარიის ზუსტ მიზეზს, გასკდა მილსადენის დამცლელი მილი, როდესაც გვირაბს ვაჩერებთ, წყალი უნდა გამოათავისუფლო, ამისთვის სხვა მოწყობილობებთან ერთად ეს მილიცაა. რომელიც ჰესის აშენების პირველი დღიდან იყო იქ ჩამონტაჟებული და არასდროს შეკეთებულა. გვირაბის დაცლის გარეშე მას ვერ შეამოწმებდნენ და შეაკეთებდნენ, შეკეთების რიგი კი უწევდა, მაგრამ ენგურჰესი არ გაჩერეს. იქ ასეთი კიდევ ხუთი მილია, შეიძლება იქაც მოხდეს ასეთი რაღაც, ამან გამოიწვიოს დატბორვა, რაც კატასტროფით მთავრდება.

დღეს რომ გადავრჩით, წყალი გენერაციის უბნამდე (სადაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება) არ ამოვიდა, ენგურჰესის კოლექტივის პროფესიონალიზმის, მათი ოპერატიული მუშაობის დამსახურებაა. ენგურჰესის პრობლემა კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია, ამიტომ, როგორც გითხარით, მარტო ამ ავარიის ლიკვიდაციით და მსგავსი შემთხვევების გაუვნებელყოფით არ მთავრდება. ენგურჰესი ძალზე რთულად სამართავი სისტემაა, მას მართვის მექანიზმების სრულყოფა და გაძლიერება ჭირდება, სადგური ისე უნდა მოქმედებდეს, რომ გამომუშავება არ დაიკარგოს, არ უნდა გავთიშოთ სისტემიდან. ამისთვის საჭიროა პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად განხორციელება, რაც ქართველმა დამპროექტებლებმა და ინჟინრებმა 70-იანი წლების დასაწყისშივე გაითვალისწინეს. მდგრადობის, საიმედოობის და ფუნქციონირების ამაღლების მიზნით, კაშხლის ტანში ჩატანებულია მილები, რომლებიც გამოყენებადია, როგორც გამომუშავების, ისე წყალაქაჩვის რეჟიმში. როდესაც ენგურჰესის გაჩერება მოგვიწევს სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ან გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, როგორც ახლა მოხდა, თავისუფლად უნდა შევძლოთ მისი გადართვა კაშხლის ტანში ჩატანებულ ხსენებულ სქემაზე. კაშხლის ტანში ოთხი მილია ჩატანებული, რომლებიც წყალსაცავის ეფექტურობის ასამაღლებლად და ენგურის ქვედა ბიეფიდან ჰესის მიერ უკვე გამოყენებული წყლის ხელმეორედ გამოყენებას ემსახურება. პროექტის მიხედვით, ეს სქემა 2000 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო, რადგან ჩვენი გათვლებით, ამ პერიოდისთვის დგებოდა მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, სქემის ამოქმედება არ მოხდა, მიზეზების ძებნა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ახლა ხომ მაინც შეგვიძლია, რომ სასწრაფოდ მოხდეს პროექტის ბოლო კონდიციამდე მიყვანა, მისი რეალიზაციისთვის ფინანსების მოძიება, ლიცენზიის გაცემა და მშენებლობის დაწყება. ამას თან სდევს მრავალჯერადი პროცესები, ენგურის ქვედა და ზედა (კაშხლის უკან) ბიეფების მომზადება, გაწმენდითი სამუშაოები, მთელი რიგი ჰიდროტექნიკური და ძალოვანი დანადგარების შეკვეთა, გამოცვლა, დამონტაჟება და ამუშავება. ენგურის ზედა და ქვედა ბიეფები ისედაც სასწრაფოდ გასაწმენდია, ადრეც გითხარით და გავიმეორებ, ერთი, რომ მოიხსნება სამეგრელოსა და გალის რაიონის დატბორვის საფრთხე, თანაც მდინარის მიერ ჩამოტანილი ინერტული მასალა ფასდაუდებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის. მუდმივად მიდის საუბარი, რომ ენგურჰესის აშენების შემდეგ, მდინარეს აღარ ჩააქვს ანაკლიაში ქვა-ღორღი და ზღვა მიწას იტაცებს.

ჩვენი შეფასებით, ზღვას ყოველწლიურად ხუთი ჰექტარი მიწა მიაქვს, რადგან "კვება" არ აქვს. ეს "კვება" ზუსტად ენგურის კალაპოტიდამ ამოღებული ინერტული მასალით უნდა მოხდეს. ენგურჰესის პროექტში გათვალისწინებული გვქონდა დეფიციტის შევსების მეთოდი, 3-კილომეტრიან უბნებზე ცდები ჩავატარეთ, შედეგები საუკეთესო იყო. 1 კმ სიგრძის ნაპირის დაცვა ძალიან იაფი ჯდებოდა, რაც ენგურჰესის ტარიფში შესული ისეთი დაბალი მაჩვენებელია, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. ეს პროექტი მთლიანად ქართველების დამუშავებულია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა განხორციელების საშუალება არ მოგვცა, შუა გზაზე მივატოვეთ. მას შემდეგ ინტენსიურად ირეცხება ზღვის ნაპირი. ხსენებული ინერტული მასალა, გარდა იმისა, რომ ნაპირგამაგრებისთვის და მშენებლობისთვის საუკეთესო მასალაა, სოფლის მეურნეობაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სასუქად ენგურის ჩამოტანილი შლამი. მდინარის ჩამოტანილი მასალა საკმაო რაოდენობის ისეთ ძვირფას და იშვიათ ლითონებსაც შეიცავს, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი, ტიტანი, ნიკელი, ვოლფრამი.

ინერტული მასალა მთელ მსოფლიოში დეფიციტურია, ჩვენ ამ მასალით უმდიდრესი ქვეყანა ვართ, რადგან საქართველო ვულკანური წარმოშობის ზონაში მდებარეობს, ეს მასალა ენგურის კალაპოტში დიდი რაოდენობით დევს. ჩემი აზრით, მისი არგამოყენება, დანაშაულის ტოლფასია. დავუბრუნდეთ, ჩვენი საუბრის თემას, ვფიქრობ, ქართულ ენერგეტიკას და ეკონომიკას ისე არაფერი ჭირდება, როგორც კაშხალთან არსებული ჰიდროსააკუმულაციო სადგურის ამოქმედება, რაც სასწრაფოდაა გასაკეთებელი, რადგან გარანტირებულად უზრუნველვყოფთ ელექტრონერგიის იმ დანაკლისის კომპენსაციას, რაც ენგურჰესის გაჩერებით იქნება გამოწვეული. ქვეყნის გარედან აღარ დაგვჭირდება იმ დანაკლისის შევსება, რაც გაუთვალისწინებელი, არაპროგნოზირებადი სიტუაციების დროს არის, რომელიც პოლიტიკას, სტიქიას და კიდევ სხვა მრავალ ფაქტორს უკავშირდება ხოლმე. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეს გათვალისწინებული, რადგან ერთადერთი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პროგრამებში, გათვლებში, საერთოდ, ენერგეტიკულ ხედვაში ეს საკითხები დაფიქსირებულია, ამოქმედებული არ არის. ხსენებული სქემის ამოქმედებით, გარდა იმისა, რომ შემთხვევითობაზე არ ვიქნებით დამოკიდებული და შეგვეძლება თვითონ ვმართოთ პროცესები, სხვა ძალიან ბევრი სასარგებლო საქმეც მოყვება, ესაა ხალხის დასაქმება, ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ა.შ. ამ ყველაფრის განხორციელება, ანუ ეკონომიკური საქმიანობა, გამოიწვევს საქართველოს და აფხაზეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვას, ხალხის დაახლოებას, რადგან ხალხს ყველაზე მეტად მაინც ეკონომიკური საქმიანობა აახლოებს.

ენგურჰესი, თავისი მოცულობით და მასშტაბით ამის წინაპირობაა. მარტო ჰიდროსააკუმულაციო დანადგარის ამოქმედებით არ მთავრდება ჩემი ხედვა ენგურჰესის სრულყოფასთან დაკავშირებით, ის პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვარდნილჰესების(სამი ობიექტი) სრულყოფილად ამოქმედებასთან. არც ამ პროცესის გადადება შეიძლება, დაუყოვნებლივ, პარალელურ რეჟიმში უნდა ავამოქმედოთ ხსენებული დანადგარები და ეს ობიექტები. იქ ფაქტობრივად 340 მეგავატი სიმძლავრე გვაქვს და უფლება არ გვაქვს ამხელა სიმძლავრე არ გამოვიყენოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საქართველოს ყველაზე მეტად წაადგება. ელექტროენერგიის ნამატი, რაც ხსენებული ობიექტების ამუშავებით გვექნება, აფხაზეთის მოხმარებაში რომ წავიდეს, მათ საკუთარი წყარო ექნებათ, დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება ნდობისა და ურთიერთობის გაუმჯობესების ბიძგი და სტიმულატორი. აფხაზები რომ დაინახავენ გაუუმჯობესდათ ენერგომომარაგება, თვითონაც დაინტერესებული იქნებიან და ჩვენს მიმართ განწყობა უკეთესობისკენ შეეცვლება თ. მარტო პიროვნულ ურთიერთობებს არ ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობის გამთლიანება მაქვს მხედველობაში. ვფიქრობ, ყოველ მხრივ მომგებიანია ამ ღონისძიებების განხორციელება. მე რომ მკითხოთ, აფხაზეთის გასაღები ენგურჰესშია, რადგან აფხაზეთის ელექტრომომარაგების დიდი წილი ენგურჰესზე მოდის, ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ენგურჰესი არაფერში გვჭირდება, როცა ამ ობიექტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ოღონდ ქართველებმაც და აფხაზებმაც უნდა გავითავისოთ, რომ ყველაფერს აქვს ფასი, მათ შორის ელექტროენერგიას, რომელსაც გადახდა უნდა. აფხაზებმა უფასოდ რატომ უნდა მიიღონ დენი, მხოლოდ იმიტომ, რომ ენგურჰესს მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკავია გარკვეული `მოედანი~? ეს დაუშვებელია, ასეთი საუბარი ყოვლად უვიცი, გაუნათლებელი ადამიანების ლოგიკაა.

– ბატონო ანზორ, როგორ შეაფასებთ ქვეყნის ენერგეტიკულ კურსს?

– ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში უკვე ნათელი სურათი გვაქვს, რა მოგვცა ენერგეტიკაში აღებულმა გეზმა, რასაც ჩვენ მცირე ენერგეტიკა დავარქვით. 2005 წლიდან დღემდე 22 მცირე და საშუალო ელექტრო სადგურია აშენებული, მათ შორის, ერთი ქარის სადგურია. ამგვარი სადგურების პრიორიტეტებად გამოცხადებამ, მართლაც მოგვცა გარკვეული შედეგი, ჯამში 790 მეგავატი სიმძლავრე მოგვემატა, ე.ი. იმდენი, რამდენსაც ერთი ხუდონჰესი გამოიმუშავებდა რომ აშენებულიყო. თანაც ეს ელენერგია მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც სისტემაში ისედაც არის დენი, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ამ სადგურების გამომუშავებული ელ-ენერგია მკვეთრად ეცემა. ხუდონჰესს გარდა იმისა, რომ ერთად აღებული 22 სადგურის სიმძლავრე აქვს, მას აქვს რეზერვუარი, რომელიც ელენერგიას ინახავს და როდესაც წყლის და დენის დეფიციტია, ანუ შემოდგომასა და ზამთარში, შეგვიძლია ეს შენახული ელენერგია გამოვიყენოთ. სხვათა შორის, ხუდონჰესის 1/3 უკვე აშენებულია. ელექტროენერგიის მთლიანად კომპენსირებაზე უკვე გითხარით, ამ 22 სადგურისთვის გამოყოფილი ტერიტორიები, მათ მიერ დატბორილი ან დაკავებული ტერიტორიების ერთობლიობა გაცილებით მეტია, ვიდრე ხუდონის წყალსაცავის. მე ეს ციფრებიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ხალხი ამისთვის მზად არ არის. ჰესს როცა ვაშენებთ, კეთდება წყალაღების სათავე-ნაგებობა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი შეტბორვის დონე, უნდა მოეწყოს გზები, კომუნიკაციები. ამ ყველაფრის ათვისებას ენერგეტიკაში ტერიტორიის გასხვისება ჰქვია, ანუ სახელმწიფომ ეს მიწა ენერგეტიკას მისცა, ეს იქნება მცენარეული საფარი, ხიდები, სახლები, ეზოები, უამრავი რამ. რამდენი რამ მოგვარდა ხსენებული სადგური რომ აშენებულიყო, მე კი ვიცი, მაგრამ ხალხმა არ იცის და ჰგონიათ, რომ უმტკივნეულოდ მოხდა. მესტია-ჭალის ჰესზე რომ არის ატეხილი აჟიოტაჟი, არ გვინდაო, ვფიქრობ, ძალიან ცუდს აკეთებენ, როცა დაუსაბუთებლად აკეთებემ ასეთ განცხადებებს, როცა მშენებლობა დამთავრების სტადიაშია. მეპატრონემ ან მშენებელმა რატომ არ აუხსნა ხალხს, რა შედეგი ექნება ამ ჰესს, ყველა პარამეტრებით, რასაც ეკონომიკის და სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია, მისაღები ობიექტია. როგორც გითხარით, მცირე და საშუალო სადგურები, რაღაც ამოცანებს კი წყვეტენ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა.

გარანტირებული სიმძლავრე, ზამთრის ენერგია, აკუმულირებული ენერგია ხუდონჰესის სახით მთლიანად ანეიტრალებს ამ 22 სადგურს, ამიტომ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვის, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ხუდონჰესის აშენების საკითხს და სასწრაფოდ გადავწვიტოთ. ენგურჰესის უფრო მეტად ეფექტურობისთვის, ჰიდროსააკუმულაციო დანადგარი და ვარდნილჰესები რომ ამუშავდება და ამას ხუდონჰესიც დაემატება, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. ენგურჰესისა და ხუდონჰესის ერთ სქემაში მოქცევა, მათი ენერგეტიკული ურთიერთკავშირი, დამატებითი ეფექტის და მოგების მიღების საშუალებას იძლევა. მე ამას რომ ვამბობ, დაინტერესებულ პირად მთვლიან, რადგან ის ინსტიტუტია იმ პროექტის ავტორი, რომლის დირექტორიც ვიყავი წლების განმავლობაში. მე რა თქმა უნდა ლობირებას ვუწევდი ამ პროექტს სიმპოზიუმებზე, სამთავრობო სტრუქტურებში, ექსპერტთა წრეებში და წარმატებასაც ვაღწევდი, მაგრამ ეროვნული მოძრაობის პირობებში, როდესაც ძალიან გამძაფრდა დამოკიდებულება ეკოლოგიის მიმართ, ვერ განვახორციელეთ, ისეთი საზიანო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელმაც 25 წლით უკან დაგვხია, ამ პერიოდის დანაკარგებმა ძალიან დიდი ციფრი შეადგინა.

პირადად მე, ყოველთვის მხარს ვუჭერდი და დღესაც ასე ვარ განწყობილი, რომ სვანეთის იმ უბანში მცხოვრებ ხალხს, მაქსიმალური პირობები შეექმნას, ისე არა, რომ ფული მივცეთ და გავუშვათ, სახლიც უნდა ავუშენოთ, თანხაც მივცეთ, ვეცადოთ სვანეთში დავამაგროთ, კომპენსაციის თანხა შევიდეს ამ კომპლექსის დანახარჯების ნუსხაში, ეს უზრუნველვყოთ. გადაუჭრელი საკითხი არ არსებობს, ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება, სვანებთან საერთო ენის გამონახვა პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ მათ უნდა აუხსნა, რომ ეს მარტო მათი საქმე კი არა, სახელმწიფოებრივი საქმეა და სახელმწიფოს რთულ მდგომარეობაში ვარდება, როცა ხსენებული პროექტის განხორციელების საშუალებას არ აძლევ. ამის უფლება არავის აქვს, ცივილიზებულ ქვეყნებში ეს საკითხები კანონმდებლობით არის დარეგულირებული. ვფიქრობ, სახელმწიფომ კორექტირება უნდა შეიტანოს ენერგეტიკისადმი მიდგომებში და საზოგადოებასაც გააცნოს თავისი გეზი და სტრატეგია.

რაც შეეხება ენგურის ზედა ბიეფის ათვისებას (ხუდონის ზემოთ), პირდაპირ ვაცხადებ, ჩვენმა ინსტიტუტმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ძირფესვიანად შეესწავლა ენგურის ხეობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური და ენერგეტიკული საკითხები. 33-მა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დადო დასკვნები, რომ ხუდონის ზევით მაღალი კაშხლების და დიდი წყალსაცავების მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის, უნდა შეიცვალოს საშუალო და მცირე ზომის ენერგეტიკული ობიექტებით. ამის შესახებ მედიასა სხვა წრეებში რომ ვისაუბრე, ეს ძველებური მიდგომაა, ძველებური ხედვები დღეს არ გამოგვადგებაო. მინდა ჩემს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს ვუთხრა, ჩვენ წარმოშობის და მრავალფეროვნების თვალსაზრისით, უძველესი მიწა-წყალი გვაქვს, რადგან ძველია, არ ვარგა და გადავსახლდეთ აქედან?! ზემოხსენებულ დასკვნებს მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები აწერენ ხელს, ვიღაც გუშინ გამოჩეკილი ექსპერტები კი არა, ისიც რომ არ იციან, რა არის ენერგეტიკა. ამ თემას ჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა და რეგულირება, კიდევ ერთხელ მკვეთრად ვაყენებ საკითხს, ყველა მდინარის და წყლის რესურსების ენერგეტიკული გამოყენების პერსპექტივები და ცხვა მრავალი შესაძლებლობები სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს გააზრებული, მოწონებული. და მხოლოდ მას შემდეგ უნდა ხდებოდეს სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

როცა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იღწვის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა დარგების უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან. ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, საქართველოში დემოკრატიამ ეკონომიკას გაასწროო, მეც ასე ვფიქრობ, და აქვე იმასაც დავამატებდი, რომ, ენერგეტიკა ეკონომიკას ჩამორჩა. ამ დროს პირიქით უნდა იყოს – ენერგეტიკამ უნდა გაასწროს ეკონომიკას, ის იმდენად უნდა იყოს წინ წასული, რომ ვერავითარმა კატაკლიზმებმა და სტრატეგიული გეგმიდან გადახვევებმა, რომელიც მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, ვერ უნდა შესძლოს მისი შერყევა და საფუძვლის გამოცლა.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
15-06-2018, 17:00


რატომ გახშირდა 51-ე სკოლაში ქუჩური გარჩევების შემთხვევები, შეეძლო თუ სკოლის დირექციას სტრაგედიის თავიდან აცილება და ეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო? ამ და სხვა საკითხებზე 52-ე და 154-ე სკოლების ყოფილი დირექტორი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი გუგა სამხარაძე გვესაუბრა:

– მოგეხსენებათ, რომ შვიდი წლის მანძილზე, ორი სხვადასხვა სკოლის დირექტორად ვიმუშავე, ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პედაგოგი განსაკუთრებული პროფესიის ადამიანია, რომელიც სამართლებრივზე მეტად, მორალური კოდექსით უნდა ხელმძღვანელობდეს. რა თქმა უნდა, ბავშვებს შორის შეკამათებაც ხდება და ჩხუბიც, მაგრამ როცა საქმე მკვლელობამდე მიდის, ვფიქრობ, სკოლის დირექტორს თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვს. ისეთი საშინელი დანაშაული, როგორიც მკვლელობაა, ერთ დღეში არ იწყება და მთავრდება. სავარაუდოდ, კონფლიქტი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეებს და დამრიგებელს აუცილებლად უნდა სცოდნოდათ. როცა კონფლიქტი სერიოზულ სახეს იღებს, დირექცია და დამრიგებელი ვალდებული არიან მშობლები საქმის კურსში ჩააყენონ და პრობლემის მოგვარებაზე მათთან ერთად იზრუნონ. ამიტომ ვამბობ, რომ თუ სკოლის დირექტორს თანამდებობიდან წასვლისთვის თავად არ ეყო შინაგანი ძალა, განათლების სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინა მისი უფლებამოსილება. რას ელოდებოდნენ, რომ ზაზა სარალიძე აქციებს მოაწყობდა და რუსთაველის გამზირს გადაკეტავდა? ბოლო დღეებამდე რატომ არ ჩანდა სკოლის დირექტორის პოზიცია?

– ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და გვახსოვს, რომ დირექტორის სკოლიდან გასვლა განსაკუთრებით ცელქ ბავშვებს უხაროდათ. დირექციას ამ დროს განსაკუთრებით უჭირდა სკოლაში დისციპლინის დაცვა. როგორც ვიცი, ხორავას ქუჩის ტრაგედიის დღეს არც 51-ე და არც 1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა და ტრენინგებს ატარებდა.

– გასაგებია, რომ ტრენინგების ჩატარება შემოსავალთან არის დაკავშირებული, მაგრამ კოლეგიალობის მიუხედავად, მაინც უნდა ვთქვა, რომ როცა სკოლაში 2000-ზე მეტი მოსწავლე გყავს, სასწავლო პროცესის დროს, სხვა საქმით არ უნდა იყო დაკავებული. არ შეიძლება დამატებითი შემოსავლის გამო სკოლა მიატოვო და მხოლოდ მაშინ გამოჩნდე, როცა რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.

– 51-ე სკოლას რომ თავი დავანებოთ, ზოგადად, სკოლებში შექმნილ სიტუაციას როგორ შეაფასებ თ. თქვენი აზრით, თავის დროზე სკოლის დირექტორებად მენეჯერების დანიშვნა კარგი იდეა იყო?


– რა თქმა უნდა, არა. დიდ პატივს ვცემ ეკონომისტსაც, იურისტსაც და ინჟინერსაც, მაგრამ მათთვის ეს უცხო სფეროა. როგორც მე არ გამოვდგები სამშენებლო ან იურიდიული კომპანიის დირექტორად, ისე ვერ მართავს სკოლას ეკონომისტი, ინჟინერი, იურისტი და სხვა. სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში სკოლის დირექტორებს აუცილებლად უმაღლესი პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონოდათ. 
მახსოვს, როცა სკოლის დირექტორად დამნიშნეს, ათასი გეგმა მქონდა, სკოლის კულტურის კერად ქცევას ვაპირებდი და ვერ მოვახერხე, რადგან ათას უსარგებლო საქმეზე ვცდებოდი. ვფიქრობ, სახელმწიფომ საშუალება უნდა მისცეს დირექტორს, რომ პირველ რიგში აკადემიური პროცესის ხელმძღვანელი იყოს და არა მნე და მენეჯერი.

– ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ განათლების სისტემა საფუძვლიან რეფორმას საჭიროებს. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა ცვლილებები უნდა განახორციელოს სასახელმწიფომ ვითარების შესაცვლელად?

— შესაცვლელი ძალიან ბევრია. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით.. 2006 წელს, ჩემი სკოლის ერთ-ერთი უფროსკლასელი სამი თვის მანძილზე სკოლაში არ გამოჩენილა. ბუნებრივია, მოსწავლის ბედით დავინტერესდით. მასთან, სახლში რამდენჯერმე მივიდა კლასის დამრიგებელი და სასწავლო ნაწილი, მაგრამ არავინ დახვდათ. სამი თვის მანძილზე გამუდმებით ვაკითხავდით სახლში და ბოლოს, მეზობლებისგან გავიგეთ, რომ მოზარდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი, როგორც ჩანს, სიტუციას გაერიდა. წარმოიდგინეთ, სამი თვის მანძილზე არც პოლიციას, არც პროკურატურას და არავის ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. საბჭოთა პერიოდში თუ მოსწავლესთან დაკავშირებით პრობლემა იქმნებოდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებული იყო სკოლისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

– როგორც მახსოვს, საბჭოთა განათლების სისტემას სხვა უამრავი დადებითი მხარეც ჰქონდა. თუმცა, ეს ხომ საბჭოთა კი არა, გერმანული სისტემა იყო?

– რა თქმა უნდა, ეს იყო გერმანული, ძალიან კარგი მოდელი, რომელიც რუსებმა გადაიღეს და შემდეგ მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავრცელდა. იმის ნაცვლად, რომ რაღაც გაუგებარი და უვარგისი მოდელი გადმოგვეღო, შეიძლებოდა უკვე არსებული განათლების მოდელისთვის იდეოლოგიური და პოლიტიზირებული მომენტები ჩამოგვეცილებინა და გამოგვეყენებინა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, არც საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 000 მოსწავლე გვყოლოდა და არც ამდენი პრობლემა დაგროვილიყო, რაც ახლა სკოლებშია. მე 123-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და არასოდეს დამავიწყდება როგორ მოულოდნელად გვეწვეოდა არასრულწლოვანთა საქმის ინსპექტორი ლია მეტონიძე. ამას ახლა არავინ აქცევს ყურადღებას, მაშინ კი მოსწავლეებში ჩხრეკას მარტო ცივი იარაღის კი არა, ფულის აღმოსაჩენადაც ატარებდნენ. დღეს ზოგიერთ მოსწავლეს ჯიბეში 100 და 200 დოლარი უდევს და არც სკოლა და არც ოჯახი ინტერესდება, საიდან აქვს ან რისთვის ჭირდება ეს ფული?

– როგორც მახსოვს, თანამდებობიდან ნაციონალებმა გაგათავისუფლეს, რადგან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების გაშვებაზე უარი თქვით. სისტემაში დაბრუნებას არ გეგმავთ?

– 2012 წლის აპრილი იყო, რომ 9 თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება მომთხოვეს. ჩემი დირექტორობის პერიოდში მუდმივად იყო ასეთი მოთხოვნები, მაგრამ მანამდე ცოტა მსუბუქად.. სამსახურიდან გასაშვებთა სიაში დამლაგებელიც კი ჰყავდათ შეყვანილი. გამიკვირდა, ამ ქალის ხმა არ გამიგია. მოდის, ალაგებს და მიდის და რას ერჩით თქო? ამას არაფერს ვერჩით, მაგრამ ამის დედამთილს მეზობლებში სააკაშვილზე ცუდად ულაპარაკიაო, მიპასუხეს. წარმოგიდგენიათ? მერე ოფიციალური წერილით მივმართე, რომ ეს ცხრა ადამიანი ოპოზიციურად განწყობილი არაა და თავი დავანებოთ თქო. ეს სია სამი სხვადასხვა სტრუქტურის გადამოწმებულია და არაფერი გვეშლებაო, მივიღე პასუხად.
სხვათა შორის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განათლების სამინისტროს განცხადებით მივმართე. დირექტორად დაბრუნება არ მსურდა, მხოლოდ იმის აღიარებას ვითხოვდი, რომ უსამართლოდ გამათავისუფლეს. სამინისტროდან მივიღე ოფიციალური წერილი, სადაც ეწერა — გთხოვთ წარმოადგინოთ ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ხართო..

– ანუ დიმიტრი შაშკინმა დაგვიდასტუროს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგიშვათო, არა?

– ასე გამოდის. ვინ მომცემდა ამ ცნობას, შაშკინი, მერაბიშვილი თუ სააკაშვილი? მოგვიანებით, სამინისტრომ შემომთავაზა განცხადება დაწერეთ, რომ დირექტორობა გსურთ და სხვა სკოლაში დაგნიშნავთო, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. ვიმეორებ, მე დირექტორად დანიშვნა კი არა, მორალური კომპენსაცია მინდოდა, რასაც ვერ მოვაღწიე. სამაგიეროდ, ადამიანი, რომელმაც ჩემი მოსახსნელი დასკვნა დაწერა და პირველ ოქტომბრამდე მხურვალე ნაციონალი იყო, დააწინაურეს და ეს ერთეული შემთხვევა არაა. ის მასწავლებლები, რომლებიც შაშკინისა და მისი მიმდევრების სკოლებში თარეშს ვერ ეგუებოდნენ, ქუჩაში გამოყარეს და დღესაც უმუშევრები არიან, ისინი კი რომლებიც მაშინ ყველა ბინძურ დავალებას ასრულებდნენ, მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს. ამ ფაქტორისა და დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყველაფერზე გული გამიტყდა და სისტემაში დაბრუნებაზე აღარ ვფიქრობ. სამწუხაროდ, ქვეყნის არასტაბილური სიტუაცია სკოლაზე აისახა, რადგან სკოლა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად, ლაკმუსის ქაღალდივითაა. ამიტომ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თუ ქვეყანას კარგად აწყობილი განათლების სისტემა და გამართული სკოლა არ ექნა, ეკონომიკურ აღმავლობაზე და პროგრესზე ფიქრი ზედმეტია..

ნელი თორდია

მეტის ნახვა
15-06-2018, 14:00


"ნიუ ეიჯის" მიზანია მსოფლიო წესრიგის ტოტალური შეცვლა ადამიანის სულიერი გარდაქმნით, რათა მიაღწიოს "ღვთაებრივ ყოვლადძლიერებას", რომელიც მას მსოფლიოს მართვის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამ სწავლებამ მისცა ყველაზე განვითარებული რელიგიური საფუძველი ჰომოსექსუალიზმს, რომელსაც ადამიანის გადარჩენის თავისი გზა შესთავაზა.

"ნიუ ეიჯი"სრულიად იმეორებს კაბალის სწავლებას პირველ ადამიანზე, როგორც ღმრთის მსგავს სულიერ ანდროგენზე, რომლის მთლიანობა მატერიალიზაციის შედეგად ორ ნახევრად დაიშალა. ამგვარად, სქესი წარმოადგენს საზიანო შეზღუდულობას, გაყოფილობას, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე და ხრწნადობამდე მიჰყავს. რომ გადარჩეს, ადამიანი უნდა დაუბრუნდეს ადრინდელ სულიერ მდგომარეობას და შეუერთდეს ღვთაებას. ამ მთლიანობის ძიებას ის უკვე ამავე ცხოვრებაში იწყებს. რადგან ევასთან ქორწინებით შეერთებული ადამი ვერ უერთდება მას ნამდვილი ერთობით და არასრულფასოვან მამაკაცად რჩება, ხოლო ევა – არასრულფასოვან დედაკაცად. ანუ, სანამ მამაკაცი მიილტვის მამაკაცობისკენ, მას არ ძალუძს მოიპოვოს ჰარმონია, ისევე, როგორც დედაკაცი, რომელიც ქალურობისკენ მიილტვის. ამიტომაც, ქორწინების ღვთაებრივი წყობა მათთვის საძულველი რჩება.

იმისთვის რათა მამაკაცმა აღადგინოს ანდროგენული ერთობა საკუთარ თავში უნდა შეჰკრიბოს ქალური საწყისები, ხოლო დედაკაცმა – მამაკაცური. ეს "მთლიანობა", როგორც "ნიუ ეიჯი" ასწავლის, წარმოიქმნება საკუთარი სქესიდან გამოსვლის მეშვეობით, და ჰომოსექსუალურ-ლესბიური კავშირებით მიიღწევა~ სწორედ ეს არის ნიუ-ეიჯისეული "აღდგენის თეოლოგია" პირველყოფილ, ჰარმონიულ და უკვდავ ანდროგენულ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, აუცილებელია, ჰომოსექსუალიზმითა და ლესბიანობით გახდე ქალბიჭა. მეტიც, ანდროგენიზაცია გამოიწვევს რაღაც ახალ, ანგელოზს მიმსგავსებული სახეობის გაჩენას, ბლავატსკაიას იმ მეშვიდე რასისა, რომელიც შემდგარი იქნება მხოლოდ სულთაგან. ამიტომაც, "ახალი ერას" (ანუ "ნიუ ეიჯის") ჰერმაფროტიდი – ერთადერთი ნორმაა და მისი სიმბოლო ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისთა – ინისა და იანის შერწყმაა. ხოლო სქესთა დაყოფა არის ანომალია, და ყოველივე, რაც დაკავშირებულია ოჯახთან, რაც არასრულყოფილების დაღს ადებს ადამიანის თვითგამოხატვას, გაუქმებულ უნდა იქნას. ამგვარად, ჰომოსექსუალიზმი "ნიუ-ეიჯის" მრწამსით საზოგადოებისა და მისი მორალის წინააღმდეგ მიმართული უბრალო გამოწვევა კი არ არის, არამედ მომზადებაა "სოდომიზმის რელიგიის" გაცხადებისა და დამტკიცებისთვის, რომელმაც IIIათასწლეულის ახალი, ეკუმენისტური რელიგიის სახით უნდა შეცვალოს ქრისტეანობა. სასიკვდილო ცოდვას "ნიუ ეიჯი" აცხადებს უმაღლეს, ღვთაებრივ და განმაახლებელ სიყვარულად, მაგრამ ამით ადამიანს სამუდამოდ დაეკეტება გზა ჭეშმარიტი ცხოვნებისკენ. სოდომიტის ბედი საშინელია – სქესისგან უარის თქმით ის უარს ამბობს ღმრთის მიერ ბოძებულ ხვედრზე და განწირულია მეორე სიკვდილისთვის. მისი სული, რომელსაც ანგელოზი დატოვებს, განიცდის სულიერ მუტაციას და უკვე სატანის პროგრამით იმართება. თავიანთი პროგრამის ჭეშმარიტი, სულიერი არსის დასამალად, ნიუ-ეიჯის მიმდევრები იყენებდნენ სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის განვითარებად ძალას, რომელმაც მათი იდეები სამეცნიერო კონცეფციებისა და თეორიების ფორმით შემოსა, და რომელიც სრულიად შეესატყვისებოდა იმდროინდელ სულისკვეთებას. მათ შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 60-იანი წლების მიწურულს შემუშავებულ ამერიკულ გენდერულ კონცეფციას, რომელიც პირველად ინტერსექსუალობისა და ტრანსსექსუალობის შემსწავლელმა სექსოლოგმა, ჯონ მანიმ ჩამოაყალიბა. სწორედ მან შემოიტანა პირველად "გენდერისა" და "გენდერული როლის" ცნებები ადამიანის "სოციალური სქესის" აღსანიშნად, რომელიც სოციალურად განსაზღვრებად იდენტობად გაიგება და, რომელსაც ის ბუნების მიერ ბოძებული "ბიოლოგიური სქესისგან" განასხვავებდა. მალე ეს ცნებები ფართოდ აიტაცეს სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა. ის საკმაოდ გავრცელდა ფემინისტური მოძრაობის შიგნითაც, რომელმაც, ებრძოდა რა მამაკაცურ ძალაუფლებას, კრიტიკის ანალიზი "ბიოლოგიური" იდენტობიდან "სოციალურზე" გადაიტანა. ამან შესაძლებლობა მისცა მას სქესი განეხილა როგორც წმიდად სოციალური მოვლენა, რომელიც დამოკიდებულია არა ბუნებაზე, არამედ აღზრდაზე. შედეგად ახალ კონსტრუქციაში `გენდერი~ გადამწყვეტი კონცეფცია ხდება. მის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ფრანგ ფილოსოფოს მიშელ ფუკოს, რომელიც ბერძნული პედერასტიის აპოლოგეტი გახლდათ და რომელსაც ის ჭეშმარიტ სიყვარულად მიიჩნევდა. "კულტურული რევოლუციის" პირობებში, რომელიც მძლავრ სამეცნიერო-რელიგიურ ფუნდამენტს ეყრდნობა, რადიკალურად განწყობილი გარყვნილები იწყებენ პოლიტიკურ ბრძოლას, რათა ჰომოსექსუალიზმი აღიარებულ იქნას ცხოვრების ნორმალურ და ალტერნატიულ წესად.

ამ მიზნით აშშ-ში ჩამოყალიბებულმა გეების გამათავისუფლებელმა ფრონტმა დაამკვიდრა ახალი სოციალური ცნება "ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები" (ლგბტ), რათა გამოყოფილიყვნენ დანარჩენი საზოგადოებისგან, როგორც განსაკუთრებული თვითშეგნებისა და ახალი სუბკულტურის მატარებლები. 1969 წ. დაიწყო სტოუნვოლის ამბოხი, რომელმაც დასაბამი მისცა უკვე ცნობილ ლგბტ-თანამეგობრობას.
აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ყალიბდება მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები, რომლებმაც განაცხადეს რა თავიანთი უფლებები "განსაკუთრებულობაზე" და ზეწოლის მთავარ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენეს ყოველწლიური "გეი-აღლუმები" "ადამიანის უფლებების" დაცვის ლოზუნგით სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ.

ამერიკელი მხატვარ-აქტივისტის, გილბერტ ბეიკერის მიერ "გეი-აღლუმებისთვის" შემუშავებული ცისარტყელას დროშა მოძრაობის სიმბოლიკად იქცა. ფაქტობრივად მან გამოიყენა "ნიუ-ეიჯის" ერთ-ერთი სიმბოლო, ცისარტყელას მეშვეობით გამოიხატება ხიდი ადამიანის ინდივიდუალურ სულსა და "საყოველთაო ზე-გონს", ანუ ლუციფერს შორის. მთავარი, რასაც ლგბტ-თანამეგობრობამ მიაღწია გახლავთ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ჰომოსექსუალიზმისადმი. ამერიკულ სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში მას უკვე არ განიხილავენ როგორც პათოლოგიას ან გადახრას, და ჰეტეროსექსუალობასთან და ბისექსუალობასთან ერთად განსაზღვრავენ როგროც "სექსუალური ორიენტაციის" ერთ-ერთ ფორმას. იმ ადამიანთა დისკრედიტაციისთვის, ვინც აკრიტიკებდა ან უბრალოდ არ ღებულობდა ამ ანომალიურ მოვლენას, ამერიკელმა ფსიქიატრმა ჯორჯ ვაინბერგმა 1972 წელს შემოიტანა ტერმინი "ჰომოფობია", რომელიც "ირრაციონალურ შიშებზე" მიანიშნებს. "ჰომოსექსუალიზმი" როგორც დიაგნოზი აღიარებულ იქნა "დისკრიმინაციულად", ხოლო დისკრიმინაციას უკვე განიცდიდნენ ისინი, ვისაც ამ ცოდვისგან გათავისუფლება სურდა. თავიანთი უმთავრესი ნახტომი ლგბტ საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ორპოლუსოვანი მსოფლიოს დაცემის შემდეგ განახორციელეს, როდესაც "ადამიანის უფლებების" დასავლური კონცეფცია ღირებულების ერთადერთ შესაძლო სისტემად დამკვიდრდა. ამგვარად, გარყვნილება ლეგიტიმირებულ იქნა და მას ფიზიოლოგიური და მორალური ნორმის, ანუ ცხოვრების ალტერნატიული ფორმის ერთ-ერთი ვარიანტის სტატუსი მიენიჭა. შლუზები გაიხსნა, და პათოლოგიური მოვლენა დასავლეთში არნახული სისწრაფით განვითარდა. ლგბტ-თანამეგობრობამ თავის უმთავრეს ამოცანად დაისახა "მოუხსნას ჰომოსექსუალურობას პათოლოგიისა და დევიაციის მარკერი" ყველა ეროვნულ სახელმწიფოში, რაც დაიწყო 90-იანი წლებიდან. ამის პარალელურად მიმდინარეობდა მამათმავლობისთვის დასჯის გაუქმების საყოველთაო პროცესი, რომელიც დღეს მხოლოდ აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. რუსეთში არსებული შესაბამისი კანონი გაუქმდა 1993 წელს, როდესაც ქვეყანა ევროპის საბჭოში შესასვლელად მოემზადა. ოთხმოციანი წლების მიწურული და ოთხოცდაათიანის დასაწყისი აღინიშნა სერიოზული ცვლილებებით სოდომიტური თანამეგობრობის შიგნით, რომელშიც გამოიკვეთა ორი მიმართულება. პირველი აერთიანებს გეებსა და ლესბოსელებს, რომლებიც აღიარებენ მამრობით და მდედრობით სქესს, მაგრამ ესწრაფვიან ტოლერანტობას მათი არჩევანისადმი, მაშინ როდესაც მეორე მიმართულება კატეგორიულად უარყოფს თვით სქესთა განსხვავების პრინციპს და ჰეტეროსექსუალობას როგორც ასეთს და თუკი პირველი წარმოადგენს ქუჩის "ჰომოსექსუალიზმს", რომელიც ცდილობს გარკვეული იურიდიული და სოციალური შედეგების მიღწევას, მეორე ინტელექტუალურ და საუნივერსიტეტო წრეებში დომინირებს და იმ ყველაზე აქტიურ სამეცნიერო-ოკულტურ ბირთვს წარმოადგენს, რომელიც სქესთა შორის განსხვავების დანგრევის გზით გრძელვადიან სტრატეგიას ამუშავებს ნორმალური ურთიერთობების დასანგრევად.

მეორე მიმართულების გამყარება გახდა დედაკაცთა ჰომოსექსუალიზმის აქტივიზაციის შედეგი, რომელიც, შეუერთდა რა ფართო ფემინისტურ მოძრაობას და გახდა მისი იდეური საყრდენი, თვით ფემინისტური მოძრაობა მისთვის საჭირო კალაპოტში მოაქცია. სწორედ ფემინისტ-ლესბოსელებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. ქვირ-მოძრაობა (უცნაური), რომელიც "გენდერის" ცნების ახალი ინტერპრეტაციას ჩაუდგა სათავეში. პირველი, ვინც გამოიყენა "ქვირ-იდენტობის" შემდეგში უკვე ფართოდ გავრცელებული ტერმინი, გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლესბოსელი პროფესორი ტერეზა ლაურეტისი. შემდეგ ამ ტერმინის გამოყენება დაიწყეს არა მარტო სოდომიტების, არამედ სხვა "იდენტობების" აღსანიშნად, რომლებიც ვერ თავსდება ტრადიციული გენდერული დიქოტომიის ჩარჩოებში ამგვარად, "ქვირის" ცნება მოასწავებდა გადასვლას ჰომოსექსუალობის ფემინისტური თეორიიდან გენდერულ თეორიამდე, რომელიც ლაპარაკობს უკვე "გენდერული იდენტურობის" განსხვავებულ ტიპებზე. ქვირ-თეორიის ნამდვილი დამფუძნებელი გახდა იუდით ბატლერი (ნაშრომი "გენდერული მღელვარება". 1990 წ.), რომელმაც ტერმინ "გენდერს" მიანიჭა რევოლუციური განსაზღვრება და სრულიად გააკრიტიკა "სქესობრივი იდენტურობის" თვით ცნებაც კი. საბოლოოდ განჰყო რა "ბიოლოგიური სქესისა" და "სოციალური სქესის" (გენდერი) ცნებები, მან განაცხადა, რომ მეორე სრულიად დამოუკიდებელია პირველისგან, განისაზღვრება ადამიანის თავისუფალი არჩევანით, იმ გენდერისგან დამოუკიდებლად, რომელსაც საკუთარ თავს მიაწერს ადამიანი. ამ სიახლის არსი შეიძლება გამოვხატოთ ტერმინით "მრავალი ქვირები", რომლის დამკვიდრება აღიარებს განსხვავების გაქრობას მამრობით და მდედრობით სქესებსა და მათზე დამოკიდებულ კატეგორიებს შორის. ამჯერად მკვიდრდება "მულტისექსუალურობა", რომელიც დამახასიათებელია ჰომოსექსუალობისთვისაც, ანდროგენებისთვისაც, ბისექსუალებისთვისაც, ჰერმაფროდიტებისთვისაც, ტრანსსექსუალებისთვისაც და ჰეტეროსექსუალებისთვისაც, თანაც, მშვიდად არის შესაძლებელი ერთი განსხვავებულობიდან მეორეზე გადასვლა.

როგორც ბატლერი ასწავლის, ადამიანი არ განისაზღვრება მისთვის ბოძებული ბუნებით, არამედ ყალიბდება და ფორმატირდება: "სქესობრივი ქცევა არ არის ჩადებული ჩვენს სიღრმისეულ "მე"-ში. ის იბადება გამოცდილებიდან, ჩვენი დამოკიდებულებიდან სხვების მიმართ, რთული, ფსიქიკური მექანიზმების ზეგავლენით" ამგვარად, გენდერის ახალი კონცეფცია, რომელიც ქვირ-თეორიის ნაყოფი გახდა, იბრძვის სქესთა სრული აღრევისთვის და სქესის ნეიტრალური განსაზღვრებისთვის, რომელიც შეესაბამება საშუალო სქესს ასეთი მიდგომის პირობებში, რომელიც ყველა გამოვლენას, რაც კი მამაკაცსა და დედაკაცს შორის არსებულ ბიოლოგიურ განსხვავებებთან არის დაკავშირებული, ერთგვარ მითებად აცხადებს, ჰეტეროსექსუალურობა ქცევის უბრალოდ შესაძლებელ ფორმად არის მიჩნეული. გენდერი განსაზღვრულ უნდა იქნას ადამიანის პირადი არჩევანით, რომელიც შესაძლოა იცვლებოდეს ლტოლვისგან დამოუკიდებლად – აი სწორედ ამას უწოდებენ დღეს "გენდერულ, იდენტურობას" ყველა ეს თეორია საფუძვლად დაედო მსოფლიო ტოტალურ სექსუალურ რევოლუციას, რომელიც მიმართულია ადამიანის საკუთარი სქესისგან "გაუცხოებისკენ", თუმცა, მისი რეალიზაციის მეთოდებიდან გამომდინარე მისი მიმდევრები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად.

ერთი გამოდის კულტურული და სოციალური წყობის ფარული განადგურების მომხრედ, ხოლო მეორემ აირჩია მაქსიმალური ვარიანტი, რომელიც უარყოფს სქესობრივი განსხვავების თვით ფიზიოლოგიურ ბუნებას და სრული სექსუალური ანარქიისთვის იბრძვის. მაგალითად, ესპანელი ქვირ-ფილოსოფოსი ბეატრის პრესიადო დაჟინებით მისდევს ისეთ "პოლიტიკურ სტრატეგიას", როგორიცაა "იდენტურობის გაუქმება, სხეულის ტექნოლოგიის შეცვლა, ანატომიური მედიცინის შეცვლა, რომელიც წარმოქმნის "ნორმალურ" და "გადახრის" მქონე სხეულებს და ასე შემდეგ სხვა გარყვნილი მწერალი მონიკ ვიტინგი, ლესბოსური მოძრაობის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი და მოდური თეორიის, ("სექსუალურად სწორს") ავტორი საერთოდ ამტკიცებს, რომ არც მამაკაცი არსებობს და არც დედაკაცი. ის ამ კატეგორიებს "ენობრივ ხრიკებად" მიიჩნევს, რომელთა დახმარებით არის აგებული მთელი ჰეტეროსექსუალური საზოგადოება, და მოუწოდებს გათავისუფლდნენ მისგან, გამოიგონონ ახალი ენა და ახალი გრამატიკა, შეცვალონ ყველა ტერმინი, რომელიც სქესთან არის დაკავშირებული (დედა, მამა, ქმარი, ცოლი) ახალი, "გენდერულად ნეიტრალური" ტერმინებით. კიდევ ერთი ქვირ-ფილოსოფოსი, ჯაკ დერიიდა ასეთ იდეებს გვთავაზობს: "რატომ არ უნდა მოვიფიქროთ სხვა სხეული? სხვა ისტორია? სხვა ინტერპრეტაცია?"

შედეგად, სწორედ ამ კარგად შეკრულმა ქვირ-მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ "გენდერის" და "გენდერული იდენტურობის" ცნება არა მარტო სოციოლოგიაში დამკვიდრდა, არამედ სამართლებრივ სფეროშიც, და "სექსუალური ორიენტაციის" სახელწოდებით ახალი მსოფლიო სექსუალური ხასიათის წყობის მთავარი ელემენტი გახდა. ამან, თავის მხრივ, დასაბამი მისცა ტოტალურ ღვევას. საქმე იმაშია, რომ, მართალია ცნება "სექსუალური ორიენტაცია" ჰომოსექსუალურობის შირმად ითვლება, არც ერთ საერთაშორისო და ეროვნულ დოკუმენტებში ის დაკონკრეტებული არ არის, ასე რომ ნორმის სტატუსი შეიძლება მიეცეს ნებისმიერ სექსუალურ ორიენტაციას. ანუ, ნებისმიერი სქესობრივი აქტი, რომელიც დღეს დანაშაულებრივად განიხილება, მაგრამ აღსრულებულია ორივე მხარის ნებაყოფლობითი თანხმობით, შესაძლოა სოციალურად ლეგიტიმური გახდეს.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
14-06-2018, 18:30


"საერთო გაზეთის" სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია: „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტი დავით ქაცარავა.

- ბატონო დავით, როგორ დაიბადა ორგანიზაციის შექმნის იდეა?

- რუსული პოლიტიკით უკმაყოფილება, ყველა ქართველისთვის 9 აპრილით დაიწყო, ალბათ. არც მე ვიყავი გამონაკლისი. შემდეგ გამოვიარეთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომი. 

სულ მუდამ მჭამდა ბოღმა და უსუსურობა. არასოდეს მექეიფება, არ შემიძლია, დიდი ყანწით დავლიო სამშობლოს სადღეგრძელო, აღმატებულ ხარისხში, პომპეზურად, იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მრცხვენია… მრცხვენია, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა არ არის თავისუფალი, ჩამოჭრილი აქვს ჩემს ქვეყანას მიწები და ადამიანები და ტკივა ჩემს ქვეყანას…

ყველა ადამიანი უნდა მივიდეს რაღაც ეტაპამდე და ჩემი ეს ეტაპი შედგა, ამდენი წლის მერე, როცა 40 წლის გავხდი. 2017 წელს. 4 ან 5 ივლისი იყო, ბერშვეთში კიდევ გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა. ვიგრძენი, ფიზიკურად ვიგრძენი, როგორ გაწყდა რაღაც ჩემში. დავწერე სტატუსი: მორჩა აღარ მინდა სახლში ჯდომა და კლავიშების კაკუნი ვირტუალურად და ვაპირებ ამას და ამას და ვინც გინდათ შემომიერთდით. 

- არ გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება თქვენს გვერდით მდგომმა რომელიმე ადამიანმა შესაძლოა ფული აიღოს, ან არ აიღოს და ისე, პირადი მიზენებისთვის -პროვოკაცია მოაწყოს, რასაც კიდევ მოჰყვება ტერიტორიების დაკარგვა. ვისი პასუხისმგებლობა იქნება ეს?

- ბუნებრივია ჩემი პასუხისმგებლობა იქნება. ეს უკვე ის ბირთვია, ვინც თავიდანვე დადგა ჩვენს გვერდით და რომელმაც გაიარა საკმაოდ დიდი ფილტრი. ზოგი ჩამოშორდა მოძრაობას, ზოგი მოვიდა, წავიდა. ეს ბუნებრივია. საქართველოს ისტორიას რომ გადახედო, გაჯერებული იყო მოღალატეებით, მაგრამ მგლის შიშით, ცხვრის ფარა ვის გაუწყვეტია. ეს თანმდევი რისკია, რომელზედაც ჩვენ მუდამ ვფიქრობთ და მის მინიმიზაციას ვახდენთ. არც ასეთი მარტივია ჩვენს გუნდში ნდობის მოპოვება. ჩვენ დესტრუქციული რომ ვიყოთ, სხვაგვარად მოვიქცეოდით, ათასნაირი შანსი გვქონდა დივერსიის, პროვოკაციის, მაგრამ, ყველამ კარგად იცის, შსს-მაც, პოლიციამაც, სუსმაც, რომ ჩვენგან მსგავსს არაფერს უნდა ელოდეს.

ჩვენს ხელისუფლებასაც ვთავაზობ ჩვენს გამოყენებას, ეფექტურად გამოგვიყენეთ, მე არ მიტყდება ეს. ჩვენ ყველა პოლიტიკური და არაპოლიტიკური ძალის მისაღებად მზად ვართ…

ვის ხედავ ჩვენს გვერდით, ვინც იყო ხელისუფლებაში და იღებდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას? არც ერთი, ხო? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ რაღაც ღირებულებებს, რაღაც მოწონდათ, რაღაც არ მოწონდათ. ობიექტურობა მოითხოვს იმას, რომ უღიარო ის, რაც გაკეთდა კარგი და აღიარო ისიც, რაც გაკეთდა, ძალიან ცუდი. ჩემს გვერდით არ დგას არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც მიუძღვის წვლილი ან გაზის გაყიდვაში, ან თელასის გაყიდვაში, ან კოდორისთვის სახელის გადარქმევაში და მიერთებაში აფხაზეთისთვის.

- გასული წლის ივლისის მერე, ყველა დღე საოკუპაციო ზოლში პატრულირებთ, როგორც ვიცი, საკმაოდ რთული პროცესია, ყოველდღიურად ჩახვიდე, იდგე, ისმენდე იქაურ პრობლემებს და მეორეს მხრივ, ამ პროცესს ფინანსებიც ხომ სჭირდება, საიდან, ვისი ფულით?

- ქართველი არის მენტალურად ფეთქებადი ხასიათის, სწრაფად ფეთქდება და ასევე სწრაფად ვარდება მისი შემართება. ქართველი გრძელვადიან ბრძოლაში ძალიან სუსტია, იმიტომ, რომ ბეზრდება. ამიტომ, თავიდანვე ვიცოდი, რომ დიდ მასაზე გათვლა, წამგებიანი იქნებოდა, განწყობას ვერ გავუქაჩავდი. მინდოდა, შემქნილიყო ჯგუფი, საიდანაც ადამიანები ერთმანეთს ჩაანაცვლებდნენ პატრულირებისას და თითო ადამიანს შეიძლებოდა, მორიგეობა მოსწეოდა თვეში ერთხელ და ორჯერ. პრინციპში, ამდენიც კი ვერ შეიკრიბა. პირველი 7–8 თვე დაახლოებით 10 კაცზე გადადიარა ამ მორიგეობამ. ხან ერთი გადიოდა მხოლოდ, ხან ორი, ხან ხუთნიც ვიყავით.

რაც შეეხება ფინანსებს, გაჩვენებთ პირველი აგვისტოდან დღემდე, საბანკო ამონაწერს ჩვენი ორგანიზაციის და ნახეთ, ვისგან რა თანხები ირიცხება. 1200 ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა თვის მანძილზე – ჯერ ჩვენ არ გვქონია. თავიდან უმეტესად ჩემს კისერზე გადადიდოდა, მე ვიღებდი ჯიბიდან ფულს და დღესაც ხშირად ეგრე ხდება. 2000 ლარამდე სრულიად საკმარისია, რომ ერთი ჯგუფის პატრულირება კარგად უზურნველჰყო თვის მანძილზე. ეს არის სულ ფინანსები რეალურად. 

- ბევრს საუბრობენ თქვენს ტურისტულ ბიზნესზეც, ამ ბოლოს, ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც თქვენ „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებს ხვდებით.

- რუსი ტურისტი რომ ჩამოდის ჩემთან, მას ფაინდაზად არ ვეფინები. მე მას ვაჩვენებ, რომ მე ამ ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. ეს კიდევ ერთი ფრონტია, იმიტომ რომ ის სტუმარია, მე უხერხულ თემებს გვერდს არ ავუვლი.

ძალიან უბედურნი არიან რუსები, რადგან ისინი არიან მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პროპაგანტისტული მანქანის მსხვერპლნი.
რამდენიმე წლის წინ „გაზპრომი“ მყავდა კორპორატიულ კლიენტად. 25 კაციდან ერთი გადათვრა და ცოტა არ იყოს, ცუდი ფრაზა თქვა ქართველებზე. დანარჩენებს ავუხსენი, რომ მხოლოდ იმიტომ გადაგვირჩა, რომ სტუმარია. საბოლოო ჯამში, რომ დაბრუნდნენ რუსეთში, სამსახურიდან გაუშვეს ეს კაცი.
„გაზპრომის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან დავმეგობრდი და ჩემი პოსტების გამო ფეესბეს გენერალიტეტმა დაიბარა, ეს რატომ გყავს მეგობრებშიო. მომწერა თხოვნით, იქნება თავი შეიკავო აგრესიული ნარატივისგანო. ვუპასუხე: მე ქვეყანა ვარ, რომელიც დაჩაგრული და დაპყრობილი ვარ და თუ გიქმნი პრობლემას, წამშალე. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდება, როცა ფეიოსბუქ პოსტები მაქვს მხოლოდ.
ეს ბანკი არის ფრიდმანის, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირია და შეიძლება ამ ადამიანებს პირიქით შეექმნათ პრობლემა, ჩემთან და ჩემს ტურისტულ კომპანიასთან ურთიერთობის გამო.

– თქვენი ორგანიზაცია ანტირუსულია, თუ ანტიპუტინური?

- ჩემთვის ის რუსი, რომელიც მეუბნება, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის შენი ტერიტორია და არის ჩემი ქვეყნის მიერ დაპყრობილი, არის ჩემი მეგობარი და მყავს მე ასეთი მეგობრები, მაგრამ ისინი, რომლებიც მე აგრესიულად მასწავლიან ჭკუას, რომ რუსეთი ჩემი უფროსი ძმაა და თავი უნდა დავუხარო, ბედნიერი უნდა ვიყო რომ რუსის ჩექმა მადგას კისერზე და რომ რუსმა მე გამომიყვანა ტყიდან – ეგეთი რუსი ჩემთვის პუტინს უდრის.

- როგორ გგონიათ, თქვენი იქ დგომის გამო, რუსი გაიყვანს თავის ჯარს?

ჩვენ არც ერთი წამი არ გვიფიქრია, რომ რუსი ჩვენი იქ დგომით, შეიძლება გავიდეს. ეს აბსურდია, ამის ილუზიაც არა გვაქვს, ჩვენი ყოველდღიური პატრულირება ემსახურება იმას, რომ ჩვენ გვინდა გავახსენოთ ჩვენს ერს, რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიები დაკარგული, ჩვენ გვინდა ეროვნული თვითშეგნება გავაღვიძოთ. ჩვენ ვართ გენეტიკური მეომრები. რუსი გვებრძვის საუკუნებია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეგვიქმნას წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ ჩვენ ვართ მომღერლები, მოცეკვავეები და ხაჭაპურ-ხინკლის მკეთებლები, ამას ძალიან მაგრად ცდილობს და საკმაოდ კარგად გამოსდის.
გარდა ამისა, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს იმედს ვაძლევთ, რომ ისინი მარტოები არ არიან, მათ განცდა აქვთ, რომ ისინი მიგდებულები არიან. ძალიან ბევრ ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარება, სარგებლობენ მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით, მაშინ როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს უფასოდ სამედიცინო მომსახურება აქვთ. მაშინ, როცა რუს სამხედროთა ბაზას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა, იხდის ელექტროენერგიის ფულს.
შარშან, გატაცებული იყო 127 ადამიანი მთელი წლის მანძილზე სამაჩაბლოში. თუ გადაკვეთა ადამიანმა, ის პირობითი საოკუპოაციო ხაზი, მოკიდებენ ხელს და მიჰყავთ, ხშირად ჩვენი, კონტროლირებადი ტერიტორიებიდანაც მიჰყავთ. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? 127 ადამიანი ნიშნავს, რომ იქედან ყველა მესამე დღე იტაცებენ ვინმეს. რამდენ გატაცებაზე გქონდათ შარშან ინფორმაცია? რამდენ გატაცებაზე დაიწერა?

- და მათი დაბრუნება როგორ ხდება, ან რას ყვებიან?

- ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და დაშინება. გარდა ამისა, აჩვევენ იმას, რომ ეს არის სახელმწიფო საზღვარი. თავში უნერგავენ და წვრთნიან, უხეშად რომ ვთქვათ, რომ საკუთარ მიწაზე თუ გადავლენ, მათრახი მოხვდებათ. გარდა ამისა, რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვეს მიიყვანს, თავის ბანაკში, ორკვირიან შვებულებას აძლევენ და 2 000 რუბლია ჯარიმა, ანუ ჩვენი ფულით 80 ლარი, რომელსაც ოჯახი შავად გადააწოდებს და მერე გამოუშვებენ ტყვეს. გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ შემოდიან გარკვეულ სოფლებში, სახლებში, აშანტაჟებენ და პროდუქტს ართმევენ.
სტატისტიკას გეტყვით უბრალოდ: 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, შარშან გატაცებული იყო 50 კაცზე მეტი, წელს იგივე პერიოდში – 26.
ჩვენ იქ ჟურნალისტებიც ვართ, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ვეხმარებით, დაზვერვის ფუნქციასაც ვარულებთ და ამ დროს მოქალაქეები ვართ, ამ დროს, ამ ინფორმაციას ღიად ვდებთ – ესაა ჩვენი ძალა.

2010 წლიდან დღემდე გადმოწეულია 53 კილომეტრი მავთულხლართი და ღობე.

მათ შორის, 2017 წლის 21 ივლისიდან დღემდე – მხოლოდ კილომეტრნახევარი – არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა. მაგრამ, ვაკუუმი, რომელიც კომფორტს უქმნიდა რუსს, გაირღვა და დაირღვა. არ არის ეგრე, რომ რუსს ფეხებზე ჰკიდია, არ ჰკიდია მას ფეხზე ხმაური, ის წუხდება, იმას თავისი რეაგირება აქვს. რუსის წინააღმდეგ მიდის გლობალური ბრძოლა მსოფლიო მაშტაბით და ყველა იყენებს მის წინააღმდეგ ნებისმიერ მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას. ის რომ იწყებს მავთულხლართის გავლებას, მე თუ მივედი და ლაივი ჩავურთე, იმან იცის, რომ ამ ვიდეოს, რომ ახლაც, ამ წუთშიც გრძელდება ოკუპაცია, ყველა ნახავს და ის წყვეტს და მიდის. ჩვენ როგორც კი ამბავს ავტეხთ, ის რეაგირებს, ის დათვი აღარ არის, ამ დათვსაც უკვე უამრავი სუსტი წერილი გაუჩნდა. შარშან გატაცებულ ადამიანებს 3–4 დღეში აბრუნებდნენ, ახლა 24 საათში აბრუნებენ უკან. საკმარისია, რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის, ჩვენ ან ქართული პოლიცია დაინახოს, რომ ეგრევე უკან ბრუნდება.

- როგორც მითხარით, ტერიტორიების დაბრუნების იმედი გაქვთ, მათი დაბრუნების გზებზეც გექნებათ ნაფიქრი…

- ბრძოლა და ძალა, ოღონდ ძალაში – ინფორმაციას ვგულისხმობ და ინფორმაციულ ბრძოლას ვგულისხმობ. ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ამისთვის ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ პირველ რიგში ის ღირებულებები უნდა გავაცოცხლოთ და იმის გვერდით დავდგეთ, რომელმაც მოგვატანინა ჩვენი იდენტობა დღემდე.

თამო კეშელავა


მეტის ნახვა
14-06-2018, 14:00