ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

სოფელ ასურეთში, ყაზბეგის ქუჩაზე დასრულდა საავტომობილო გზის მოასფალტება. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 257 მ-იანი მონაკვეთი, მიმდებარე ჩიხები და ეზოში შესასვლელები. ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სამკუთხა მონოლითური კიუვეტები. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის 1 ნოემბერს დაიწყო და დასრულდა 24 დეკემბერს. მისი ღირებულება 15 999 ლარს შეადგენს.
სოფელ ქოსალარში მისასვსაავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იგება ასფალტის მეორე ფენა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. მისი საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 1 609 165 ლარს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2017–2018 წლის კონკურსის გამარჯვებულია!

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის კონკურ- სზე ორი განაცხადი წარადგინა:
1) თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში, რომელიც 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე კავკასიის“ ინიციატივით, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან პარტნიორობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოში შეიქმნა პრეცედენტი – ქალაქის თანამონაწილეობითი დაგეგმვა და შემუშავდა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ. თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“;
2) სამოქაქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის შერჩევა არჩევითობის პრინციპით, რაც გულისხმობს საბჭოს შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის თითოეული დასახლებიდან მოსახლეობის მიერ შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული კანდიდატის წარდგენას.
პროექტისთვის სპეციალურად შექმნილმა მმართველმა კომიტეტმა სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით საუკეთესოდ დაასახელა თეთრიწყაროს, წყალტუბოს, გორის, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების პროექტები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭანდარში მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები: მოასფალტდა ე.წ. „უროიანის“ გზა; მოსწორდა შიდასაუბნო და სავარგულებთან დამაკავშირებელი გზები; ჩატარდა ხევის გაწმენდითი სამუშაოები; შეკეთდა სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი და დეზინფექცია ჩაუტარდა წყლის რეზერვუარებს; რამდენჯერმე მოეწყო დასუფთავების აქცია; დამატებით განთავსდა ნაგვის ახალი კონტეინერები.
სოფელ ჭანდარში დასრულდა დასაუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 768 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რისთვისაც ჯამში 389 538 ლარი დაიჯარხა.

სოფელ ზეგაანში მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოასფალტდა 1450 მეტრი სიგრ- ძის სოფლის ცენტრალური გზა, რომელიც სასაფლაომდე მიდის; მოასფალტდა შიდასაუბნო გზა "შატო ზეგაანისა" და საბავშვო ბაღის იმართულებით; რამდენჯერმე მოეწყო დასუფთავების აქცია; უბნებში დაიდგა ახალი ნაგვის ურნები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ქ.ლაგოდეხის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა გააცნო. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს მთავარი პრიორიტეტები იქნება: სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობა, ასევე – განათლების, სპორტული, ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 11 011 300 ლარით განისაზღვრა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა წარუდგინა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 8729,6 ათასი ლარით განისაზღვრა. 2019 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტა- ციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2206,5 ათასი ლარი დაიხარჯება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის თვის – 552,0 ათასი ლარი, ასევე, საზოგადოებრივი და ახალგაზრდული საქმიანობისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 91,8 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსება 1700,0 ათასი ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წლის ბიუ- ჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე სკოლამდელი განათლების დაფინანსება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული (გზაზე მეწყერი ჩამოწვა და გზის ნაწილი ხევში ჩაიტანა) ტიბაანი-ქვ. მაჩხაანის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. გზის ამ მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, ხოლო ხევის მხრიდან აშენდა ბეტონის კედელი და მოეწყო სანიაღვრე, ასევე გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით განხორციელდა და მასზე 196 800 ლარი დაიხარჯა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი აფეთქეს შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დასრულდა. დევნილთა საცხოვრებელი ფართის სარემონტო სამუშაოებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ 44 390 ლარი გამოყო. დაზარალებულ დევნილ ოჯახებს დახმარება ადგილობრივმა ხელისუფლებამაც აღმოუჩინა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. შენობაში სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟდა ლიფტიც, რომელსაც დევნილი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში აქტიუმიმდინარეობს სოციალურად რად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი. პროექტში ჩართულია 400-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის 183 ბავშვი, 25 შშმ პირი, 9 მარჩენალდაკარგული, 9 მრავალშვილიანი და 3 მარტოხელა დედა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015–2017 წლებში 66 სახლი აშენდა. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ. 2019 წლის ბიუჯეტის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანა ჭანტურიამ, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 15 943.5 ათასი ლარია. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტის მერია 2019 წელს მდინარე კაპარჭის გაწმენდისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს გეგმავს. ადგილობრივი ხელისუფლება ითვალისწინებს რა სპეციალისტ- თა მოსაზრებებს მდინარე კაპარჭაზე არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, მომავალი წლიდან ტბის პირველადი მდგო- მარეობის დასაბრუნებლად ქმედითი ღონისძიებების გატარებას იწყებს, რომლის მიზანია მდინარის წყალგამტარიანობის აღდგენა, ბინადარი თევზის სახეობების შენარჩუნება და გამრავლება, სხვა ეკოლოგიური საფრთხის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა.

ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია მდინარე კაპარჭის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

სენაკის  მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების მქონე სენაკის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უმოკლეს ვადებში განხორციელდა. სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ 2019 წლის ბიუჯეტი სახალხო განხილვისთვის წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს – "სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს" წევრები, მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და საზოგადო- ების წარმომადგენლები.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან, მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ მარეთში იმყოფებოდა, სადაც დასრულდა კორპუსებთან მისასვლელი გზისა და ეზოს მოასფალტების პროექტი. გუბერნატორი შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში 2018 წელს დასრულდა სხვადასხვა ინფასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევიდა. სოფელ კაჩაგანში მოასფალტდა 1 100 გრ/მ გზა, ხანჯიგაზლოში – 1 200 გრ/მ, თაქალოში – 1 580 გრ/მ, მარადისში – 1 210 გრ/მ გზა, ალგეთში – 2 748 გრ/მ, წერეთელში – 1 364 მ/კვ, იმირჭალაში – 1 790 მეტრი სიგრძის გზა საერთო ფართობით 12 738 კვ/მ, ხოლო პირველ ქესალოში – 1 349 მეტრი სიგრძის გზა. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სოფელ წითელსოფელ- ში რეაბილიტირდა ცენტრალური გზა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველო ბათა ეროვნული ასოციაცი- ის (NALAG) ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის ერთ- ერთი გამარჯვებული ბოლნისის მუნიციპალიტეტი გახდა.  პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თემაზე – "სოციალურ- ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა", საუკეთესოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი გამოვლინდა. საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციზე სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილი გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს ჯილდო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გადასცა. კონკურსში ოცდაოთხმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემატიკაზე 35 პროექტი წარადგინეს.

"ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩაერთო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში, რომელშიც მონაწილეობდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის მიმართულებით. მოხარულივართ, რომ ჩვენმა პროექტმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელმაც დაგვანახვა საკუთარი შესაძლებლობები, რაც გამოყენებული იქნება ადგილზე ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ კონკურსმა მოგვცა საშუალება საკუთარი პრაქტიკა სხვა მუნიციპალიტეტებს გავუზიაროთ, რაც, ვფიქრობთ, მათი შემდგომი
ეკონომიკური განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება", – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ და საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ თანამშრომლებთან ერთად დეკორატიული ნაძვის ნერგები დარგეს. მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის აქციები პერიოდულად იმართება, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებას.

დმანისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში მიმდინა- რეობს ბიოსაწვავ "ბრიკეტით" მარტოხელა პენსიონერებისა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის მომარაგება. ბიოსაწვავი ამ ეტაპზე 110 გადაეცემა.

скачать dle 12.0