ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

არბოშიკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელში ,,ორმუღელას“ უბანში, ამჟამად სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იდგმება დამატებითი რეზერვუარი ადგილობრივი ჭაბურღილიდან წყლის გადასა- ტუმბად. სამუშაოების დასრუ- ლების შემდეგ ეს უბანი სასმელი წყლით მთლიანად იქნება უზრუნველყოფილი. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დაათვალიერა რეაბილიტაციის სამუშაოები, რისთვისაც დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 000 ლარია გამოყოფილი.

წყლის ცენტრალური რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუაშაოები მიმდინარეობს აგრეთვე ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში. პროექტის დასრულების შემდეგ (დეკემბრის ბოლოს) სასმელი წყალი თანაბრად გაუნაწილდება სოფლის მოსახლეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის მიწოდების ხარისხი, რაც საბოლოოდ მოაგვარებს ზემომაჩხაანელებისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას. პროექტის ღირებულება 146 000 ლარია.
დედოფლისწყაროელ ფერმერებს გააცნეს 2019 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები, რომლებ- საც საქართველოს ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურების მიზნით ახორციელებს.გაისად ფერმერები მოსავლის ასაღები ტექნიკის შესაძენად სახელმწიფოსგან გრანტის სახით 50-პროცენტიან დაფინანსებას მიიღებენ, დანარჩენს კი იაფი აგროკ- რედიტის ფარგლებში დაფარავენ. ამ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო თანხები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

ქალაქ გურჯაანში ბელიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. მოასფალტდა 389 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგი- ლობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით განხორციელდა, რაშიც ჯამში 156 256 ლარი დაიხარჯა. გურჯაანში ვაჟა-ფშაველას ქუჩის (ქვაფენილის ზედა მხარის) რეაბილიტაციის ფარგლებში მოასფალტდა 252 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი. ჯამში 110 500 ლარი დაიხარჯა.

2019 წლიდან გურჯაანის მუნპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება 330 000 ლარით გაიზრდება. საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების რაციონი გაუმჯობესდება და სამჯერადი იქნება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზების რე ლიტაცია მიმდინარეობს:
სოფელ გურჯაანში — ე.წ. სკოლის გზის 488 მეტრი, დაიხარჯება 246 200 ლარი; სოფელ ვეჯინში — ე.წ. ჰესის გზის 1060 მეტრი, დაიხარჯება 656 339 ლარი; ქალაქ გურჯაანში — მაჩაბლის ქუჩის 167 მეტრი, თანხა 88 690 ლარი; ქალაქ გურჯაანში — წერეთლის ქუჩა, დაიხარჯება 182 324 ლარი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მნიშვნელოვანი პროექტები მარტვილში (2013–2018 წლები):

რეაბილიტირდა 110 კმ გზა; აშენდა და რეაბილიტირდა 27 ხიდი; წყალმომარაგების 2 პროექტი; აშენდა 1 საჯარო და 1 დაწყე- ბითი სკოლა, შენდება 1 საჯარო სკოლა; რეაბილიტირდა 30 სკოლა; აშენდა 5 და რეაბილიტირდა 17 საბავშო ბაღი; უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 37 სკოლის 1863 მოსწავლე;  
შეიქმნა 3 საწარმო;· დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 38 პროექტი; შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 115-მა პირმა; დაფინანსდა ხეხილის 6 ბაღის გაშენება;

შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; ინჩხურსა და კიწიაში აშენდა ამბულატორიები; განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესე- ბული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 320-მა ბავშვმა, ჯამში გაიცა 850 650 ლარი;

სოფელ სერგიეთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლას და მოეწყო მოედანი; წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი.


სენაკის მუნიციპალიტეტი

სამხედრო დასახლებაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებში მალე პირველი გაზქურა აინთება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. 565 დევნილი ოჯახი სამინისტროს 400-ლარიანი პაკეტის ფარგლებში სრულიად უსაყიდლოდ მიიღებენ ბუნებრივ აირს.

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ისულაში გზაზე ერთი ფენა ასფალტი დაგებულია. ამჟამად მეორე ფენა იგება.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მნიშვნელოვანი პროექტები ჩხოროწყუში (2013–2018 წლები):
რეაბილიტირდა 15 სკოლა; უფასო ტრანსპორტით უზრუნ ველყოფილია 20 სკოლის 1736 მოსწავლე; აშენდა 7 და რეაბილიტირდა 12 საბავშვო ბაღი; რეაბილიტირდა 50 კმ გზა; აშენდა და რეაბილიტირდა 12 ხიდი; დაფინანსდა წყალმომარაგების 2 პროექტი; დაფინანსდა თხილისა და დაფ- ნის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა;დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 59 პროექტი; შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 144-მა პირმა; შეიქმნა 12 კოოპერატივი; დაფინანსდა 42 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია; უძველესი ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენის მიზნით აღდგა მუხურის მეფუტ- კრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა;

გაიხსნა საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ლესიჭინეში; ახუთის თემში აშენდა ამბულატორია; განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესე- ბული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 204-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 524 400 ლარი;

სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 25 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“), საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 52 დევ- ნილ ოჯახს;რეაბილიტირდა ცენტრალური სტადიონი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2600 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალურმა დირექტორმა ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიცი პალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დაათვალიერეს.
პროექტის ღირებულება 1 895 000 ლარია.

ბოლნისისა და მარნეულის წყალარინების სისტემის მშენებლობა იწყება. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით სრულად ისარგებლებს ქალაქი ბოლნისი, დასავლეთ ნაწილში კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

ქალაქ ბოლნისში ორი საბავშო ბაღი საზეიმოდ გახსნეს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
სოფელ მამხუტის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა — შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობაზე 700 000 ლარი დაიხარჯა და 825 გრძივ მეტრზე დაიგო ბეტონი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.


დმანისის მუნიციპალიტეტში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დმანისის მუნიციპალიტეტს ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი ახალი მანქანა გადაეცა. ახალი მანქანები დამატებით ექვს სახანძრო დეპოში გადანაწილდა: თიანეთში, დმანისში, ქარელში, შუახევში, წალენჯიხასა (დაბა ჯვარი) და ბაკურიანში. ასეთი მანქანების უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

დუშეთში რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომად- გენლებთან ერთად.

პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და სამუშაოებს 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი მოხმარდა. დუშეთის პარკში მოეწყო შადრევანი, სანიაღვრეები და საკანალიზაციო სისტემა, პატარ-პატარა სკვერები და ბილიკები, გამაგრდა საყრდენი კედლები, მოპირკეთდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის
ეკლესია. ჩატარდა პარკის გამწვანების სამუშაოები.

დასრულდა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხვედიეთის ელექტრიფიკაცია. სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება.

ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხადის ხეობაში, მიმდინარეობს ქვეშეთი-წკერეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

სოფელ ინგირში თხილის გადამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ჯეო ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში, ჯამურად, 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმო წელიწადში 7–10 ტონამდე  თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციას (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) გამოუშვებს. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული. 

მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საშეშე მერქნის გადაცემა გრძელდება. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერიის გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფისა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საშეშე მერქანი ამჯერად 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცა. შეშის მომზადების პროცესში, მერიის თანამშრომლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გახსნეს.

რეაბილიტაცია შპს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა, რაზეც 1 336 000 ლარი დაიხარჯა. ჩატარდა ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ შესაძ ლო წყალდიდობების შემთხვევაში ნაგებობამ წყლის მაქსიმალური მოცულობა გაატაროს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალი წლიდან მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის ნაგებობასთან ახლოს მდებარე ხიდის რეაბილიტაციასაც იწყებს.

"აჭარა ტექსტილე" 1000 ● ადამიანს დაასაქმებს: ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, სამკერვალო ფაბრიკაში ახალი საამქროები დაათვალიერა, რომელთა გახსნა უახლო- ეს მომავალში იგეგმება. "აჭარა ტექსტილე“ მეორე ეტაპზე 1000- მდე ადამიანის გადამზადებას და დასაქმებას გეგმავს. კომპანია მსურველებს სხვადასხვა ვაკან- ტური პოზიციის დასაკავებლად იწვევს. ამ ეტაპზე ფაბრიკაში 900- მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის — 600 ფეიქარი. საწარმოში ისეთი ბრენდების პროდუქცია იკერება, როგორიცაა Nike, Puma, Loto , Armour, ე.წ. Bbalanceda Under. ნაწარმი საერთაშორისო  ბაზარზე „საქართველოში წარმოებულის“ სახელით გადის.


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

სოფელ ქოსალარში საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. ორწლიანი პროექტის დასრულების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გზით 600-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების განსახილველად, ამავე პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ქაჯაია და წარმომადგენელი ლადო შონია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრა- ციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს
შეხვდნენ.

2018 წელს დასრულდა ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის ძირითადი/მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაო, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს. ესენია:  ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი, ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, ძველი მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში, ხაიში, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი და ქოსალარი.
სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა და II ეტაპის სამუშაოები იწყება. პროექტი  ითვალისწინებს XIX საუკუნეში ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით.


მარნეულის მუნიციპალიტეტში

სოფ. ხანჯიგაზლოსა და მუღანლოში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან ჰაჯიევმა დაათვალიერეს.
გარდა ამისა, სოფელ კირაჩმუღანლოში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობაც. მდინარე ხრამის ხეობაში აშენდება ორი ჭაბურღილი, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგებას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის განმავლობაში მოამზადა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ნოემბერში კიევში გამართულ ევროკავშირის ინიციატივების — "მერების შეთანხმება" და "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" — ორგანიზებულ კონფერენციას წარუდგინა. გეგმა მოიწონა ევროკავშირის ინიციატივის სამდივნომ და მსოფლიო ბანკმა.

скачать dle 12.0