26 მაისი თეთრიწყაროში გრანდიოზულად აღინიშნა

მუნიციპალიტეტში „კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანების - კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით და ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გრანდიოზულად აღინიშნა. ქალაქის ცენტრში ღონისძიება დილის 12 საათზე საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. დამოუკიდებლობის დღე შეკრებილ საზოგადოებას მიულოცეს ადგილობრივი თვითმ- მართველობის წარმომადგენლებმა. მოეწყო ფოტომასალებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.

დამოუკიდებლობის დღე ჩოხატაურში

ჩოხატაურში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა: მოეწყო საზეიმო მსვლელობა, გაიმართა ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, დააჯილდოვეს სპორტული ასპარეზობების გამარჯვებულები. შეკრებილებს დამოუკიდებლობის დღე და პირველი რესპუბლიკის საიუბილეო თარიღი მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა "პურის, ღვინისა და ფოლკლორის“ ფესტივალსა და სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულები დაჯილდოვა.
მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ცარო მარტიაშვილი, დალი ელისაშვილი და ნინო ნიკვაშვილი. ფესტივალებში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაც.

ლაგოდეხი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე

მუნიციპალიტეტში გამართულ მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს მერი ჯონდო მდივნიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ქალაქის ცენტრში გაიმართა საზეიმო მსვლელობა, გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი ფოტოები, სკოლის მოსწავლეებმა ზეიმის მონაწილეებს გაახსენეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული ფაქტები. ზეიმი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

გურჯაანი - 100 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან!

გურჯაანში, დიდების მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა: წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის თემაზე მუზეუმებში დაცული ექსპონატები, რომლებითაც გაცოცხლდა საქართველოს ისტორია 1918 წლიდან დღემდე.
მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს გასაყიდად.
ინსცენირებით გააცოცხლეს 100 წლის წინანდელი ამბები, ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს. საზეიმო ღონისძიებას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი სიღნაღში

ამ საზეიმო თარიღს წინ უსწრებდა იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული. ზეიმში ყველა თაობის სიღნაღელები მონაწილეობდნენ. 26 მაისს დილა დაიწყო მუნიციპალურ თეატრში გამართული საბავშვო ზღაპრების წარმოდგენით, დავით აღმაშენებლის მოედანთან არსებულ სკვერში გაიმართა ტრადიციული სახალხო ზეიმების შეუცვლელი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში. მოგვიანებით მსვლელობა მოეწყო ქალაქის ცენტრში, შუადღისას კი
დიდი კონცერტი გაიმართა ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით.

დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი აღინიშნა

საქართველოს სხვა მუნიცი- პალიტეტების მსგავსად, დამოუკიდებლობის დღე დუშეთიც განსაკუთრებულად აღნიშნეს. ტრადიციულად, ქალაქში გაიმართა სხვდასხვა  კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში სპორტული ასპარეზობებით დაიწყო: ტურნირები გაიმართა ჭიდაობასა და ჭადრაკში. ჭიდაობის ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კუთხიდან 70-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ი. ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები, ხოლო საზეიმო დღე ქ. დუშეთში სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების კონცერტით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის შემოსასვლელში გამოფენილი იყო ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლის ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებმაც მოსახლეობის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

26 მაისი ზუგდიდში გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა

დამოუკიდებლობის 100 წლის- თავი ზუგდიდში განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა. ზუგდიდის მთავარ მოედანზე გააცოცხლეს ორი ეპოქა: საქართველო 100 წლის წინ და ახლა. ისტორიულ ზონაში მოეწყო 1918–1921 წლების მოვლენების ამსახველი დოკუმენტების მუზეუმი, ღია კინოთეტრი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დამზადებული დოკუმენტური ფილმების, ხოლო ბავშვებისთვის მულტფილმების ჩვენება გაიმართა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

26 მაისი ფოთის მუნიციპალიტეტში

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმმა უმასპინძლა თემატურ გამოფენას, სახელწოდებით „ისტორიის კვალდაკვალ“, ხოლო ქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ საუკუნისწინანდელი ბიბლიოგრაფიული გამოცემები გამოფინა. ფოთში გამართულ ღონის- ძიებებში მონაწილეობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მან ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან, საკრებულოს
თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრალური პარკში საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების იმიტირებულ ჩვენებას დაესწრო.

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მარტვილში

მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები და დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი
გვირგვინებით შეამკეს, აქვე კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-შემეცნებითი კომპოზიცია. კულტურის სახლში გაიმართა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრეების ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, ხოლო საჯარო ბიბლიოთეკაში - ამ დღისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა.
დღის ბოლოს კულტურის სახლში გაიმართა საზეიმო კონცერ- ტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი სენაკში

საიუბილეო ღონისძიებები სენაკის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. აქვე მოეწყო ფოტოგამოფენა "დამოუკიდებლობის ქრონიკები 1918–1921" და სენაკელი ფოტოხელოვანის, გიორგი ნიკოლავას ნამუშევრების გამოფენა "საქართველო არის ესე". სპეციალურად მომზადებულ ბანერზე - "ჩემს სამშობლოს ვუსურვებ" - მოქალაქეები გამოხატავდნენ თავიანთ თვალთახედვას ქვეყნის მომავლის შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მათი ბიუსტები.

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ჩხოროწყუში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურულ-სპორტული ღონისძიბები მთელი დღის განმავლობაში მიმ- დინარეობდა მუნიციპალიტეტში. ღონისძიებების დასასრულს, დაბის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა გალა-კონცერტი ცეკვისა და სიმღერის ადგილობრი- ვი ანსამბლების მონაწილეობით. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიუ- ლოცეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ. 1990 წლის უზენაესი საბჭოს წევრმა, ისტორიკოსმა ანზორ სიჭინავამ ვრცლად ისაუბრა 26 მაისის მნიშნელობაზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
1918 წლიდან დღემდე, საქართველოს ისტორის ფურცლებს უამრავი ადამიანის სახელი, ფაქტი და მოვლენა ახსოვს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები (კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია), ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი, "ცისფერყანწელები", გენერალი მაზნიაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია - ეს იმ საზოგადო მოღვაწეთა არასრული ჩამონათვალია, რომელებმაც საქართველოს დამოკი- დებლობის იდეისთვის ბრძოლაში დათმეს სიცოცხლე.

დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი დმანისში

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები "შგარიდა",
"ირინოლა", "დმანისური აისი“. მოზეიმეებს 26 მაისი და დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

დამოუკიდებლობის დღე მარნეულში

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე წარმოდგენელი იყო სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიება და თემატური გამოფენები. ამ დღისთვის სახელდახელოდ წარმოდგენილი თემატური პავილიონები მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ,
გუბერნატორის მოადგილესთან ერთად დაათვალიერეს და მოსახ- ლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცეს.
მერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოსახლეობას და აღნიშნა: "საქართველოს წინ დიდი და ნათელი მომავალი აქვს და მე მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ისევ ერთი ქვეყნის ქვეშ ვიქნებით და ვილაპარაკებთ საერთო ენაზე, ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში!"

წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა, სპეციალურად ამ დღისთვის დამონტაჟდა ქართული პავილონი, სადაც გამოფენილი იყო ტრადიციული სამოსი, მოეწყო მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის და ანბანის კუთხეები, გაცოცხლდა ძველი თბილისის ქუჩა თავისი მახასიათებლებით. კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში მუხის ხის ნერგი დარგეს, როგორც ძლიერი და გამთლიანებული საქართველოს სიმბოლო.

დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი წალკაში

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტში. დღესასწაულის მონაწილეებს ეს დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ. გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა თაობის შემსრულებლები, ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლების წევრები. მოზარდებმა წაიკითხეს პატრიოტული ლექსები.



მეტის ნახვა
30-05-2018, 20:12