ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლი საზეიმოდ გახსნა. მარტვილის იუსტიციის სახლი რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად გაიხსნა ქორწინების სახლი. იუსტიციის სახლის გასხნას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის მოადგილეები ირაკლი ჯიქია და ნინო ვიბლიანი, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუ- ტატი ოთარ დანელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოსახლეობა. 

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარი იგება. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს დადიანის ქუჩაზე. ანალოგიური სამუშაოები იგეგმება შეროზიას და თბილისის ქუჩებზე. ჯამში დაიგება 1 464 მეტრი საფარი.  პროექტის ღირებულება 351 303 ლარია. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სოფელ ძირკოკში, რკინიგზის მდებარე ქუჩაზე, 150 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 484 ლარი დაიხარჯა. სოფელ ზეგაანში მიმდინარეობს მაგისტრალური გზის რეაბილტაცია. საბოლოოდ მოასფალტდება სოფლის სასაფლაოსკენ მიმავალი გზის 1450 მეტრი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება, რისთვისაც 406 967 ლარია გამოყოფილი.
სოფელ არაშენდაში საბავშვო ბაღამდე 110 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტი დაიგო. სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 518 ლარით დაფინანსდა, საბავშვო ბაღთან მისასვლელი ფეხმავლო გზა მოასფალტდა აგრეთვე სოფელ ქოდალოში. სამუშაოები ადგილობრივმა ბიუჯეტმა 10 356 ლარით დააფინანსა.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა საერთაშორისო ასოციაციის — „საქარ- თველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ — წარმომადგენლებთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 შშმ პირს თანამედროვე, კომფორტული, უშუალოდ მათზე მორგებული სავარძელი-ეტლები გადასცა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ამ საერთაშორის ასოციაციასთან და მადლობას უხდის ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს გაწეული დახმარებისთვის. იმავე დღეს სტუმრებმა ორგანინიზაცია „მადლის" ბენეფიციარები მოინახულეს და მათ საჩუქრად ტანსაცმელი მიუტანეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედის საბავშვო ბაღში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „ეკოე- ნერგია ერისიმედის ბავშვებს“, რომლის ორგანიზატორები არიან კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ და სიღნაღის მერია.

სოფელში სტუმრად იმყოფებობდნენ კახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე, სიღნაღის მერი, ასევე BP-საქართველოს, სი-თი-სი-ის, და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლები. სტუმრებმა საბავშვო ბაღის შენობა და ენერგოეფექტური გათბობის სისტემა, მზის წყალგამაცხელებელი და მზის მიკროელექტროსადგური დაათვალიერეს. გათბობის ავტონომიური სისტემა ადგილობრივ ბიომასაზე (თხილის ნაჭუჭზე) მუშაობს, რისშედეგადაც შესაძლებელი გახდა მინიმალური დანახარჯით ბაღის მთლიანად გათბობა. ამასთანავე, ერისიმედის საბავშვო ბაღის შენობაში ქვაბამბის საშუალებით მისი თბოიზოლაციაც გაუმჯობესდა.

ბაღის აღსაზრდელები პროექტის განხორციელებამდე ვერ სარგებლობდნენ ცენტრალური გათბობით. პრიმიტიული შეშის ღუმლით მხოლოდ საერთო სარგებლობის ოთახები თბებოდა. ამ პროექტის შედეგად, გარდა ტექნიკური და ეკონომიკური სარგებლისა, კლიმატის ცვლილებაზე ზეგავლენაც  შემცირდება.


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპაშილიტეტში , 2016 წლიდან დღემდე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა 51 დასახლებას, მათ შორის დაბა მანგლისს და ქ. თეთრიწყაროს. "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა 5339 მოქალაქეს. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები სარგებლობენ სოციალური შეღავათებით, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისგან.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კადოეთსა და სოფელ ლამოვანში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია. კეთდება ორი ჭაბურღილი და ორი წყალშემკრები რეზერვუარი, რასაც მიუ- ერთდება არსებული ქსელი. მიმ- დინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ ორი სოფლის მოსახლეობა უწყვეტად მიიღებს სასმელ წყალს. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში ჩირიკსა და უკანა მხარში მიმდინარეობს ნაპირსამაგრის მოწყობა. უხვი ნალექის დროს ხევის კალაპოტში წყალი დიდდებოდა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას, იტბორებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. დამცავი ჯებირები ამ პრობლემას მოაგვარებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 

სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდა. ზუგდიდის ტექნოპარკში ორგანიზაციის დაფუძნების მემორანდუმს ხელი USAIS  ZRDA პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, მუნიციპალიტეტების მერებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოაწერეს.,DMO-ს მიზანია სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზ- მის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული რეგიონია, სადაც ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ერწყმის ბუნების განუმეორებელი სილამაზე და სათავგადასვლო ტურიზმისთვის დამახასიათებელი უპირატესობები. DMO-ს დაარსებით, ძრდა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონ- ში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს; გააანალიზებენ რეგიონში არსებული ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობის მდგომარეობას, მოიძიებენ და დანერგავენ ახალ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და ადგილობრივთა დასაქმებას. პარალელურად, ძრდა და საქარ- თველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობენ სამცხე-ჯავახეთის DMO-ს დაარსების მიმართულებით. 

ტექნოპარკ ში რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალაც იყო გამოფენილი. მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზ ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმ- ნილმა კომისიამ, ნიჭიერ ახალგაზრდას, ბექა შეროზიას, მაღალი წარმადობის კომპიუტერის შეძენა დაუფინანსა.

ბექა შეროზია ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლე და „ბექ ბოტის“, იგივე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელია. ბექა,, ბექ ბოტის“ აპლიკაციად ჩამოყალიბებას გეგმავს, რისთვისაც მაღალი წარმადობის კომპიუტერი სჭირდება.

სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკში იუსტიციის სახლი შენდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მიმდინარე წლის ბოლოს სენაკის მუნიციპალიტეტს ინდივიდუალური სტილით, არქიტექტურულად და ფუნქციურად გამორჩეული იუსტიციის სახლი დაამშვენებს. იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ სენაკელებს საშუალება მიეცემათ "ერთი ფანჯრის პრინციპით" ისარგებლონ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისით, რომლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებაა.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

სოფელ ნაკიანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა შესაბამის სამსახურებთან ერთად სოფელ ნაკიანში იმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. სამუშაოები 25 დეკემბრამდე დამთავრდება. ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოდგილე და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ. პროექტები ითვალისწინებს სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი ჯებირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გამწვანების აქცია სოფელ კირცხში — კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსის — ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში სოფელ კირცხის #1 საჯარო სკო- ლის ეკოკლუბის წევრებმა შინმოუსვლელთა სკვერში გამწვანების აქცია მოაწყვეს და მარადმწვანე, წიწვოვანი მცენარეები დარგეს. გამწვანების აქციაში ეკოკლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს წევრი ვალერი იზორია და სკოლის დირექტორი დიმონ არახამია. კონკურსის მიზანია სკოლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით,, მწვანე აქტივობებში". კონკურსი თებერვლის ბოლოს დასრულდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და ინსპექტირების ჯგუფთან ერთად დაათვალიერა. სულ მალე დამთავრდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია. დასრულდა გოგიბერიძის, გოგებაშვილისა და ნიკო მარის ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

სოფელ წერეთელში მიმდინარეობს 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და მინისტადიონის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორია ზონებად გაიმიჯნა, კერძოდ — გამოიყო მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა. პირველ ზონაში 9 აპრილის მემორიალი უკვე რესტავრირებულია და იქაურობა მოპირკეთებული. სოფელში გასართობ-შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იყო წარდგენილი. პროექტი პოლონელმა ექსპერტებმა მერიასთან ერთად შეარჩიეს საპილოტოდ, რაც გულისხმობდა სკვერის დაპროექტება-დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად. პროექტისთვის 165498 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სოფელ წერეთელში მიმდინარეობს აგრეთვე ხელოვნურსაფრიანი კომბინირებული მინისაფეხბურთო მოედნის მოწყობაც. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 73 370 ლარს შეადგენს.


скачать dle 12.0