თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ინიციატივით, 8 სექტემბერს დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე ქ. თეთრიწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის შენობაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ შემდეგი პროფილის ექიმ-სპეციალისტები:
ალერგოლოგი, გასტროენტეროლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ანგიოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი. უფასოდ ჩატარდება აგრეთვე სპირომეტრია და ექოსკოპიური კვლევები.

მუნიციპალიტეტის მერიაში, ქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის და ააიპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის" ორგანიზებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების დაცვის შესახებ გაიმართა სემინარი, რომელსაც საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილეები ეთერ მათურელი და რაისა ლიპარტელიანი უძღვებოდნენ. სემინარი გაიმართა იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ქალთა შრომითი უფლებები — ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები" ჰქვია. მას ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი ახორციელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

წელს დაინერგა სახელმწიფო პროგრამა "ახალგაზრდა მეწარმე", რომლის ფარგლებშიც უამრავი პროექტი დაფინანსდა.
სოფელ ახაშნის მკვიდრი კახა მაისურაძე ამ პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. მან სახელმწიფოს თანადაფინანსებით საკუთარ ეზოში მარნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რთვლის გაჩაღებამდე დასრულდება და სადაც წელსვე დაიწურება ყურძენი. კახა მაისურაძე საკუთარ მარანში შვიდ ტონაზე მეტი ქვევრის ღვინის დაყენებას, ბოთლში ჩამოსხმას და ექსპორტზე გატანას გეგმავს.

სახელმწიფო პროექტებისა და გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეკომენდაციების მისაღებად ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ბიუროს.

ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩის № 29,31,33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქალაქ გურჯაანში ფარნავაზის ქუჩის კორპუსების ეზოებში ასფალტი იგება. მალე სოფელ ნანიანის მოსახლე ობას წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება. მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ახალი ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებზე 20 აგვისტოს გამოაცხადა ტენდერი, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 127 229 ლარია.

სოფელ ვეჯინში ახალი ჭაბურღილი და წყალმომარაგების ქსელი, ე.წ. ჰესის გზის თავში გაკეთდება და წყლით მომარაგდება სამი დიდი უბანი: ე.წ. ჰესის გზის, ე.წ. ქუვეითის და სტადიონის უბნები. ტენდერი 10 სექტემბერს დასრულდება, სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 137 508 ლარს შეადგენს.

გურჯაანის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. ნულოვან სართულზე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, მოქალაქეთა მომსახუ-ების განყოფილება განთავსდება. მერიას განზრახული აქვს, შექმნას ერთიანი სივრცე მოქალაქეთა მომსახურების გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, შენობის მეორე და მესამე სართულებზე დაიგება ლამინატი. სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტი 77 ათასი ლარით აფინანსებს.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტს ეწვივნენ უკრაიინელი ინვესტორები, რომლებიც მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან შეხვედრისას დედოფლისწყაროს საინვესტიციო გარემოთი და პოტენციალით დაინტერესდნენ. ამის შესახებ მათ დეტალური ინ- ფორმაცია პირადად ნიკოლოზ ჯანიაშვილისგან მიიღეს.
უკრაინელ ინვესტორებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 ჰექტარი ზეთისხილის პლანტაცია აქვთ გაშენებული. სამომავლოდ ისინი ბიზნესის გაფართოებას და ინვესტიციების გაზრდას გეგმავენ. მუნიციპალიტეტის მერი უკრაინელ ბიზნესმენებს შეჰპირდა მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ
მიესალმება ინვესტორთა საქმია- ნობას დედოფლისწყაროში, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ წინსვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მისი გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინტერვიუ ჩაწერეს.

ნიკოლოზ ჯანიაშვილმა არბოშიკის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოფლის ცენტრიდან სასაფლაოებისკენ მიმავალ შიდა გზაზე იგება ასფალტის საფარი და წესრიგდება სანიაღვრე სისტემა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი სოფელ პატარაგორის მოსახლეობას შეხვდა. პირველი ქუჩის მცხოვრებნი გაზიფიცირებისა და გარე განათების პრობლემებზე საუბრობენ. გარე განათების მოწყობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2018 წელსაა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მეორე ქუჩის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს უგზოობისა და გაზიფიცირების პრობლემა, აგრეთვე გარე განათების მოუწესრიგებლობა. მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში გაითვალისწინებს გზის საფარის რეაბილიტაციის საკითხს. გარე განთების პრობლემა კი მეორე ქუჩაზე მყისიერად მოგვარდა. გაზიფიცირების სამუშაოები როგორც პატარაგორში, ისე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში: გელათში, განათლებაში, ზემო და ქვემო მსხალგორსა და ბაისუბანში უახლოეს მომავალში დაიწყება.

მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფ. განჯალის მცხოვრებლებს შეხვდა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

სოფელ ბოდბისხევში ე.წ. „ბაზრის უბნის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა დაათვალიერეს. რეაბილიტაციის ფარგლებში 315 მეტრზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგო. პროექტი, რომლის ღირებულებაც 126 980 ლარია, სიღნაღის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პრო- ექტების ფონდიდან დაფინანსდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

სოფლებს ჩხაკაურასა და ზოტს გურიის რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სტუმრობდნენ. რწმუნებულ-გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასა და ადგილობრივებს შორის დიალოგისას საუბარი შეეხო როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხე-ტყით სარგებლობის პრობლე- მებსა და მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო ამბულატორიების შექმნის აუცილებლობას. გუბერნატორმა სოფელ ზოტში საბავშვო ბაღი დაათვალიერა და სააღმზრდელო წლისთვის მზადების პროცესს გაეცნო.

"ფაბრიკის დასახლებაში" დასრულდა საერთო საცხოვრებელი შენობის გადახურვა. სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ და ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა.

მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება. ამჯერად ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, წამლობას ცივი შესხურებით სოფელ სამებაში ატარებენ, სადაც, ისე როგორც სხვა სოფლებში, მწერის მოსაზიდი ფერომონები, ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული.

3 სექტემბერს, საღამოს 8 საათიდან, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ერთდროულად 62 ერთეული სპეციალური სატრა სპორტო საშუალება მუშაობდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების დუშეთის სერვისცენტრი ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ქ. დუშეთში, მილახვრიანთ დასახლებაში წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამორტიზებული და ძველი მილები იცვლება ახალი გაყვანილობით, ასევე იგეგმება ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა სასმელ წყალს 24-საათიან რეჟიმში მიიღებს.

სოფელი დიხჩო დუშეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებს მიეკუთვნება, სადაც არასოდეს ჰქონიათ ელექტროენერგია და სამანქანო გზა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორებთან კოორდინებული თანამშრომლობის შედეგად, სოფელ დიხჩოში დასრულდა ელექტროენერგიის გაყვანა. ამჟამად ექვსი ადგილობრივი მცხოვრები უკვე რეგისტრირებულია აბონენტად. დაიდგა აგრეთვე მაგთიკომის საკომუნიკაციო ანძა. აქაური მოსახლეობა იმედით შეჰყურებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას, რომელიც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციას, მაღალმთიან სოფლებში პარამედიკოსების პროგრამის ამუშავებას და 100-ზე მეტი უშუქო სოფლის ელექტრიფიკაციას ითვალისწინებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ პროგრამებზე აგვისტოს თვეში 61 715 ლარი დაიხარჯა. სოციალური მომსახურებით 1255-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვითი სამუშაოები. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამონტაჟებენ ფერომონებს, რომლებითაც მავნებელს იზიდავენ.  მონიტორნიგის შედეგებზე დაყრდნობით დაიწყება შეწამვლითი სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის მერის მოგილე მაიზერ ნანავა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო ასოციაცია "ნერგების" პროექტ "ჩემი სივრცის“ პრეზენტაციას, რომლის თანადამფინანსებული მერიაა.

მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერები გამოაცხადა საავტომობილო გზების რეაბილიტაციაზე. კერძოდ: ნარაზენი-შამადელას ადმინის- ტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სა მუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.
ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში ნარაზენის გზიდან საბეჭვაიოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარია.

გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (გრიგოლიშის ცენტრიდან ზუგდიდი ყულიშკარის საავტო- მობილო გზამდე მე-2 ეტაპი) შეს- ყიდვაზე. სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია. ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრიდან № 1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ნაბადის უბანში გარე განასარემონტო სამუშაოებს ბის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი ახორციელებს. მუნიციპალიტეტის ხუთ სკოლამ დელ დაწესებულებაში გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა. ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებმა მამუკა პაპასკირმა და გიორგი ფარეშიშვილმა, მერიის ადმინის- ტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ და მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინე ზარანდიამ შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

ქალაქ ფოთის №1, №6, №10, №13 და №16 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 181 111 ლარი გამოიყო. პროექტი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დარჩენილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაზიფიცირებისთვის.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი ფართის არმქონე პირთათვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 56 829 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი შარშან დასრულდა და მისმა ღირებულებამ 35 962 ლარი შეადგინა. სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. არსებული შენობა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდება და მასში საცხოვრებელი ფართის არმქონე რვა ოჯახი დაიდებს ბინას. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა.

სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ქალაქის ტერიტორიაზე და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ამონტაჟებენ ფერომონებს მავნებლის მოსაზიდად.

პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აზიური ფაროსანას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან თოლორდავა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრებს წამლობის სამომავლო გეგმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ფერომონების განთავსებამ კარგი შედეგები მოიტანა, თხილისა და სიმინდის მოსავალი ფაქტობრივად გადარჩენილია.
ამ ეტაპზე ბრძოლა საკარმიდამო ნაკვეთების გადასარჩენად მიმდინარეობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

კირცხის №1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად, სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო და 2019 წლის მარტში დასრულდება. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო" ახორციელებენ. ამჟამად დასაქმებულია ოცი ადგილობრივი მცხოვრები, უახლოეს პერიოდში მათი რაოდენობა ორმოცდაათამდე გაიზრდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

სოფელ რაჭისუბნის შიდა გზების კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე არ ყოფილა კეთილმოწყობილი გზა, ასფალტის საფარს დააგებს. შესასრულებელი სამუშაოების საერთო მოცულობა 1600 გრძივი მეტრია. სოფლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. გზის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

ქვემო ქართლში ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი 3 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
მხარის გუბერნატორი მოადგილესთან ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების — სადახლოს, დამიაგეურარხის, ქვემო სარალის, ზემო სარალის, კაჩაგანისა და კასუმლოს მოსახლეობას შეხვდა. რწმუნებულ-გუბერნატორმა დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა სოფელ კაჩაგანსა და სოფელ ხანჯიგაზლოში.



მეტის ნახვა
5-09-2018, 13:30


სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდათ. I-VI კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მოსწავლეებთან ერთად, თბილისის 61-ე სკოლაში დაესწრო.
2018-2019 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და I-VI კლასების ახალი პროგრამები ამოქმედდება.
მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან დაინერგა შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები.
მისივე განცხადებით, ახალი სახელმძღვანელოები ევროპული სტანდარტებით დაიბეჭდა და მათი წონა ფაქტობრივად განახევრებულია, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

„გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი, საბეჭდი ქაღალდი გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით. ახალი წიგნები გამოირჩევა აქტივობების მრავალფეროვნებით, შედგენილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით, შეესატყვისება მოსწავლეთა ასაკს და ითვალისწინებს მოსწავლეთა უნარების განვითარებას თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით. რაც შეეხება სხვა საფეხურებს, საბაზო საფეხურის ახალ პროგრამებზე მუშაობა დასრულებულია და მომავალი წლიდან VII-IX კლასებშიც ახალი სახელმძღვანელოები გვექნება. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საშუალო საფეხურის პროგრამებზე”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

1tv.ge

მეტის ნახვა
5-09-2018, 08:00