საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით ახორციელებდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა ჯამში NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი ამოიღო.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

1tv.ge

მეტის ნახვა
20-07-2018, 13:30


იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ გერმანულ ენაზე გამოიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, წიგნი შვეიცარულმა გამომცემლობა Daltas Verlag-მა გამოსცა, გერმანული ტექსტის თარგმანზე კი ჰელმუტ კუნკელმა იმუშავა.

წიგნში მოთხრობილია პატარა ქეთოს ისტორია, რომლიც მშობლებისგან შორს გაიზარდა. მრავალი წლის შემდეგ, შინ დაბრუნებული გოგონა დედ-მამას ვეღარ სცნობს. მშობლები მას სწორედ დედის მიერ ნამღერმა „იავნანამ“ გაახსენა.

მეტის ნახვა
20-07-2018, 11:00