ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

კოდის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა ითვალისწინებს: ახალი ქსელის მოწყობას; 7 ჭაბურღილისა და 900 კუბ. მ³ მოცულობის რეზერვუარის მშენებლობას; სატუმბი სადგურისა და 500 მ სიგრძის წყლის გადამცემი ქსელის მოწყობა, რომლის მეშვეობითაც
ჭაბურღილიდან მოპოვებული წყა- ლი რეზერვუარში გადავა; საქლორატოროს მშენებლობა სასმელი წყლის დეზინფექციისთვის.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ჩეხ ინვესტორებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის შემთხვევაში, კომპანია "მაუნთინ სკაის" განზრახული აქვს ინვესტიციების განხორციელება კურორტ ბახმაროში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა. არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულებს უკვე საკუთარი შემოსავალი გაუჩნდათ და ქვეყნის დატოვებაზე აღარ ფიქრობენ. მათ შორისაა რუსეთიდან დაბრუნებული მარიამ კაციაშვილი, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მარწყვისბაღი აქვს. მას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საკუთრებაში არსებული კომბაინების სახით მუნიციპალიტეტს გააჩნია დამატებითი რესურსიც.

საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი საჭიროების შემთხვევაში მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტის დასრულების შემ- დეგ თელავი თბილისის გზა უფრო მოკლე და უსაფრთხო გახდება. უკვე აშენებულია 6 კმ საავტომობილო გზა და 2 ხიდი. ამჟამად მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა და არსებული ხიდების რეაბილიტაცია. სამუშაოზე დასაქმებულია 100 ადამიანი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შეუფერხებლად უზრუნველყოფისა და შესაძლო პრობლემების პრევენციისთვის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და შპს "მექანიზატორის“ ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც ფერმერებს მოსავლის უდანაკარგოდ აღებისა და დაბინავების საშუალებას მისცემს. წელს მუნიციპალიტეტში დამატებით 12 ერთეული კომბაინი შემოვიდა, რამაც ჯამში 40 ერთეული შეადგინა. ტექნიკა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განაწილდება. საჭიროების შემთხვევაში დედოფლისწყაროელ ფერმერებს ჩალაუბნის "მექანიზატორიც“ დაეხმარება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საინფორმა- ციო ხასიათის შეხვედრა გამართა. კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ("ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" და ასოციაცია "ათინათი“) ახორციელებენ ევროკავშირის პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება — მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად".
პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ისეთი საერთაშორისო დონის დოკუმენტებზე, როგორიცაა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიას. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ ინფორმირებულობა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, გააძლიერონ პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში და განახორციელონ ორმხრივი ვაჭრობა. ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება- სა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, — განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

ბრაზილიის ქალაქ სანპაულოს ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი გაიანე ლანგი (ბალარჯიშვილი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილს და მოადგილეს თეიმურაზ ბალარჯიშვილს შეხვდა. ტურისტულ ჯგუფთან ერთადჩამოსული სტუმრის მიზანია სიღნაღისა და სანპაულოს დამეგობრება და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავება.

სიღნაღში დენდროლოგიურ პარკთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდი- ნარეობს. იწმინდება საფეხმავლო გზა, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, მოეწყობა გარე განათების თანამედროვე სისტემა, პარკში სკამები და დასასვენებელი ზონები განთავსდება. დაგეგმილია აგრეთვე ახალი ფიტნეს-ზონის მოწყობა.

პროექტზე, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 257 844 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა დაათვალიერეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

ბარისახოში სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ფასადის მოპირკეთებას, ეზოს სადრენაჟო სისტემის მოწყობასა და შენობის შიდა სამუშაოებს, როგორიცაა: სველი წერტილების, კვების ბლოკისა და სასადილო ოთახის მოწყობა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დამთავრდება.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხალაშვილი უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. იგი მერის წარმომადგენელ შალვა წითელაურთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ზაქარია ხეხელაშვილი იმ ოჯახებს სტუმრობდა, რომელთაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მზის პანალებისთვის საჭირო ბატარეები გადასცა.მოსახლეობამ ელეტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებით ადგილობრივ ხელისუფლებას ერთ-ერთი შეხვედრისას მიმართა, რის შემდეგაც უკანაფშავში მუდმივად მცხოვრებ ხუთ ოჯახს მზის ბატარეები შეუძინეს.

უკანაფშავში კვლავ რჩება პრობლემები, ისეთები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა და მობილური კავშირგაბმულობა. ამასთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, იმ ოჯახებს, რომლებიც "ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩაერთვნენ და სოციალური სახლების მშენებლობის პროგრამაში მოხვდნენ, პროგრამაში ჩართვა მიულოცა და სახლის სიმბოლური გასაღებები გადასცა. მუნიციპალიტეტის მერია 40- მდე სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რომელთა მიზანია მოქალაქეების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტიანია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

ზუგდიდში ვეტერანებს უფასო მედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აქციის ინიციატორი და მხარდამჭერია როგორც სამხარეო, ისე მუნიციპალური ხელისუფლება, აგრეთვე ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური. ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით სხვადასხვა სახის კარდიოლოგიურ გამოკვლევებს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უტარებენ. სამედიცინო აქციის ფარგლებში მომსახურება გაეწევა 200-მდე პაციენტს.

მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობისთვის 14 941 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო "რივერსაიდის" ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, წვიმიანი ამინდების შემდეგ, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყეს. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ მერის წარმომადგენლები უბნებში,
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად, მე- ფუტკრეებს შეხვდნენ და რეკომენდაციები გააცნეს.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება ქალაქის შიდა ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მუნიციპალიტეტის ოთხივე უბანში ერთდროულად დაიწყო. ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილებთან ირაკლი თოფურიასთან, გიორგი ფარეშიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა სტადიონზე მიმდინარე მშენებლობისა და ბალახის საფარის დაგების სამუშაოები.

ფოთის საფეხბურთო სტადიონზე გადახურვის სამუშაოები დაიწყო. მზადდება სივრცე მძიმე კონსტრუქციების დასამონტაჟებლად. მშენებლობის პირველი ეტაპი ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, პატარა ინჩხურის უბანში, გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 000 მეტრი ასფალტბეტონის საფარი. იგეგმება გრუნტის კიუვეტებისა მოწყობა და ლითონის მილების მიერთება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის პირველ მოადგილესთან, დავით სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად გაეცნო. პროექტის ღირებულებაა 459 821 ლარი. გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დამონტაჟებულია აგრეთვე წერტილოვანი ფერომონები, რომელთა საშუალებით ხდება მავნებლის განადგურება.

სოფელ ხაბუმეში, კონკრეტულ უბნებში, თერმული ნისლის აგრეგატით აღჭურვილი 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი ერთდროულად მუშაობდა. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, რომელმაც ადგილობრივებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან, ლაშა ლობჯანიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მარნეულის წისქვილკომბინატს, შპს „აგროსისტემებს" ესტუმრა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიას და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად საწარმოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. საწარმოს დირექტორის თქმით, მარნეულის წისქვილ-კომბინატი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 3 ათასზე საწარმო სუბიექტს ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საწარმოში 150 ადგილობრივია დასაქმებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიამ, ბოლნური ღვინის პოპულარიზების მიზნით, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გამართა. დეგუსტაციაზე 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება დაიწყო ელიას მთის კალთაზე, ახლად მოწყობილ ტერასებზე, პირველი ვაზის დარგვის ცერემონიით. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, ღვინისა და ტურისტული ბიზნესით დაკავებულმა სტუმრებმა სიმბოლურად თითო ვაზის ნერგი დარგეს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ბოლნური ღვინის ისტორიულ მნიშვნელობას. ტრადიციულად, ბოლნისში წარმოებული ღვინო განკუთვნილი იყო როგორც საქართველოს, ისე უცხოური ბაზრისთვის.

დმანისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტთან ბატონ ლაშა აბაშიძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. მშენებლობა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დასრულდება.
გიორგი ტატუაშვილი: "ეს არის ძალიან მნიშვნელოვან პროექტი, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტი ტერიტორიას შემოღობავს და გარე პერიმეტრის კეთილმოწყობაზეც იზრუნებს. კერძოდ, გაფართოვდება საზოგადოებრივ ცენტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყობა გარე განათების სისტემა. ცენტრის საშუალებით მოსახლეობას მიეცემა საშუალება, ისარგებლოს 200-ზე რო და კერძო სექტორის სერვისით".

скачать dle 12.0