საქართველოს პრემიერ–მინისტრმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა

მთავრობის სხდომის დაწყებადმდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა და 2018 წლის შედეგები შეაჯამა. მან ასევე მომავალ გეგმებზე იასუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს წინაშე რჩება ორი უმძიმესი გამოწვევა – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ამ გამოწვევაზე მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოახდინოს.

„ჩვენი მიზანი იქნება, განვაგრძოთ მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ამ გამოწვევაზე, იმ ყოველდღიური ბორდერიზაციის პროცესზე და ადამიანის უფლებების დარღვევის პროცესზე, რასაც თვალყურს ვადევნებთ. ყველა პლატფორმას ვიყენებთ ამისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია ფასდება მხოლოდ ორი სიტყვით – ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასაძლევად გვჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, სხვანაირად გაგვიჭირდება გამოწვევასთან გამკლავება“ – განაცხადა ბახტაძემ.

 პრემიერის შეფასებით,  2018 წელი ზოგადად პოზიტიური იყო.


 скачать dle 12.0