განსაკუთრებული მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 12 მაისს რუსთაველის პროსპექტზე გამართული პროვოკაციული და თავისი არსით ანტისახელმწიფოებრივი აქცია მშვიდობიანად დასრულებულიყო.
განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, რომელმაც ურთულეს ვითარებაში მაღალი კლასის პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ყველა საუკეთესო თვისება გამოაჩინა.
განსაკუთრებული მადლობა ყველა პოლიციელს, ყველა სპეცრაზმელს, რომლებიც ამ მძიმე დღეებში ერთგულად იდგნენ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
ჩვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან მეორე დღეს, 12 მაისს, ქართული სახელმწიფო საბოლოოდ შედგა!

"საერთო გაზეთის" რედაქცია

მეტის ნახვა
14-05-2018, 14:50