5-08-2018, 20:31


გვესაუბრება პოლიტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას პირველი ინტერვიუ მისცა. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად შეიძლება მისი გზავნილები ქართულ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად მივიჩნიოთ?

_ დიახ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი საზოგადოებაში გამოჩენა, პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია, რადგან ბევრი კომპონენტი, რაც მის ინტერვიუში გაჟღერდა პრინციპულად ახალია. მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი წარმოჩინდა არა როგორც "ქართული ოცნების" დამცველი, არამედ როგორც ქართული პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ბეიღბალზე მზრუნველი ადამიანი. სასურველია, ამაში წამყვანი როლი "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს, ოღონდ, ეს, უკვე, ბატონი ბიძინასთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი თუნდაც, "ქართული ოცნების" პოზიციე- ბის შესუსტება, რიგ შემთხვევებში, პოლიტიკური ან ეკონომიკური ცხოვრებისთვის უკეთეს შედეგს მოიტანს, ინტერვიუდან ნათლად დავინახეთ, რომ ივანიშვილი ამ ნაბიჯზე წამსვლელია. ანუ, მის გამოსვლაში ჩანდა, რომ ქვეყანა უფრო წინ იყო დაყენებული, ვიდრე პარტია.

_ ივანიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მას ნაკლებად იცავდა. საინტერესოა, საერთოდ, დარჩა კი ივანიშვილს თავისი გუნდი ანუ, არის კი "ქართული ოცნება" მისი გუნდი?

_ არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" რომ გუნდურობა მოისუსტებს, რაც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტია. გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრნაირი იყოს: ძირითადად, პირველები გუნდიდან ისინი წავიდნენ, ვინც მიპატიჟებულნი იყვნენ _ "რესპუბლიკელები" და ალასანია. საკუთრივ, "ქართული ოცნება" დარჩა, ოღონდ, მასში წინ წამოიწია სხვა თაობამ, რომლისთვისაც ივანიშვილის ღვაწლი, რაც მას საქართველოს ისტორიის წინაშე მიუძღვის, ისეთი მნიშვნელოვა-ნი არ იყო, როგორც ადრინდელი თაობებისთვის. კერძოდ, ის რომ სააკაშვილის რეჟიმი მოირღვა _ ივანიშვილმა დაამარცხა, ეს დიდ, გარდამტეხ მოვლენად ითვლება თუ არა ახალგაზრდა თაობისთვის, ძნელი სათქმელია. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილის პოლიტიკის ერთ-ერთი ხაზი უფროსი თაობის ჩარეცხვა გახლდათ. ეს თაობა ჩაირეცხა უმაღლესი სასწავლებლებიდან, მთავრობიდან, პოლიტიკური ცხოვრებიდან და ყველგან ახალგაზრდები შემოვიდნენ. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ახალგაზრდები, მაგრამ ვიქეცით ქვეყნად, სადაც შეიძლებოდა მინისტრი 22 წლის ყოფილიყო, პარლამენტარის საშუალო ასაკიც ძალიან დაბალი იყო და ა.შ. თუ თვალს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ჯგუფებს გადავავლებთ, იქ, ჭაღარა თავები ძალიან ბევრია.

ეს არ ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა იმ ტიპის უნდა იყოს, რაც საბჭოთა კავშირის დროს გახლდათ _ საბჭოთა ლიდერი ყოველ მეორე დღეს იცვლებოდა იმიტომ, რომ ასაკი უწევდა და იმ პოლიტბიუროში ახალი მოხუცი შედიოდა. ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. მაგრამ უკიდურესობაა ისიც, როდესაც აკლიათ პოლიტიკოსებს ცხოვრებისეული გამოცდილება. ადამიანს მოსამართლედ 35 წლამდე არ ნიშნავენ, ცხოვრებისეული გამოცდილება საკმარისი არ აქვსო. აღმოჩნდა, რომ ყველა სხვა თანამდებობაზე ცხოვრებისეული გამოცდილება საჭირო არ ყოფილა. ასეთ უკიდურესობაში გადაზარდა სააკაშვილმა ქვეყნის პროცესები და შეჭაღარავებული თავები ქართულ სინამდვილეში გაქრა. წეღან ვახსენე, უცხოეთში პოლიტიკაში ბევრი ჭაღარა თავია-მეთქი, მაგრამ იქ, ახალგაზრდებიც არიან. მათი სტილი ახალგაზრდების წინ წამოწევაა, მაგრამ ითვლება, რომ სხვადასხვა თაობის ხალხი გადაწყვეტილების მიღებაში, დაახლოებით, ერთნაირად უნდა მონაწილეობდნენ. ეს დემოკრატიის პრინციპია. წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტს მარტო სტუდენტები რომ მართავდნენ, სკოლას კი მარტო მოსწავლეე- ბი და ა.შ. ჩვენ, სამწუხაროდ, დაახლოებით, ასეთი სახელმწიფო მივიღეთ.

_ ივანიშვილმა ინტერვიუში კიდევ რამდენიმე კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ძირითად მიმართულებად საბანკო სექტორში ცვლილებები დაასახელა. მან აღნიშნა, რომ ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა. ეს ბანკები საკმაოდ სერიოზულ ფინანსებს ფლობენ, მათ უკან საერთაშორისო ძალები, დონორები დგანან. ომი რომლის წამოწყებასაც ივანიშვილი აპირებს რამდენად უსაფრთხო და გამარჯვებადი იქნება?

_ ეს ომი, ჯერჯერობით, განცხადების დონეზეა, მაგრამ უფრო ადრე, ბრძოლა ბანკების წინააღმდეგ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით ბახტაძემ წამოიწყო. მან შემოიტანა ნორმები, რომლებიც ბანკების მონოპოლიას ზღუდავს. ოღონდ, ვგრძნობ, რომ პროცესი გაგრძელებას ითხოვს შემდეგი მიმართულებით: ბანკი, როგორც წესი, ფინანსური თვალსაზრისით, ძლიერი სტრუქტურაა. საკმარისია მას სხვა ბიზნესის კეთების უფლება და საშუალება მიეცეს, ასე, რა თქმა უნდა, იგი, მონოპოლისტი გახდება და ეკონომიკის სხვა სუბიექტებს, ელემენტარულად, მოსპობს, შედეგად, ეკონომიკური თვალსაზრისით, მონოპოლიზებულ ბაზარს მივიღებთ. ამიტომ, ლაპარაკია იმაზე, რომ ბანკების უფლებები უნდა შეიზღუდოს, მათ არ უნდა ჰქონდეთ თავიანთი პროფილის გარეთ გასვლის საშუალება, არამედ მარტო საბანკო საქმე უნდა აწარმოონ. ჩვენთან მხოლოდ საბანკო სექტორი როდია მონოპოლიზებული. თითქმის, ყველა სექტორი მონოპოლიზებულია.

მაგალითად, მონოპოლიებია ჯანდაცვის სფეროში _ ერთიდაიმავე ფირმას აქვს კლინიკა, ფარმაცევტული ფირმა, დახმარებების გაცემის საშუალება და ა.შ. ანალოგიურად მონოპოლიზებულია ენერგეტიკის სექტორი, ბენზინი. ასე, რომ თუკი ბანკების მონოპოლიზაციის წინააღმდეგ მოძრაობა დაიწყება, სავარაუდოა, რომ მოძრაობა ზოგადად, მონოპოლიების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს. მონოპოლიების გამოა, რომ არ არსებობს საშუალო და მცირე ბიზნესი და შედეგად, სწორედ ამ მიზეზით არ არსებობს სამუშაო ადგილები. დასავლეთის საზოგადოებებში სამუშაო ადგილების ძირითადი პროცენტი საშუალო და მცირე და არა დიდ ბიზნესზე მოდის. იმიტომ, რომ დიდი ბიზნესი ცდილობს ტექნიკური ინოვაციების შეტანით თუ სხვა ხერხებით ხარჯები შეამციროს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაასაქმოს. საშუალო და მცირე ბიზნესი კი ადამიანებს ასაქმებს. გამოდის, რომ მონოპლიებთან ბრძოლა, ფაქტობრივად, არის ბრძოლა სამუშაო ადგილებისთვის. ამას კი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო 30 წლის მანძილზე მუდმივად სამუშაო ადგილების პრობლემაა. ამავე, 30 წლის მანძილზე სულ მონოპოლიების პრობლემა დგას. აი, სწორედ ამ პროცესის სათავესთან გამოჩნდა ივანიშვილი. ამ ინტერვიუდან გამოიკვეთა, რომ იგი ამ პროცესს ხელს კიდებს, რასაც ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თუ მან წარმატებას მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზრდება.

თუკი გვიან არ არის და დღეს "ქართული ოცნება" როგორც პარტია, მისი ლიდერი ივანიშვილი მონოპოლიების სფეროში მკაფიოდ დააყენებენ რეფორმების საკითხს, ამას გაიტანენ. "ქართულ ოცნებას" როგორც ერთადერთ გავლენიან პარტიას, ამის გატანა შეეძლება. თუ დააგვიანებენ და პოლიტიკური სპექტრი უფრო აჭრელდება, მერე, ეს შანსი, დაიკარგება. ანუ, რეფორმების ის მიმართულება დაიკარგება, რისი სულისკვეთებაც ივანიშვილის ინტერვიუში ჩანდა.

_ ივანიშვილმა ღიად ისაუბრა ეკონომიკური გუნდის, კერძოდ, კვირიკაშვილის შეცდომებზე. ამის გამოსწორების რა ბერკეტი არსებობს?


_ ივანიშვილმა, ამ კუთხით, კრიტიკული ტონი არჩია. კერძოდ, თუკი ქვეყანაში მონოპოლიებს შეინარჩუნებ, უმუშევრობის პრობლემა ყოველთვის იქნება. ერთ-ერთი წამყვანი საბანკო მონოპოლიებია. ფაქტობრივად, ივანიშვილმა კვირიკაშვილს მონოპოლიების შენარჩუნებაში დასდო ბრალი. ბრალდება ეხებოდა არა იმას, რომ კვირიკაშვილმა ან ქუმსიშვილმა რაღაც მიითვისეს, არამედ იმას რომ მცდარი, არასწორი, დანაშაულებრივი კონცეფციით მიდიოდა ქვეყანა მონოპოლიების გაძლიერებისკენ, რაც პრინციპულად გამორიცხავდა სამუშაო ადგილების გაჩენას, გამრავლებას. ივანიშვილი, ჩემი აზრით, ამ არასწორი გზით სიარულის გამო გამწარდა. ეს გზა, თავისთავად, რაზედაც დააყენეს, გააძლიერეს ქვეყნის სიარული, იყო ივანიშვილის მთავარი ბრალდება. სწორედ ამიტომ იყო იგი შეურიგებელი იმასთან, რომ ამ ადამიანებს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე გავლენა შეენარჩუნებინათ.

_ ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. ივანიშვილი ამ თემასაც შეეხო, განაცხადა, რომ შესაძლოა, მათ საერთოდ არ ჰყავდეთ კანდიდატი.

_ ის, რომ ივანიშვილმა განაცხადა: თანახმაა უკან დაიხიოს და ადგილი სხვას დაუთმოს, ამას დიპლომატიურ კორპუსში და ქართველი ანალიტიკოსების იმ წრეებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პლურალიზმი ქვეყნისთვის აუცილებელია, დიდი აღფრთოვა- ნება მოჰყვა. მაგრამ ამავე დროს გაჩნდა შიში: თუკი ივანიშვილმა პრეზიდენტის პორტფელი "ნაცმოძრაობას"დაუთმო, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტით შეიარაღებულმა "ნაცმოძრაობამ" ის განახორციელოს, რაც სააკაშვილმა იმავე საღამოს თქვა თავის შეფასებაში _ ჩვენ, გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, მერე დავიჭერთ, წავართმევთ, მიწასთან გავასწორებთ და ა.შ. ანუ, "ნაცმოძრაობის" სახელისუფლო სტილისტიკა, როგორც სააკაშვილმა გამოავლინა, აბსოლუტურად არ შეცვლილა. ძველი სტილისტიკის ცხოვრებით "ნაცმოძრაობის" უკან მობრუნება, ბევრისთვის მიუღებელია. ეს არ უკავშირდება პლურალიზმის საკითხს. ამ წინადადებით, ნორმალური პოლიტიკის პირობებში, ყველა აღფრთოვანებული იქნებოდა, მაგრამ კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" მოსვლა, რომელმაც შეიძლება ისევ ქვეყნის მოშლაზე და ადამიანების ბედზე  გადაიაროს, მიუღებელია იმ პოზიციაში, რაც ინტერვიუში ივანიშვილმა გაახმოვანა.

_ ბუნებრივია, თუ ვაშაძე ან ბაქრაძე გაიმარჯვებს, სააკაშვილს ყველა დანაშაულს ჩამოაწერენ. ამ ყველაფერს რა მოჰყვება?

_ დიახ, ხომ დაწერა სააკაშვილმა, რაც მერე შეიძლება მოხდეს. მან ინტერვიუში იმ მოვლენების სცენარი აღწერა თუ როგორი ცხოვრება გვექნება საქართველოში. მავანი შეეკამათა: კონსტიტუცია არ იცის, ამის უფლება პრეზიდენტს არ აქვსო. სააკაშვილს კონსტიტუცია სულ არ აინტერესებს. პრეზიდენტს რისი უფლებაც აქვს იმის მაქსიმალური გამოყენებით ეცდება ქვეყანა იქამდე მიიყვანოს, რომ მის მიერ დასახული სცენარი შესრულდეს.

_ თუმცა, ჩემი აზრით, პრეზიდენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებები რჩება, რისი გამოყენებაც მოწინააღმდეგეს მშვენივრად შეეძლება.


_ დიახ, თანაც ისეთ მოწინა- აღმდეგეს, რომელიც მზად არის ქვეყანა დაანგრიოს, ოღონდ კი, ჩვენ, იმ ნანგრევებში მოვყვეთ. ანუ, ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო, ამ პრინციპის მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე. ყველაფერს რომ თავი დაანებო, იგი, საერთაშორისო ასპარეზზე გადის როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის გინება ამ პლატფორმიდან, მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს ქვეყნის იმიჯი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, რაც ცოტა არ არის. იმიტომ, რომ ერთია როცა ყოფილი პრეზიდენტი აგინებს ქვეყანას და მეორე საკითხია როცა ამას მოქმედი პრეზიდენტი აკეთებს.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი, ნუთუ მას გააზრებული არ აქვს მოსალოდნელი შედეგი?

_ საერთოდ, ჩვენში დარჩეს და ბევრი თვალსაზრისით, უცნაური ინტერვიუ იყო. არსად, ამ ინტერ- ვიუში, არ ყოფილა ფრაზა _ მე საზოგადოებას მოვუწოდებ… ანუ, პროპაგანდისტული ინტონაცია არცერთ ფრაზას არ ჰქონდა. ამ ინტერვიუთი ივანიშვილი საზოგადოებასთან არ ლაპარაკობდა, მისი ადრესატი ფართო საზოგადოება არ იყო. თუ დავფიქრდებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი ადრესატი იყო საკუთარი პარტია. გამორიცხული სულაც არ არის, რომ ამ ფორმულით _ უარი ვთქვათ საკუთარ კანდიდატზე და პროცესები მივუშვათ, მან სიგნალი თავის პარტიას მიაწოდა. იმიტომ, რომ ეს პირადი კი არა, მისი პარტიის ძალაუფლების შეზღუდვაა. ფაქტობრივად, მან პარტიას აგრძნობინა _ მე, შეიძლება, თქვენი ძალაუფლების შეზღუდვაზე წავიდეო.

_ თქვენ, ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, საკუთარმა გუნდმა სტალინი იმსხვერპლაო. ანალოგიურ საფრთხეს
ივანიშვილთან მიმართებაში ხედავთ?


_ დიახ, ვხედავ. ჩვენ ინტერვიუში ვახსენეთ, რომ ივანიშვილს რთული ბრძოლა ელის მონოპოლიებთან დაჭიდებაში. უნდა გითხრათ, რომ მას თავის გუნდთან დაჭიდებაშიც რთული ბრძოლა ელის. ეგრე არ არის, რომ გუნდს რასაც გინდა იმას უზამ, ამასაც მოხერხება უნდა, მით უმეტეს, როცა გუნდს ბევრი რამ მიეცი განკარგვისათვის, მერე შეიძლება ამდენი ძალა აღარ აღმოგაჩნდეს. სტალინზე აღარ შევჩერდები, შექსპირმა შემოგვთავაზა მეფე ლირი _ ადამიანი, რომელმაც ძალაუფლება თავის საკუთარ შვილებზე გასცა და მერე, უმწეოდ დარჩა. შვილებმა ეს ძალაუფლება მამის სასარგებლოდ აღარ გამოიყენეს. პარტიის წევრებს რაღა უნდა მოსთხოვო.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-08-2018, 19:13


გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.

- გასული წლის ზაფხულში, მასობრივი ხანძრების დროს, რომ ვთქვი, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მოკიდებს თავის მილიონებს ხელს და წავა, ჩვენ კი გაჩანაგებული ტყე და ქვეყანა შეგვრჩება-თქო, "ქართული ოცნების" ფანკლუბმა ლამის ჯვარს მაცვა, ამას როგორ ამბობო, დღეს აღარ მოწონთ კვირიკაშვილი. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ვინც კვირიკაშვილის მზეს ფიცულობდა, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ მისი ლანძღვა დაიწყო. არაერთხელ მითქვამს, მათ შორის თქვენი გაზეთის ფურცლებიდანაც, რომ კვირიკაშვილმა გაავსო ხელისუფლება სოროსის ლეკვებით, გაურიგდა ყაჩაღ-ბანდიტ ხაზარაძეს, ეს ვითომდა ეკლესიის დიდი დამცველი, ქვეყნის მოღალატე  "ენჯეოშნიკების" ჭკუაზე დადიოდა. ბიძინა ივანიშვილს რომ ლანძღავდნენ ტელევიზიები, მის დასაცავად მისი ე.წ. გუნდიდან არავის ამოუღია ხმა, იმიტომ ვამბობდით, რომ ბატონ ბიძინას ერთი კაცი არ ყავდა დამცველი მთავრობაში, მერე ეს თვითონვე თქვა.

ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ბევრი კვირიკაშვილი ყავს გვერდით და ამას როცა აღმოაჩენს, შეიძლება ძალიან გვიან იყოს. საქართველოს პრობლემა კოლექტიური ასინეთებია, ეს ივანიშვილის გვერდით მყოფ ხალხსაც ეხება, რომლებსაც ან არასწორი ინფორმაცია მიაქვთ მასთან, ან საერთოდ უმალავენ. ხომ გაირკვა, რომ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა დაუმალეს. ეს ქვეყანა საცდელი ლაბორატორია ხომ არ არის, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, საზოგადოება დაღალა ამ გაუთავებელმა ექსპერიმენტებმა, ძალზე უკმაყოფილოა. უმჯობესი იქნება ბიძინა ივანიშვილმა თვითონ აიღოს ხელში ქვეყნის ბედი, ის იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. სრული სისულელეა განცხადებები, რომ მაინც და მაინც ქალი უნდა იყოს პრეზიდენტი, რატომ, კაცი რომ იყოს, არ შეიძლება? ცხენი ხომ არ "აგვერჩია", არც ის ყოფილა როდისმე პრეზიდენტი, ან რობოტი, აგერ სოფია ჩამოიყვანეს და ბარემის დაგვისვან პრეზიდენტად. მაინც დასავლეთის ბრძანებებს ვასრულებთ, აზროვნება არ გვჭირდება და რომელიმე საელჩო რასაც ეტყვის სოფიას, ისიც უსიტყვოდ შეასრულებს.

საქართველო, ალბათ, ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ბანკები მართავენ ქვეყანას, მათ ყავთ ხალხი პარლამენტში, იყიდეს ყველაფერი, მათ ხელშია სამშენებლო კომპანიები, "თბილისის წყალი", სამედიცინო სფერო, დაზღვევა, მინერალური წყლები. რეალურად "საქართველოს ბანკი" და "თი-ბი- სი" მართავენ საქართველოს, მთელი ქვეყანა ჯიბეში უდევთ, არადა კანონმდებლობით ბანკებს არაპროფილური საქმიანობა ეკრძალებათ. პარლამენტის თავმჯდომარე რომ აცხადებს, ილიას გზით მივდივარო, რაში გამოიხატება ილიას გზა. ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო (საადგილმამულო) ბანკი ჩამოაყალიბა, რომელიც ქართულ მიწებისა და სხვა უძრავ ქონების გამოსყიდვას ახდენდა უცხოელებისგან და ქართველებს უბრუნებ- და, ამათ რა გამოისყიდეს და დაუბრუნეს ხალხს?

ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო, მის გვერდით მდგომი ხალხის უმეტესობა კოლექტიური ასინეთები და კვირიკაშვილები არიან.

ისე, ერთი ინფორმატორის ყოლას, ჯობია რამდენიმე ინფორმატორი გყავდეს, რადგან იმ ერთმა შეიძლება მოგატყუოს, ბევრის შემთხვევაში ინფორმაციას მაინც გადაამოწმებ და შეაჯერებ. უმოქმედოდ ყოფნა დანაშაულის ტოლფასია. კვირიკაშვილი კი წავიდა, მაგრამ მმართველ პარტიაში რამდენიმე დაჯგუფებაა, ყველა თავის მხარეს ექაჩება ებრძვის ერთმანეთს. სააკაშვილის ხელისუფლებას თუ რაიმე წარმატება ჰქონდა, ეს ერთი კაცის მმართველობის პრინციპის დამსახურებაა, ის აქვს დადებითი ამ მმართველობას, რომ რასაც ერთი კაცი იტყვის, ის სრულდება. ახლა ყველა თავისას "უბერავს".

საქართველო ყოველთვის მაშინ იყო ძლიერი, როდესაც ქვეყანაში ცენტრალიზებული მმართველობა იყო. მე თუ მკითხავთ, ჩვენ ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა გვჭირდება, რომ ამბობენ, პარლამენტი უნდა მართავდეს ქვეყანასო, ვის უნდა დაემორჩილოს მთავრობა, ჩუგოშვილსა და სოროსის სხვა "ბარტყებს"? ახლა გაახსენდათ შრომის კანონმდებლობა რომ არ გვივარგა, აქამდე ხმას რატომ არ იღებდნენ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ელოდებოდნენ? თუ გადავხედავთ ჩვენს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიას, სამწუხაროდ, ხელისუფლების ყველა პირველი პირი იზოლაციაში იყო, ასე იყო გამსახურდიას დროს, იგივე გაგრძელდა შევარდნაძის დროს, შევარდნაძესაც ეგონა არაფერი მოხდებოდა, ვინ რას დამაკლებსო. ასეა ივანიშვილის შემთხვევაშიც, მისმა წინამორბედმა ძალიან ცუდად დაამთავრა, იმედი მაქვს იგივე არ განმეორდება და ქვეყანას რაღაც ეშველება, მაგრამ ხომ შეიძლება დაგვიანებული იყოს და ვეღარაფერი ეშველოს? ამიტომაა სასწრაფოდ ცვლილებები განსახორციელებელი, კარდინალური ზომების გატარებაა საჭირო.

- რას გულისხმობთ?

- დასაჯელია ის ხალხი, ვისაც არასწორი ინფორმაციები მიჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ისინიც უნდა დაისაჯონ, ვინც საერთოდ ხმას არ იღებდა, ეს არის გულგრილობა, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია, გულგრილი ადამიანი უფრო მეტ დანაშაულს სჩადის. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანებს, შრომის კანონმდებლობა შესაცვლელიაო, აქამდე ვინ უშლიდა ამის გაკეთებას თუ არა, თქმას მაინც, ბიძინა ივანიშვილს ელოდებოდა? ისე, ყველაზე ღირსეულად ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა, მის მიმართ არავითარი კითხვის ნიშანი არ ყოფილა, მადლობებს ეუბნებიან. თუ კარგი კაცი იყო, მაშინ რატომ გაუშვეს ღარიბაშვილი, თან რაღაცას მაინც აკეთებდა, ხალხს უყვარდა და პატივს სცემდა ხომ? ვერ გავიგე, მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ვინც ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, ის ვერ მოხვდა ახალ მთავრობაში, ვერ გავიგე, თუ კაცი კარგად მუშაობს, რატომ უნდა ჩააჩოჩო და სადღაც მეხუთე პლანზე გადასწიო. ამით სხვას ხომ იმას ეუბნები, რომ თუ კარგად იმუშავებ, ჩაგაჩოჩებენო. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა კოლექტიური ასინეთებია, მათი მიტანილი არასწორი ინფორმაციები, ზუსტად ისინი აფუჭებენ საქმეს, რომლის გამოსწორებასაც დრო ჭირდება, სიმართლე გაირკვევა, მაგრამ ამასობაში ქვეყანა თავზე გვენგრევა.

კვირიკაშვილიც ხომ ვიღაცის რჩევით დაინიშნა მანამდე ეკონომიკის მინისტრის, შემდგომ პრემიერის თანამდებობაზე, რატომ წამოაყენეს ამ ვიღაცებმა კვირიკაშვილის კანდიდატურა, თქვენ გგონიათ, არ იცოდნენ რის გამკეთებელი იყო ეს ადამიანი? პერსონიფიცირებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ ახალი მთავრობის კონკრეტული მინისტრების კანდიდატურებშიც ეჭვი მეპარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. ებრაელებს უთქვამთ, რაიმეს დანგრევა თუ გინდა, ახალგაზრდას ჩააბარეო. ძალიან მაინტერესებს, საიდან მოიყვანეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს აცხადებს, ბათუმში აუცილებლად უნდა აშენდეს მეჩეთი, თანაც ქართული ფულითო. ვინ ეკითხება მაგ ნაძირალას, ასეთ განცხადებას რომ აკეთებს? "ქართულ ოცნებას" იმაში სდებენ ბრალს, კადრები არ უვარგაო, ვინ და რატომ შეარჩია რიჟვაძის კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე?

ჩვენი საპატრიარქოს დელეგაცია რომ ჩავიდა აზერბაიჯანში, იქნებ საინგილოს ქართული ტაძრები აღვადგინოთო, პრეზიდენტმა ალიევმა მათ უთხრა, ჩვენთან რელიგიის საბჭოს პრეროგატივაა ეგ საკითხი, ის როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება, მე არაფერ შუაში არ ვარო. ჩვენთანაც საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, რა შუაშია რიჟვაძე და აჭარის ხელისუფლება. პატრიარქი ამბობს, რომ 300 მეჩეთია აჭარაში, ეკლესიებზე გაცილებით მეტი მეჩეთებია და კიდევ ახლის აშენებას ითხოვენ. ყველა კარგად ვხვდებით, რომ თურქეთის ზეწოლაა ამ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაშინ რატომ არ ხდება ტაო-კლარჯეთში ქართული ეკლესიების აღდგენა, რატომ არ ფუნქციონირებს იქ არცერთი ტაძარი?

სულ ახლახანს ავსტრიაში შესაბამისი კანონი მიიღეს, ათობით მეჩეთი დახურესა და იმამებიც გააძევეს ქვეყნიდან, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, ჩვენს ქვეყანაში მუსულმანებს ჯერ ვერ მივიღებთო, ასეთი რამ საქართველოს მთავრობამ რომ გააკეთოს, ალბათ სკამიანად გადადგამენ. მე მეჩეთების და მუსულმანების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუკი შვეიცარიაში მეჩეთის მშენებლობა რეფერენდუმით წყდება, ჩვენთან რატომ იღებენ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს, შვეიცარიელებზე დიდი დემოკრატები ვართ? ქვეყანას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა აქვს, ეს ვერ მოუგვარებია, ამ დროს კარი გაუღეს მუსლიმ მიგრანტებს, რომლებმაც ლამის წალეკონ ეს ერთი მუჭა ქვეყანა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისლამიზაცია ხდება.

თურქეთის შიშით თუ "პატივისცემით" დიდგორობა ვერ გვიდღესასწაულია და თურმე კიდევ მეჩეთი უნდა ავუშენოთ, თურქეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტ- რი ღიად აცხადებენ, რომ აჭარას კულტურულად წაიღებენ, გამალებით მუშაობენ ამაზე, ფეხის ნაბიჯზე ხსნიან მედრესეებს, სადაც ქართველ ბავშვებს ასწავლიან. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე, თორემ ხალხი ხმას ვერ იღებს. ესეც ხელისუფლების ბრალია, რადგან ვერ მოგვარდა აჭარაში დასაქმების პრობლემა, უამრავი ადამიანი მუშაობს თურქეთში, აჭარაშიც თითქმის ყველა ბიზნესი თურქებისაა, აჭარლები საკუთარ მიწა-წყალზეც თურქებზე არიან დამოკიდებული, რაიმე რომ გააპროტესტონ, უმუშევრები დარჩებიან და ლუკმა-პურს დაკარგავენ. ზვიად გამსახურდიამ ასლან აბაშიძის კანდიდატურა რომ წამოაყენა აჭარის მეთაურის პოსტზე, ზოგიერთი უკმაყოფილო დარჩა, იმნაძე რატომ არ დანიშნეო. ზვიადმა მათ უთხრა, რომ ასლან აბაშიძეს აჭარაში ალტერნატივა არ ჰყავდა. ბატონი მართლაც იყო ეროვნულობის განსახიერება, მას თურქებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, გულის ოპერაცია რომ გაიკეთა თურქეთში, მის მოსანახულებლად თურქეთის მაშინდელი პრეზიდენტიც კი მივიდა. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, თურქეთს არავითარი გავლენა არ ჰქონდა აჭარაში, არცერთი თურქული კომპანია არ იყო იქ, ეს იმიტომ, რომ ასლან აბაშიძე, ჭკვიანი პატრიოტი იყო, რომელმაც კარგად იცოდა, რომ არ შეიძლება ძალიან გაუშინაურდე ისეთ მეზობელს, რომელმაც სისხლითა და მახვილით ერთხელ უკვე წაგართვა ტერიტორიები.

ეს სახელმწიოებრივად მოაზროვნე ადამიანი, დიქტატორად მონათლეს, რატომ იყო დიქტატორი, "მხედრიონი" რომ არ შეუშვა და არ მოაოხრებინა აჭარა, თუ არანორმალურ სააკაშვილთან რომ არ ჰქონდა ურთიერთობა? ჩვენ მემედ და ასლან აბაშიძეების კურსის გამგრძელებლები გვჭირდება აჭარაში და არა ნაძირალა რიჟვაძე, რომელიც მეჩეთის აშენების მეტ პრობლემას ვერ ხედავს. ჩვენს გარშემო სამეზობლოში ყველგან ეროვნული ხელისუფლებებია, რომ იტყვიან, პატრიოტიზმი ჰყვავის, ხოლო ჩვენთან ელჯიპიტი-თემი, სოროსის ლეკვები და ნაძირლები ჰყვავიან. ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზია, ე.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ღიად ეწევა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, ახლახანს ფილმი აჩვენეს, როგორ ურჩევს "გამოცდილი" კაცი მოზარდს, გასინჯე, კარგია, მოგეწონებაო.

ადრე დასავლეთი რუსეთს ანგრევდა ელცინის მეშვეობით, ხელისუფლებაში მოიყვანეს თავიანთი აგენტი, რომელმაც კინაღამ დაშალა რუსეთი. ახლა ჩვენი დაშლა უნდათ სოროსის ლეკვების მეშვეობით. დროზე უნდა მოაშოროს ბიძინა ივანიშვილმა ეს კონტიგენტი ხელისუფლებიდან, რომლებიც რეალურად რობოტი სოფიას "კოლეგები" არიან, არ ჭირდებათ ტვინის ჩართვა, რასაც გარედან ეტყვიან, იმას ასრულებენ. დააკვირდით, სახეებიც როგორ უმეტყველო აქვთ, მიმიკის გარეშე, ეს სოფიაც იმიტომ ჩამოიყვანეს, მალე კოლექტიური სოფიების გუნდი გვეყოლება.

ყველაზე მეტად საზოგადოება იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" საერთოდ არ წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი. გამოდის ნაციონალებს გადააბარებენ ამ თანამდებობას. როგორც კვირიკაშვილმა დაღუპა, ისე გვერდში მდგომი სხვა მრჩევლები დაღუპავენ ივანიშვილს. დასავლეთი ვერ გაგვიგებსო, თუთიყუშებივით რომ იმეორებენ, დასავლეთს ნაცების ხელისუფლებიდან წასვლაც არ უნდოდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხის მოთმინების ფიალა არ აივსება, ძალიან ცდება, გამოვა ხალხი და ვერავინ გაასწრებს, მერე ერთი კაცის შეცვლა კი არა, ვერაფერი უშველის. ამიტომ დროზე მოვიდნენ ჭკუაზე. დასავლეთის ჭკუაზე თუ დავდივართ, დასავლეთს არც "ქართული ოცნება" უნდა და არც ქართველი ხალხი, მაგათ მარტო ციხის გამაუპატიურებლები უნდათ, რომლებიც დემოკრატიის შუქურად ჰყავდათ გამოცხადებული. ციხის კადრები რომ არ გამჟღავნებულიყო, დღესაც ნაცები იქნებოდნენ ხელისუფლებაში. ხომ ხედავთ რა თქვა ოპოზიციური სპექტრის "რჩეულმა" ვაშაძემ, კაცი პრეზიდენტი არ გამხდარა და ამბობს, შუბლის გავუხვრიტავდი ლადო ბედუკაძესო. ხომ წარმოგიდგენიათ, ესენი ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ რას იზამენ, სისხლიანი რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო ვაშაძე? ესენი არიან მოძალადე, სულით ხორცამდე ფაშისტები, რომელთაც გუნდრუკის მკმეველთა მთელი კონგლომერატი ყავთ ენჯეოების, პოლიტპარტი- ების, ჟურნალისტების თუ სხვა "საზოგადოებრივი მოღვაწეების" სახით.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
5-08-2018, 18:47



არა მარტო ინიციატორი, არამედ დაფინანსების მომძიებელი და სხვა წვრილმან-მსხვილმანი საკითხების მომგვარებელიც ოთარი იყო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ოთარი რომ არა, ეს საკმაოდ სქელტანიანი ორტომეული დღის სინათლეს ვერ იხილავდა.

იშვიათად შემხვედრია ცხოვრებაში ოთარისნაირი დიდბუნებოვანი და კეთილშობილი ადამიანი.

სულ საავადმყოფოებში დარბოდა _ ხან ერთს პატრონობდა, ხან _ მეორეს, ხან _ მესამეს, ხან _ რამდენიმეს ერთად.მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო საპატრონო _ ნათესავი, შორეული ნაცნობი თუ უბრალოდ, თანარაიონელი – გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისთვის გვერდის ავლა არ შეეძლო, თან გადაყვებოდა, საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს მოაკლებდა და სხვას მოახმარდა.

წიგნიერი, განათლებული და ამავე დროს თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი იყო.

ნადირობის მოყვარულს ფეხით ჰქონდა შემოვლილი საქართველოს მთა-ბარი და ყველგან, ყველა კუთხეში გამორჩეული საძმაკაცო და სამეგობრო ჰყავდა.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ზეციურ საქართველოში ამაღლებული შენი სული, ძმაო ოთარ.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
5-08-2018, 17:46