სალომე ზურაბიშვილმა და თეა წულუკიანმა შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა.

ევროკავშირში დაგეგმილ ვიზიტამდე პრეზიდენტმა და მინისტრმა შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაჟა ჟვანია და საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

გარდა ამისა, დღეს სალომე ზურაბიშვილს პირველი სამუშაო შეხვედრები ჰქონდა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან.

საქართველოს პრეზიდენმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ასევე საგარეო საქმეთა მინისტთან დავით ზალკალიანთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლს და გამოთქვეს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.

საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე  წლის 21-23 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე. ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით.
скачать dle 12.0