9 მაისი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნა. 
ქართველმა ომის ვეტერანებმა ფაშისტურ გერმანიაზე კომუნისტური იმპერიის გამარჯვების დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი უცნობი ჯარისკაცის საფლავს, ერთმანეთი მოინახულეს, ერთმანეთს საერთო პრობლემებზე ესაუბრნენ.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და სხვა პოლიტიკოსებმა.
"დიდი მადლობა და პატივისცემა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით კი, გაგრძელდება ვეტერანებისთვის იმ დახმარებებების მიცემა, რაც დაწესებულია.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. 

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ,ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.  საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

მეტის ნახვა
9-05-2018, 13:30