შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ხევსურეთი იძულებით აყრილი და დეპორტირებული კუთხეა, რომელიც ცხრა თემისგან შედგებოდა ხევსურები საკუთარი მიწა-წყლიდან თავისი ნებით არ წასულან!

გასული საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთი კომუნისტურმა რეჟიმმა აყარა და სამგორისა და შირაქის ნახევარუდაბნოებში ჩაასახლა.
ჩასახლებულთა დიდმა ნაწილმა (უფროსმა და საშუალო თაობამ) ვერ შეძლო გარემოსთან ადაპტირება და ამოწყდა…
დღევანდელი ხევსურეთი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილისგან შედგება, ვინც ფარულად უკან დაბრუნება, ანუ გამოქცევა და გამოპარვა შეძლო არხილოს კალოდან, რადგანაც აკრძალული იყო ხევსურეთში ხევსურთა უკან მიბრუნება. მათ უშიშროება და მილიცია ჟინვალთან, 300 არაგველის ხიდის ყურზე აპატიმრებდა და უკან აბრუნებდა. 

სწორედ ამ ბარბაროსულმა ძალადობამ დაანგრია ხევსურეთის ისტორიული და ეთნო-კულტურული, ეთნო-ფსიქოლოგიური სამყარო უნიკალური სამეურნეო სისტემებით, მიწის კერძო-სათემო მფლობელობით, რჯულის (სამართლის) უმაღლესი კატეგორიებით, თანასწორთა ეგზალიტარული საზოგადოებით და აქცია იგი დემოგრაფიული და კულტურულ-ეკონომიკური კოლაფსის ზონად!

მოშალა სამშობლოს მცველთა მხარე, რომელიც შეუვალად იცავდა ჩრდილოეთის საზღვარს ბარბაროსული ურდოებისგან და არა ოდენ ჩრდილოეთის საზღვარს…

სწორედ ამიტომ გვჭირდებოდა და გვჭირდება ამ კუთხის საგანგებო ყურადღების არეალში მოქცევა.
სწორედ ამიტომ გვჭირდებოდა და ვიბრძოდით მთის კანონის და მთის აღორძინების ფონდის შესაქმნელად, რომ მთიანეთის ისტორიულ თემთა კრიზისული ვითარების დაძლევა შეგვძლებოდა და, კერძოდ, ხევსურეთის გადარჩენა!

მაგრამ ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ ამაოდ დავშვრით და მაღალი მთიანეთისთვის შედეგი ნულოვანი დადგა…
გაუწყებთ საგანგაშო ფაქტს: ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დათვის-გველეთ-მოწმაოს თემიდან (რომელსაც ბრწყინვალე სამეურნეო სივრცე და ეთნო-კულტურული გარემო გააჩნია) დარჩენილი ხუთი მოსახლიდან ოთხი ახალგაზრდა ოჯახი აიყარა და წავიდა!
ამავე დროს, აქ, მამა-პაპის ნასახლარში დაბრუნების მსურველი ორი კომლი უკან მიბრუნდა! ისინი ელოდებოდნენ რაღაცას მთის კანონისგან და ხელისუფლებისგან (და პირადად ჩემგანაც) მაგრამ იმედი გაუცრუვდათ!

ჩვენ ვერც მომსვლელს და ვერც აქ მყოფს ვერაფრით მივეხმარეთ! მთის ფონდი სარულიად უსარგებლო აღმოჩნდა მათთვის!
იცით, ეს რას ნიშნავს, ბატონო ბიძინა?! ჩვენს თვალწინ დასრულდა კიდევ ერთი უძველესი თემის ისტორია და დარჩა რამდენიმე ჩამქრალი კერა და ნასახლარი!

ბოლო ხუთი წლის მოლოდინის მერე დარჩა ერთი ქალი, ზამთარში იმანაც გამოკეტა სახლი და სიძესთან წავიდა! ეს არის დრამატული ვითარების სიცხადე!
ვითარება ანალოგიურია სხვა მაღალ მთიანეთის თემებშიც. მეტსაც გეტყვით, მთის კანონმა მაღალი მთის კრიზისული ზონის თითო-ოროლა მცხოვრებიც მთისწინეთში კომპაქტურ დასახლებებში ჩამობერტყა. მაგალითად, ხადადან ფასანაურსა და ანანურში, უკანაფშავიდან ჟინვალში და მაღაროსკარში, არხოტი-ბაცალიგოსა და ლიქოკის ტემებიდან ბიჩინგაანებსა თუ მლაშეში…

ვინაიდან მთის კანონის შეღავათები იქ უკეთ ვრცელდება, სადაც კომპაქტური დასახლებებია, სადაც დენი, გაზი, წყალი და სახელმწიფო დაწესებულებები (სკოლა, საავადმყოფო, საკრებულო და ა. შ.) ფუნქციონირებს.

ხოლო მაღალი მთიანეთის დეპრესიულ თემებში, სადაც პენსიონერიც კი არ არის დარჩენილი და არანაირი დაწესებულება არ არსებობს, იქ მთის კანონი ვერ მოქმედებს, ვერ ეხმარება ახალგაზრდა ადამიანს, ვერც მეურნეს…
ხომ არის სავალალო, ერთგვარად პარადოქსული, მოულოდნელობა?

რაც შეეხება მთიანეთის აღორძინების ფონდს მას არ აღმოაჩნდა მაღალი მთის ზონაში მყოფი ან იქ დაბრუნების მსურველთა დახმარების სტატუსი… ადამიანი, რომელიც არც პენსიონერია და არც მოსამსახურე და მთაში ცხოვრება სურს, ისევ ისე დაუცველი დარჩა, როგორიც იყო სახელმწიფოს ყურადღების გარეთ…
5000-ლარიანი ონლაინ რეჟიმში გაცემული გრანტებიც მათთვის მიუწვდომელი დარჩა, რომელიც მოსწრებაზე რიგდებოდა.
მათ არ იციან ეს ტექნოლოგიები, მათ იციან მეურნეობა და კონკრეტული დახმარება სჭირდებათ, თუნდაც სესხი, ოღონდ გრძელვადიანი და დაბალი პროცენტით საკუთარი პროექტის და იდეის განხორციელებისთვის.

მთიელებს არც ის მოეწონათ, რომ იქ გაუსვლელობის 9-თვიანი რეჟიმი დაუწესეს მთის კანონით…
რა ქნას თუშმა, ფშაველმა თუ მოხევე მწყემსმა, რომელიც მომთაბარეობს და ბარში გამოზამთრებას სულ მცირე, 6–7 თვე სჭირდება!
მას არ ეძლევა მთიელის სტატუსი, ესეც ხომ უცოდინარობის სინდრომია!

მსგავსი რამეები უნდა შეიცვალოს მთის კანონში.

საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ ფონდი დაიშალა წვრილ-წვრილ გრანტებად და ულუფებად, იგი მიბმული აღმოჩნდა ფონდზე აწარმოე საქართველოში და კოოპერატივებზე. ანუ კვლავ გადაჯაჭვული ბიუროკრატიულ კლანებთან და სტრუქტურებთან!
მთიანეთის განვითარების ეროვნული საბჭო დახურული (ჩაკეტილი) აღმოჩნდა ჩვენთვის, მთის კანონის შემქმნელთათვის, აკადემიისთვის, მთიანეთის კომისიისთვის…

ხომ არსებობს გაფანტული სკლეროზი ადამიანი ვერ იხსენებს სად რა დადო, ისეა ეს ფონდიც კაცი ვერ გაიგებს, როგორ გაიფანტა და სად რა გაკეთდა!..
ამ დროს თურმე 62 მილიონი უკვე დახარჯულია.
საგანგებოდ გადავამოწმეთ: ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, მაღალმთიანი ზონების დეპრესიულ სივრცეზე არაფერი გაკეთებულა, ფაქტობრივად, შედეგი ნულოვანია! არ არის ეს საგანგაშო?!

ბატონო ბიძინა! თითო ისტორიული კუთხისთვის (სულ 11 ასეთი მაღალმთიანი რეგიონია) თითო მილიონი რომ გამოგვეყო! მიზნობრივი, ეთნო-კულტურული ტრადიციული სამეურნეო მოდელებისთვის და დაბრუნებისთვის კუთხეების გაცოცხლება დაწყებული იქნებოდა…
ყველა კუთხისთვის საკუტარი კვოტა რომ მიგვეცა ვითარებისა და საჭიროების მიხედვით, ჩვენზე ეშმაკი ვერ იცინებდა. არადა, ვტრიალებთ ერთ ჩაკეტილ საბედისწერო წრეზე და გარედან შიგნით ვერ შევდივართ!

თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ ბატონ ერეკლე ტრიპოლსკის, თუ რამდენი შესანიშნავი პროექტი წარვუდგინეთ რეგიონულ კომიტეტს, რამდენი იდეა მივაწოდეთ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი კვირიკაშვილის მთის ეროვნული საბჭო ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყრუ კედლად იქცა!..

კვირიკაშვილს საკმაოდ მძაფრი წერილიც მივწერე საერთო გაზეთში, მაგრამ რად გინდა, რაც არ ეწადა გიგისა, ყურებში მძიმედ მისდისა!
ის საერთოდ ვერ მოვახედეთ ჩვენსკენ…

ახლა ამას არ დავწერდი და წარსულს უკან არ მივადევნებდი ქვად, რომ ეს მისთვის პირადად და საჯაროდ თქმული არ მქონოდა.
შემოვდივართ წინადადებით პარლამენტისა და ხელისუფლების წინაშე:
უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს მთიანეთის ეროვნული საბჭო, ჩვენ ვერ შევძელით ამ დახურულ ზონაში ვერც ერთი მეცნიერის, ვერც ერთი სწავლულის, ვერც ერთი აკადემიკოსის შეყვანა?!!

მთის საზოგადოება აღშფოთებულია მათი ამ საიდუმლო სერობით, ამ გრანტომანიით და აღებ-მიცემობანას თამაშით!
ბატონო ბიძინა! ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ თხოვნით: ისევ თქვენ უნდა გვიშველოთ! არ არის სხვა საშველი…
არ გამოჩნდა კაცი პოლიტიკურ სივრცეში და არც ხელისუფლებაში, რომელსაც ეტყვი და მოგისმენს, რომელსაც შეეძლება პრობლემის დანახვა და გადაწყვეტა, კაცი, რომელსაც სტკივა საკუთარი ქვეყანა.

დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მომაწოდა 200-მდე ბენეფიციარის სია, რომელთაც მთის ფონდი ეხმარებოდა. ორ წელიწეად-ნახევარსი 62 მილიონამდეა დახარჯული. არ არის ეს მცირე თანხა. სად, რაზე და როგორ ნაწილდებოდა იგი?! ეს პირადად ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის) გაუგებარია…
მაღალმთიანეთის ის სივრცე, სადაც მრავალი პრობლემა დგას და დემოგრაფიული კრიზისი მძვინვარებს, ისევ მკვდარ ზონად დარჩა, არც ერთი სინათლის სხივი არ მოძრაობს ამ მკვდარ ტბებში, იმედის ერთი ნაპერწკალი არ გაჩენილა ამ მილიონებიდან… ამაში არ შედის არხოტის გზები და ხიდები შატილის ჰესები, თუ მუცოს რესტავრაცია – ეს სხვა პროგრამის ნაწილია.

რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

ჩვენ ვთავაზობდით (და ვთავაზობთ) ხელისუფლებს ნათელ იდეას და კონკრეტულ პროექტებს. მთიანეთის თემთა გადარჩენისთვის. ამას არ იღებდა მთის განვიტარების ეროვნული საბჭო, არც უკეთესს გვთავაზობდა, ჩაიკეტა ბანკებთან ურთიერთობის ძველ მევახშურ სტერეოტიპში.
ძველი ხერხებით ჭრიან და ხერხავენ, ჭრიან და ხერხავენ!..

ამიტომაც, ბატონო ბიძინა, ისევ თქვენ მოგმართავთ, ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემის დანახვა და შველა და რაიმეს გადარჩენა!
მაღალმთიანეთის ზოლი (მთის სოლარული სარტყელი) ისეთივეა ჩვენი ქვეყნისთვის (ერისთვის), როგორც ოზონის გარსი დედამიწისთვის, მოგვერღვევა, გაქრება ეს გარსი და დავიღუპებით, ერი ამ ფატალურ დროში (უამისოდ) ვერ გადარჩება!
ბატონო ბიძინა! გაგვიწიეთ რეკომენდაცია მთავრობასთან, დაგვაწყებინნონ ამ ოზონის გარსის აღდგენა თუნდაც ერთი თემიდან და ეს იყოს ხევსურეთი! და იყოს დათვის-გველეთ-მოწმაოს ისტორიული ეთნო-კულტურული, უნიკალური სამეურნეო თემი!
იქნებ, ერთ თემში მაინც შევძლოთ, თუნდაც სანიმუშოდ ერთი მოდელის ხორცშესხმა და იმის ჩვენება, თუ რა ტიპის სამეურნეო და ეთნო-კულტურული პროექტის შეთავაზება შეიძლება არა ოდენ ხევსურთათვის, არამედ სხვა ისტორიული ტემებისთვისაც…

კობა არაბული
მწერალი, ეთნოლოგი



მეტის ნახვა
26-07-2018, 14:30


გვესაუბრება ყოფილი პარლამენტარი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

ბატონო დიმა, ამერიკის წინა პრეზიდენტები უპირობოდ უჭერდნენ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. აქვე, უპირობოდ, გვბლოკავდა გერმანია, საფრანგეთი. ტრამპმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი ნატოში არ არის. ჩვენ, მაინც ჯიუტად გავიძახით: ნატოში შევდივართო. რისი მანიშნებელია ყოველივე?

ძალიან კორექტულად და ამომწურავად დასმული კითხვაა. ტრამპის განცხადებები, მისი პრეზიდენტობის დღიდან დღემდე, ცალკე კვლევის საგანია, რაც თავისი ღრმა შინაარსითა და რეალური პოლიტიკის კომპონენტების გათვალისწინებით, ნამდვილად, დიდ ყურადღებას და მაღალ შეფასებას იმსახურებს. ტრამპი არ არის ტიპიური პრეზიდენტი ტიპიურ გარემოში, როგორსაც ჩვენ, მაგალითად, დემოკრატთა მმართველობის ობამასა და კლინტონის დროს მოვიაზრებთ, არამედ ეს არის პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი, რომელიც პირველ რიგში, აშშ-ს ნაციონალური ინტერესებიდან გამოდის. მან გააკეთა განცხადებები მექსიკასთან მაღალი გალავნის აშენების ინიციატივით დაწყებული დამთავრებული ჩინეთთან, ევროკავშირთან პრეფერენცირებული ვაჭრობის საკითხების გადახედვით და ძალიან ბევრი წარმოების აშშ-ში გადმოტანის პირობის დადებით, რაც საბოლოო ჯამში, ტრამპის წარმატების გარანტორი გახდა.

თუმცა, ამასთან ერთად, ტრამპის საარჩევნო კამპანიას ყოველთვის ლაიტმოტივად გასდევდა ფრაზები რუსეთის ფედერაციასთან ახალი ურთიერთობის დაწყების პირობის შესახებ. ამიტომ, ტრამპი როგორც კრემლის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გამტარებელი პრეზიდენტი ისე შერაცხეს, რომელიც პუტინის და ზოგადად, კრემლის გავლენის ქვეშ ექცევა, რაც საბოლოო ჯამში, აშშ-ს დაზვერვამ გამოძიებებით დაადასტურა თითქოს, ტრამპის საარჩევნო კამპანიაში და მის წარმატებაში წვლილი ვლადიმერ პუტინს მიუძღვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელსაც დღეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, ხშირ შემთხვევაში, იგერიებს ფეიკ-ნიუსის მწარმოებელი მედია-საშუალებების მხრიდან. აშშ-მ კარგად უწყის, რომ დღეს, მსოფლიო ერთპოლარული აღარ არის და რუსეთის ფედერაციას, ჩინეთს მსოფლიოში თავიანთი ინტერესები გააჩნიათ. ამ თვალსაზრისით, სირიაში განვითარებული კონფლიქტი, მასში რუსეთის მონაწილეობის პოზიტიური მხარეები განმსაზღვრელი იყო იმისა, თუ რაოდენ დიდია ამ ქვეყნის ინტერესები მის ფარგლებს გარეთ და რა რეგიონებს მოიცავს.

აღმოჩნდა, რომ სირია არის შორეული ბუფერი, რომელზეც პოზიციების დათმობას რუსეთი არ გეგმავს და ახლო მომავალში არც აპირებს ამ საკითხს გადახედოს. ჩნდება კითხვა: თუ სირია და ახლო აღმოსავლეთი რუსეთის ინტერესებისთვის შორეული ბუფერია, ახლო ბუფერი სად არის? ყველასთვის კარგად და გასაგებად ჩანს, რომ ახლო ბუფერი ეს არის მთლიანად კავკასიის რეგიონი. ამ შემთხვევაში, ამიერკავკასიაზე არ გავამახვილებ ყურადღებას იმიტომ, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული ჩრდილოეთ-კავკასიაში არსებული საომარი მდგომარეობა და ამ ომის ვითარების დასტაბილურება პუტინის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი, დიდი პოლიტიკური ამოცანა იყო. მას შემდეგ რაც იქ მშვიდობამ დაისადგურა, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კავკასია როგორც ერთი მთლიანი ინტერესის სფერო ისე განიხილება. ეს კარგია თუ ცუდი, ფაქტია, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, თვალს არ ვუსწორებთ. რატომღაც, ეს დაჩემებული ნატო, ნატოს ძახილი, საბოლოოდ, იმ ბალმასკარადამდე მივიდა, რომ უკვე პუტინი კი არა ტრამპიც გვეუბნება: ნატოში საქართველოს ადგილი არ არისო.

ჩვენ, მაინც არ გვინდა ამ რეალობას შევეგუოთ და როგორც თავის დროზე უსუფაშვილი აცხადებდა: უნდა ვაკაკუნებდეთ და ნატოში შესვლას ვითხოვდეთო, ეს კაკუნი კოდალას კაკუნად გადაგვექცა, რომელიც ფუტურო ხეს უკაკუნებს, იცის, რომ იქ ჭიაყელა აღარ არის, მაგრამ მაინც უკაკუნებს იმიტომ, რომ ეს მისი ერთგვარი პირობითი რეფლექსია. დიახ, ნატოს კარზე კაკუნი პირობით რეფლექსებში გადაგვეზარდა. საქართველოს რეალური პოლიტიკით დაკავების ნაცვლად, მაამებლური პოლიტიკის წარმოება ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ ისეთმა მარიონეტებმა, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, საგარეო უწყებაში გვყავს დაშტამპული, მკვდრადშობილი განცხადებები აკეთონ. ორიოდ დღის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალური წინადადება გაუკეთა რუსეთის პრეზიდენტს, რომ შემდგომი მაღალი დონის შეხვედრა შემოდგომაზე, აშშ-ს მასპინძლობით, ვაშინგტონში წარიმართოს. იქნება თუ არა დღის წესრიგში უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს ცნობილი არ არის. ფაქტია, რომ ჰელსინკში ჩატარებულ შეხვედრებზე საქართველო მოხსენიების ღირსი არ აღმოჩნდა. ტრამპის ხისტი განცხადება საქართველოსთან მიმართებით: ამ ეტაპზე საქართველო უნდა შეეგუოს, რომ ვერ იქნება ნატოს წევრი, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ აშშ ამიერკავკასიაში რუსეთის გავლენებს და მის გეო-პოლიტიკურ ინტერესებს ცნობს. ეს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში ახალი ფურცელია და ჩვენ როგორც არასდროს მზად უნდა ვიყოთ ამ ახალი რეალობისთვის თვალის გასასწორებლად. რაც გულისხმობს შემდეგს: 2020 წლის მოსალოდნელი არჩევნების წინ უნდა შევეცადოთ, რომ ქართულ-რუსულ დიალოგს თუნდაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს უშუალო მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყაროს. 

მე თუ მკითხავთ, ეს არის უმაღლესი ამოცანა, რომელსაც არა პოზიცია ან ოპოზიცია, არამედ მთლიანად ქართული კონსოლიდირებული პოლიტიკური სპექტრი უნდა ემსახურებოდეს, რაც რეალურად არ გვყავს. ჩვენ გვყავს მონურ მორჩილებაში მყოფი ნეოლიბერალური ნარატივის მატარებელი ძალთა ერთობა, რომლებიც უბრალოდ, პირობითი სახელებისგან განირჩევიან ერთმანეთისგან. თორემ, ევროპულ საქართველოს რომ ჰკითხოთ რით განსხვავდება, თავისი იდეოლოგიით, ნაცმოძრაობისგან, განა გაგცემთ თუნდაც, ერთ განმასხვავებელ ნიშანზე პასუხს? ან, რით განსხვავდება ალასანია რესპუბლიკელებისგან, ან, ორივე ერთად ბოკერიასგან ან, სამივე ერთად მიშა სააკაშვილისგან? არავითარი განსხვავება არ არის. ეს არის ერთი პოლიტიკური სისტემა, ერთი პოლიტიკური ძალა პირობითი სახელწოდებებით დაყოფილი. რა უნდა ქართველ ამომრჩეველს? მას უნდა ამ ყველაფერს წერტილი დაესვას, ქვეყანას ჰქონდეს ეროვნული ინტერესისკენ სწორი მიმართება. ამ გზაზე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილს სახალხო, ერთიანი კონსოლიდირებული ეროვნული ინტერესის გამომხატველი პოზიციისთვის დაეჭირა მხარი. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ერი, სახელმწიფო, რომელსაც სარწმუნოებრივ სიმბოლოდ მართმადიდებლობა აქვს, თავისი ინტერესის დაკმაყოფილებას, აუცილებლად მიაღწევს.

_ ბატონო დიმა, როგორ ფიქროფთ, წაადგება საქართველოს ტრამპის და პუტინის შეხვედრა?

_ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებლად, უნდა გავიხსენოთ ტრამპის განცხადების კვალდაკვალ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება. მან, ამ შეხვედრის შემდეგ, ღიად თქვა: რუსეთი არ დაუშვებს მის საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან გაშლას და იქ, სამხედრო ბაზების შექმნის მცდელობას. თუკი ამას ადგილი მაინც ექნება, ეს იქნება ყველაზე კრიტიკული გამოძახილი, რაზეც რუსეთი რეაგირებას მოახდენსო. რა თქმა უნდა, ასეთი მძიმე განცხადება ძალიან სწორად, პირდაპირ და იმის მიმანიშნებლად უნდა აღვიქვათ, რომ ეს სამხედრო კონფრონტაციის 

გაჩენის შესაძლებლობას ნიშნავს. როგორც ყოველთვის საქართველო მარტო აღმოჩნდებახოლმე ასეთი კონფრონტაციის პროცესში და შესაძლოა წყლისა და პამპერსების შემოწოდებაც კი ვეღარ შეძლოს ვერავინ ნიშნად იმისა, რომ თითქოს, საქართველოს ფორმალური პარტნიორები ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ქართველი ამომრჩევლის მიერ სწორად უნდა იყოს გაანალიზებული და პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, მით უმეტეს, ტრამპის ბოლოდროინდელი განწყობების გათვალისწინებით, ჩვენ, სწორედაც რომ აშშ-ს უნდა ვთხოვოთ, იგი, მინიმუმ არ იყოს წინააღმდეგი იმისა, რომ საქართველო რუსეთის პირისპირ დადგეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოლაპარაკებების საკითხებში, პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებების საბოლოო შედეგად ჩვენ, ვხვდებით, რომ აშშ რეგიონიდან უკან იხევს და სწორ ვარაუდს აკეთებს, თუ რა ინტერესები გააჩნია რუსეთს ამიერკავკასიაში. აი, სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

_ ბატონო დიმა, რუსეთში ნახევარ მილიონზე მეტი ქართველია წასული და აქ, საკუთარ ოჯახებს ეხმარება. პარალელურად, გვინდა, რომ რუსეთმა ჩვენი პროდუქცია საკუთარ ბაზარზე გაიტანოს და თანაც, ამ ქვეყნის ლანძღვა-გინებაში ვართ. ასეთი დამოკიდებულებით რას მივაღწევთ?


_ აბსოლუტურად გეთან- ხმებით. დასავლეთის მხრიდან განხორციელებული სანქციების ფონზე იტალიამ უდიდესი ზიანი მიიღო, რომელიც დღეში 7 მილიონ ევროს კარგავს. 34%-ით შემცირდა სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა ფინეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რამაც შეუქცევადი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ფინეთის სოფლის მეურნეობას, ისევე როგორც ნორვეგიას და შვედეთს შეექმნა პრობლემები.

რუსეთი მხოლოდ დედამიწის 1/8 არ არის. იგი ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამომხმარებლო ბაზარი, ეკონომიკის მიმღები, შემკრები ჰაბია. ის, რომ აშშ-მ სანქციების ეს სერია განახორციელა, არ ნიშნავს, რომ ამით ევროპა არ დაზარალდა. რა თქმა უნდა, ევროპა გრძნობს ამ ზიანის მასშტაბებს და იმიტომაც არის, რომ უკვე იტალიამ, ავსტრიამ, ჩეხეთმა, უნგრეთმა, ფინეთმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მათ, სანქციების ნაწილში, რუსულ-ევროკავშირულ ურთიერთობებს უნდა გადახედონ. ანაოგიურად შეიძლება ითქვას საქართველოზე.

ბუნებრივია, პატარა საქართველო პატარა ეკონომიკით მსოფლიო დიდ ეკონომიკაში არ არის ინტეგრირებული და თავის გადარჩენისთვის იბრძვის. გადარჩენის პროცესში ლომის წილი რუსეთზე მოდის. ჩვენი საგარეო ეკონომიკური ბრუნვა მილიარდ 200 მილიონამდე გაიზარდა სწორედ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მირნერალური წყლების, ღვინის და ა.შ. გატანის ხარჯზე. დღეს, სხვათა შორის, ორგანიზაციამ, რომელიც ყოველთვის დაკავებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის შემოწმებით, მას შემდეგ რაც საქართველოს მხრიდან კვლავ გაკეთდა ნატოს მხარდამჭერი განცხადებები, ღიად თქვა, რომ საქართველოს ღვინის ხარისხის შემოწმება დაიწყო. ეს რას ნიშნავს? ჩნდება საფრთხე იმისა, რომ ხვალ, პოლიტიკურ დონეზე მიიღონ გადაწყვეტილება და საქართველოს შეუჩერდეს რუსეთის ბაზარზე ღვინის შეტანა. ეს სიგნალი იყო. ეს იმ პირობებში, როდესაც 67% ექსპორტისა რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ღვინოების 80%-ს რუსეთის ფედერაციაში ვყიდით. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გავექცევით. სრულიად გეთანხმებით შეკითხვაში: რუსეთს, ერთი მხრივ, ოკუპანტს ვეძახით, ვაგინებთ, არ ვაკლებთ ნეგატიურ ემოციას, გასა- გებია, რომ ფაქტობრივი ოკუპაცია არაკეთილისმოსურნეს ამის საბაბს აძლევს. სინამდვილეში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის, წელს რეკორდი მოიხსნება, ბუმია საქართველოზე ატეხილი. ფაქტია, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არავითარი ქსენოფობია არ არსებობს. რუსები აქ თავს მშვიდად გრძნობენ. პირიქით, ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეები აფინანსებენ იმგვარ კამპანიებს, რომელმაც ყველანაირად უნდა შეუშალოს ხელი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, რაც საჯარო პოლიტიკის საწინდარია.

არაკეთილისმოსურნეებმა დაინახეს, რომ სახალხო დიპლომატია იმარჯვებს. სხვათა შორის, ჩვენი "ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრიც", ამ მიმართულებით, პატარა წვლილის შემტანია. ცენტრში უფასო რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს ვატარებთ, მათ შორის, რამოდენიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც. უზარმაზარი რიგი დგას ბავშვების, რომლებიც თვლიან: ქართველმა უნდა იცოდეს როგორც ინგლისური ისე რუსული. რუსული ენა ეს არის ჩვენი სამეზობლო ურთიერთობის ენა. ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სკოლებში რუსულ ენას ებრძოდე, როგორც ეს დღეს ჩვენთან ხდება. საჭიროა მტრობით დანგრეული ურთიერთობა ახალი პერსპექტივებით შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გათვალისწინებით.

დღეს, კონფედერაციების შექმნაზე არ უნდა ვიმსჯელოთ, არამედ ვისაუბროთ შემდეგზე: რუსეთი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არცერთი ქართველი არ იცხოვრებს აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე. უბრალოდ, ჩვენს არსებობას და ქართველობას აზრი დაეკარგება. თავად პუტინმა თქვა: არ არსებობს მოულაპარაკებელი საკითხებიო. მან მიუნხენის კონფერენციაზე ისიც თქვა: აფხაზეთი სახელურის გარეშე ჩემოდანს მაგონებს, რომლის ტარებაც რთულია, მაგრამ დატოვებაც გენანებაო. ეს არის მესიჯები იმისა, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთთან გადაიკვეთოს და რაღაცაზე მოვილაპარაკოთ.

_ ივანიშვილმა პოლიტიკაში კვლავ მოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებს. როგორ გესახებათ ეს პერსპექტივა?


_ თუ ბატონი ივანიშვილი აფხახეთს და სამაჩაბლოს დაიბრუნებს, არ მოიძებნება ქართველი, რომელიც არ მოისურვებს, მცირედი მატერიალური წვლილი შეიტანოს, რათა მას სიცოცხლეშივე ოქროს ქანდაკება ჩამოუსხას და უკვდავყოს. თუ ივანიშვილს ამის გეგმა აქვს, მთელი საქართველო მის ერთიც არის, გვერდით დადგება. თუ ჩვენ გულზე ხელი და ერთი ივანიშვილის იმედზე ვიქენით, არაფერი არ გვეშველება. მთელმა ერმა ხელები უნდა დავიკაპიწოთ. საჭიროა, დაიწეროს თუნდაც, ათი თეზა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისობაში და ყველამ მოვაწეროთ ხელი იმას, თუ როგორ გადავრჩეთ. მერე, ვინ პარტიული იქნება და ვინ უპარტიო, ყველაფერი აზრს დაკარგავს, იქნება მხოლოდ ერთი პარტია – საქართველო, იქნება ერთი პარტიის წევრი – 
საქართველოს მოქალაქე და როცა სანუკვარ მიზნებს მივაღწევთ მერე გავიყოთ მწვანეებად, ლურჯებად, წითლებად, თეთრებად.

ეს ათი თეზა უნდა იყოს ეროვნული ინტერესი: ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის განვითარება, მისი პრიორიტეტები, ქვეყნის ეკონო- მიკას უნდა განსაზღვრავდეს მისი ინტელექტუალური პოტენციალი, განათლება და მეცნიერება იყოს უმთავრესი პრიორიტეტი. ეს უნდა იყოს კონკრეტული თეზები და არა დემაგოგია. ვთქვათ, როგორ შეიძლება საზღვაო ქვეყანას არ ჰყავდეს თავისი სანაოსნო. ჩვენ ჯვარსახოვანი პოლიტიკა უნდა გვქონდეს და არა ნატო, ნატო ან რუსეთი, რუსეთი, ყველასთან უნდა ვიმეგობროთ. საქართველო მთელი მსოფლიოსთვის ახალი დემოკრატიის ბიძგის მიმცემი უნდა იყოს, ისიც კი უნდა შევძ- ლოთ, რომ მსოფლიოს წინაშე დავაყენოთ საკითხი _ გაეროს შტაბბინა სწორედ ამ ცივილი- ზაციათა გზაჯვარედინზე იყოს. საქართველო
უნდა იყოს ახალი შვეიცარია, ფინანსური ჰაბი, სატრანსპორტო დერეფნები ყველა მიმართულებით. ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს.

_ მარია ზახაროვამ გააკეთა განცხადება რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის შესა- ხებ. რას იტყვით
ამის თაობაზე?


_ მარია ზახაროვა ძალიან საინტერესო სპიკერია. ის შემოქმედებითი ნატურაა, ჩვენ, საქართველოშიც გვჭირდება ასეთი პოლიტიკოსები. მისი მოსაზრებები რუსულ საგარეო პოლიტიკას პოპულარულს ხდის. ამას, რა თქმა უნდა, პროპაგანდის ხასიათი აქვს. ზახაროვა მაღალი დონის დიპლომატია. მას საქართველო ნეგატიურ კონტექსტში არასდროს უხსენებია. მისი ნებისმიერი განცხადება ეს არის ქართულ-რუსული პოლიტიკის დაახლოების მცდელობა, რაზეც ჩვენი აქამდე არსებული მარიონეტული მთავრობები უფლებამოსილნი არ იყვნენ რომ მხარი დაეჭირათ. ჩემი აზრით, რომ ივანიშვილის მისია ჯერ არ დაწყებულა, ეს ყველაფერი ახლა დაიწყება.

_ ბატონო დიმა, ბოლოს საშინაო პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ. ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. რას ფიქრობთ, წარდგენილ კანდიდატურებზე?

_ პირველად ჩემს მიერ მოცემულ ინტერვიუში პერსონებზე არ ვისაუბრებ. ის კანდიდატია მნიშვნელოვანი, რომელიც მისა- ღები იქნება როგორც რუსეთის ფედერაციისთვის, ისე აშშ-სთვის. პირდაპირ ვთქვათ: ისეთი პრეზიდენტი გვჭირდება, რომელიც ერთიანი წარმატებით იქნება მიღებული ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და პეკინშიც. მოდით, ასეთი ტიპის პრეზიდენტზე ვიოცნებოთ, რისი რესურსიც გვაქვს. ჩემი აზრით, ქვეყანას ასეთი ადამიანი მინიმუმ სამი ჰყავს, პერსონების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ოღონდ, ამაში ვაშაძეს არ ვგულისხმობ. როცა გრიგოლ ვაშაძე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე საგარეო მინისტრი გახლდათ, მან არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გამოსცა ბრძანება, რომლითაც ჩვენს არალეგალ მოქალაქეებს (მაგალითად, ათენში აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას) ამის შესაძლებლობა აღუკვეთა.

ანუ, ამ ადამიანების მიმართ პოლიტიკური დისკრიმინა- ცია ჩაიდინა. ასეთი ადამიანი დღეს ამბობს, რომ ჩვენი კონსტიტუცი- ური უფლებების დაცვის გარანტი იქნება. იგი ვერაფრით იქნება კონსტიტუციის გარანტი, რამეთუ მას ერთხელ უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული მასშტაბურ აქტში საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და თავისი ბუნებით, ხასიათით ვოლუნტარისტია.


თამარ შველიძე

მეტის ნახვა
26-07-2018, 10:30