ირანში, ფერეიდუნ შაჰრის რაიონში ყველაზე კომპაქტურად ცხოვრობენ საქართველოდან 4 საუკუნის წინათ იძულებით გადასახლებული ქართველები და მათი მთავარი ოცნება, გადაუჭარბებლად ვიტყვი, საქართველოს უკავშირდება.

მე არაერთხელ დავრწმუნდი ამაში.

ისინი საქართველოს ინახავენ ფერეიდანში, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, აქ, საქართველოში, ისე უდარდელად ვკარგავთ, როგორც ერთ მუჭა წყალს და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ დადგება დრო, როცა ეს უდარდელობა სანანებელი გაგვიხდება…

გასულ კვირას ჩემი ფერეიდნელი მეგობრები შემეხმიანენ და იქაური ქართული ხალხური სიმღერის ბავშვთა ანსამბლის ვიდეოჩანაწერი გამომიგზავნეს.
უტკბილესად მღერიან და ისეთ ქართულს ლაპარაკობენ, საქართველოში, ბარე ორს არ ეცოდინება ისეთი თავანკარა და ტკბილი ქართული ლაპარაკი.
დღეს საქართველოში ინგლისურია მოდაში და ქართულ ენას და ტრადიციებს დრომოჭმულად მიიჩნევენ. სამაგიეროდ, ირანში საქართველოს ის 50 000 ქართველი სათუთად ინახავს და გადაუჭარბებლად ვიტყვი, ცივ ნიავსაც არ აკარებს დედაენას.

ისინი საქართველოს მეორე დედას ეძახიან და აქ ჩამოსვლა მათთვის სამოთხეში მოხვედრის ტოლფასი ბედნიერებაა.
მუჰამედ მოლიანი (მოლაშვილი), მისი ძმა ბაჰრამ მოლიანი და რძალი აზამ ასფანანი (ასპანაშვილი) საქართველოს ნამდვილი დესპანები არიან ირანში. ისინი იქ ინახავენ თავიანთ წილ სამშობლოს…

აზამ ასპანაშვილი ქართული ეროვნული ტანისამოსის დიზაინერია და ულამაზეს ქართულ სამოსს ქმნის.
მათი შვილები ქართულად ლაპარაკობენ, ქართულად მღერიან და ცეკვავენ ქართულ ცეკვებს.
მათ კონცერტებს ირანში უამრავი მაყურებელი ჰყავს, ხოლო აზამ ასპანაშვილის დიზაინით შექმნილი ქართული ორნამენტებით გაწყობილი სამოსი პირდაპირ „ბრენდად“ ითვლება.

ისინი ამაყობენ, რომ ქართველები არიან და ირანშიც დიდი პატივისცემით სარგებლობენ.

მუჰამედ მოლიანი (მოლაშვილი):
– ახლა აქ ვცხოვრობთ: მოლიანი, გუგუნანი, იოსელიანი, ასფანანი, დათუაშვილი, ასლანაშვილი, ლაჩინანი, ყურჩიანი, დარჩიანი, 19 გვარი არის სულ. იმ დროიდან 19 ნაწილად იყო გაყოფილი მიწა-წყალი შაჰისგან და ჯერჯერობითაც ხელი ვერ უხდენია ვერავის.
იქა არავინ არ ცხორებულა, ოხრად იყო იქაობა. მიწა გაჩუჩუნებულა (მიწისძვრა ყოფილა – ი.კ.) და ყველაფერი მომსპარა. თუ არა, იქა დიდი სოფელი ყოფილა, მხოლოდ გაფუჭებულა.

ჩონ წინაპრებსა იმდენი უბედურება გადოუტანია, მაგრამ თავის ფეხზე თვითონ დამდგარა, იმდენი უმუშავნია. მოუყვანია ჩონ თავი აქამდენა.
ახლა ჩვენ მუსულმანურ წესზე მივდივართ. შიიტი ვართ, მარა ახლა არ მამწონს, არ მამწონს ეს ამბავი.

– მაგალითად, დაქორწინება როგორ ხდება თქვენთან?

– წინათა დედ-მამამ აირჩიეს და შეაერთეს, ახლა და ახლა მივა-წავა, ნახავს და.

– თქვენ როგორ დაქორწინდით?

– მიველ, ვნახე, ბიძას ბიჭმა წამიყვანა იქა, მაჩვენა და წაველი. მოველაპარაკე და დოუბარე-ყე, ეს უნდა ვითხოვო და მერე თქეს, დრო მამეცითო, გაგსინჯოთ-ყეო, დაგაფასოთ რა ფასი გაქო. ერთი წლის უკან მოგიკითხოთო.

– გასინჯვა რას ჰქვია, როგორ ხდება ეს გასინჯვა?

– გასინჯვა როგორაა და რამდენ ოჯახსა, რამდენ ხალხსა გამაჰკითხვენ – ეს მოლიანი რა კაციაო, რა საქმეზეა, რა ფიქრი აქ, ნამუსს შაინახავს-არ შაინახავს, მიხედენ ჩემ დედასა, ჩემ დასა, მიხედენ შორიდან ჩემ ოჯახსა, გასინჯვენ, შავიდეს ეს გოგო თუ არ შავიდეს.

– თქვენი რჩეული რითი მოგეწონათ, როგორი იყო?

– ლამაზ იყო, (ეცინება – ი.კ.) ლამაზ.

– რა გვარის ქალია?

– ყაფლანაშვილი.

– ქართული იცის?

– თეირანში იყო გაზრდილი 20 წელიწადი. ძმასთან და დასთან ოჯახში სპარსულად ლაპარაკობდა, რომ შემოვიდა ჩვენთან, ოჯახში, ვუთხარ: მე სპარსული არ ვიცი, ქართულად დამელაპარაკე. სპარსული ვიცოდი, მარა ისე ვუთხარ, მოვატყუე (იცინის). 
ჩვენთან დედა ასწავლის ქალსა გაკეთებას, დალაგებას, კერვას, რომ უნდა გათხოვდეს ქალი, იმან ოჯახის ყველაფერი იცის. ქალმა უნდა იცოდეს საჭმელი გააკეთოს, ბავშვს მოუაროს, დაკეროს.

– მუჰამედ, თქვენ ქართული ვინ გასწავლათ?

– დედამ მასწავლა ლაპარაკი. წერა-კითხვა არ მასწავლა. ჩემ დედამ წერა-კითხვა არ იცოდა. სკოლა არ იყო მაშინ ჩვენთან, მაგრამ გოგოებს ისედაც არ უშვებდნენ, რო წავიდეს სკოლაში. მე რო დავიბადე, სიღარიბე იყო, სინათლე არ იყო სოფელში. მუშია ჩირაღით (ნავთის ლამპა – ი.კ.) ვანათებდით სახლსა. ისეთი ამბავები იყო, ისეთი რომა?! ახლა ტელევიზორი, ინტერნეტი, ისა, ისა, რა მახდენ, ხედავ? რა მახდეეენ? (რა მოხდა – ი.კ.) რას მოვესწარ, მაშინ რაის სწავლა და რაი იყო, რას ამბობ, მარა ვისწავლეთ მაინც.

დედა მეტყოდა:
– მუჰამად, ადესა, წყალი მოიტა, ადესა, პური მოიტა, ქართულ სიტყოს მეტყოდა. 15 წლისა ვიყავი, სპარსული კარგად არ ვიცოდი. ჩემ დედამ სპარსული არ იცოდა. ჩემ მამიდამ სპარსული ვერ დაისწავლა. ყველა ქართულს ლაპარაკობდა. სპარსული არ იცოდა სახლჩი არავინ. 
ისე ძალი ჰქონდა, რო სიტყვა გაიტანა ტვინჩი, ენაზედ, ჩამიდუა ტვინჩი, მე ცოცხალ კაცი გავხდი და შენთან ახლა ჩემ დურად ვცხოვრობ (დასავით ვარ – ი.კ.). მადლობას უბნობ-ყე, და იმ დედასა და დედის ენასა პატივცემა უნდა. იმიტომ ჩავატარეთ ესა, იმ უბედურობაჩი, იმ შიმშილჩი, იმ სიცოცხლობაჩი, ესეთი საქმე ქნა და მე ცოცხალ გამატარა. დედასა ფიქრი ჰქონდა, რომ მე ცოცხალ გავხდე და ქართული გავხდე (ჯანმრთელი ვიყო და ქართველად დავრჩე – ი.კ.) და ვილაპარაკო და იმიტომ პატივსა ვცემ დედის ენასა.
ზოგიერთმა ქართული არ იციან და იმათი ოჯახი გაფუჭებულია, ზოგ ოჯახი ივიწყებს ქართულს, სპარსულს მისდევს, ვლანძღავ-ყე იმასა, შევაჩვენებ-ყე.

– წერა-კითხვა არ იცი ხომ ქართულად, მუჰამედ?

– ვიცი, ისე ვიცი, პირველი კელას (კლასელი – ი.კ.) ბავშვი რომ წაიკითხავს. ახლაც ისე მწყურია ვიცოდე ქართული კარგად, როგორც მწყურვალეს წყალი. ჩემ შვილებმა, დიახ, კარგად იციან. გოგო მყვანს, იმხელა წერა-კითხვა იცის?! ოოო, დიახ.

– გათხოვილი არიან, ხომ თქვენი გოგონები?

– ერთი, მარიამი მყავს გასათხოვარი. საქართველოჩი უნდა გამოუშვა, აქ ისწავლოს, აქ მინდა დაოჯახდეს.

– მუჰამედ, საქართველოში გადმოსახლება არ გინდა?

– კი, მინდა. ფული უნდა მოვაგროვო, რომ სახლი ვიყიდო. მაგრამ ჯერჯერობით ირანჩი ვარ. იქა კარგი სიცოცხლობა არის, აქა ძნელია ჩემი სიცოცხლობა. აქ ცოტა ხელფასია. იქ მაძლევენ 800 დოლარს პენსიას. ოჯახი, ბავშვი, შვილი, ხო უნდა სამუშაო. ხალხი აქ მშიერი ადგები, დაწვები, ასე არ შეიძლება. 
ახლა აფხაზეთი და ცხინვალი რო დავკარგეთ, არ მოსწონს ხალხსა. ომი რო ჩატარდა, ძაან წუხდებოდა და ძაან არ უყორდა ხალხსა. საქართველო ამერიკას და რუსეთს შემეევლა (შეეწირა – ი.კ.).

არ უნდა გააკეთოს, თავის თავს უნდა მიხედოს საქართველომ.

– ძალიან დაგქანცეთ, დაგემშვიდობებით დროებით და გაგაცილებთ ქუჩამდე, ვწუხვარ, უცხო ხართ და გზა რომ ვერ გაიგნოთ?

– მადლობთ. არ შეწუხდე. თვითონ წავალ – საქართველოში რა დამკარგავს, ბავშვი დედის კალთაჩი დაიკარგება?

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
4-09-2018, 14:00


2018 წლის 29 იანვარს მასმედია იუწყებოდა, რომ ესპანეთის პროვინცია ანდალუზიაში პარლამენტის სოციალისტურმა უმრავლესობამ მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ ამიერიდან ლგბტ-იდეოლგია სავალდებულო ხდება სკოლებისთვის, მასობივი საინფორმაციო საშუალებებისთვის და ექიმებისთვის. ხოლო ყველასთვის ცნობილი ორი ბიოლოგიური სქესის არსებობა "ბავშვებისთვის აკრძალულ ინფორმაციად" ცხადდება, რომელთა გამავრცელებლებს ეკისრებათ ასტრონომიული ჯარიმები.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით სკოლებს (მათ შორის ყველა კათოლიკური დაწესებულება, რომლებიც ესპანეთში უხვადაა) ევალება მოსწავლეებს ასწავლონ ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგია, ანუ ფაქტიურად გასწიონ მისი პროპაგანდა. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში იკრძალება მათი კრიტიკა, ვინც დაიბადა "მამაკაცად" ან "დედაკაცად", მაგრამ საჯაროდ თავს "არამამაკაცად" ან "არადედაკაცად" აცხადებს. ამ კანონის მიხედვით ბავშვებს უფლება აქვთ მშობელთა ნებართვის გარეშე მიიღონ სქესობრივი მომწიფების საწინააღმდეგო პრეპარატები, ხოლო ჰომოსექსუალისტებისადმი და სქესობრივი იდენტურობის დარღვევის მქონე ნებისმიერი პიროვნებისადმი ფსიქოლოგიური დახმარება ანდალუზიაში დღეიდან კანონსაწინააღმდეგოა და დასჯადი. გარდა ამისა, მთელი საგანმანათლებლო კონტენტი (სასკოლო სახელმძღვანელოთა შინაარსი, ასევე მეცადინეობები და გაკვეთილები) სრულიად გადაწერილ უნდა იქნას ლგბტ-იდეოლოგიის სულისკვეთებით. ჯარიმა მასწავლებლებისთვის, ჟურნალისტებისა და ექიმებისთვის, რომლებიც გაბედავენ და ბავშვებს მოუთხრობენ ორი სქესის შესახებ წარმოადგენს 6000-დან 12 000 ევროს. საფრანგეთში 2017 წლის 25 ივლისს ქვეყნის პარლამენტმა ხმა მისცა წინადადებას ჩასწორებულიყო კანონი, რომელიც მოქალაქეებს უკრძალავს იყონ არჩეულნი, თუკი ისინი ადრე ექვემდებარებოდნენ სისხლის სამართლის დევნას თავისი ერთგულებისთვის ნორმალური ოჯახისა და ტრადიციული საზოგადოებისადმი… მსგავსი საკანონმდებლო და სასკოლო სიახლეების სულისკვეთებით გაასამართლეს აშშ-ში მასწავლებელი ჯენი ნოქსი. როდესაც მის სასწავლო დაწესებულებაში ოფიციალურად გამოაცხადეს "ჰომოსექსუალიზმის თვიური", ჯენი ნოქსმა გაბედა და ეს აქცია გააკრიტიკა. არა ხმამაღლა, არამედ მხოლოდ თავის საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელზე ისე, რომ პიროვნულად არავის შეხებია, მაგრამ, მაინც დამნაშავედ სცნეს იგი და სამი წლით აუკრძალეს პედაგოგიური მოღვაწეობა. 

ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ ჩნდება ფაშიზმის ახალი სახეობა, სადაც უპირატესობის უმთავრესი კრიტერიუმი უკვე გახლავთ არა რასობრივი, ან კლანურ-გვაროვნული, ან კორპორატიული, არამედ – სოდომური. გარყვნილები – უბერმენშები (ზეკაცები) არიან, ხოლო ყველა დანარჩენი – უნტერმენშები(ანუ ნახევრადადამიანები). დღეს მათ ართმევენ სამსახურს, ხვალ კი, სრულიად მოსალოდნელია, წაართვან სიცოცხლეც კი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ პროცესის დინამიკაც. ის, რაც მესამე რეიხის ელიტის პათოლოგიურ მიდრეკილებას წარმოადგენდა, XXI საუკუნის ფაშიზმის ახალ წრეზე გახდა იდეოლოგიური დომინანტი, იმპერატივი ყველასთვის. 

აღწერილი ტენდენციის პრიზმაში გასაგები ხდება კიდევ ერთი კანონის არსი. კერძოდ, საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული სოდომური "გენდერის" დანერგვა "სექსუალური შევიწროვების" წინააღმდეგ მიღებულ კამპანიასთან. როგორ? იმავე სქემით, როგორც ეს ხდება დასავლეთის ქვეყნებში, სადაც მამაკაცებს ეშინიათ ქალებს მიაქციონ თავაზიანი ყურადღება და გამოიჩინონ მათდამი უწყინარი პატივი – მიაწოდონ პალტო, დაეხმარონ მძიმე ჩანთების ტარებაში, დაუთმონ ადგილი ტრანსპორტში და სხვა – რათა დადანაშაულებულ არ იქნენ "სექსიზმში" (ანუ ქალებისადმი, როგორც "სუსტი სქესისადმი" დამოკიდებულებაში), ზოგჯერ კი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად (სექსუალური შევიწროვება). შედეგად მრავალ მამაკაცში მუშაობას იწყებს თავდაცვითი ინსტინქტი, და ისინი წყვეტენ დაინტერესებას ქალებით. ხოლო მამაკაცთა ყურადღებისა და დაცვის გარეშე დარჩენილი ქალები, თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე სექსუალური პროპაგანდის პირობებში, ექცევიან ლესბოსელობისა და სხვა უმგვანობების ხაფანგებში, რომლებიც არყევენ საზოგადოებრივ მორალს და ანგრევენ ცხოვრებისეულ საფუძვლებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ცნობილი ამერიკული საზოგადო მოღვაწე, იურიდიული მეცნიერების დოქტორი სკოტ დუგლას ლაივლის თავის წიგნში "ცისფერი სვასტიკა" მრავალ წყაროზე დაყრდნობილ სერიოზულ, დამაფიქრებელ კვლევას გვთავაზობს, მოულოდნელი დასკვნებით, თურმე, ჰომოსექსუალური მოძრაობა გერმანიაში იყოფოდა ორ მტრულ ბანაკად: ქალური და, პირიქით, ზე-მამაკაცური ტიპის ჰომოსექსუალურ მიმართულებებად. 

დაახლოებით 1920 წელს, – წერს ლაივლი, – "მამრები" უკვე დამოუკიდებელ და სერიოზულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. 1920 წ. მათ ჩამოაყალიბეს "ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოება"… როგორც ჰირშფილდი, ისინიც იბრძოდნენ ჰომოსექსუალიზმისთვის სისხლის სამართალში მიცემის გაუქმებისთვის. 

"მეტოქეობა ორ გადამტერებულ ჰომოსექსუალურ დაჯგუფებას შორის – დამთავრდება მაშინ, როცა "მამრები" ნაცისტური პარტიიდან 1933 წელს მოვლენ ხელისუფლებაში, – აგრძელებს ლაივლი – ასე რომ "გრძელი დანების ღამე" – გახლავთ არა სექსუალური, არამედ პოლიტიკური უთანხმოებების შედეგი…
XX ს-ის დასაწყისის გერმანიაში გაჩნდა ახალგაზრდული მოძრაობა `ვანდერვეჰელ~ ("გადამფრენი ფრინველები" ან "მოხეტიალენი"), რომლებიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა გარყვნილების მიერ. 1905 წელს მასში შედიოდა 100-მდე მოზარდი, მაგრამ შემდეგ, მთელი ევროპის მასშტაბით გაჩნდა ანალოგიური ჯგუფები და ამ მოძრაობაში ჩათრეულთა რაოდენობამ 60 ათას ადამიანს მიაღწია. 

განსაკუთრებით აქტიურობდა ჰიმლერის ოფიციალური ორგანო Das Schwarze Korps-ი, და გამოიყენებოდა როგორც ბაზისი გერმანული საზოგადოებრივი კულტურისთვის. ნაცისტების ელიტის წევრებს ირჩევდნენ ცალკეული "მამრების" საზოგადოებებიდან, რომელთაც ორდენსბურგენი ეწოდებოდათ. ისინი განკუთვნილნი იყვნენ ოჯახის, როგორც საფუძვლის შემცვლელებად, რომელზეც შენდება სახელმწიფო" ეს საზოგადოებები ჩამოყალიბებული იყო "ვანდერვეჰელის" მიხედვით. შემდეგში, როგორც ლაივლი წერს, არა მარტო "ვარნდერვეჰელის~ წარმოჩიტული წევრები გახდნენ ჰიტლერის ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერები ძალაუფლებაში მისი მოსვლის პერიოდში, არამედ თვით მოძრაობა აღმოჩნდა ნაცისტური ორგანიზაციის "ჰიტლერიუგენდის" ცენტრი. 

ბუნების საწინააღმდეგო ვნებები, რაც ასევე ექვემდებარება ახსნას. თვით სიტყვა "ბუნებისსაწინააღმდეგო~ შეიცავს მინიშნებას. ეს არის ღმრთის მიერ შექმნილი ბუნების საწინააღმდეგო მოქმედება. შესაბამისად, ადამიანური ბუნების გარყვნა შეიცავს ბრძოლას და დაპირისპირებას წმიდა შემოქმედისადმი. შემთხვევით როდი ნერგავენ სოდომიას დემონურ და სატანურ კულტთა პრაქტიკაში. მრავალ ოკულტურ სექტაში სოდომური აქტი ინიციაციის როლს თამაშობს, და წარმოადგენს რიტუალურ განდობას, როდესაც ახალი ადეპტი მისტიკურ დონეზე ეზიარება შესაბამისი სულიერი არსებების სამყაროს – დემონებს. დღეს, თუ ინტერნეტს გამოვიყენებთ, ადვილად ვიპოვით მრავალ ისტორიულ ფაქტს მოცემულ თემაზე, ამიტომაც მოვიტანთ მხოლოდ ორიოდ ციტატას "ცისფერი სვასტიკიდან". "მანიქეველთა სექტა სახელწოდებით "ბოგომილები" (მოგვიანებით "კათარები") საკმაოდ გავრცელდა ბულგარეთსა და ევროპაში. ჰომოსექსუალიზმი იმდენად მჭიდროდ ასოცირდებოდა ამ მწვალებლებთან, რომ მათი პრაქტიკა ცნობილი იყო როგორც ბუგგერყ – სოდომია. ევროპაში კათარების აღმნიშვნელი სიტყვა მამათმავალთა აღმნიშვნელ სიტყვად გადაიქცა: გერმანიაში – კეტზერ, იტალიურში – გაზარრო და ფრანგულში – ჰერიტე… მწვალებლობა და ჰომოსექსუალიზმი იმდენად ურთიერთშეთავსებადი აღმოჩნდნე, რომ მწვალებლობებში დადანაშაულებულნი ხშირად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ თავიანთი უდანაშაულობა ჰომოსექსუალიზმში და თავს ჰეტეროსექსუალებად აცხადებდნენ~
აი რას წერს სტატიაში ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. ჩეტვერიკოვა:

"სოდომიზმი მარტო რიტუალური აქტი არ გახლავთ, ეს რელიგიაა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ღმრთის ხატის დამახინჯებისთვის და უფალს აცხადებს ეშმაკად. ყველაზე სრულად ეს წარმოდგენილია კაბალაში, საიდუმლო იუდეველურ მოძღვრებაში, რომელიც იუდეველთა ბაბილონში ტყვეობის დროს ჩამოყალიბდა. რომის იმპერიაში ქრისტეანობის აღიარებიდან და დამკვიდრებიდან მოყოლებული ვიდრე XIX საუკუნემდე, მამათმავლობა დასავლეთში განიხილებოდა როგორც გარყვნილება, რომელიც ადამიანის შეგნებული და თავისუფალი არჩევანის შედეგია. 

სიყვარულის უარყოფით, გნოსტიკოსები და მანიქეველები ქორწინებასაც უარყოფდნენ და შთამომავლობის გაგრძელებასაც, რადგან ქორწინებას დაცემულთა და მდაბიოთა ხვედრად მიიჩნევდნენ. მაგალითად, გნოსტიკოსი მარკიონი აცხადებდა, რომ ქორწინებისგან თავშეკავებით, კაცობრიობის მოდგმის გაგრძელებაზე უარის თქმით, თვით შემოქმედს უპირისპირდება. წაართვეს რა ადამიანებს ქორწინების საიდუმლო და შეცვალეს რა იგი მამათმავლობით, გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ კაცობრიობა გაათავისუფლეს შეწყვილებული ინდივიდუალიზმისგან, სიყვარულისა და ოჯახის ეგოიზმისგან".

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
4-09-2018, 12:30