თბილისის მერი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში "თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება თუ კრიზისი?" მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობა არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რადგან ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ერთობლივად, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

"მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქისთვის, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებითა და ჩართულობით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რადგან გვინდა, მშენებლობის პროცესში მხოლოდ მერისა და მერიის სამსახურები არ იყვნენ ჩართული. როდესაც ჩვენი უფლებამოსილება დასრულდება, ვიტყვით, რომ არა მერმა და მერიამ განახორციელა ეს პროექტები, არამედ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ", – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვის პროცესში ჩართვა შესთავაზა.

მისი თქმით, დოკუმენტის მიღების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე თბილისის ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს. საუბარი ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეეხო.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილა იამ კონფერენციაზე ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს
არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

თბილისის მერია 180-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

"ქალაქში არის 10 ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა.  ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ და შეისწავლონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით", – განმარტა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებამდე ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდება.

"გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მტკიცებულებებს, რომელიც გარემოებების შესწავლის შედეგად იქნება მიღებული. კომპანიებმა, პირველ რიგში, უნდა ჩაატარონ ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები. პროექტი განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევების შედეგად, მისი მიზანშეწონილობა დადგინდება", – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, საპარკინგე ინფრასტრუქტურა 180 ავტომანქანაზე იქნება
გათვლილი.

"ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. მთლიანობაში, აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანისთვის. პროექტის შესწავლა, ასევე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ამისთვის, მუნიციპალიტეტიდან საბიუჯეტო სახსრები არ გამოიყოფა. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩვენ სხვა პროექტებს წარმოვადგენთ, რომელთა გან- ხორციელებასაც ვაპირებთ", – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების გარდა, კვლევის შედეგად მიღებული ანალიზის საფუძველზე, დედაქალაქში მიწისზედა პარკინგებიც მოეწყობა.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშა პარკინგებზე. სადაც იქნება შესაძლებელი, კვლევის შედეგად მიღებული ანალიზის საფუძველზე, მიწისზედა პარკინგებიც უნდა მოვაწყოთ, რათა ეს სერიოზული პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარდეს", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი კომპლექსის მშენებლობა ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი ცენტრი ექნებათ, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიისთვის არის განკუთვნილი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცალკე მიმართულება იქნება. ჩემს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბილისის ყველა რაიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა იყო და ამას აუცილებლად განვახორციელებთ", – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპლექსი 1500 ბენეფიციარის მომსახურებაზეა გათ ვლილი, სადაც კრივის არენა, ტანვარჯიშის დარბაზი, საჭიდაო მოედანი, ასევე, დიდი და საშუალო ზომის დახურული საცურაო აუზები განთავსდება. კომპლექსს ექნება კაფე და ღია ტერასა. პროექტს თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სარემონტო სამუშაოებს ტენ- დერში გამარჯვებული კომპანია შპს "ელიტა ბურჯი" ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს.
თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილზე მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.

კახა კალაძე მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის რაიონში, მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ქუჩაზე ამჟამად, გზის საფუძველი ეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

"ვაკის რაიონში საგზაო ინფ- რასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტულ პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს. ჩვენ გაზაფხულიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რაც რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება", – განაცხადა კახა კალაძემ.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს მარაბდის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

"მარაბდის ქუჩაზე დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის საფარი იცვლება. სამუშაოები დაახლოებით, ათ დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, აქ მცხოვრებ მოსახლეობას ბევრად უფრო გაუმჯობესებული გარემო ექნება, ვიდრე მანამდე ჰქონდა", – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მარაბდის ქუჩაზე სამუშაობის შედეგად, 1700 კვ.მ ფართობის გზა შეკეთდება. პროექტს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "როუდ სოლუშენი" ახორციელებს და მისი ღირებულება 115 000 ლარია. მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში დაახლოებით, 100 000-მდე კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური


მეტის ნახვა
24-02-2018, 16:47


კეშას ბლოგი

მიხოს ბიჭი სკოლიდან დაღვრემილი მოდის:
- რა იყო, შვილო, რა უხეირო ვირივით ჩამოგიყრია ყურები?
- რავი, მამი, ლოგიკის მასწავლებელმა გამომაგდო გაკვეთილიდან.
- რათა ვითომაო, რა ჩემი ფეხები უნდა?
- აი, წუხელი ლობიო რომ ვჭამე, ცოტა შემბერა და ჰაერი გავაფუჭე.
- ეეე, მოვ… ლოგიკა ლოგიკის მასწავლებელს, შენ გამოგაგდო და ის შიგნით დარჩა?
რავი, აგვიწრიალებია ევროპა, ისე აგვიწრიალებია, რომ ლიბერალიზაციას გვიჩერებენ თურმე, ვიზალიბერალიზაციას, ვიზა, თორემ, მაგათი „ტონკი“ ლიბერალიზაცია გინდ გაჩერებული იყოს და გინდ მავალი – რა ხეირი დაგვაყარა.
ხოდა, რანაირად მოვედეთ ამ ევროპას – სულ 4 მილიონ ორასი ათასი ვართო, გვეუბნებიან. აქედან 3 მილიონ ორასი ათასი საქართველოში ცხოვრობსო – აღგვწერა საარჩევნო კომისიამ, 700 ათასი რუსეთში ცხოვრობსო – გვეუბნება სტატისტიკის სამსახური, 300 ათასამდე ოკეანის გაღმა ვართ გასულები და ამ ევროპას რამდენნი მოვედეთ – 250 კაცი? 300?
ან სტატისტიკის სამსახური გვატყუებს, ან საარჩევნო კომისია, ან უცებ გავმრავლდით და აღწერა ვერ მოასწრეს, მეტნი ვართ ეტყობა, ასე 10 მილიონამდე, ან 15 მილიონამდე ვართ, ალბათ…

რა მოვდეთ ამისთანა გერმანიას, რაიხსტაგზე რომ დროშა ავაფრიალეთ – მაშინაც არ გაუპროტესტებია, ახლა იმაზე უარესი დავმართეთ, ვითომ?
აკი, ისე გვასიამოვნა შევარდნაძემ – ქართველი ხალხი ჩვენი ძმები და დები იქნებიანო? რავა, ცალმხრივია და-ძმობა? ჩვენ უნდა გვიდოთ და გვიძმოთ და ჩვენ არა, ბატონებო? ნამეტანი ხანმოკლედ უსიამოვნებიხართ შევარდნაძეს თქვენ.
აკი, ქალაქები დავაძმობილეთო? რანაირი ძმობაა, თქვენ სტუმრად ჩამოდიხართ – თავზე დაგფოფინებთ, თქვენ ჩვენს ქალაქებში ბანკებს ხსნით, ბიზნესებს იწყებთ, სახლებს ყიდულობთ – მაინც გერმანულად ან ინგლისურად გვესაუბრებით ზემოდან – ჩვენ თქვენს ქალაქებში თქვენს შვილებს ვზრდით, თქვენს ენას ვსწავლობთ, დაბერდებიან მერე ეს ბავშვები და ისევ ქართველი გინდათ პამპერსის გამოსაცვლელად. ამოუვა მერე, ათიდან 2 ქართველს, შარდის და განავალის ყურება, გავა და ერთ შარვალს მოიპარავს – მაგაზე ატეხეთ ერთი ამბავი? – ტყუილია, არ მჯერა – შარდის სუნი უდის მაგ ისტორიას.
ჩვენი დანათესავება და მოყვრობა ამ ანეგდოტს მაგონებს:
- რაზე ოცნებობ, მიხო?
- იახტით რომ მივცურავდე შუაგულ ოკეანეში, კარგ ვისკს ვსვამდე და კარგ სიგარას ვაბოლებდე.
- მე სად ვარ მაგ დროს?
– შენ, აგერ, საცხა შავ ზღვაში იხრჩობი.
ჩავიდა ჩემი მეგობრის ქმარი ისრაელში, დღეში 12 საათი მუშაობს, მშენებლობაზე მუშაობს, ტვირთს ზიდავს – დაზღვევა იმას არა აქვს და კვება, როგორც არალეგალს ცოტას უხდიან – თან თავს ამეტებენ, იქაც ზემოდან უყურებენ – არ დაიწყოთ ახლა, ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე საუბარიო.
რატომ, HELLADOშ, რატომ? დაგავიწყდა ლაწირაკი იანგული?
გაივლი, თურმე, პარიზში და შეგხვდება: ფრანგი არაბი, ფრანგი აფრიკელი, ფრანგი თურქი, ფრანგი ერაყელი. ფრანგი ქართველი გაწუხებთ მარტო?
ერთი პირი ვიფიქრე, იქნება სააკაშვილის ბრალია-თქო, ხან რომელ ქვეყანას მიადგა, ხან რომელს, ხან ვისი პასპორტით დადის, ხანაც სულ უპასპორტოთ – იქნება ამ ერთი ყოფილი პრეზიდენტით წავლეკეთ ევროპა?
არა, თქვენ, ქართველები ქურდობთო.

ჩვენ 15 მილიონი ქართველი ჩავედით ევროპაში და 15 მილიონი ტელეფონი მოვიპარეთ, ალბათ.
ჩვენ 15 მილიონი, გამოუსვლელი, უნახავი ქართველი ჩავედით საათივით აწყობილ ევროპაში, კარგად გამართული, ახალი ტექნოლოგიებით დამონტაჟებული სიგნალიზაციის სისტემა გავტეხეთ და მაღაზიები გავიტანეთ.
ძალიან ნიჭიერი ხალხი ვყოფილვართ, თვალით უნახავი ტექნოლოგიები თუ წამში გავტეხეთ და გვიყურეთ და ისწავლეთ, გვიყურეთ და განვითარდით.
ახლა რა ხდება იცით? ჩვენ ქართველები ნიჭიერი და განვითარებული ერი ვართ, ევროპა რომ გუბიდან სვამდა წყალს, მაგ დროს შუშანიკმა ჭიქა შეალეწა ვარსქენს სახეში, მე- 16 საუკუნეში, რომ საფრანგეთის მეფემ ბრძანება გამოსცა: ყველა კარისკაცს დაევალდებულოს წელიწადში ერთხელ დაბანაო – ჩვენ აბანოთუბანი გვქონდა გაშენებული… ხოდა, მოვა დრო და ეგენიც განვითარდებიან და ისწავლიან ქურდობას, ახლა უკვირთ, თორე, მოვა დრო და ისწავლიან…

მაინც ვერ გავიგე, რაო, რა ქნა ქართველმაო? მაღაზია გატეხაო?
იქნება, ბავშვები დახოცა იმ ირლანდიელივით? იქნება, მანქანით შევარდა ხალხით გადაჭედილ სავაჭრო ცენტრში ტერორისტი არაბივით? იქნება, ბომბი დადო მეტროში? იქნება ავტომატით შევარდა სკოლაში? – არა?
აბა, ტერორისტ მუსლიმანებს თავზე ხელს უსვამთ და ჩვენთვის პანღურის ამოკვრა ვინ მოიფიქრა, ვისი იდეაა ახლა ეგ ვითომ?
აფრიკელი ზანგები არც ქურდობენ, არც ყაჩაღობენ და არც იარაღით დადიან? აბა, ყველა ევროპულ და ამერიკულ ფილმში აფროამერიკელი როა ბანდიტი – რაფერაა ეგ ამბავი?
ყველა ევროპულ და ამერიკულ ფილმში – ქართველის როლი სულ მაგარი და სამართლიანი კაცი „მაფიოზი“ რომ არის და არა წვრილმანი ხულიგანი – ეგაც ბლეფი და მითია?
დავაბრუნებინებ შევარდნაძეს თქვენს გადახდილ ფულს და აგიშენებთ ისევ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის კედელს – ასე ცოტა დავსაქმდებით, ცოტა გავერთობით და ცოტა გულსაც მოვიფხანთ.
არაქურდი ჩინელები გირჩევნიათ თქვენ, ეტყობა და შეგაჯვაროთ ღმერთმა.
ჩამოვიდნენ აფროამერიკელები გერმანიაში და გახშირდა ქალების გაუპატიურებაო – მაგას რატომ არ აპროტესტებთ? მაღაზიის გატეხვას გაუპატიურება გირჩევნიათ, ალბათ.

ე, ბიჭო, დეესიეთ, დეესიეთ გერმანელ გოგოებს, გაუპატიურებას არ იკადრებთ, ვიცი, ჩემო ბაცაცებო, მაგრამ ისე შეესიეთ, რავაც რუსებს და უკრაინელებს. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, ვითომ ისინი არიან, გრძელფეხებიანები, მკვრივმკერდიანები, ტკბილსუნიანები, ტემპერამენტიანები.
რას არ იზამს ვიზალიბერაზიისათვის კაცი.
ევროპას უკვირს ჩვენი ქურდობა. იმ ევროპას – საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის მმართველობა რომ ხელში აქვს ჩაგდებული. ამ დახვეწილ ქურდებს უკვირთ ერთი ჯინსის ქურდობა? პენსიონერი მაგათ არ იციან და სტუდენტი, პროცენტის პროცენტის პროცენტს მანამდე ზრდიან და ბარტყავენ – სანამ ნიფხავის ამარა არ დაგტოვებენ.

ყველა ქართველმა იცის, ბანკის ვალს თუ აიღებს – პირველ რიგში უნდა გავიდეს და კარგი ხარისხის, რამდენიმე ხელი ნიფხავი უნდა იყიდოს – სულ მალე ამ ბანკის ვალის გადამკიდე, ნიფხავით მოუწევს სიარული და იმიტომ.
თუ რამე სამშენებლო კომპანიაა, უმეტესობა უცხოურია, თუ რამე კარგი ბიზნესია, უმეტესობას უცხოელი ინვესტორი ყავს – აქ, სამ მილიონ „სჩემტა“ ქართველში თუ არ გეშინიათ ქართველის, საკუთარ მილიონიან ქალაქში შემოსეულმა ასამდე ქართველმა ასე რავა გაგიხეთქათ გული?
აქამდე პირიქით იყო, მახსოვს, ყველა, ვინც ბოზი გვყავდა და მამათმავალი, ყველა, ვინც მოღალატე იყო და გადამგდები, ყველა, ვინც რჯულს ღალატობდა და კაცობას – მოგწონდა და აფასებდი, მოგწონდა და აფინანსებდი, გიყვარდა და გულში იხუტებდი, გულში იხუტებდი და გრანტში ახრჩობდი – ახლა ასამდე ქურდმა გიყო?

შარდის სუნად ყარს ეს ისტორია, არ ამიჩუყდა გული, ვერ შემიძრწუნდა სული.
ცეკვა ჩვენი მოგწონთ, ბიზნესიც ჩვენთან გინდათ აკეთოთ და ჩვენზე, ჰაერი და წყალი ჩვენი გესალბუნებათ, ბუნებაც და სტუმართმოყვარეობაც კარგი გვქონია, საჭმელი და სასმელიც, ბავშვებსაც და მოხუცებსაც ჩვენ უნდა გამოგიცვალოთ აქოთებული პამპერსები და კი უნდა შეელიოთ ახლა რამდენიმე ხელ შარვალს და ბოტასს.
რავა ყვარებია ამერიკას მექსიკა, თორე რასაც ის ითმენს მართლა და მართლა. ანუ, სიყვარულშია საქმე? ჩვენს უსიყვარულობაში საქმე თუ რუსეთის სიყვარულშია?
რუსული შარდის სუნი მცემს მანდ. რაო, რუსეთმა, არ გინდათ ვიზალიბერალიზაციაო? გაიპოხეთ ისევ ვაზელინით ევროპული თავი და შემომიძვერით ციმბირის სათავეებთანო?
კახელმა ცოლი მოიყვანა და ვირმა ვენები გადაიჭრაო.
კახელი ჩვენ ვართ, აბა ვინ იქნება, ცოლი თქვენ და ვირი დარჩა რუსეთს.
რა ვქნათ, ისევე რუსეთს შევესიოთ?
იქ, ქე მაინც, ერთ ხელ შარვალს არავინ გვამადლის.
ქართველი თუ არ მეყოლება, რა ჯანდაბად მინდა თქვენი ეიფელის კოშკი, ლონდონის ნისლიანი ქუჩები, ბავარიული ლუდი, იტალიური ფეხსაცმელი. ჭირსაც წაუღია პიზას კოშკი – ქართველი თუ არ მეყოლება, არც იმ ტერორისტებთან საბრძოლველად დამიძახოთ, ქართველი თუ არ მეყოლება – ყველამ თავის ტერორისტს მიხედოს, ქართველი თუ არ მეყოლება – არც გერმანული ევრო მინდა, არც ამერიკული დოლარი. ქართველი თუ არ მეყოლება – რა თავში ვიხლი ნატოს.

კი, ბატონო, გამოვიყვანთ მაგ ევროპას შესეულ ქართველებს უკან და შევასევთ რუსეთისკენ, მაგრამ, მანამდე თქვენ აახიბაკეთ თქვენი ბანკები, ბიზნესები, ტურისტები, მშენებლობები და წაახიბაკეთ უკან, თქვენს საათივით აწყობილ ევროპაში.
ის, ყველა უვარგისი: ლოთი, ბოზი, მამათმავალი, უვარგისი, ურჯულო, მოღალატე – დაიტოვეთ, ისევ ჩაიხუტეთ, ისევ დააფინანსეთ, ისევ ჩაახრჩვეთ გრანტებში – ჩემი ქურდბაცაცები კიდევ ჩემთან.
დაიტოვეთ ტერორისტები, აფროამერიკელი ყაჩაღები, დაიტოვეთ ქალებზე მოძალადეები – ჩემი ქურდბაცაცები კიდევა ჩემთან.
გაიპოხეთ ვაზელინით ტანი და დაუყევით ციმბირისკენ რუსული შარდით მონიშნულ გზას ჩვეულებისამებრ – ჩემი ქურდბაცაცები კიდევა ჩემთან.



მეტის ნახვა
24-02-2018, 08:30


გვესაუბრება "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე:

– ხშირად ისმის მოსაზრება: უნდა გავცვალოთ თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ნატოს წევრობაზე. რამდენად ადეკვატურია ასეთი მიდგომა?

– ეს სრულიად არაადეკვატური მიდგომაა. აქ, გასაცვლელი არაფერი არ არის. თეორიულად ვამბობ, ეს გეგმა რომც განხორციელდეს, სულაც არ ნიშნავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი – ჩვენი ძირძველი მოსახლეობაც და მიწებიც მივატოვეთ ან დავივიწყეთ. არავითარ შემთხვევაში! ამიტომ, პირველი ტყუილი რაც საქართველოს მასმედიაში ისმის, ეს არის მსჯელობა იმაზე უნდა გავცვალოთ თუ არა ჩვენი ტერიტორიები ნატოს წევრობაზე? ამას არც არავინ გვეუბნება. ნატოში ამ საკითხს არავინ იხილავს. როცა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლუკკოფი ამბობს როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ. ამაზე, მინდა გითხრათ: ამ ორგანიზაციას არანაირი წონა და გავლენა ამერიკის და არც ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებზე, არ აქვს. ეს მისი აზრია. წარმოიდგინეთ, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვას: მოდით, პეტრე მამრაძეს ნობელის პრემია მივცეთ. აქ, კი ატყდეს დისკუსია – დავთანხმდე თუ არა ამ პრემიას. ვინმე გაძლევს პრემიას?! 

– თქვენ ახსენეთ, ნატო მაპსაც კი არ გვაძლევს იმიტომ, რომ საქართველოს უფრთხილდებაო. თუ, დავუშვათ, გაცხადდება, რომ მაპს გვაძლევენ, რომელიც თავდაცვის არანაირი გარანტია არ არის, რა საფრთხის შემცველია ყოველივე?

– ყირიმის ანექსიამ პუტინის რეიტინგი 90-ზე მეტ პროცენტზე აიყვანა, ახლა, უკვე ასე დიდი აღარ არის. ეჭვი არავის ეპარება, რომ იგი არჩევნებში გაიმარჯვებს. დავუშვათ, დაფიქსირდა პროცენტული კლების ტენდენცია. დავიწყოთ იმით, რომ პუტინის ადმინისტრაციას გამზადებული აქვს ყველა დოკუმენტი იმისათვის, რომ სამხრეთ-ოსეთი ჩრდილო-ოსეთს შეუერთონ. როგორც კი პიარისთვის დასჭირდებათ, ამ ქაღალდს ამოიღებენ და მაგიდაზე დაუდებენ, რუსეთის კონსტიტუცია იმ დღესვე შეიცვლება, როგორც ყირიმთან დაკავშირებით შეიცვალა და მოხდება, როგორც თავად ამბობენ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა – შეიქმნება ერთიანი ოსური სახელმწიფო. მაშინ რეიტინგი ისევ აიწევს 100%-მდე. ზუსტად ასე, გავშიფროთ ამერიკის ელჩის ცნობილი განცხადება მაპთან დაკავშირებით: ვუფრთხილდებით საქართველოს. რომ არ გაუფრთხილდნენ? ნატოს სამიტმა რომ გამოაცხადოს, გადავწყვიტეთ საქართველოს მაპს – გაწევრიანების გეგმას ვაძლევთო (არადა, როგორც ვახსენე, თავდაცვის მხრივ იქ, არავითარი გარანტია ჩადებული არ არის. უბრალოდ, ერთგვარი სიგელია, რომ კარგად ემზადები), აი, იმ ღამითვე გადაადგილდებიან რუსეთის სამხედრო ნაწილები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, (თბილისიდან 30 კილომეტრში ტანკები დგას), თუ გიუმრიდან და ნებისმიერ იმ ტერიტორიას დაიკავებენ, რომელიც აწყობთ.

საქართველო ამ სამკუთხედშია მოქცეული, ამ სამი მძლავრი სამხედრო ბაზის სამკუთხედში. მაგალითად, დაიკავებენ ახალქალაქის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიას იმ საბაბით, რომ აგერ, თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოც უკვე შედის ნატოში და საჭიროა დაცვა. თანაც, იმ საბაბით, რომ ამას ის ხალხები ითხოვენ, ვინც დაუცველია, იგივე, სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობა. შულავერის კომიტეტებს რა გამოლევს. ზუსტად იგივე მოხდება, რაც ჩერნოგორიის შემთხვევაში მოხდა. ჩერნოგორია, იმის გამო რომ გეო-პოლიტიკური ვითარება იქ სულ სხვაა, ანუ, შორსაა, ამან გადაარჩინა. ჩვენ, კარის მეზობელი ვართ, რომლის ტერიტორიაზე ორი მძლავრი ბაზაა და ერთ-ერთი ბაზის ნაწილები დედაქალაქიდან 30 კილომეტრშია. ამის გამოა, რომ ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული ნატოს წევრ ქვეყნების ლიდერებს, ნატოს ადმინისტრაციას ბრიუსელში. არაერთხელ მქონდა გულახდილი საუბარი წარმომადგენლებთან, ეს ძალიან კარგად იციან და სამიტებზე მაპზე საუბარსაც კი დაანებეს თავი. გახსოვთ, თინა ხიდაშელის კომიკური განცხადება – ჩვენ, მაპს უნდა გადავახტეთ, პირდაპირ წევრობა გვჭირდებაო. ასეთი ვითარებაა. 

– ბატონო პეტრე, ქართველ პოლიტიკოსტაქ მხრიდან ასეთი მოსაზრებაც ისმის: შევიდეთ ნატოში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე. დასავლეთი ხომ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ტერიტორიებიც ავტომატურად თან შემოგვყვებაო?


– ეს არის სრული მარაზმი, რომლის უკან ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსი დგას. პოლიტიკოსს ვერ უწოდებ ადამიანს, რომელსაც მსგავსი თემით სპეკულირება შეუძლია. ორი რამ არის: თუ ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ ნატოში შევა, ეს ნიშნავს, რომ არაადეკვატურია, რეალობას ვერ აღიქვამს. მაგრამ თუ შესანიშნავად იცის რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რეალობა სულ სხვაა და მაინც ასე ლაპარაკობს, ე.ი. თაღლითია და დასავლეთის თვალში ქულების შესაგროვებლად ხალხს ატყუებს, ეს დანაშაული, პოლიტიკური თაღლითობაა. იგივე ითქმის ვაი-ექსპერტებზე. დახედეთ, ხალხის მასას. რეგულარული ურთიერთობა მაქვს მოსახლეობის ყველა ფენასთან, პრაქტიკულად, არავის ეს თემა აღარ აინტერესებს, ყველა სკეპტიკურად და საღად უდგება ამ ამბავს იმიტომ, რომ 25 წელი გავიდა. 25 წლის წინ, 1992 წელს თავად მახსოვს როგორ ყვიროდა მიტინგზე ირაკლი წერეთელი, რომ ნატო უკვე ჩვენს დასახმარებლად მოდის. ხალხი ცაში იყურებოდა ნატოს ვერთმფრენების მოლოდინში. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მასმედიის ნაწილში, ვაი-პოლიტიკოსებში თუ ვუი-ექსპერტებში ეს თემა დარჩა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის დროს მიიღეს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ეს არის კანონი, რომლის ამოქმედებით სააკაშვილი საკუთარი ხელით ანიჭებდა პუტინის რეჟიმს ექსკლუზიურ უფლებას აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით. რატომ? – იმიტომ, რომ რუსული ტანკები, სხვა შეიარაღებული ძალები, რაკეტებიც კი, ბაზები, იქ, დგას. რუსები ორივე რეგიონში შესულები არიან მაქსიმალური ძალით, ხოლო ოკუპაციის კანონი დანარჩენებს ხელს უშლის, რომ აფხაზებთან ურთიერთობა ჰქონდეთ.

რამდენი შემთხვევა ვიცი, ამერიკელ, ევროპელ, თუ კანადელ ჟურნალისტებს გაუჭირდათ ჩასვლა აფხაზეთში, რადგან პირდაპირ რომ ჩასულიყვნენ, მერე, საქართველოში ვერ ჩამოვიდოდნენ. ეს ერთი, მეორეც: ეს მარაზმი დღემდე გრძელდება. მაშინ ევროგაერთიანების კომისარმა თქვა, რომ სამწუხაროდ, ქართველები თვითონ აშენებენ რკინის ფარდას და აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს საკუთარი თავისგან იზოლაციაში ამყოფებენ. იგივეს ამბობდა პიტერ სემნებიც: სამწუხაროდ, ეს კედლები ქართველების მხრიდან შენდება. ევროპელები გაოგნებულნი არიან: თქვენ, სააკაშვილის გზას მიყვებითო. მიშა ასე მოქმედებდა – რაც უარესი მით უკეთესი. ევროპას ეს აოგნებს. ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს ნაბიჯების წინ გადადგმას, ამბობს: ეს რომ გავაკეთოთ, `ნაცებს~ ვინ გააჩერებს მერეო. "ნაცების" ყვირილის თუ ეშინოდათ, რა უნდოდათ ხელისუფლებაში?! "ნაცები", რა თქმა უნდა, ყოველთვის ყვირიან იმიტომ, რომ პარტიოტიზმი არის ნაძირალების ბოლო თავშესაფარი. მათ ყველაფერი რუსეთს გადასცეს და მერე, აყვირდნენ გაზპრომთან არ შეიძლება მოლაპარაკებაო. ზურაბ აბაშიძემ მთელი სია დაბეჭდა, რა გადასცეს რუსეთს. ამ სიის მნახველს ერთი კითხვა დაგებადებათ – რა არ გადასცეს? ერთს ლაპარაკობდნენ, სულ სხვას აკეთებდნენ, რაც სამშობლოს ღალატია.

სააკაშვილი რუსეთზე ჰყიდდა რკინიგზას, ძლივს გააჩერეს, იმ მილს ჰყიდდა, რომელიც რუსეთს სომხეთთან აერთებს. ასე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი საქართველოს ძირძველი ტერიტორიაა, მაგრამ დასავლეთი გაოგნებულია იმ კონტრპროდუქტიული, საპირისპიროს მომტანი მოქმედებით, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ პუტინის რეჟიმზე ასხამს წყალს. პუტინის საქმეს აკეთებს. გაიხსენეთ, ლინკოლნ მიტჩელის წერილი: "ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში?", რომელსაც სააკაშვილს უძღვნის. პუტინის პროფესიონალი აგენტი იმდენს ვერ გააკეთებდა, რაც სააკაშვილმა თავისი ხელით გააკეთა. იგი პროფესიონალი აგენტი არ ყოფილა, მაგრამ კაკებეს ჯარებში მსახურობდა.

– კიდევ ერთ თემაზე მინდა ვისაუბროთ. ვიზა-ლიბერალიზაცია, ახლახან, მივიღეთ, თუმცა, უკვე, დავდექით მისი შეჩერების საფრთხის წინაშე.

– მოსალოდნელი იყო, რომ ძალიან ბევრი ქართველი ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმით ქვეყნიდან მხოლოდ ერთი მიზნით გავიდოდა, რომ როგორმე ევროგაერთიანებაში დარჩენილიყო და სამუშაო ჰქონოდა. რთულია ადამიანებს ბრალი დასდო, რადგან ამას უკიდურესი გაჭირვების გამო აკეთებენ. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ მილიონერები, რომლებიც აგრძელებენ ხალხის გატყავების ხარჯზე ფულის შოვნას. ბევრიც იმიტომ მიდის, რომ ევროპაში მოქმედი ქართული მაფიის წევრებს იცნობენ. ეს საწყენია, მაგრამ მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, თავშესაფარს ითხოვენ.

– აქ ჩნდება მეორე პრობლემა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ევროკავშირში გაერთიანების საკითხი.

– ეს საკითხი, დღის წესრიგში, საერთოდ არ დგას.

თამარ შველიძე


მეტის ნახვა
24-02-2018, 08:30


გურჯაანი - აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს ჩაუტარდა რეაბლიტაცია:
სრულად აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა სოფელ ვაზისუბნის წმ. გიორგის სახელობის სამკარიან ბაზილიკას (VI სს.), რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გამგეობის შუამდგომლობით, ორი წლის წინ მიენიჭა. სრულად აღდგენილია აგრეთვე კარდენახის წმ. ნიკოლოზის სახელობის (VI სს.) და სოფელ კალაურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები (IX სს.). ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შარშან შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ კარდენახის საბა
წმინდის ეკლესიას (XIII–XV სს.) და ვაზისუბნის სანაგირის მონასტერს (X–XI სს). გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ქართუს“ დაფინანსებით ბოლო წლების განმავლობაში აღდგენილია კულტურული მემკვიდრეობის ორმოცდაათამდე ძეგლი. მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება, მათ შორისაა სოფელ ვეჯინის წმ. გიორგის ბაზილიკა (VI–VII სს,). სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

ახალი წიგნები გურჯაანის ბიბლიოთეკისთვის

გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ პროექტ „მაკულატურის“ ფარგლებში ჩაბარებული წიგნებიდან მიღებული ქულებით (თანხით) 16 დასახელების მხატვრულ-შემეცნებითი და დარგობრივი ლიტერატურა შეიძინა. წიგნების ნაწილი ცენტრალურ ბიბ- ლიოთეკაში დარჩება, ნაწილი კი სოფლებში განაწილდება. საბიბლიოთეკო გაერთიანება წიგნად ფონდს პერიოდულად ავსებს. წიგნების შეძენას საკუთარი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელსაც გეგმავს. შესაძენი ლიტერატურის ნუსხა მკითხველთა მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად ივსება.

ჩუმლაყში წარმოებული ხილფაფა ევროპის ბაზარზე გაიყიდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს „ქართული ხილის კომპანია“ ხილის გადამ- მუშავებელ საწარმოს აშენებს. კომპანია სეზონზე დაახლოებით5 ათასი ტონა ხილის გადამუშავებას და მის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს. „ქართული ხილის კომპანიას“ სამაცივრე მეურნეობა სოფელ ჩუმლაყში აქვს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ახალა ძე ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციია 2013 წლიდან გააქვთ, თუმცა დღემდე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე მუშაობდნენ. გიორგი ახალაძის თქმით, საწარმოს მშენებლობაში 5 მილიონი ლარი ინვესტიციაა ჩადებული.

"უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კენკროვანი ხილისგან დამზადდება. მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ უცხოელ პარტნიორებთან. გვინდა დავამზა- დოთ ისეთი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ევროპის ბაზრისთვისაც მისაღები იქნება. პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება, მცირე რაოდენობით პროდუქტს ქართულ ბაზარსაც მივაწვდით", – ამბობს გიორგი ახალაძე. მისივე ინფორმაციით, ხილს ადგილობრივებისგან ჩაიბარებენ, პროდუქცია ეკოლოგიურად სუფ თა და ხარისხიანი იქნება. საწარმო აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით. გარდა ამისა, საწარმო გეგმავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც საწარმოს ტექნოლოგებს სპეციალურ სასწავლო კურსებს ჩაუტარებენ. ამ პროექტის განსახორციელებლად „ქართული ხილის კომპანია“ სოფელში დაახლოებით მილიონ 300 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

ბოლნისის ტურისტული პოტენციალი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და სიძვე- ლეები ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მარშრუტი გახდება ტურისტების მოსაზიდად – ამის შესახებ შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია და ტუროპერატორ "ინტერკონტინენტალის" დამფუძნებელი ნინო მახვილაძე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ტურიზმის განვითარებასთან ერთად ყურადღება სოფლის მეურ- ნეობასა და მეღვინეობაზე გაამახვილა. ასევე ისაუბრა ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი პირობების შექმნაზე. შეხვედრის მონაწილეები ბოლნისის სიონს, წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერს, ძველ გერმანულ უბანსა და საოჯახო ღვინის მარნებს სტუმრობდნენ.

ევროკავშირის საპილოტე პროექტი ბოლნისში

"მერები ეკონიმიკური ზრდისთვის"– ევროკავშირის ამ ორგანიზაციამ დააფინანსა საპილოტე პროექტი სახელწოდებით "ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება", რომლის საერთო ბიუჯეტი 380 ათასი ევროა. აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 ათას ევროს.
პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნესად მინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით. პროექტი 2018–2021 წლებში განხორციელდება. სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგროცენტრის მოწყობა, ღვინის ჩამოსასხმელი ხაზის, ყველისა და ბოსტნეულის შესაფუთი დანადგარების შეძენა. მსგავსი პროგრამის განხორციელებას ევროკავშირი თბილისსა და გორის მუნიციპალიტეტშიც გეგმავს.
"მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა. ნებისმიერი გეგმა, რომე- ლიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია. ძალისხმევას არ დავიშურებთ მისი წარმატებით განხორციელებისთვის", – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ახალი საბავშო ბაღი სენაკში

სენაკში ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სასადილო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემები. ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელოზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ დაათვალიერეს.

საბავშვო ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით და 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 280 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აშენდა სამი ახალი საბავშვო ბაღი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26-ს.


კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია ჩოხატაურში

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერ ირაკლი კუჭავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან და ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს მანანა მინდაძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრა მები გააცნო.
გიორგი მიშელაძემ ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო 1 მარტამდე ამ პროგრამაში რეგისტრაციას აცხადებს ვებგ- ვერდზე: www.acda.gov.ge 

ჩოხატაურის მერი სკოლის დირექტორებს შეხვდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა,ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელ შორენა სიხარულიძესთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს შეხვდა. განიხილეს საჯარო სკოლების
შენობების ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.


ჩოხატაური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაიქსელება

კომპანია შპს „მაგთიკომი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით შემოდის. შედეგად მუნიციპალიტეტს
მოემსახურება მაღალი ხარისხის ინტერნეტითა და სატელევიზიო სიგნალით. კომპანიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.


მეტის ნახვა
24-02-2018, 06:00