საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ახალი გუბერნატორები წარადგინა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე დაინიშნა, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორად შოთა რეხვიაშვილი, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირანაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია. პრემიერმა გურიის გუბერნატორის პოსტზე ზურაბ ნასარაია, იმერეთის რეგიონის რწმუნებულად კი შალვა ტაბატაძე წარადგინა.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებასთან კომუნიკაციისა, რომელიც დაგვეხმარება, გვქონდეს პირდაპირი კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან ერთად, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს თითოეულ სოფელში და გვქონდეს შესაძლებლობა მოვახდინოთ მათზე ოპერატიული რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შანსი, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.  იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გივი ჭიჭინაძემ ეს თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვა.

imedinews.ge


მეტის ნახვა
20-08-2018, 12:00


ბატონ ელბრუს მამედოვთან საუბრის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ქართულ საზოგადოებაში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე დაიწყო ვნებათაღელვა. დამაინტერესა, რას ფიქრობდნენ ამის შესახებ ჩვენი არაქართველი მუსულმანი მოქალაქეები.

გთავაზობთ ინერვიუს ნაციონალური უმცირესობების უფლებადამცველთა ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბატონ ელბრუს მამედოვთან:

– ჩვენ ხშირად გვესმის, ვკითხულობთ კომენტარებს სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული თემი უკმაყოფილოა და რატომ არიან ისინი ასე უმადურნი. „ყველაფერი ხომ უკეთესობისკენ მიდის, ახლა თქვენ, მუსულმანურ სათვისტომოს, გყავთ პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, საზოგადოებრივი მოღვაწეები და მარნეულის მერიც კი გყავდათ. არიან აზერბაიჯანელი აქტივისტები, აგერ, პარლამენტში სხედან დეპუტატები. ეს არის ყველაზე მაღალი ნებართვა, თუნდაც თქვენთვის. თუ თქვენ, მუსულმანური სათვისტომო, ამ ყველაფრის მიუხედავად, თვლით, რომ თქვენი საქმეები დაუფასებელი რჩება და თქვენ არ ხართ ამით კმაყოფილნი?“ – აი, ეს არის საუბრის მანერა მუსულმანებისადმი. 

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ გვაქვს უფლება ვიყოთ ნამდვილი მოქალაქეები, მაგრამ, როდესაც ჩვენს უფლებებს წამოვწევთ კულტურულ, რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობაზე, ვალდებულნი ვხდებით, ვიყოთ ნებადართულის ფარგლებში და ბევრის უფლება არ გვაქვს.
დღეს ასეთი მდგომარეობაა: მუსულმანურ თემს უცხადებენ, თუ თქვენი თემი კარგად მოიქცევა, მაშინ მას ნებას დართავენ ზოგიერთ პრივილეგიაზე, რომლებიც მაქსიმალურად დოზირებული იქნება.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ აზერბაიჯანელი `დოზირებულად~ ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ, მოდით, ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ, თქვენ ხშირად უკეთებთ ტირაჟირებას, მაგალითად, ბათუმელი მუსლიმის ტარიელ ნაკაიძის განცხადებებს და ამის გამო არავინ გავიწროვებთ. სამართლიანად მიგაჩნიათ მისი მოთხოვნა?


- ტარიელ ნაკაიძე, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ისეთივე მუსლიმი ქართველია, როგორც ის ქართველები, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ საკუთარი ცხოვრების წესი, საკუთარი რწმენა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ტარიელ ნაკაიძე არის ქართველი, რომელიც რატომღაც ცხოვრობს ისე, თითქოს აფხაზეთში იმყოფებოდეს. მისი უფლებები დარღვეულია და სიმბოლიზირებას ახდენს ისეთივე ქართველების, რომლებიც სეგრეგაციასა და შევიწროებას განიცდიან აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან. ასე ვიტყოდი, დღეს მძაფრი მტრობისა და სიძულვილის ენა ტარიელ ნაკაიძისა და საქართველოს მუსლიმებისადმი სწორედ ისეთივე თავდასხმაა, როგორც გალელის მიმართ აფხაზი სეპარატისტების მხრიდან შევიწროება.

- მე მგონი, არასწორ, ცოტა არ იყოს, პროვოკაციულ პარალელებს ავლებთ, ბატონო ელბრუს... ოლო პერიოდში საქართველოში ასეულობით მეჩეთი აშენდა. კიდევ რა უფლებებზე ლაპარაკობთ?

- მე გამუდმებით ვხედავ ციფრს, რომელიც რატომღაც საფრთხობელადაა ქცეული ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთისადმი სალოცავ სახლებზე, მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ათობითა და ასობით კაზინოზე, მოზარდთა გარყვნილების ფარულ სახლებზე, კლუბებსა და დისკოთეკებზე, სადაც მოიხმარენ სხვადასხვა სახეობების ნარკოტიკს. ჩვენ ვსაუბრობთ სახლზე, სადაც ღმერთისადმი ლოცულობენ. როდესაც ციფრებით მანიპულირებას ცდილობენ და აქსოვენ მასში ნეგატიურ მნიშვნელობას, რითაც განზრახული აქვთ მუსლიმების „ადგილზე“ მოსმა. ეს, ცხადია, სიტუაციას ამძაფრებს.

ჩვენი ქართველი ძმები ყოველთვის ითხოვენ იმას, რომ ჩვენ ვიყოთ ლოიალურები და ერთგულნი მათ მიმართ, მაგრამ, ამავდროულად, არ სურთ ნახონ ჩვენში ამ ქვეყნის მკვიდრი ხალხი. ჩვენი აზერბაიჯანელებისადმი დამახასიათებელი სტანდარტი არის მხოლოდ `სტუმარი“. ჩვენ კი გარწმუნებთ, რომ ვართ ერთგულნი და ლოიალურები, მაგრამ მაინც არ გსურთ ამის დაჯერება. 

რაში ხედავს დღეს ქართული ქრისტიანული საზოგადოება საფრთხეს? მეჩეთებში? ღმერთისადმი სალოცავ ადგილებში?
ის ილუზია, რასაც დასავლური მედია ავრცელებს ისლამის შესახებ, თითქოს ისლამი არის ომის რელიგია, სინამდვილეს არ შეესაბამება და აბსოლუტური სიცრუეა. 

მუსულმანური თემი არ ატარებს პროზელიტიზმის კამპანიას ქრისტიანებს შორის. არ ითვისებს ეკლესიებს, არ ანგრევს მათ, არ აქცევს ქრისტიანებს საკუთარ რწმენაზე და ამაში არის პოზიტიურობა. კავკასიაში შეუძლებელია იმის თქმა, რომ თქვენ გუშინ გვჭირდებოდით, დღეს კი არა, „სტუმრები“ ხართ და უნდა წახვიდეთ. ამას დიდი პრობლემების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ისტორია ხომ ისედაც სავსეა რელიგიური ომებითა და არაადამიანურობით?!

– როცა თქვით, ჩვენ თქვენ ეკლესიებს არ გართმევთო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შემიძლია არ გკითხოთ დავით გარეჯზე, რომელზეც მუდმივ პრეტენზიას აცხადებს აზერბაიჯანული მხარე?!

– ირანდა, ჩემი წინაპრები საქართველოში უკვე მეათე თაობა ცხოვრობს და აქვთ აქაური მოქალაქეობა. ის პრობლემები, რაც არსებობს დავით გარეჯსა და კახ-ზაქათალას მოსახლეობაში, პირდაპირ ეხება ჩემი თემის პრობლემებს. ეს საკითხები ისე პირდაპირ გვეხება ჩვენაც, როგორც, მაგალითად, მეგრელს ზუგდიდში. როცა საუბარია ამ თემებზე, აზერბაიჯანულ თემს თითქოს არაფერი გვეკითხება, არადა, ჩვენც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ?
საერთოდაც, მიმაჩნია, რომ პრობლემები ჩვენს ორ სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობრულ სახელმწიფოს შორის მოგვარებადია. ეს ორი ქვეყანა ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და პრობლემაც აღმოიფხვრება.

ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანში არსებობს ქართული ეკლესია, რომელსაც აქვს თავისი სტატუსი, იქ მიმდინარეობს მღვდელმსახურებაც, მაგრამ ეს არ უშლის ხელს აზერბაიჯანულ მოსახლეობას და, შესაბამისად, არც ქართველები არიან უკმაყოფილო.

_ თქვენ ერთი ეკლესიით იწონებთ თავს და ჩვენს მიწაზე 300 მეჩეთი გეცოტავებათ?

_ ახლა ეს შეკითხვა რომ დამისვით, კიდევ ერთხელ გამიჩნდა იმის განცდა, გვთვლით თუ არა ქართველოები ჩვენ, მუსულმანებს საქართველოს სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრებად თუ ყოველთვის ცდილობთ გასასვლელი კარებისკენ მიგვითითოთ?

ირანდა კალანდაძე

მინაწერი:


ბოლო ორი ათეული წელია მაჰმადიანური სალოცავების _ მეჩეთებისა და მედრესეების მშენებლობების ბუმია ამ პატარა ქვეყანაში და არავინ ეკითხება ქართველ ხალხს, სურს თუ არა ეს, მაშინ, როცა, მაგალითად, შვეიცარიაში, თურმე, მეჩეთის მშენებლობა რეფერენდუმით წყდება.
საქართველო სხვა მახასიათებლებთან ერთად იმითაც არის უნიკალური, რომ განსაკუთრებით ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ ტოლერანტობა არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას.

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ აჭარაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში 300-ზე მეტი მეჩეთია აშენებული. თუ ასე გაგრძელდა, ქრისტიანები უმცირესობაში აღმოვჩნდებით და აღარ იქნება ლეგიტიმური ქართველების მოთხოვნა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადოთ ქვეყანაშიო.

დიდი ხანი არ არის, რაც ავსტრიაში კანონი მიიღეს, რომელიც მეჩეთების დახურვასა და მუსულმანი ღვთისმსახურების ქვეყნიდან განდევნას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპიც უარს ამბობს უახლოეს ხანებში აშშ-ში მაჰმადიანი ემიგრანტების მიღებაზე.
ჩვენ კარები ყველა მხრიდან გახსნილი გვაქვს. ყველას ვაძლევთ აღმსარებლობის თავისუფლებას და ეს ანტიდისკრიმინაციული კანონითაც განმტკიცდა, რომელიც პარლამენტმა მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მიიღო…

ამ სიტუაციაში რა გასაკვირია, მუსულმანი მოსახლეობა თავისი უფლებების გაფართოებისთვის იბრძოდეს ქვეყანაში?!
ბატონმა ელბრუს მამედოვმა კი თქვა, მაგრამ არავინ უთითებს აზერბაიჯანელებს `კარებისკენ~, ასე იყო ადრეც და ასე არის დღესაც. აზერბაიჯანელები ქართველების გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობენ და არავის არასდროს დაუშლია მათთვის არც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა და არც, მით უმეტეს, ალაჰის დიდება.

რამდენიმე წლის წინ ბაქოში ვიყავი.
მთელ ქალაქში ერთი ეკლესიაა და ვერავინ ითხოვს იქ კიდევ სხვა ქრისტიანული ტაძრის მშენებლობას. 
ის კი არა, კახ-ზაქათალაში ეკლესიის ზარებს ქართველები მორიდებით რეკავენ, მუსულმანი მოსახლეობა არ შევაწუხოთო. როცა საკითხი დასმულა, საინგილოში ტაძრები აღვადგინოთო, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უთქვამს: ასეთი რამეები აზერბაიჯანში რელიგიის საბჭოს გადასაწყვეტია. მე ამ საქმეში ვერ ჩავერევიო.
კაცმა რომ თქვას, ერთი შეხედვით, თავად მეჩეთი და სალოცავი სახლი, არავითარ საფრთხეს არ წარმოდგენს, იყვნენ, ილოცონ, მაგრამ ეს ყველაფერი რელიგიურ ექსპანისას არ უნდა დაემსგავსოს. 
საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეჩეთების მშენებლობა, დიახაც, დიდ საფრთხეს შეიცავს ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის.

მეტის ნახვა
20-08-2018, 10:00