ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთღიწყაროს მუნიციპალიტეტში

ეთრიწყაროში, ე.წ. ნამტვრიანის დასახლებაში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა და ხელოვნური საფარი. სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება – მერიის დაკვეთით, სოფელ მაწევნამდე მისასვლელ 3,2-კილომეტრიან საავტომობილო გზაზე ორ ფენად ასფალტი იგება. პროექტის მიხედვით ეზოებთან მისასვლელებიც მოასფალტდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი. ხელშეკრულებით პროექტის დასრულება გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. მისი ღირებულება 771 724 ლარია. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით

მიმდინარე „ირიგაციისადა მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შიდასამეურნეო ქსელის მოწეს- რიგების მიზნით დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების შესახებ, სოფ. ჯორჯიაშვილსა და ასურეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები
გაიმართა. მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში მსოფლიო ბანკის მისია ვილფრიდ ჰანდერტმარკის ხელმძღვანელობით, რეგიონალური ექსპერტი გევორგ მიჩიკიანი,პროექტის წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის ხელმ- ძღვანელი დავით ქაჯაია და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ალგეთი-ტბისი-კუმისის სერვის- ცენტრის წარმომადგენლები.

2018 წელს „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დასრულდა ტბისი-კუმისის საი- რიგაციო სისტემის ძირითადი/ მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია. პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაო, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის 20 სოფელს. შედეგად, გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობები, მაქსიმალურად იქნება ათვისებული სასოფლო- სამეურნეო მიწები და უკეთ განვითარდება სოფლად სამეურნეო საქმიანობა. შიდასამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოები 2019 წლიდან დაიწყება და მისი მიმდინარეობის პროცესში აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივი მოსახ ბა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

რამდენიმე დღის წინ სტიქიამ დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერმა ქარმა ძირითადად დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლების სახურავები. ადგილობრივი ხელისუფლება უმალ შეუდგა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სამხარეო თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
განაწილდნენ სოფლებში ზარალის დასათვლელად და დაზარალებულთათვის ქმედითი დახმარების აღმოსაჩენად.

ჩოხატაურში პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ქუჩები გაიწმინდა ხეებისგან, ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია. დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის გადაცემა ინტენსიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ არევაძე და გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენ- ლებთან ერთად.

კახეთის რეგიონში

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომად გენლების მონაწილეობით, კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების განხილვის მიზნით, შემაჯამებელი დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც, ძირითადად, ითვალისწინებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევას.

დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე, კახეთის რეგიონში შემავალმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა წარადგინა 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც GIZ-ის ექსპერტების დახმარეით მომზადდა. შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, მედიისა და გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები დაესწრნენ

გურჯაანის  მუნიციპალიტეტში

სოფელ ძირკოკში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის პროცესში მოასფალტდა გზის 859 მეტრი, ე.წ. თუშების უბანი, ე.წ. ჭიაპაანთ უბანი და ე.წ. ელიკაანთ უბნის შესასვლელი. გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც 226 000 ლარი დაიხარჯა.

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ჭანდარში, ე.წ. უროიანის უბანში. მოასფალტდება 768 გრძივი მეტრი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოები რეგიონებში გან- სახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 389 538 ლარს შეადგენს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ერთ-ერთი სოციალური პროექტის ,,მზრუნველი მობილური ჯგუფის“ წევრები მარტოხელა ბენეფიციარების დასახმარებლად იმყოფებოდნენ ახალაბასთუმნის, ინგირისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტი ხელს უწყობს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას.

სოციალური პროგრამის ფარგლებში მერიამ წელს დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროექტი – "სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა", რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობების მქონე პირების ზამთრის
პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას.

413 ოჯახი პროგრამის ფარგლებში მერიისგან ერთჯერადად მიიღებს პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს: შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, მაკარონსა და ხახვს. დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება. ამ დროისთვის პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს გადაეცა.


მარნეულის მუნიციპალიტეტში

სოფელ ხოჯორნში დასრულდა წყალმიმღების მოწყო- ბისა და წყალსადენი მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტი.  მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მოეწყო ჰორიზონტალური წყალმიმღები (დრენაჟი) და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის
მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთებს. პრო- ექტის საერთო ღირებულებამ 78 500 ლარი შეადგინა.

ასევე, სოფელ ხოჯორნში მიმდინარეობს ხელოვნურსაფრიანი, კომბინირებული მინისაფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა 75 639 ლარს შეადგენს.

იმერლოში 120 აღსაზრდ გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო დაწესებულებაში, საბავშვო ჯგუფებთან ერთად შენობაში განთავსდება სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი, საბავშო ბაღის მიმდებარედ მოეწყობა და მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. 
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელ დება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 587 000 ლარია.

სოფელ წითელსოფელში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების იდეა ამავე სოფლის მკვიდრს არამ აკოფიანს ეკუთვნის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი 2018“-ში და მისი იდეა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სოფელ მარეთშიც, სადაც მოასფალტდა კორპუსებთან მისასვლელი გზა და ეზოები. პროექტები ადგილობრივმა ბიუჯეტმა 327 870 ლარით დააფინანსა.

სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მასშტაბით  აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქალაქად და სოფლად თანმიმდევრულად ხორციელდება გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დაპირებები. ქალაქ სენაკში იგეგმება ასფალტბეტონის საფარის დაგება ს. შენგელიას, მარჯანიშვილის, ფურცელაძის, ჯიხას ქუჩებზე. ამ ეტაპზე მიმდინარე- ობს მოსამზადებელი სამუშაოები.

უკვე დამთავრდა სამტრედიის, სტალინის ქუჩის III შესახვევის, შავი ზღვის, ჭალადიდელის, ფალიაშვილის, გაბაშვილის, ალ.არჩაიას, მშვიდობის ქუჩების რეაბილიტაცია, აგრეთვე ალ. არჩაიას ქუჩიდან თბილისი-სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალამდე, დ. აღმაშენებლისა და ლოლუას ქუჩებზე.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა, ამჯერად – კოსტავას, სახოკიას, ჯიხას, თეფანიას, გორის ქუჩებზე და ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში.

სანიაღვრე არხების მოწყობა მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრძელდება, რის შედეგადაც არხების მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროება მოსახლეობას აღარ ექნება.

სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში დაწყებულია დაზარალებული მოსახლეობისთვის სამშენებლო მასალების გაცემის პროცესი, რომელიც 214 საცხოვრებელი სახლისა და მრავალბინიანი კორპუსის დაზიანებული სახურავების აღსადგენადაა განკუთვნილი. ქალაქის და ყველა ადმინისტრაციული ერთეულის დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცა შიფერი, თუნუქის, ალუმინისა და ხის მასალა. ამ პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები – მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის
მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და შესაბამისი სამსახურის სხვა წარმომადგენლები. სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას გადასახური მასალა ადგილზე მიუტანეს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 

სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, აქტიურად გრძელდება დაზარალებული ოჯახების გადასახური მასალით უზრუნველყოფა. დაზარალებულთა ნაწილს სახლის გადასახური მასალა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ პირადად მიუტანა. ძლიერის ქარის შედეგად დაზიანდა 94 საცხოვრებელი სახლის, 2 ადმინისტრაციული შენობისა და 1 საბავშვო ბაღის სახურავი. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სახლის გადასახური მასალა ყველა დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა.

საბავშვო ბაღებში საჩუქრების გადაცემა გრძელდება. ამჯედ დათო გოგუა, ადგილობრივი ისუფლების წარმომადგენთან ერთად, სოფელ ლესიჭინეს საბავშვო ბაღებს ესტუმრა და მათ სათამაშოები გადასცა. მუნიპალიტეტის მერი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწების თანამშრომლებთან ებში არსებულ საჭიროებებს ეცნობა. საჩუქრებს ეტის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მიიღებს.

ბოლნსის  მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტის მერმა თამაზ შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თმაზ ჟორჟოლიანთან ერთად, სოფელ ნახიდურში მცხოვრებ  18 წლის შშმ პირს ლეილა ისმაილოვას საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. ლეილა ისმაილოვამ თავისი სურვილი რამდენიმე თვის წინ სოფლად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და შშმ ქალებთან შეხვედრაზე გაამჟღავნა. ლეილა ისმაილოვა ფიქრობს, რომ კომპიუტერი საზოგადოებაში ინტეგრირებაში დაეხმარება და უფრო აქტიური გახდება. მის ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამის ფარგლებში მუდმივ დახმარებას უწევს.

წლის ბოლომდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება – სოფელ ქვეშში 18 სმ სისქის ბეტონის გზა 1125 გრძივ მეტრზე დაიგება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი პროექტს 550 000 ლარით აფინანსებს. მოეწყობა აგრეთვე გვერდულები და სანიაღვრეები.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში

ფოთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დაზიანებული სახურავების აღდგენაზე მუშაობენ სახელმწიფო ობიექტებსა და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში. პარალელურად, გრძელდება დაზარალებული მოსახლეობისთვის სხვადასხვა სარემონტო მასალის მიწოდება.
მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიყენებული ზარალის ოდენობა ერთ მილიონ ლარს აღწევს.
აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. დაჩქარებული ტემპით ხორ- ციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა. ობიექტებზე
ბრიგადები ღამის საათებშიც მუშაობენ, რათა ზამთრის პირობებში მოსახლეობას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.
ფოთის მუნიციპალიტეტში გრძელდება დაზარალებულთა განცხადებების მიღება, ნაწილდება სარემონტო მასალები. მუშაობას აგრძელებს საგანგებო შტაბი.

скачать dle 12.0