ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● თეთ­რიწყა­რო­ში რე­გი­ო­ნუ­ლი და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქვე­მო ქარ­თ­ლის რე­გი­ო­ნის 20-მდე მსხვილ­მა დამ­საქ­მე­ბელ­მა და 200-მდე სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბელ­მა. ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, გას­ც­ნო­ბოდ­ნენ რე­გი­ონ­ში მოქ­მედ კომ­პა­ნი­ებს და აქ­ტი­უ­რი ვა­კან­სი­ე­ბის შე­სა­ხებ მი­ე­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე ად­გილ­ზე გას­ც­ნო­ბოდ­ნენ ფო­რუმ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ დამ­საქ­მე­ბელ­თა შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­სა და პი­რო­ბებს.

ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თა ასო­ცი­ა­ცია "სამ­ხა­რეო გან­ვი­თა­რე­ბა მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის" (RDFG)-ის და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. ფო­რუ­მი გახ­ს­ნეს და და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს RDFG-ის თეთ­რიწყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა ნე­ლი რე­ვა­ზიშ­ვილ­მა, RDFG–ის და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მის მრჩე­ველ­მა ლე­ლა მა­ი­სუ­რა­ძემ და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა მა­რი­ამ ბე­ზა­რაშ­ვილ­მა.

და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მი მიზ­ნად ისა­ხავს ად­გი­ლობ­რივ სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებს გა­უ­ად­ვი­ლოს წვდო­მა არ­სე­ბულ ვა­კან­სი­ებ­ზე, ხო­ლო დამ­საქ­მებ­ლებს კი და­ეხ­მა­როს ახა­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში. ფო­რუმ­ზე ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე RDFG-ის თეთ­რიწყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი საგ­რან­ტო კონ­კურ­სის რამ­დე­ნი­მე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლიც.

ფო­რუმს მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­თან ერ­თად ეს­წ­რე­ბო­და თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მალ­ხაზ სა­მაშ­ვი­ლი.

● სო­ფელ ქო­სა­ლარ­ში, 11 სექ­ტემ­ბერს ქვე­მო ქარ­თ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის შო­თა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის და თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მი­ერ სას­მე­ლი წყლის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ში­და ქსელ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­დე­გად, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სას­მე­ლი წყლის თა­ნა­ბა­რი გა­ნა­წი­ლე­ბა და წყლის რე­სურ­სე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხარ­ჯ­ვა.

წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მალ­ხაზ სა­მაშ­ვი­ლი, მე­რის მო­ად­გი­ლე ბერ­დია ხვის­ტა­ნი და ა(ა­)იპ "თეთ­რიწყა­რო წყა­ლის" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი გო­ცი­რი­ძე.

● WAშH სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა: სას­მე­ლი წყლის სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­დაჭ­რის­თ­ვის, თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსელ­თან (CENN).

WAშH სა­კითხე­ბის (წყა­ლი, სა­ნი­ტა­რია და ჰი­გი­ე­ნა) მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბ­რის თვი­დან და­იწყე­ბა ერ­თობ­ლი­ვი სა­პი­ლო­ტო პრო­ექ­ტე­ბი თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გოლ­თე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და სო­ფელ წინ­წყა­როს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში: შე­იც­ვ­ლე­ბა სას­მე­ლი წყლის ავ­ზე­ბი და და­მონ­ტაჟ­დე­ბა ფილ­ტ­რე­ბი, შე­მო­ი­ღო­ბე­ბა გოლ­თე­თის სკო­ლის ტე­რი­ტო­რია.

დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი ნი­კო­ლოზ ჯა­ნი­აშ­ვი­ლი დე­დოფ­ლის­წყა­როს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ცენ­ტ­რის დე­დოფ­ლის­წყა­როს კლი­ნი­კას ეწ­ვია, სა­დაც "კო­ტე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტ­რი" უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ებს ატა­რებს. მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა მი­ე­ღო მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის: ურო­ლო­გის, ონ­კო­ლო­გის, გას­ტ­რო­ენ­ტე­რო­ლო­გის, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის, თავ-კის­რის ქი­რურ­გის, მა­მო­ლო­გი­სა და გი­ნე­კო­ლო­გის.

უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი კა­ხე­თის მხა­რე­ში სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის – გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფელ ჰე­რე­თის­კარ­ში გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვი­ლი პირ­ველ მო­ად­გი­ლეს­თან ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად სა­მუ­შო­ებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო. 1 750 გრძივ მეტ­რ­ზე ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი და­ი­გე­ბა. საგ­ზაო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 354 000 ლა­რია.


ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში
● ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი ირაკ­ლი კუ­ჭა­ვა, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ზა­ალ მა­მა­ლა­ძე და საკ­რე­ბუ­ლოს სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე აკა­კი ყა­ჭე­იშ­ვი­ლი ნორ­ვე­გი­ის ელ­ჩის მო­ად­გი­ლეს, ვე­გარდ სტრენ­ს­რელს, ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ კრის­ტინ-აგ­ნე­ტა ვაჰ­ლ­ბერგს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ და­ვით მე­ლუ­ას შეხ­ვ­დ­ნენ.
ნორ­ვე­გი­ელ­მა დიპ­ლო­მატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია ათეა-სთან ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იმ პრო­ექ­ტე­ბის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა და სტუმ­რებ­მა სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში ორ­მ­ხ­რი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი კომ­პ­ლექ­სი აშენ­დე­ბა. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა გი­ორ­გი გო­გი­ლაშ­ვილ­მა და მე­რის მო­ად­გი­ლემ თე­ი­მუ­რაზ ბა­ლარ­ჯიშ­ვილ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.
კომ­პ­ლექ­სი, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 2021 წელს დას­რულ­დე­ბა, და­ხუ­რულ სა­ცუ­რაო აუზს, სპორ­ტულ მო­ედ­ნებს, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზს და სას­ტუმ­როს მო­ი­ცავს. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ ქა­ლაქ სიღ­ნაღს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე პირ­ვე­ლი სპორ­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­სი ექ­ნე­ბა.

● სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (UNISEF) წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რით, 2018 წლის 20 სექ­ტემ­ბ­რი­დან 20 დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში „მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რულ კლას­ტე­რულ კვლე­ვას“ ჩა­ა­ტა­რებს. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­როვ­დე­ბა გა­რე­მოს დაც­ვა­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ჯან­დაც­ვა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­სა და ქალ­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას მი­ექ­ცე­ვა.

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში
● დუ­შე­თის "ჯე­ო­ჰოს­პი­ტალ­სის" ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის დახ­მა­რე­ბით, და­ბა ჟინ­ვალ­ში გა­ი­მარ­თა უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო აქ­ცია. მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­დ­ნენ კლი­ნი­კის სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბი. გა­მოკ­ვ­ლე­ვით 50-მა ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა.
აქ­ცია არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი.

● ორ­გა­ნი­ზა­ცია People in Need ახორ­ცი­ე­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექტს – "სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ევ­რო­პას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად", რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში გა­ი­მარ­თა პრე­ზენ­ტა­ცია თე­მა­ზე: „ევ­რო­პას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რ­ცის (DCFTA) ზო­გა­დი ას­პექ­ტე­ბი". პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ სოფ­ლად თემ­თა გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დუ­შე­თის ფერ­მერ­თა კლუ­ბის წევ­რე­ბი, კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის წევ­რე­ბი და მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბი.

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● "ბოლ­ნის­ქა­ლა­ქო­ბა 2018". ქა­ლაქ ბოლ­ნი­სის ის­ტო­რი­უ­ლი უბა­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა მო­იც­ვა: წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და საკ­რა­ვე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი; ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და ქვე­მო ქარ­თ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კუთხე­ე­ბი; სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ი­სა და ქარ­თუ­ლი ნუგ­ბა­რის დე­გუს­ტა­ცია-გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა; ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თე­ატ­რის წარ­მოდ­გე­ნა; ზ. ხუ­ჯა­ძის სა­ხე­ლო­ბის ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­მუ­სი­კო სკო­ლის ღია სივ­რ­ცე; ბოლ­ნი­სის კულ­ტუ­რის სახ­ლ­თან არ­სე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვე­ბის ნა­მუ­შე­ვარ­თა გა­მო­ფე­ნა და მცი­რე კონ­ცერ­ტე­ბი; ქუ­ჩის თე­ატ­რის კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა-კარ­ნა­ვა­ლი; სა­ბავ­შ­ვო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლე­ბიც ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე გაგ­რ­ძელ­და.

"ბოლ­ნის­ქა­ლა­ქო­ბის“ სტუმ­რე­ბი და­ეს­წ­რ­ნენ ფოლ­კ­ლო­რუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალს, აირ­ჩი­ეს სა­პა­ტიო ბოლ­ნი­სე­ლე­ბი, საწ­ნა­ხელ­ში და­ი­წუ­რა ყურ­ძე­ნი. დღე­სას­წა­უ­ლის აპო­თე­ო­ზი იყო "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ კონ­ცერ­ტი.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მარ­თა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა, რომ­ლის მი­ზა­ნი მიმ­დი­ნა­რე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად და ვა­დებ­ში შეს­რუ­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა.
შეხ­ვედ­რას ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მა­ი­ზერ ნა­ნა­ვა, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­მუ­კა წო­წე­რია, სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით მიმ­დი­ნა­რე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ვა­დებ­ში და ხა­რის­ხი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, მი­ნის­ტ­რის, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი არი­ან რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე მშე­ნებ­ლე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი, რე­გი­ო­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.

● ზე­და­ე­წე­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოც ოჯახს და ხან­დაზ­მუ­ლებს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცათ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნის, ვა­ჟა (პან­ტი­კო) თორ­დი­ას და­ფი­ნან­სე­ბით შე­ი­ძი­ნეს.

ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა მალ­თაყ­ვის უბ­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც ქა­ლაქ ფო­თის მე­რი გო­ჩა კურ­დღე­ლია, მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი მა­მუ­კა პა­პას­კი­რი, ირაკ­ლი თო­ფუ­რია და გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ირაკ­ლი კა­კუ­ლია და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის 2017 წლის 31 მარ­ტის № 632 გან­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ფოთ­ში მალ­თაყ­ვის უბ­ნის ქა­ლაქ­თ­მ­შე­ნებ­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­რომ საპ­რო­ექ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­წო­დებ­ლის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­და, სა­დაც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად გა­მოვ­ლინ­და შპს "ურ­ბა­ნი­კა".

„პრო­ექ­ტ­ში ძი­რი­თა­დად აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მაგ­რამ აქაც არის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს არის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის და დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სპორ­ტუ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას.
პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს რამ­დე­ნი­მე დი­დი მო­ედ­ნი­სა და ერ­თი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბას. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია აგ­რეთ­ვე ცალ­კე უბა­ნი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის­თ­ვის. აქ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი­სა და სტუმ­რე­ბის­თ­ვის იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბი. გარ­და ამი­სა, ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შავ­და კო­ლიმ­ბა­რის კუნ­ძუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა აგ­რო­პარ­კის ფუნ­ქ­ცი­ით", – აღი­ნიშ­ნა პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე.

● უპო­ვარ­თა სა­სა­დი­ლოს დარ­ბაზს კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი უტარ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი ქა­ლაქ ფო­თის მერ­მა გო­ჩა კურ­დღე­ლი­ამ, მე­რის მო­ად­გი­ლე­ებ­მა მა­მუ­კა პა­პას­კირ­მა და ირაკ­ლი თო­ფუ­რი­ამ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

● სა­მეგ­რე­ლოს ქუ­ჩის 120-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე ას­ფალ­ტის სა­ფა­რი და­ი­გო. ქუ­ჩა­ზე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბის გა­მო ეს გზა ხში­რად სა­ჭი­რო­ებს შე­კე­თე­ბას.

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ თერ­თ­მე­ტი ერ­თე­უ­ლი მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის მეშ­ვე­ო­ბით თერ­მუ­ლი ნის­ლით და­მუ­შავ­და ქა­ლა­ქი სე­ნა­კი. მსგავ­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­გორც ქა­ლაქ­ში, ისე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
● უშა­ფა­თის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად დან­გ­რე­უ­ლი ხი­დის აღ­დ­გე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ხი­დის კონ­ს­ტ­რუქ­ცია უმოკ­ლეს დრო­ში და­მონ­ტაჟ­და. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ლე­ვან კუპ­რე­იშ­ვილ­მა და მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გრი­გოლ ბა­ღა­თუ­რი­ამ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ხი­დის მოწყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფელ ლე­სი­ჭი­ნეს №2 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი 70 სკა­მი­თა და მოძ­რა­ვი ეკ­რა­ნით აღი­ჭურ­ვა. პრო­ექ­ტი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა გი­ორ­გი ტა­ტუ­აშ­ვილ­მა, სივ­რ­ცი­თი მოწყო­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა შპს `ოპ­ტი­მალ გრუ­პი +"-ის, შპს "არ­ქ­დი­ზა­ინ­მ­შე­ნი­სა" და შპს "ა­რი­შის~ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.
მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს 2019 წელს გზე­ბი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბის სა­კითხე­ბი, ასე­ვე შე­ი­მუ­შა­ვეს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ შპს "ოპ­ტი­მალ გრუპ +" წარ­მო­ად­გენს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე და გან­სა­ხო­ცი­ე­ლე­ბელ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტებ­ზე, შპს "ა­რი­ში" 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ საგ­ზაო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, ხო­ლო შპს "არ­ქ­დი­ა­ზინ­მ­შე­ნი" – წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა­ზე.

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მარ­ნე­უ­ლის ბა­ღებ­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი ჯუ­დო-კიდს. ევ­რო­პის სპორ­ტის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ნა­ვე­რი­ა­ნი, მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს სხვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად, ქა­ლაქ მარ­ნე­უ­ლის № 3, სო­ფელ წე­რეთ­ლი­სა და ყი­ზი­ლაჯ­ლოს სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებს ეს­ტუმ­რა, სა­დაც პრო­ექტ ჯუ­დო-კიდს-ში ჩარ­თუ­ლი აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის მას­ტერ-კლა­სებს და­ეს­წ­რო.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტა­პის­თ­ვის, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის­თ­ვის ექვს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში სრუ­ლი­ად უფა­სოდ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ძი­უ­დოს წრე­ე­ბი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 200 ბავ­შ­ვია ჩარ­თუ­ლი.

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ილია სა­ბა­ძემ, მო­ად­გი­ლეს­თან ერ­თად, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში – სა­მე­ბა­სა და საყ­დ­რი­ონ­ში 30 აღ­საზ­რ­დელ­ზე გათ­ვ­ლი­ლი 2 ახა­ლი სა­ბავ­შო ბა­ღი გახ­ს­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ახა­ლი სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბით მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბიც ისარ­გებ­ლე­ბენ. შე­ნო­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის.
გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ღე­ბი­სა, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ასე­ვე იგეგ­მე­ბა ოთხი ახა­ლი, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის გახ­ს­ნა.


скачать dle 12.0