კობა არაბული

ეტყობა, "შავი მთვარის" გავლენით გარკვეულ მომენტში იცვლება საზოგადოების ენერგეტიკა, იცვლება ცნობიერება და მოვლენების აღქმა _ გეჩვენება შავი თეთრად.

"მემკვიდრენი" შორდებიან წინაპრებს და კარგავენ ორიენტაციას; "მემკვიდრენი" უპირისპირდებიან "საკუთარ მომავლინებელს" და კუმირს,… იშვება შავი ენერგია, პროტესტის ტალღა უკუ ენერგიას იძენს და ბრუნდება საკუთარი მხსნელის და პატრონისკენ.

შეიძლება ვთქვათ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო და არის ქართველთა ყველა დროის ფენომენალური ინტელექტი და მოძღვარი, ქართველი ერის გზის გამკვლევი.
გარკვეულმა ძალებმა ილიას წინააღმდეგ აამოქმედეს შავი ენერგია _ შავი პიარი და წიწამურთან ტყვია შეაგებეს… ილიას მიმართ ეს "შავი პიარი" დღესაც გრძელდება, არიან მემკვიდრენი იმ `'შავი ენერგეტიკის", რომლებიც ისევ ანგრევენ ერის მორალს და ზნეობრივ არქიტექტურას…
მათ არ უნდათ რუსთაველი…

არ უნდათ ილია…
არ უნდათ ვაჟა-ფშაველა…
არ უნდათ პატრიარქი…
და უნდათ ვინმე მაკკეინი _ ამერიკელი სენატორი, ვიეტნამში ნატყვევი, 5 წელს ნაჯდომი “მგლის ორმოში…"…
მაკკეინი უნდათ, მაკკეინს ტირიან _ ქართულმა (ანტიეროვნულმა) ტელევიზიებმა და ლიბერასტულმა სამყარომ სამდღიანი (დაუსრულებელი) “ტრაური” გამოაცხადა.

რა ტიპის ანომალიაა? სხვათა მკვდარზე მოტირალი ერი საკუთარ თავს და მიცვალებულს რომ ვერ დასტირის(!!), საკუთარ ბედისწერას რომ ვერ აცნობიერებს.

მე კარგად მახსოვს (ჩვენ ყველას გვახსოვს), ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან ბრწყინვალე მწერლები, ხელოვნების კორიფეები, მეცნიერები, მამულიშვილები, ჩვენს ვაი-ტელევიზიებს კრინტი არ დაუძრავთ და არც დაძრავენ. ისინი იზეიმებენ მაშინ, თუ საქართველოს გაასვენებენ! მისი არსებობის იდეას: "ენას, მამულსა და სარწმუნოებას" დამარხავენ! მარხავენ კიდევაც ყოველ დღე და თანდათან!
ყოველ დღე მართავენ "საიდუმლო სირობებს" ჩვენი ტელეარხები და ღიად სახელმწიფო გადატრიალების გეგმებს აწყობენ სააკაშვილების, მელიების, ვაშაძე _ შალიკოების მონაწილეობით. ანომალიაა არაა, რომ ამაზე სახელმწიფოს რეაქცია არა აქვს?!.

"მე მწყევლიან პალატები ჩემი ნაგები" _ ეს ერთი ბრწყინვალე პოეტის საკრალური ფრაზაა!
დიახ, დგება დრო, როდესაც "მეხსიერებას" კარგავს "ზედნაშენი" და დევნის "თავურ" დასაბამს, მას ავიწყდება, ვინ არის და საიდან მოვიდა!..
საზოგადოების უმადურობა ფატალურია, მას ავიწყდება და არ ახსოვს, რაც მომავლინებელმა მისცა. ერთი ტიპი ადამიანთა საკუთარ მშობლებს ჭამს, მეორე ხეზე კიდებს ფრინველების საკორტნად, მესამე _ გოდორში სვამს და კლდეზე აგორებს!..
ცხოველებს არა აქვთ ეს თვისება!
***

დიახ, პოლიტიკა ზოგადად, და, კერძოდ, ქართველთა პოლიტიკა ასეთი ბინძური, ანომალიური და ველურია. ის უეჭველად მოკლავდა ილიას, გამსახურდიას, კოსტავას, შარაძეს… და მოკლეს კიდევაც…
მოკლავენ ყველას _ ზოგს ტყვიით, ზოგს _ ენით, ზოგს _ ღალატით……
სამწუხაროა ეს ფატალური რეალობა _ ყოველთვის იჩეკებიან ბერბიჭაშვილები (არ ჩამოვთვლი აქ მათ გვარებს), რომლებიც ახლა განსაკუთრებით მომრავლდნენ და პირდაპირ საპრეზიდენტო "ფსონს" დებენ……
ყველა მათგანი ერთ ადამიანს უმიზნებს ტყვიას და, იმ ერთმა, ეს უნდა იცოდეს და იმოქმედოს!..
გვახსოვდეს: "არასოდეს ჰქონია მოძღვარს და წინასწარმეტყველს საკუთარ ქვეყანაში შენდობა!" ეს ქრისტესეული სენტენციაა და მწარე ჭეშმარიტებას შეიცავს…

***

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მეხსიერება და მორალი არ უნდა დავკარგოთ და არანაირი გაჭირვებისა და ძალადობის კარნახით არ უნდა ვიქცეთ უმადურ რასად, ანუ სამარცხვინო "შალიკო-პალიკოებად".

კაცი, რომელსაც არაფერი დაუშავებია საკუთარი ქვეყნისთვის, არაფერი წაურთმევია და მხოლოდ და მხოლოდ მიუცია, აუშენებია, გადაურჩენია, ეს უნიკალური პიროვნება 35 000 ქართველ მოღვაწეს: ხელოვანს, რეჟისორს, მსახიობს, მუსიკოსს, მეცნიერს, მწერალს, პედაგოგს შემწეობას და საარსებო სახსარს აძლევს!

500-ზე მეტი ეკლესია, თეატრი, კულტურის სახლი, სამეცნიერო, სამუზეუმო შენობა აღუდგენია და აუგია ამ დიდ ქველმოქმედს და მოღვაწეს, ასობით ავადმყოფი სიკვდილისგან გადაურჩენია და სხვა ურიცხვი დაფარული სიკეთე, რომელიც მას უკეთებია! ბარაქალა მას ამ ქველობისთვის, ამ ქართველობისთვის და ამ კაცობისთვის, არ უნდა გვიხაროდეს და გვეამაყებოდეს ჩვენ ეს?! რამდენს ჰქონია სხვას ფული, რამდენი ყოფილა და არის მილიონერი, მაგრამ მსგავსი რამ არავის უკეთებია…
ბოლოს და ბოლოს XXI საუკუნის "სვეტიცხოველი აღუმართავს" სამების გენიალური ტაძრის სახით!!!
ამ კეთილი საქმეებისთვის მაინცდამაინც ხელი უნდა მოვჭრათ?!

***
ამას წინათ ერთი გაზეთი მომიტანეს შალიკო ნათელაშვილის ამაზრზენი წერილით (ეს გაზეთი შენახული მაქვს). იგი საშინელ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ბრწყინვალე არტისტებს გივი ბერიკაშვილს და კახი კავსაძეს, მათ ოლიგარქის და სახელმწიფო კანცელარიის კარზე მდგომ მათხოვრებს უწოდებს. ოლიგარქში, რა თქმა უნდა, ივანიშვილს გულისხმობს და მას დანაშაული ჰგონია ის, რომ მათ ეს გენიალური ქველმოქმედი (და, გნებავთ, კანცელარია და ხელისუფლება) რომ ეხმარება.

უდიდესი მადლობა (და პატივი) იმ ქველმოქმედს და სახელმწიფოს, ხელოვანთა შემწეობისა და ხელშეწყობისთვის. დიახ, შემოქმედი ქმნის და მას სახელმწიფომ, ეკლესიამ, ბიზნესმენმა უნდა მისცეს სახსარი და ჯილდო!

სამწუხაროდ, შალიკოებმა არ იციან, რომ ასე იყო შუმერებიდან მოყოლებული დღემდე: მენკაუსეს, პირველი პირამიდის ამშენებელს, ფიდიასს თუ მიქელანჯელოს სახელმწიფო (ეკლესია) უკვეთავდა და უხდიდა!

ბაბილონის ზიკურატის თუ სოლომონის ტაძრის აღდგენას ასირიელ ხუროთმოძღვრებს პირდაპირ მეფეები უკვეთავდნენ და აფინანსებდნენ…
ნაბუქოდონოსორმა ებრაელი სწავლულები მოახმობინა, რომ ქალდეური დამწერლობა აღედგინათ და დიდი სახსარი მისცა…
ახლა რა ეშველება ჩვენს ქვეყანას და ხალოვანებს, შალიკოსნაირი პრეზიდენტები რომ მოევლინონ?!. ანდა ბაქრაძის ტიპის "ცრუ მოღვაწენი", პარლამენტის (გერმანელების ნაგები) ბრწყინვალე შენობა რომ მოსპო და "გამოთხარა" შიგნიდან მაჩვივით?!
ეს "ანომალიები" და სააკაშვილის კლონები უშველიან ქართულ კულტურას და ქვეყანას?!

***
ძლიერი იყო ქართული სახელმწიფოო, ვამბობთ, ფარნავაზისა და თამარისა თუ აღმაშენებლის ეპოქებში!
იქნებოდა ძლიერი, თავად მწიგნობარნი იყვნენ ქართველთა ძველი მეფენი და მწიგნობართუხუცესნი ეჯდნენ მრჩევლად!

დავით აღმაშენებელი აკადემიებს და საგანგებო "ხანდაკებს" უშენებდა მწერლებს, ჩვენ კი ისტორიული სახლებიდან ვყრით და მიწისქვეშა გადასასვლელებში მივერეკებით მათ?!. ქართული მწერლობა და კულტურა ყვავების საკორტნად ვაქციეთ! გივი ბერიკაშვილი გულნატკენი წავიდა იმქვეყნად ნათელაშვილის ამ უტიფრობის გამო, ხოლო კახი კავსაძემ, ამ მართლა ვირტუოზულმა არტისტმა, ასევე გულდაწყვეტილმა მკითხა:
"თუ ძმა ხარ, სადაურია ეს კაცი, შეიძლება ასეთი არსება ბაზალეთში დაიბადოსო?!"
მართლაც, საიდან არიან ეს არსებანი, არავინ არ იცის _ ჩნდებიან და მრავლდებიან ამფიბიებივით, ქრებიან და ისევ ჩნდებიან… სამწუხაროდ…

***
ახლა კვლავ პირველსავე სიტყვას მივიდეთ და ვიკითხოთ:
რა ფსიქოლოგიური ვნების ფაზაში ვართ ჩვენ ახლა, ამ გარდატეხის ეტაპზე?
ვის "სწყევლიან პალატები თავისი ნაგები", ანუ დამარცხებული სატანის თავიდან ამოსული დემონები?

ვაფრთხილებდი და ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ დევის თავიდან გამოსული "კოაბიტირებული" ჭიები ურჩხულებად იქცნენ, ვისაც ადრე "ნულოვანი ტოლერანტობით" და ტერორით მუსრავდნენ, ახლა იდეოლოგიური შანტაჟით და შავი პიარით წამლავენ ქვეყანას, ტოტალურ ობსტრუქციას უწყობენ სახელმწიფოს, ყოველი იდეა და საერო საქმე "დაბლოკილია" მათ მიერ!.. მთავრობას, ხელისუფლებას ტელევიზიებით და არასამთავრობოებით ატერორებენ და აშანტაჟებენ! ასე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ!

ვერანაირი ხელისუფლება, დავით აღმაშენებელიც რომ გააცოცხლო, ქვეყანას ვერ გადაარჩენს! თუ უბიდან გველებს არ მოიშორებ, რომლებიც მუდმივად გგესლავენ… თუ ამ ტიპის "მძინარებაში" და "კოაბიტირებულ" ნირვანაში დავრჩებით ხალხი და ხელისუფლება, ქვეყანას არაფერი ეშველება და მათ,
შესაძლოა, დაბრუნებაც კი მოახერხონ!..

თუ ჩვენი საზოგადოება ვერ გააცნობიერებს ამ ბედისწერულ ვითარებას და ფეხზე არ დადგება ამ "ეშმაკის თავების" დასათრგუნად, გადარჩენა არ გვიწერია! ეტყობა, მარტო ხელისუფლება ვერ დაძლევს შინაური და გარეგანი სატანური ძალების პრესინგს.

***

პარლამენტმა და ხელისუფლებამ უეჭველად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ "ნაციონალების" პარტია გამოცხადდეს კანონგარეშე, როგორც დამნაშავეთა ბანდა და ტერიტორიების გადამცემი სხვა ქვეყნისთვის, ახლა ნიანგის ცრემლებს რომ ღვრიან და თავისი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

***

საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ნაცების (და მათი კლონების) დანაშაული არ არის დასჯადი დანაშაული, მაგრამ დანაშაული და დასჯადია ამ დანაშაულის მხილება?!
ეს არის ცინიზმი და მართლმსაჯულების აგონია, რომელიც ანგრევს საზოგადოების (ერის) ფსიქოლოგიას!

ვინ ჩაჭრის და გაარღვევს ტელევიზიების ალყას, რომელთაც მარყუჟში ჰყავს ქვეყანა. მაინცდამაინც ერდოღანია საჭირო ხელისუფლებაში, ან ტრამპი, რომ ამათი თავხედობა ალაგმოს, რომ სახელმწიფოს და ერის ტელევიზიებით ზომბირებას წინ აღუდგეს? სახელმწიფო და საზოგადოება დეზორიენტირებული და პარალიზებულია!

ვინ აღმართავს "უფლის ხელს" და ვინ გამოიყვანს ქვეყანას ამ ჩიხიდან, ვინ ჩაჭრის "ლაოკოონის გველების" ამ ქსელს თუ ხლართს?!

***
დააკვირდით რა ტიპის ფსიქოლოგია ყალიბდება _ ყოველგვარი უზნეობა, ნარკომანია, ჰომოსექსი, პედოფილია, სექტანტიზმი და გირჩომანია, გამოხატვის და ქცევის ცხოველური თავისუფლება კი არ ყოფილა ამორალური გადაცდომა და დანაშაული, არამედ მისი მხილება! ვინ აღუდგება ამ და სხვა მოვლენებს წინ, ვინ აღმართავს სამართლის და მორალის ხელს ერის და თაობის გადასარჩენად?!

შეძლებს ამას სუსტი (გაუბედავი), სხვისი თვალთვალის არეალში მომწყვდეული ხელისუფლება და ჯინსებამოხეული თაობა (?!), მგლის გამოგლეჯილი ცხვრებივით რომ დადიან! რა დონის ვულგარულიზაციაა, რა ტიპის მორალური კრიზისია, გამოვნების რა დევალვაცია და დეფიციტი!..
ჩემი თაობა მოვესწარით მოდის მრავალჯერ ცვლას: გრძელს, მოკლეს, განიერს, ვიწროს, ძალიან ვიწროს, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს ყოფილა!
დაგლეჯილ-გამოხვრეტილი სამოსელი უეჭველად ასეთივე ანომალიური ფსიქოლოგიიის ანაბეჭდია _ მიდრეკილება, ყველაფერი რომ უნდა უჩანდეთ?!.
თაობას აქვს დაშლილი (დაგლეჯილი) ფსიქოლოგია, ვინ გაამთელებს და აღადგენს მათ წონასწორობას! ეს ტელევიზიები და ავრობოთა მჩხავანა ყვავები (!), სრულიად რომ მოიცვეს ჩვენი ქალაქისა და ერის საარსებო მიწა და ჰაერი?!

სამწუხაროდ, ქართველი ძალი არ ეშველება თვითონ მას, თუ კვლავ არ მოიხმო ის აღტკინებული პატრიოტი მამაცი ქართველები, რომლებიც სააკაშვილის სატანური რეჟიმის განდევნაში ედან ცოტა დადის ქართულ ქუჩებში, გნენ გვერდით. ეს სიტუაცია და მალე ისიც აღარ ივლის!!!
ვინ აღმართავს "უფლის ხელს" ამ მოვლენების დასაძლევად?!

კაცი არა ჩანს, რო "თოფი გაისროლოს" და გაფანტოს ეს ჭილყვავთა გუნდები…

***
სხვანაირად ქვეყნას არ ეშველება, თუ ფსიქოლოგიური (ზნეობრივი) სივრცე არ გაჯანსაღდა!..
ვერანაირი ეკონომიკა, ვერანაირი პოლიტიკა ვერ იმუშავებს!

ვერ "მიხვდება" ჩვენი დიპლომატია, რომ მერკელს აეროპორტში ვინმე "ზანკალიანი" არ უნდა დახვდეს!
ვერ გაიგებ, რომ მერკელს დაკითხვას არ უნდა უწყობდე და ჭკუას არ ასწავლიდე, რუსეთისგან იყიდოს თუ სხვისგან, ენერგორესურსები!
ეს სირცხვილიც კი არ არის, ეს არის გაუგებარი იდიოტიზმი!_ ვიღაცის და რაღაცის კარნახით სრულიად უპიროვნო მოქმედება, სახელმწიფოს დაუცველობის გამოხატულებაა!

ვიღაცას მერკელისთვის ქუთაისის საავტომობილო ქარხნის აღდგენა რომ ეთხოვა, ალბათ, იზამდა ამას…
ჩვენ ჩავაცივდით, რომ სიტყვა "ოკუპაცია" ეთქვა (ეხმარა!)
თქვა _ იხმარა! და წავიდა. მერე რა? მეორე დღეს "ოკუპანტებმა" კიდევ რამდენიმე ქართველი გადაიტაცეს მავთულხლართებზე და ა. შ. ეს ჩვენი იდიოტური პოლიტიკის კულმინაცია და სავალალო შედეგია! ამათი, ანუ ნაცების მიერ ჩანერგილი, საკუთარ მიცვალებულთა გვამებზე ცეკვა რომ გვასწავლეს და სხვათა მკვდრების გლოვა!..

***
მაშ, რა ვქვნათ? გვიშველის ამდენი ნაფტალინიანი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ გამოიჩეკა და დაბოდიალობენ პინგვინის ბღლარტებივით?
ნუთუ რუსთაველის ქვეყანაში ერთი გონიერი, ბრძენი ქართველი კაცი არ დაიძებნება, რომ ამ თანამდებობიდან მტერს და მოყვარეს ღირსეულად დალაპარაკებოდა?

არაფერი ეშველება ამ და სხვა საქმეებს, თუ ისევ ბიძინა ივანიშვილ მა არ შემოაბრუნა, "არ შემოულაწუნა" უფრო ძლიერად და გაბედულად (უშიშრად!).

არ ეშველება თვითონ მას, თუ ის აღტკინებული პატრიოტი მამაცი ქართველები, რომლებიც სააკაშვილის სატანური რეჟიმის განდევნაში ედგნენ გვერდით. ეს სიტუაცია და ვითარება, ხელისუფლება, პარლამენტი, უნდა გაცოცხლდეს “ძველით” _ ერთგული და ნაცადი “მეომრებით”.
ივანიშვილმა რადიკალურად უნდა შეცვალოს ვითარება და დაიწყოს სახელმწიფო რეფორმის და მშენებლობის მეორე ფაზა, ახალი ეტაპი. უნდა დაიწყოს ანსაკუთრებული მოქმედება ერის საკრალურ-ისტორიულ კუთხეთა სივრცეში!
როგორც დედამიწის "ოზონის გარსი", ისე სჭირდება ქვეყანას "პროვინციათა" დამცავი ზოლის (სარტყელის) გადარჩენა, რადგან ისტორიულად აქ გადარჩა ჩვენი გენი!…

პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ისტორიულ თემებში შეღწევა ვერც "ქართული ოცნების" მეოხებით.
ჩემდა სამწუხაროდ, ჩემს თვალწინ აიყარა და გაუდაბურდა რამდენიმე თემი. ერთი პროგრამა ვერ დავაფინანსეთ ვერც ერთი თემისთვის _ მთის ფონდი მიზანს აცდენილი აღმოჩნდა!

ვერც იქ მყოფს და ვერც იქ მობრუნების მსურველებს ვერ შევაშველეთ ხელი! ეს მართლაც სავალალო რეალობაა...


***
და დასასრულს რეზიუმეს სახით ვიტყვი:
"ქართული ოცნებიდან" ვიღაცამ გაიყვანა "ქართული ოცნება" და სხვა ხალხი მოიყვანა! _ ისინი არ დაიცავენ ივანიშვილს და კრიზისულ მომენტში გაწირავენ!.. ეს სკეპსისი მის გამოსვლაშიც იგრძნობოდა…
ეს საბედისწერო შეთქმულების ნაწილია და საზოგადოების მწვავე განცდას და სინანულს იწვევს.
ჯერჯერობით ამ განცდას ვერ ვცვლით…

ფოლკლორი გვასწავლის: "ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა!.." _ ეს არის უცვლელი მარადიული სიბრძნე და უნდა გვახსოვდეს…
ასევე მითი გვეუბნება: თუ ადამიანმა ორჯერ გიღალატა, გახსოვდეს, რომ მესამედაც გიღალატებს და ნუღარ ენდობი. ადამიანის ზნე და თვისება არ იცვლება, ნუ გგონია, რომ სიკეთე კეთილად მოაქცევს მას, სიკეთის გამცემი და ასევე მიმღებიც, ზნემაღალი პიროვნება უნდა იყოს. სიკეთე უმადურთათვის არის ჯორისთვის მიცემული ბედი...



მეტის ნახვა
8-09-2018, 09:30