დღეს გლოვაა გამოცხადებული

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. 

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

აფეთქების შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი.

უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ლევან დავლაძე, რომელიც მეგობრის ბინის სანახავად იმყოფებოდა. პირველადი ვერსიით, აფეთქება სწორედ მის მიერ სახლში შუქის ანთებას მოჰყვა. გარდაიცვალნენ გვერდით მეზობელ ბინაში მცხოვრები: ნათია წიწვიძე, მისი და და მცირეწლოვანი ბავშვი. 

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, დროებითი თავშესაფრითა და საკვებით ყველა უზრუნველყოფილია.скачать dle 12.0