ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ქ. თეთრიწყაროში, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმებმა, უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, მოსახლეობას შეუმოწმეს მხედველობა, ჩაუტარეს ბიომიკროსკოპული გამოკვლევა და თვალის ფსკერის გამოკვლევა არაკონტაქტური გოლდმანის ლინზით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სულ მალე სოფელ ვეჯინში ამბულატორია სრულად ამუშავდება. მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა ამბულატორიის ახალი შენობა იქ მომუშავე ექიმებთან და მედპერსონალთან ერთად დაათვალიერა.

„ის სამშენებლო წუნი და ხარვეზები, რის გამოც აქამდე ახალ შენობაში გადმოსვლა ვერ მოხერხდა, გამოსწორებულია. სულ მალე ვეჯინის მოსახლეობას ექნება საშუალება, იდეალურ პირობებში მიიღოს სამედიცინო მომსახურება", — აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.სოფელ ვეჯინის ამბულატორი- ის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 600 ლარი დაიხარჯა.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა „ნავთის ხევმა“ დატბორა და დააზიანა მიმდება- რე გზა, რომელზეც ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა.  გარდა ამისა, სამი ოჯახი მისასვლელის გარეშე დარჩა. ქალაქ გურჯაანში „ნავთის ხევის“ მიმდებარე  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოპერატიულად ჩატარდა. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ამ დროისთვის გზა უკვე აღდგენილია. ასევე გაიწმინდა „ნავთის ხევიც“, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ გაწმენდილა.

სოფელ ბაკურციხეში ე.წ. „სამადაანთ უბნის“ გზის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტი ორ ეტაპად განხორცილდება და საბოლოოდ, მოასფალტდება 650 მეტრი გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი. გზის რეაბილიტაცია რეგიონი განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 200 ათასამდე ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპი აგვისტომდე დასრულდება.

სოფელ ზეგაანში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 1400 მეტრზე გზა მოასფალტდება. სამუშაოები რეგიონში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადა- ფინანსებით განხორციელდება. სატენდერო თანხა 411 124 ლარს შეადგენს.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ევროპის დღის მონაწილე 80 მოხალისე, რომლებიც ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

ჯონდო მდივნიშვილი: „მივესალმები ახალგაზრდების ჩართულობას "ევროპის დღის" ფარგლებში გამართულ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებებში. შემდგომ ეტაპზე ლაგოდეხელი ახალგაზრდები თავად გახდებიან ჩვენს რეგიონში ევროინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გამავრცელებლები, გისურვებთ წარმატებებს“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

სოფელ ბოდბეში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე — მაია კვეზერელი-კოპაძე) და სიღნაღის მერია. ადგილობრივთა დასახმარებლად ბოდბეში ჩავიდნენ თბილისის წამყვანი კლინიკის სპეციალისტები: ექიმი-კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ექიმი-რადიოლოგი, ლაბორანტი და ექთანი. ასოციაციამ სოციალურად დაუცველებს ტანსაცმელი გადასცა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ქუბრიაანთკარში მიმდინარეობს ჭაბურღილის და სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ 200-მდე ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა მნიშვნელოვნად დააზიანა დუშეთის მუნიციპალიპალიტეტის სოფლებ- ში მისასვლელი გზები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და სას- მელი წყლის სათავე ნაგებობები.

ქ. დუშეთში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, დაზიანდა შიდა გზები, ხევის ადიდების შედეგად დაზიანდა კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომ- ლები ოპერატიულად ჩაერთნენ სამუშაოებში.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით დედოფლისწყაროში გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მუნიციპალიტეტს ეწვივნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: სოლომონ პავლიაშვილი და ნინო თანდილაშვილი, რომლებმაც მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შირაქის ქარსაფარი ზოლის დეგრადირებული მონაკვეთის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

კულტურის სახლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტეტის მერმა, რომელმაც კერძოდ აღნიშნა:
"სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით, ვინც ახლა ჩვენ გვერდითაა, გვაქვს გარკვეული წინსვლა გაუდაბნოებასთან ბრძოლაში. შარშან ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 60 პროცენტით შემცირდა ხანძრის რაოდენობა. ასევე თქვენი დახმარებით, უახლოეს მომავალში სოფელ სამთაწყაროში  ექსპლუატაციაში შევა ახალი სამელიორაციო სისტემა, რაც დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მორწყვის საშუალებას მოგვცემს და ეს სოფელს ახალ სიცოცხლეს შესძენს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და თქვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ნაბიჯ-ნაბიჯ საბოლოოდ დავამარცხებთ იმ გამოწვევას, რასაც გაუდაბნოება ჰქვია".

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მოსულ- მა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზები დააზიანა, რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. მუნიციპალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე, მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
იმყოფებოდნენ სოფლებში და გაეცნენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, 6 ახალაშენებულ კორპუსში 240 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს. კენჭისყრის პრინციპით განაწილდა 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინები. გაითვალისწინეს შშმ პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე შეურჩიეს. კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში კიდევ 9 ავარიული შენობა იხურება, იქ მცხოვრები ოჯახები კი ახალაშენებულ კორპუსებში გადავლენ.
ამ ეტაპზე ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

ქალაქ ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციის სამუშაოებს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან, მამუკა პაპასკირთან და ირაკლი თოფურიასთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, აღდგება
კაშხლისა და რეგულატორის ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გარემონტდება წყალგამყოფი კვანძის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

ქალაქ მარტვილში შიდა მობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარი ამჟამად ოქტომბრის და შეროზიას ქუჩებზე იგება. პროექტი ასევე მოიცავს თამარ მეფის, ნ. გეგიას, წერეთლის, დადიანისა და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში ასფალტბეტონის საფარი დაიგება 3 500 მეტრზე. პროექტის ღირებულება 607 995 ლარია. ქალაქ მარტვილში გზების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა ამჯერად ქალაქ მარტვილში, ნალეფსაოს, საელიაოს და ქვაითის მოსახლეობას შეხვდა. მერი მათ პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება.

მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წამლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა,მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ყოფილი ღვინის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

იუსტიციის სახლის კონცეფციის შესაბამისად, სენაკშიც სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას სენაკელებიც შეძლებენ.
"იუსტიციის სახლის" სენაკის ფილიალის შენობა თავისი ინდივიდუალური სტილით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა იქნება. მისიმშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მდინარე ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობა მიმდინარეობს. აქ მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა სამუშაოების მენეჯერ მამუკა ბოკერიასთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტს შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე 45-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის ფარგლებში აშენ- და ხიდი მდინარე გვალაშარაზე, მოეწყო ხიდ-ბოგირი მდინარე ნოხუერზე, მიმდინარეობს გზის მშენებლობა პორტალის სათავე ნაგებობამდე, სადაც დაიწყება გვირაბის 6-კმ.იანი
მონაკვეთის მოწყობა. „ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 41,5 მგვტ იქნება. პროექტის თანახმად, სამუშაოები 2020 წლისთვის დასრულდება. მშენებლობისთვის დაახლოებით 75 000 000 აშშ დოლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სტიქიის შედეგებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ეცნობიან. მათ დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც 23 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩამორეცხილია შიდასაუბნო გზები, მოშლილია ხიდ-ბოგირები. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა აგრეთვე მოსახლეობის ეზოები. სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის სპეციალური კომისია. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მასალები შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნებათ. დათო გოგუამ ადგილობრივებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღუთქვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მარნეულში დასრულდა საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა საბაჟო საკითხებს (ექსპორტი-იმპორტის), საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და მოგების გადასახადს ეხებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და თემით დაინტერესებული პირები. აღნიშნული კამპანიის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ქალაქ ბოლნისში წელს ადგილობრივი ბაზალტით რამდენიმე ქუჩის მონაკვეთი მოპირკეთდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი ოთხ ობიექტზე უკვე გამოაცხადა. ბოლნისის ბაზალტით წისქვილის, ლადო ასათიანის, ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გარკვეული მონაკვეთები მოიკირწყლება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და აქ ადგილობრივები დასაქმდებიან.

დმანისის მუნიციპალიტეტში

სოფელ საფარლოს მოსახლეობას ჩ ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია სოფლის ამბულატორიის შენობასთან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება, ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. აქციის ორგანიზატორია С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგ- რამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხოლო ხელშემწყობი — მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ტესტირება 75 მოქალაქეს ჩაუტარდა.


წალკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში კუშინარდევანის და კუში-ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საფარი წესრიგდება. აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტ- რუქტურის მოწესრიგება წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა, რადგან თავისუფლად გადაადგილების
პრობლემას ქმნიდა.
კუში-ნარდევანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 248 732 ლარით ფინანსდება, რაც შეეხება კუში-ავრანლოს დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის დაგებას, მასზე რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 767 642 ლარი დაიხარჯება.


скачать dle 12.0