საერთო გაზეთს“ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია ესაუბრა:

– ბატონო ზურაბ, დიდი ხანია საუბრობენ, რომ სახელმწიფო ეტაპობრივად ახორციელებს უნივერსიტეტების შემცირების პოლიტიკას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციას კარგავს და ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში14 569 ვაკანტური ადგილი დარჩა, ეს ვარაუდი უსაფუძლო არ უნდა იყოს.

– უმაღლეს სასწავლებლებში თავისუფალი ადგილების დარჩენის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ცოდნის დონე წლიდან წლამდე იკლებს და აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება სულ უფრო მეტად უჭირთ. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის, განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მდგომარეობა უარესდება. მარტო სკოლებში კი არა, უკვე მაგისტრატურაშიც კატასტროფაა. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მაგისტრანტებმა და ზოგ შემთხვევაში დოქტორანტებმა ისეთი საკითხები არ იციან, რაც ჩემი წარმოდგენით, მე 8 და მე 9 კლასელმა მოსწავლემ უნდა იცოდეს.

– როგორც ჩანს, ხარისხიანი განათლების მისაღწევად მხოლოდ განათლების მინისტრებისა და ხელისუფლებებისა ცვლა საკმარისი არაა. თქვენი აზრით, რა არის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების ხარისხია გაუარესების მიზეზი?

– გაუარესდება აბა რა იქნება, როცა უნივერსიტეტებში სრულიად მოუმზადებელი ბავშვები აბარებენ, რომლებსაც არავითარი საფუძველი არა აქვთ. ჩვენთან უმაღლესი განათლება სავაჭრო დახლად არის ქცეული და ყველა, ვინც ფულს გადაიხდის, დიპლომს იღებს. ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვრები რომ გაიხსნა, ქართველი ახალგაზრდა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით გაგზავნეს. ერთხელ შეესწრო, რომ მისი მასპინძელი ოჯახის შვილი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა, საგამოცდო ტესტს თავის სახლში ავსებდა და უნივერსიტეტს ინტერნეტით უგზავნიდა. ჩვენებურმა გაოცებით იკითხა ეს როგორი გამოცდაა, ხომ შეიძლება ვინმე დაიხმარო და რას მიხვდებიან შენ გააკეთე თუ სხვამო. ამერიკელი გაოცდა – რაში მჭირდება ამის გაკეთება, ეს ტესტი მაჩვენებს რამდენად მზად ვარ უნივერსიტეტში სწავლისთვის და თუ მზად თუ არ ვარ, ტყუილად წლები რატომ უნდა დავკარგოო? აი, ეს არის საღი აზროვნება. ჩვენთან კი უნივერსიტეტში ჩაბარება კი არა, თუ საკმარის ფულს გადაიხდის, ადამიანი დისერტაციას დაიცავს და მერე თანამდებობაზე ან ექსპერტად მოგვევლინება. უკვე გამოჩნდა ასეთი ექსპერტების თაობა, მაგრამ 5 წლის მერე უარესი იქნება. სწორედ ამ ე.წ. ექსპერტების გამო მოხდა ის, რაც სახელმძღვანელოების გრიფირებაზე მოხდა, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.. გაუგებარია, ვის რაში ჭირდება ამდენი დიპლომიანი უვიცი? კომუნისტების დროს, როცა საქართველოში ორჯერ მეტი ახალგაზრდა და თითქმის 100%-იანი დასაქმება იყო, უმაღლეს სასწავლებლებს წელიწადში 8000 ახალგაზრდა ამთავრებდა. დღეს, როცა იმ დროსთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა განახევრებულია, ჩვენი ეკონომიკისა და დასაქმების მქონე ერისთვის 4 000 კურსდამთავრებულიც საკმარისია. ყოველწლიურად 1500 ახალგაზრდა რომ იურისტის დიპლომს აიღებს, იმათ რა უნდა აკეთონ? რეალურად, ამ უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა ცოდნის მიცემის კი არა, ახალგაზრდების მოტყუების და ცხოვრების გამრუდების გზაა. ფიქრობთ, რომ იქ რამეს ასწავლიან? ამასწინათ, ერთ-ერთ უნივერსიტეტში რაღაც გამოკითხვა იყო და ეკონომისტებმა პროცენტი ვერ გამოთვალეს. ეკონომისტმა პროცენტის გამოთვლა რომ არ იცის, მისგან რა სპეციალისტი უნდა გამოვიდეს?

– თქვენი აზრით, სახელმწიფოს რაში ჭირდება სტუდენტების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა? ეს ხომ ბიუჯეტიდან ტყუილად გადაყრილი ფულია?

– პირიქით, ბიუჯეტის დაფინანსებას სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილი იღებს. ალბათ სწორედ ის 4000 და უფრო ცოტა, დანარჩენებმა კი ფარატინა წაღალდი რომ აიღონ, ოჯახები უკანასკნელ ძროხას და ზოგჯერ სახლ-კარს ყიდიან და ბანკის სესხებს იღებენ. საბოლოოდ, ვერც ცოდნას იღებენ და რაც აქვთ, იმასაც კარგავენ. სახელმწიფო ფულს აძლევს კი არა, ამ ხალხისგან ქაჩავს ფულს. ასეთმა ახალგაზრდამ უკვე საქმის კეთება აღარ იცის და მხოლოდ სიყალბეზეა ორიენტირებული. ყალბი დიპლომი რომ აქვს, თავი მართლა უმაღლესდამთავრებული ჰგონია და ელის, როდის მოაწყობენ სადმე დირექტორად. ის უკვე მოქალაქედაც არ ვარგა, რადგან მთლიანად დამახინჯებული აზროვნება აქვს. წლების მანძილზე ვითომ გამოცდებს აბარებდა, ვითომ ნიშნებს იღებდა, ვითომ დიპლომიც აიღო და სინამდვილეში, წესიერად რომ ჩაუტარო, მე 6 კლასის გამოცდებს ვერ ჩააბარებს. ეს არის თაობების და საქართველოს მომავლის გაუბედურება.

– თავის დროზე, როცა უმაღლესი სასწავლებლები ნაწვიმარზე სოკოსავით მომრავლდნენ, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლება ამ გზით ახალგაზრდების ქუჩიდან მოწყვეტას და სწავლით დამაგრებას ცდილობდა..

- რომელ სწავლაზე მელაპარაკებით, რომელიც არ არსებობს? ან ქუჩას როგორ მოწყვიტეს, როცა სტუდენტები ლექციებზე არ დადიან და მაინც ქუჩაში დგანან. ამას ქვია ქუჩას მოწყვეტა?

– ისევ სკოლის პრობლემებს დავუბრუნდეთ. წლებია საუბრობენ იმაზე, რომ მე 12 კლასელები სკოლაში არ დადიან და ბიუჯეტის მილიონები წყალში იყრება, მაგრამ მეთორმეტე კლასს მაინც არ აუქმებენ..

– არ აუქმებენ იმიტომ, რომ ბოლონიის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ზოგადი განათლება მინიმუმ, 12 წლიანი უნდა იყოს, მაგრამ მარტო მე 12 კლასზე რატომ ვლაპარაკობთ? სხვა კლასებში დადიან და სწავლობენ? თავად განათლების სამინისტროს ჩატარებული კვლევის შედეგები სრული კატასტროფაა და ამიტომ ასაიდუმლოებენ. დასკვნის მიხედვით, მეოთხე კლასის შემდეგ მოსწავლეების უმეტესობა მომდევნო კლასში სწავლისთვის მზად არაა. გამოდის, რომ ბავშვების ნახევარზე მეტი მეექვსე და შემდგომ კლასებში ტყუილად დადის. პედაგოგიკა ძალიან თანმიმდევრული მეცნიერებაა. ათასში ერთია განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი, რომელსაც სულ რომ არ ასწავლო, მაინც ისწავლის. საშუალო დონის მოსწავლემ კი ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გაიაროს. გამოდის, რომ მეექვსე კლასში მოსწავლეების 50% ტყუილად დადის, მე 7-მე 8 კლასში უკვე 80% დადის ტყუილად იმიტომ, რომ მეექვსე კლასის პროგრამა არ უსწავლია და რაღა მე 12 კლასზე ვლაპარაკობთ? წესით, მეათე კლასში უნდა მოხდეს სერიოზული პროფილირება სხვანაირად შეუძლებელია. მსოფლიოში არ არსებობს მეტ-ნაკლებად განვითარებული განათლების სისტემა, რომელშიც ყველა ბავშვი ერთად ზის მეათე კლასში. არ ხდება ასეთი რამე და ჩვენ სასწაულს შევძლებთ? 

– ყოველწლიურად, ავტორიზაციას რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი კარგავს და ასე თუ გაგრძელდა, სტუდენტთა რაოდენობა ზოგადი უნარების „დახმარების “ გარეშეც შემცირდება.


– მაინც ძალიან ბევრია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენი უნივერსიტეტის სამყოფი პროფესურაც არ გვყავს. მართლა პროფესორი და კვალიფიციური სპეციალისტი რასაც ქვია, სანთლით არის საძებნი. ისიც საინტერესოა, რატომ არ უტარებს სახელმწიფო უნივერსიტეტების მასწავლებლებს გამოცდებს სკოლის მასწავლებლების მსგავსად? რატომ არავის აინტერესებს ნამდვილად მზად არის თუ არა ადამიანი იმისთვის, რომ სტუდენტს ასწავლოს? ხუთჯერ დავსვი ეს საკითხი სამინისტროში, და არავინ შეისმინა. თუმცა, ვინ უნდა შეისმონოს, როცა საქმის მცოდნე არავინ ჰყავთ და ნამდვილ ექსპერტს და სპეციალისტს გვერდით არ იკარებენ? ამიტომ არის ჩვენი ე.წ. განათლების სისტემა ერთი დიდი სიყალბე და ეს სიყალბე იწყება სკოლიდან. ახლა სასწავლო გეგმების საკითხი.. იცით, რას ასწავლიან სტუდენტებს? იმას კი არა, რაც სტუდენტს ჭირდება, რაც მასწავლებელს ურჩევნია იმას და ამაზე არავითარი კონტროლი არ არსებობს.. ათი სტუდენტიდან სამი და ოთხი რომ მონდომებულია და სხვებთან შედარებით, სწავლა შეუძლია, ისიც ვერ სწავლობს, იმიტომ, რომ არაპროფესიონალი მასწავლებელი უსარგებლო რამეებს ასწავლის. ამიხსნას ვინმემ, რატომ შეინარჩუნეს ნაციონალების კადრები სამინისტროში და სკოლის დირექტორებად? განათლების სისტემაში ნახევარზე მეტი მათი კადრია.

– ალბათ იმიტომ, რომ ნაციონალების შემდეგ მოსული ხელისუფლების პირველი განათლების მინისტრმა ამ კადრების შენარჩუნება ბრძანა.

– მერე რა? დღეს ხომ აღარ არის გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ სახე? მაშინ ვისი პოზიციაა ეს? იმისი ხომ არა, ვინც „ქართულ ოცნებასაც“, მარგველაშვილსაც და ნაცებსაც მართავს? ასე მივადგებით იმ საკითხს, რომელსაც ტაბუ ადევს. შუა რგოლს არ ენაღვლება ეს ყველაფერი, მას მხოლოდ პირადი სარგებელი აქვს და იმის იქით, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომლისთვისაც ძლიერი და განვითარებული საქართველო ხელსაყრელია. ეს ჩვენთვისაა დამღუპველი, თორემ ეკონომიკურად დასუსტებული ერი და მარიხუანით გამოდებილებული ახალგაზრდობა ადვილად სამართავია და ყველას ხელს აძლევს.იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ და ეს ყველაფერი კანონზომიერია.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
11-09-2018, 21:16


სკანდალური ინტერვიუ მალხაზ კობაურის ადვოკატთან ვასილ მამულაშვილთან

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ინტერესებს ორი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი და ლექსო კობაიძე იცავენ. ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ისინი სს-ის საქმეში არსებულ შესაძლო მტკიცებულებების შეფასებას ახდენენ.

ვასილ მამულაშვილი:
შესაძლო იმიტომ, რომ საქმეში არსებულ არცერთ დოკუმენტს არ გააჩნია, სანამ მოსამართლე არ მიანიჭებს ერთ-ერთი მხარის მტკიცებულების სტატუსს. დღეს კობაურის ჩვენების გარდა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც კობაურის დანაშაულს დაადასტურებს. რაც შეეხება კობაურის ე.წ. აღიარებით ჩვენებას, მისი გაცნობის და კობაურის საუბრის მოსმენის შემდეგ აშკარა გახდება, ბრალდებულს სრულიად განსხვავებული საუბრის მანერა აქვს, უფრო მეტიც, იქ ისეთი ტერმინებია გამოყენებული, რაც მიუთითებს, რომ ჩვენება მისი კარნახით კი არ არის დაწერილი, სამართალმცოდნის შედგენილია. კობაურის განცხადებით, ჩვენებაში მითითებული ინფორმაციები მას არ უთქვამს, სულ სხვა რამ ვილაპარაკე და სხვა ჩვენებაზე მომაწერინეს ხელიო. ეჭვი გვაქვს, რომ მასზე ზეწოლები განხორციელდა, რაზეც თავის დროზე ვისაუბრებთ. ერთი სიტყვით, კობაური ხსენებულ ჩვენებას უარყოფს, რისი უფლებაც მას კანონმდებლობით აქვს. ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენება შეცვალოს, რაც მის მიმართ უარყოფითად არ უნდა შეფასდეს. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ რახან ბრალდებულმა ჩვენება შეცვალა, ე.ი. დამნაშავეა.

კობაურმა თავის დროზე თქვა სიმართლე, მაგრამ ამის ოფიციალურად დაფიქსირება არ მოხდა. ასეთ ვითარებაში ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას ჩვენებას აღარ მისცემს, მას გამოვკითხავთ და იქნება დაცვის მხარის და არა ბრალდების მოწმე, რისი უფლებაც მას აქვს. როცა საჭირო იქნება, ის სრულყოფილ ჩვენებას მოგვცემს. ყველაზე დიდი დარღვევა, რაც გამოძიებამ ჩაიდინა ისაა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს მოწმის მიმართ, კერძოდ, იცოდნენ რა, რომ კობაურის ე.წ. ჩვენება რეალობას არ შეესაბამებოდა, მისი საუბარი ფარულად ჩაიწერეს, თან როგორც მტკიცებულება, რაც ფაქტობრივად პრეცედენტია. ამ ტიპის მოქმედებას მაშინ იყენებენ, როცა ნარკოტიკის ამოღება ან რეალიზაცია, ქრთამის მიცემა ხდება, რადგან ისე ვერ დაამტკიცებენ დანაშაულის ფაქტს. კობაურის შემთხვევაში გამოძიებამ ეტყობა იფიქრა, შეიძლება ადვოკატის ჩართვის შემდეგ მან ჩვენება შეცვალოსო და თავი "დაიზღვიეს", თორემ სხვა რა ლეგიტიმური მიზანი ჰქონდათ მისაღწევი? მოწმის გამოკითხვის ოქმი იმისთვის დგება, რომ სასამართლომ საჭიროდ ჩათვალოს პროცესზე მისი დაკითხვა, თუ არ არის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია რელევანტური, მოსამართლე უარს ეუბნება მხარეს ამ ადამიანის დაკითხვაზე. ეს უბრალოდ გამოკითხვაა, ჩვენება ის არის, რასაც პირი სასამართლოზე მისცემს. ერთი სიტყვით, გამოძიებამ შექმნა ეს ვითომდა მტკიცებულება, თან ისე გაატარეს, რომ კობაურს ჩაწერის დროს თითქოს არ ჰქონდა ე.წ. ჩვენება მიცემული და მერე ჩამოართმევდნენ. ამ 12-წუთიანი საუბრიდან ჩანს, რომ კობაური უკვე გამოკითხული ყავდათ, ჩანს, რომ გამომძიებელი თვითონ საუბრობს დეტალებზე და კობაურს "იმოწმებს", ხომ ასეაო, რეალურად კობაურის მხოლოდ თანხმობებია, ანუ იგი ზემოქმედების ქვეშაა. ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებითაც გვინდა ექსპერტიზის ჩატარება, რომ გაირკვეს კობაურის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ მომენტში. ყოველ შემთხვევაში, ცალსახად დადგინდება, რომ ჩვენება უკვე აღებული აქვთ და კობაურს მის გასამყარებლად ალაპარაკებენ, თორემ ხელიდან გამოეცლებათ ის ე.წ. მტკიცებულებაც, რაზეც ბრალდებაა აგებული.
ÐаÑÑинки по запÑоÑÑ ááá¡áá áááá£ááá¨áááá
ბრალდების დადგენილების ტექსტის 98% კობაურის ჩვენებაა. პროკურორსა და მოსამართლესაც ვკითხე, ბრალდებულმა ეს ჩვენება უარყო და დღეს რა მტკიცებულება ჰქონდათ. იმიტომ არ გააშუქეს პროცესი, რომ საზოგადოებას არ დაენახა პროკურატურის უსუსრობა, რაც სერიოზულ უარყოფით ეფექტს გამოიწვევდა, როგორც პროკურატურის, ისე მართლმსაჯულების კუთხით. პროკურორს დაახლოებით 15 კითხვა დავუსვი და ფაქტობრივად ვერცერთზე ვერ მივიღე პასუხი. ვთხოვე მიეთითებინათ ერთი მტკიცებულება მაინც მისი ჩვენების გარდა, რომელიც ადასტურებდა კობაური ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ რომ იყო, ან ის კობაური სმიტებს რომ შეხვდა, ერთად რომ მიირთვეს საჭმელი, მერე შელაპარაკება რომ მოხდა, კობაურმა ამოხოცა მთელი ოჯახი და გვამები გადამალა, არ ვიცითო, რა მტკიცებულებას მიმითითებდნენ, რაც არ აქვთ. ბრალდება მხოლოდ კობაურის ჩვენებაზეა აგებული, ეს ჩვენება აღარ გვაქვს და დღეს მტკიცებულებების გარეშეა საქმე. მარტო იმას იმეორებენ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალაში კობაურის სპერმააო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კობაურს ამ ქალბატონის არც გაუპატიურებასა და არც მკვლელობაზე ბრალი წარდგენილი არ აქვს, მხოლოდ რაიან და ქელები სმიტების მკვლელობას ედავებიან, თუმცა აქაც ძველი ბრალდებაა შემორჩენილი. მკვლელობის ბრალის დასადასტურებლად, რაზეც ბრალდებაც კი არ აქვთ წარდგენილი, იშველიებენ ქალბატონის უკანა ტანში სპერმის არსებობას. დავუშვათ (ჯერ ერთი არაფერს ვუშვებთ, რადგან ეს ყველაფერი გამოსაკვლევია), აღმოჩნდა იქ სპერმა, რაც ყველაზე ასე ვთქვათ, კარგ შემთხვევაში სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე მიუთითებს, სექსუალური აქტი რომელი დანაშაულია? აუცილებელია დადგინდეს იძულება, ძალადობა და ა.შ., როდესაც სექსუალური აქტი შეიძლება დანაშაულში გადაიზარდოს. საქმეში არ არის ძალადობის მტკიცებულება, კობაურის ფრჩხილებიდან ამოღებულ მასალაში არ არის ლორა სმიტის დნმ-ი, რა გამოდის გაუპატიურება ისე განხორციელდა, რომ შემხებლობა არ იყო? ლოგიკურად გამორიცხულია, ადამიანი გააუპატიურო და მასთან შემხებლობა არ გქონდეს. არის რაღაც თეორიული შესაძლებლობა, თუ ისეთი მუქარა განხორციელდა, რაც ადამიანს აიძულებდა ნებაყოფლობით დათანხმებულიყო სექსუალურ კავშირზე, მაგრამ ესეც გამოსავლენია. შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ კობაურმა ისეთი მუქარა განახორციელა, რომელიც ქალბატონს აიძულებდა ნებაყოფლობით კავშირზე.

– რა გახდა ლორა სმიტის გარდაცვალების მიზეზი?

– ეს დღემდე არ ვიცით, ფაქტია, ამ ადამიანს არ ეტყობა ძალადობის კვალი, საერთოდ არაფერი ეტყობა. სპერმის "აღმოჩენა", როგორც გითხარით სქესობრივ აქტზე მიუთითებს და არა გაუპატიურებაზე, ასეც რომ იყოს, რა კავშირშია გაუპატიურება მკვლელობასთან, ამ ორ დანაშაულს შორის პირდაპირი კავშირი არ არის. შესაძლებელია მკვლელობა მოხდეს, მაგრამ არ განხორციელდეს გაუპატიურება, ან პირიქით, ასე ცალსახად ბმა ვერ იქნება. სასამართლო პროცესზე მარტივი კითხვა დავუსვი პროკურორს (სხვათა შორის, პირველად გვქონდა შესაძლებლობა პროკურატურასთან პირისპირ გვესაუბრა), რომ თუ ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩენილი სპერმა მის გაუპატიურების ფაქტზე მიუთითებდა, მაშინ რას ეტყვოდნენ სასამართლოს და დაცვის მხარეს რაიან სმიტის უკანა ტანში აღმოჩენილ სპერმაზე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ამ ადამიანსვე ეკუთვნოდა. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ესეც ნიშნავს რომ ბრაიან სმიტმა საკუთარი თავი გაიუპატიურა. აბსურდამდე მივდივართ. ეს ყველაფერი მინიმუმ ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ ნიმუშების აღების კუთხით, უნებლიედ ან განზრახ არის დაშვებული შეცდომა, თორემ ექსპერტს რა ნიმუშსაც წარუდგენენ, იმას იკვლევს. ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა, ნიმუშების აღება ექსპერტის მონაწილეობით კი ხდება, მაგრამ ეს ექსპერტი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომელია. ამ დასკვნების გარდა, საქმეში სხვა არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. არცერთი მწყემსი და სხვა გამოკითხული პირი მტკიცებით ფორმაში არ საუბრობს, ყველა ამბობს, რომ ვიღაცისგან მოისმინა. წყაროს მითითების შემთხვევაშიც ეს ირიბი ჩვენებაა, ასეთი ჩვენებაც რომ იყოს ამ საქმეში, კანონმდებლობა ცალსახად გვეუბნება, რომ ათასი ირიბი ჩვენება ვერ გაუტოლდება ერთ მყარ მტკიცებულებას.

საქმე იმაშია, რომ შემთხვევის ადგილზე არავინ საუბრობს, ჩვენ ამ კუთხითაც გვინდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. რაიან სმიტის ცხედარი დაახლოებით კილომეტრნახევრით არის გადაადგილებული იმ ადგილიდან, სადაც ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ქალის ცხედარიც დაახლოებით ამავე მანძილის დაშორებით იყო მეუღლის ცხედრიდან, ოღონდ სხვა მიმართულებით არიან. ოფიციალური ვერსიით, კობაურმა ქალბატონი მოკლა და მდინარეში გადააგდო, არადა იქ ახლოს არანაირი მდინარე არ არის, გამოდის 50-კილოიანმა ბიჭმა რამდენიმე კილომეტრიც ზურგით ატარა მასზე ორჯერ მეტი წონის მქონე ადამიანის ცხედარი. ეს ხომ აბსურდია. მას თურმე მამაკაციც ასე უტარებია, რანაირად შეიძლება ამხელა მანძილზე ისე გადაიტანო ცეცხლნასროლი ჭრილობით გარდაცვლილი ადამიანი, რომ მინიმუმ სისხლის კვალი მაინც არ დარჩეს. ისედაც ფიზიკურად გამორიცხულია ისეთ გზაზე კილომეტრნახევრის გავლა 100 კგ ტვირთით, რომელიც ჩვეულებრივი გზის 4 კმ-ზე სიარულს უდრის, მით უმეტეს კობაურის აღნაგობის მქონე ადამიანისთვის.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ კობაური სიმართლეს ამბობს, ამ დანაშაულში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდაო. რაც ყველაზე მთავარია, ლორა სმიტის ცხედრის აღმოჩენიდან მეორე დღეს იპოვეს მისი მეუღლის ცხედარი, ანუ მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია. თან ისეთ ადგილზე აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი, სადაც მანამადე რამჯერმე გაიარეს მაშველებმა, მაგრამ არაფერი უნახავთ. ეჭვი გვაქვს, ტელევიზიით გასული ინფორმაციის შემდეგ მიიტანეს იქ ბრაიან სმიტის გვამი, თან ეს ღამით ხდება. გვამი მთლად შიშველი იყო, რაც ვფიქრობთ, მტკიცებულებების განადგურების მიზნით მოხდა, რადგან მამაკაცის ტანსაცმელზე იქნებოდა შემხებლობის კვალი, ბიოლოგიური თუ სხვა მასალა. ესეც მიუთითებს, რომ პროფესიონალების ჩადენილი დანაშაულია, ფაქტობრივად მოსპეს მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობა. ბრაიან სმიტის მობილურ ტელეფონს ახლა საერთოდ მალავს გამოძიება, ადრე ამბობდნენ გვაქვსო, ახლა თურმე ვერ ნახეს. მერე ავტომანქანის ტელეფონი ამოიღეს, მაგრამ თურმე ექსპერტიზის ბიურო ვერ ხსნის, რაც დიდ ეჭვს იწვევს. მერე სასამართლოს მიმართეს, რომ კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდეს ექსპერტიზა, რას და როგორ ჩაატარებენ, რა ინფორმაციას ამოიღებენ, ეს კიდევ ცალკე კითხვებს გამოიწვევს. 6 ივლისს, ამერიკის საელჩოდან შეტყობინება შევიდა 112-ში, სავარაუდოდ დანაშაული 4 ივლისს მოხდა, ე.ი. ორი დღის შემდეგ.

3 და 4 ივლისის დილას სმიტების ადგილება დაფიქსირებულია ყაზბეგ- ში და მიმდებარე ტერიტორიაზე. მე ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს დიპლომატიური სამსახური ისე ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, რომ თუ 1–2 დღე კავშირზე არ გამოვიდნენ, განგაში ატეხონ. ისინი უცხო ქვეყნებში ჩასულ თავიანთ ყველა მოქალაქეს ვერ გააკონტროლებენ და არც უნდა გააკონტროლონ, ყველას აქვს დასვენების და გადაადგილების უფლება, რატომ უნდა იყოს საელჩოს კონტროლის ქვეშ. სმიტების ოჯახი ისეთ ადგილზე იყო, მთაში, სადაც ხეობების უმეტესობაში ტელეფონს მიღება არ
აქვს, რატომ იყო პრობლემა თუ გარკვეული პერიოდი ვერ დაუკავშირდნენ? ამიტომ ჩნდება ეჭვები აშშ- ის დიპლომატიური სამსახურის დაინტერესებასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან ორი შეტყობინება გაკეთდა, რომ ისინი ხადას ხეობისკენ წავიდნენ, მეორე შეტობინებით, სმიტების ბოლო ლოკაცია ამ ხეობაში დაფიქსირდა და ამის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდიანო. სმიტების ძებნა ამ შეტყობინების შემდეგ დაიწყო. ლოკაციის დადგენა ერთადერთი ჯიპიეს-ით არის შესაძლებელი, კავშირზე იყვნენ, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ სმიტებს რაღაც განსაკუთრებული დავალება ჰქონდათ, რასაც ირიბად ადასტურებს 112-ში განხორციელებული შეტყობინებები. გამოიკითხნენ საელჩოს წარმომადგენლები და თითქოს რაიან სმიტს მისმა მეგობარმა, საელჩოს თანამშრომელმა დაურეკა და ლოკაცია იმიტომ ახსენეს. სმიტმა მას მობილური ტელეფონით ფოტოები გამოუგზავნა და ამით დაადგინეს ისინი სად იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი უკვე არარეალურია, შთაბეჭდილება რჩება, რომ სუსტი გამოძიების და საერთოდ, არავის ინ- ტერესში არ შედის, რომ რეალობა გამოიკვეთოს. მოკლედ, ძალიან რთული საკითხია, ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მინდა. საერთოდ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი, არ არსებობს უმოტივო დანაშაული, ცხადია, ხადას ხეობაში მომხდარ საშინელ დანაშაულსაც აქვს რეალური მოტივი. თუ გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენა უნდა, მოტივის დადგენაც შესაძლებელია, მაგრამ პიროვნებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე, სწორ მოტივზე ვერ გახვალ. რაიან სმიტმა საფრთხე დაინახა კობაურს თოფი არასწორად რომ ჰქონ- და, შენიშვნა მისცა და ამის გამო კობაურმა დახოცა სამი ადამიანი, თან ქალი გააუპატიურა, ეს არის სრულიად არარეალური ვერსია, ასეთი რამ ფილმებში და ზღაპრებში არ ხდება. პროკურატურა ბრალის დადგენილებაში ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობაზე საუბრობს, ამ დროს თითქმის ვერცერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ პასუხი. მოსამართლე ფუხაშვილმა გვითხრა, მიიღეთ ის, რასაც პროკურორი გპასუხობთ, არპასუხიც პასუხიაო. აი, ამ ფონზე მერე მოსამართლე მსჯელობს, ფაქტებისა და ინფორმაციების რაოდენობა გაზრდილიაო, კობაურს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა და პროცესიც
დახურა, რისი მიზეზიც არ არსებობდა. არ უნდათ საზოგადოებამ, რომელშიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კობაურისადმი უარყოფითი განწყობა, დაინახოს ბრალდების აბსურდულობა და უსუსრობა. ჩვენ გვინდა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ ეს საქმე, ამიტომ უნდათ უარყოფითი დამოკიდებულების შენარჩუნება, სპეციალურად ხდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება საზოგადოებრივი ქსელებით.

– მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ საქმის ირგვლივ არსებულ მასალებზე, მათ შორის, იმ ვერსიაზეც, რომელზეც მალხაზ კობაური საუბრობს.

– სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რაიან და ქელები სმიტების გარდაცვალების მიზეზი თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობებია. რაიან სმიტს ორჯერ ესროლეს, აქედან ერთი ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. თავში გამჭოლი ჭრილობა აქვს, შუბლის არეში შემავალი, რომელიც ყელის არეში გამოდის, ანუ ტყვია ზემოდან ქვემოთ არის ნასროლი. ორივე შემთხვევაში ახლო მანძილიდანაა ნასროლი (120 სმ).
ექსპერტიზის დასკვნით, რაიან სმიტს გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე აქვს მიღებული დაზიანებები, ოღონდ ეს არ არის წამების კვალი, ფეხის, გულმკერდის არეში და იღლიაში აქვს ნაჭდევები, რაც ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ვერ დავიჯერებ, რომ კობაურმა ჯერ იჩხუბა მასთან, სპორტული აღნაგობის, მასზე გაცილებით ძლიერ და დიდი გაბარიტების მქონე ადამიანს სხეულზე სამი დაზიანება მიაყენა და ამის შემდეგ სმიტი ზურგით დაუდგა "თავდამსხმელს", რომელსაც იარაღი ჰქონდა, როგორც გითხარით, სმიტს ზურგში აქვს ნასროლი, ეს ხომ არარეალურია. კობაური ამბობს, რომ სმიტი დაჩოქილი, პირველად ზურგში ესროლეს და გადავარდაო. ესეც დამაჯერებელია, რადგან რაიან სმიტს ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული. ექსპერტიზამ
უნდა დაადგინოს, მაგრამ ჭრილობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავშიც დაჩოქილ მდგომარეობაში ესროლეს.
ÐаÑÑинки по запÑоÑÑ á¡ááá¢áááá¡ áá¯áá®á

სანადირო თოფით არიან მოკლული მამა-შვილი, მაგრამ არც ის არის დადგენილი, ნამდვილად კობაურის თოფით თუ მოხდა მკვლელობა. ისე, კობაურის თოფზე მისი დნმ-ი არ აღმოჩნდა. რაიან სმიტს გარდაცვალების შემდეგაც აქვს მიღებული რამდენიმე დაზიანება, რაც გვამის გადატანის შედეგია. ლორა სმიტი რომ წყალში დაიხრჩო თუ გაგუდეს, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. გვამის ფოტოები რომ ვნახე, არც დასველების და არც ძალადობის კვალი არ ეტყობა. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რა გახდა ამ ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი, ველოდებით ექსპერტის დასკვნას. აგენტურულ თემაზე ვსაუბრობდით, მე ბოლომდე არ ვარ გარკვეული, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც აგენტების გამოვლენა ხდება, ქალების და მამაკაცების ლიკვიდირება განსხვავებული მეთოდით ხდება. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ამ შემთხვევაშიც რაღაც ასეთი მეთოდები გამოიყენეს. მამა-შვილს თავის არეში და ერთი და იიგივე მიმართულებით აქვთ ნასროლი, ქალის მიმართ კი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის გამოყენებული. ის რომ ქალი გადავარდა, პროკურატურა თვითონვე უარს ამბობს ამ ვერსიაზე, მაგრამ დადგენილებაში მაინც უწერია. კობაურს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ კითხვას ვერ ვუსვამ, ამიტომ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. რაღაცები კი მოგვიყვა, მაგრამ არსებით თემებში არ შევდივართ, ახლა ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ დეტალურად აღწერს შვიდი თავდამსხმელის სახეებს, ჩაცმულობას, ვინ რას და როგორ აკეთებდა. თავის დაზიანებაზეც მიუთითებს, ერთ-ერთმა დამარტყაო.

მამა-შვილის მკვლელობას ვესწრებოდი, ხოლო ლორა სმიტი კი არ გაიქცა, ორმა თუ სამმა კაცმა წაიყვანაო. რაიან სმიტი დაჩოქილი რომ იყო და ზურგში ესროლეს, ეს ფაქტი მახსოვს, მეორედ რომ ესროლეს, მხოლოდ გავიგონე, მეფარებოდნენ და არ ჩანდა, მერე ცუდად გავხდი და აღარაფერი მახსოვსო. მე რასაც ვხედავ, ეს სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ კობაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური პრობლემები არ აქვს, კონცენტრირებულია და საღად აზროვნებს. ამხელა დანაშაულს ედავებიან, მას კი თურმე ცხვარიც არ დაუკლავს, მეცოდებოდაო. რომ ცრუობდეს, ექსპერტებს ამის დადგენა არ გაუჭირდებოდათ, ნამდვილად არ აქვს მანიაკალური გადახრები, რაც სერიულ მკვლელებს ახასიათებთ. ქალთან ურთიერთობის კუთხითაც ვესაუბრეთ, ქალბატონებიც გამოვკითხეთ, თვითონ ამბობს, რომ ქალთან არ ჰქონია ურთიერთობა, ამ ქალბატონებმაც დაადასტურეს, ძალიან მორიდებული იყო, ყოფილა შემთხვევა ნასვამები ყოფილა ყველა, შეეძლო ქალთან კავშირი დაემყარებინა, მაგრამ მორცხვობდაო. არარეალურია იმის მტკიცება, რომ მან ქალის გულისთვის ასეთი განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაული ჩაიდინა. ისე, ვაპირებთ, რომ მისი სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა მოხდეს. გამოძიებამ ახალი "ვერსია" შექმნა, კობაურის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციები ამოვიღეთ, ისეთ საიტებზე შედიოდა, სადაც ქალების ფოტოებია და ათვალიერებდაო, შევთავაზეთ, ამ კუთხითაც ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა.

ჟურნალისტებმა და ჩვენც გამოვკითხეთ ბევრი ადამიანი, მათ შორის მარნეულშიც. ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ სმიტები ყაზბეგში წასვლას აპირებდნენ, სავარაუდოდ 1–2 ივლისს იყვნენ ყაზბეგში, 3 ივლისს დილით ხადას ხეობისკენ მიმავალ გზაზე, გაზისგასამართ სადგურთან ჩანან. იგივე ქალბატონს ჟურნალისტებისთვის უთქვამს, რომ სმიტებს თანხა ჰქონდათ შეგროვილი, მგონი, სახლის შეძენას აპირებდნენო. ლორა სმიტს უთქვამს
30.000 დოლარი გვაქვსო. მალხაზმა საერთოდ არ იცოდა ტელევიზიით რა ითქვა, ან ჩვენ ვის ვისაუბრეთ, როცა სამედიცინო ექსპერტების თანდასწრებით მოგვიყვა, რაიან სმიტი დაჩოქილი რომ იყო, იმ მამაკაცებმა მისი ჩანთა გახსნეს, ნახე ამას რამდენი ფული ჰქონიაო და ამოიღეს 3–4 შეკვრაო. ექსპერტს აჩვენა როგორი შეკვრა იყო და რა ფერის. ასეთი კიდევ ბევრი იყო, ერთ-ერთმა მათგანმა ჩაიდო და წაიღესო. კობაურმა ისიც თქვა, რომ როდესაც ამ ჯგუფთან ერთად გამოჩნდა, რაიან სმიტს შეეშინდა და შეცბა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს მათი გამოჩენით ასეთი რაღაც მოხდებოდა, ძალიან შეშინებული სახე ჰქონდაო. თუ მართლა რაღაცას არ ელოდები ადამიანი, რატომ უნდა შეგეშინდეს ვინმეს დანახვაზე? ესენი უცხო ენაზე ელაპარაკებოდნენ სმიტს, თუმცა ქართულადაც ლაპარაკობდნენ, ოღონდ მთიელების კილო არ ჰქონდათო. სავარაუდოდ, სმიტს მართლაც ჰქონდა ფული, ეჭვი მიჩნდება, სადღაც მთაში ექსკურსიაზე მიმავალ კაცს რაში გჭირდება 30.000 დოლარის წაღება. უამრავი ეჭვი და ვერსიაა, ზოგი იმასაც ეჭვობს ნარკოტიკებს ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნე- ლია იმის გარკვევა სინამდვილეში რა იყო, დანამდვილებით ვერაფერს იტყვი, თუმცა ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ჩემი ინფორმაციით, რაიან სმიტის ერთ-ერთი ძმა რომელიღაც ქვეყანაში იყო, ოღონდ არ ვიცი რა მისიით და რამდენიმე წელია გაუჩინარებულად ითვლება.

კარგი იქნება თუ ყველა ვერსია დამუშავდება, რითაც თავად გამოძიება უნდა იყოს დაინტერესებული, ადრე რამდენიმე ვერსია მუშავდებოდა. სამწუხაროდ ახლა ასე აღარ ხდება, ეს ერთი ვერსია აქვთ არჩეული და კანონიერი თუ უკანონო გზებით ცდილობენ მის გამყარებას. დაცვის მხარეს არ გვაქვს მეტი შესაძლებლობა და რესურსი სხვადასხვა მიმართულებით ქმედებისთვის. მიმართულებებს გვიწესებენ, გვზღუდავენ, ჩემი აზრით, ამ საქმის მიმართულე- ბები და გამოძიების შედეგები, შეიძლება სხვა ქვეყანაშია გადაწყვე- ტილი. სამწუხაროდ, ასეთი ეჭვები მიჩნდება, იმიტომ, რომ ამ საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ვერ ხდება, თუმცა ისეთი განწყობა მაქვს, რომ აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
11-09-2018, 20:16


ღია წერილი მის აღმატებულებას, 
ამერიკის შეერთებული შტატების 
პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს

ბატონო პრეზიდენტო,
მოგესალმებით შორეული საქართველოდან თქვენდამი სრულიადი კეთილგანწყობითა და საუკეთესო სურვილებით, თქვენი პიროვნებისადმი, თქვენი ოჯახისადმი და თქვენი ქვეყნისადმი.
მინდა გითხრათ, რომ წელიწადზე მეტია, მე თქვენი საინაუგურაციო სიტყვის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ეს წერილიც ამ შთაბეჭდილების გავლენით იწერება.

ბატონო პრეზიდენტო!

თქვენ ბრძანდებით დღეს პირველი პირი და წარმმართველი ისეთი ქვეყნისა, რომლის სახელმწიფოებრივი აზროვნებაც და პოლიტიკური კურსიც, პირდაპირ თუ ირიბად, გარკვეულ გავლენას ახდენს მთელი კაცობრიობის ცხოვრებაზე. უფრო მეტიც, თქვენ მობრძანდით აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის საჭესთან მთელი კაცობრიობის უდიდესი პოლიტიკური განსაცდელის ჟამს, როდესაც ჩვენი პლანეტარული სივრცე მოცულია უჩინარი ძალების მიერ მართული ე.წ. „მსოფლიოს ახალი წესრიგის“ სრულიად გაურკვეველი ორიენტაციით, და ამავდროულად, რაც არც ისე იოლია ხმამაღლა სათქმელად, რეალური საშიშროებით, მთელი პლანეტარული სიცოცხლის დასასრულის…

მსოფლიო მეცნიერებამ მეოცე საუკუნე აღიარა განგაშის საუკუნედ, ხოლო 21-ე საუკუნეში, კაცობრიობის სახლი, ჩვენი პლანეტა – დედამიწა, ფაქტობრივად, ერთდროულად აღმოჩნდა ჩაძირული პოლიტიკური და ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებაში.
ჩვენ მეორე მსოფლიო ომისშემდგომი კაცობრიობა ვართ, მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ცნობიერების მატარებელი ადამიანებისაგან შემდგარი, იმ მეორე მსოფლიო ომის, რომელიც წარმოადგენს ევროპის შუაგულში აღმოცენებული ეროვნულ-ეგოცენტრული სულისკვეთებით ზეანთებული და მსოფლიო ბატონობის ვნებით შეპყრობილი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის დაპირისპირების შედეგს, ამავე მიზნის მატარებელ იმ პოტენციურ პრეტენდენტებთან, რომელთაგანაც ერთი, ხალხთან თანასწორობისა და მეგობრობის იდეოლოგიით უკვე დამკვიდრებული, ისტორიულად უპრეცედენტო ზესახელწმიფო გახლდათ, ევროპელი უტოპისტების ეკონომიკური იდეალისაკენ გადახრილი, ხოლო მეორე, მეორე მსოფლიო ომში გერმანელთაგან წამებული, საკუთარი წმინდა წერილიდან ამოსვლით, მსოფლიო მოძრაობად გარდასახული, ყველა ხალხზე აღმატებულისა და რჩეული ერის პრეტენზიით, მსოფლიო იმპერიის შექმნისკენ იყო უკვე მიმართული.

1975 წლის „ჰელსინკის დეკლარაციით“ შთაგონებული მსოფლიოს ახალი წესრიგით, რომელმაც საბჭოთა კავშირში შემავალ ხალხებთან ერთად ჩვენი, ქართული მონოლითური ეროვნული მოძრაობის ამოხეთქვასაც დაუდო სათავე, მოძრაობის, რომელიც ეროვნული თვითმყოფადობის სრულყოფას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გზით ისახავდა მიზნად, უკვე 90-იან წლებში, მიაღწია კიდევაც მიზანს _ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან ერთად, ჩვენ, ქართველმა ხალხმაც, როგორც ჰელსინკის დეკლარაციის მხარდამჭერ მოძრაობაში ჩართულმა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა რესპუბლიკამ, ჩვენც მოვიპოვეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლით, მაგრამ „ჰელსინკის დეკლარაცია“, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად ხალხების ინდივიდუალური ერთობების, ანუ ერების უფლებათა, ღირსებათა და თავისებურებათა დაცვაც იყო წარმოდგენილი, ელვისებური სისწრაფით იქნა ჩანაცვლებული ჯორჯ სოროსის სიონისტური, ჰელსინკის დეკლარაციის სრულიად ალტერნატიული „სამოქალაქო საზოგადოების“ ვერაგული თეორიით, რამაც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო პოლიტიკა შეცვალა სრულიად ახალი და ქართველი ხალხის მიერ გაუცნობიერებელი მიმართულებით. უფრო ზუსტად, აღმოჩნდა, რომ „ჰელსინკის დეკლარაციამ“ საბჭოთა კავშირიდან ჩვენი გამოყოფის შემდეგ თავისი ფუნქცია დაასრულა და ჩანაცვლებული იქნა უკვე ახალი „დეკლარაციით“, რომელიც „ერების“ „სამოქალაქო საზოგადოებებად“ გარდაქმნის აპოლოგიით, მსოფლიოს ახალი წესრიგის იდეოლოგიად აკანონებდა ერების თვითლიკვიდაციასა და უეროვნებო მსოფლიოს შექმნას. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მონოლითური ეროვნული მოძრაობის შედეგად, საქართველოში მივიღეთ არა ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, არა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის განვითარება და ახალ ხარისხში აყვანა, არამედ ჩვენი ეროვნული არსებობისა და ვინაობის ნგრევა, ყველა მიმართულებით: პირველ რიგში კი ჩვენი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოებრივი მანქანის საჭეთმპყრობელობის მიმართულებით, ანუ სახელმწიფო მანქანის მართვის, ჩვენი მონოლითური ეროვნული მოძრაობით მოპოვებული „დამოუკიდებელი და თავისუფალი“, ამასთან, სრულიად დაუცველი სახელმწიფო მანქანის საჭე, მსოფლიოს სიონისტური ძალების მხარდაჭერით, ხელთ იგდო მსოფლიოში ცნობილი ბილდერბერგის მასონური კლუბის ანალოგი ლოჟის: `მაგისტერიუმის~ ერთ-ერთ პატრიარქად აღიარებულმა ედუარდ შევარდნაძემ და საქართველოს სახელმწიფო ხომალდი წარმართა ჯორჯ სოროსის „სამოქალაქო საზოგადოებაზე“ დამყარებული „მოქალაქეთა კავშირით“, ანუ ქართველი ერის „სამოქალაქო საზოგადოებად“ გარდასახვის იდეოლოგიით. ედუარდ შევარდნაძემ ეროვნული მოძრაობის იდეოლოგიური მიმართულება შეცვალა 180 გრადუსით და ქვეყნის სახელმწიფოებრივი აზროვნება გადაიყვანა ეროვნული თვითლიკვიდაციის პოლიტიკურ კურსზე.

ვგრძნობ, ვერ ვთავისუფლდები თქვენი საინაუგურაციო სიტყვის დიდი შთაბეჭდილებისგან, რადგან თქვენ მსოფლიოს ამცნეთ, რომ ახალი მსოფლმხედველობრივი ჩირაღდანი აღმართეთ და ამერიკული თავისუფლების ახალი გაგება წამოსწიეთ წინ, რომლითაც თქვენ მსოფლმხედველობრივად შეცვალეთ ამერიკის მსოფლიო პოლიტიკაც… ამგვარი გარდატეხით, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ თქვენი ახალი თვალსაზრისებითა და ხედვით, აზრობრივად მაინც შეეხეთ ჩემი ქვეყნის საბედისწეროდ მძიმე განსაცდელში ყოფნის მიზეზებს და ვხედავ, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, გვჭირდება თქვენი თვალსაზრისების გამარჯვება, რადგან თქვენამდელი, ანუ დონალდ ტრამპამდელი მსოფლიოს ახალი წესრიგის პრინციპები და მორალურ-იდეოლოგიური თვალსაზრისები, ჩვენს ხედვაში, გადაუდებლად არის შესაფასებელი და შესაცვლელი. რა გზას შეიძლება მივმართოთ ამისათვის?!

იძულებული ვარ, როგორც მეცნიერმა, თავს ნება მივცე და ამერიკის მეცნიერებისადმი თქვენი წინამორბედი პრეზიდენტის მოწოდებით ვისარგებლო: — “ნებისმიერ სამეცნიერო საზოგადოებას ვანიჭებო დაუბრკოლებელ უფლებას, პირდაპირ ჩაერთოსო სახელმწიფოს პრობლემებში!“ ამ მოწოდებით თქვენმა წინამორბედმა, ერთი მხრივ, სახელმწიფო მართვის შედეგებებზე პასუხისმგებლობა გადაუნაწილა მეცნიერებს, მეორე მხრივ, გარკვეული შესაძლებლობების პიროვნებებს, სახელმწიფოსთვის კრიტიკულ სიტუაციებში, გულგრილობის უფლება წაართვა. არადა, არც თქვენ ბრძანდებით ამ მოწოდების ავტორი და არც მე გახლავართ ამერიკელი მეცნიერი. მაგრამ მადლობა უფალს, რაღაც განგებით თუ ბედისწერით, ვარ ნიუ-იორკის ბიბლიის შემსწავლელი ქართველოლოგიური ცენტრის: „ბიბლია და საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჩემი ქვეყნის დედა- უნივერსიტეტის თეოლოგიური, ეკლესიოლოგიური და ისტორიოსოფიული პრობლემების შემსწავლელი ერთ-ერთი ჩემივე დაფუძნებული სამეცნიერო ცენტრის _ არეოპაგიტული სამეცნიერო ცენტრის თეორიულ ბაზაზე დაყრდნობით.

არ მეჩვენება! თქვენ გჭირდებათ ჩვენი სამეცნიერო ცენტრის: „ბიბლია და საქართველოს“ თანადგომა. თქვენ გჭირდებათ ჩვენი თანადგომა თქვენი პოზიციების გამარჯვებისათვის. თქვენ გჭირდებათ და ჩვენ ვალდებული ვართ ხმა მოგაწვდინოთ, რადგან ჩვენ გვჭირდება თქვენი პოზიციების გამარჯვება ჩვენი პოზიციების გამარჯვებისათვისაც და არა მხოლოდ ჩვენი! ჩვენ გვჭირდება თქვენი პოზიციების გამარჯვება ჩვენი დედამიწისა და კაცობრიობის გადარჩენისთვის!… და ამავე დროს ჩვენ, ქართველ ხალხსაც და ნიუ-იორკის ქართველოლოგიურ ცენტრსაც გვჭირდება თქვენი თანადგომა _ როგორც ჰაერი! ნიუ-იორკის ქართველოლოგიური ცენტრი, ძირითადად, ეწევა წარმომადგენლობით მუშაობას საქართველოში და მსოფლიოს ახალ წესრიგს განიხილავს მთლიანად კაცობრიობის ბიბლიური ისტორიის კონტექსტში…

წლების წინ მეოცე საუკუნის ერთერთი მნიშვნელოვანი მოაზროვნე, ფილოსოფოსი კარლ იასპერსი წერდა: — როგორიც იქნება ბიბლიის შეფასება ჩვენი თანამედროვეობის მიერ, ისეთი იქნებაო მისი, ჩვენი თანამედროვე კაცობრიობის მომავალიც.
დღევანდელი მსოფლიოს ახალი წესრიგის ანალიზი შეუძლებელია თავად ბიბლიის მორალურ-ფილოსოფიური, ასევე მორალურ-ფსიქოლოგიური ანალიზის გარეშე.

ბატონო
პრეზიდენტო!

ეს ერთგვარად ვრცელი, ჩვენეული წიაღსვლები, თქვენს საინაუგურაციო სიტყვაში გამოთქმული თქვენი სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობისა და პრინციპების, თქვენი ახალი ამერიკული აზროვნების საფუძვლიანი აღქმისა და შეფასებისათვის ვიხმე ფონად, იმ პოლიტიკური მრწამსის შეფასებისთვის, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ამერიკელ ხალხსა და მსოფლიო საზოგადოებრიობას 2017 წლის 20 იანვარს.

ამ დღეს თქვენ ბრძანეთ:
„…ისტორიული მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, უპრეცედენტოა და ანალოგი არა აქვს“. „მსგავსი მოძრაობა მსოფლიოს არ უნახავს!“ „ამ მოძრაობის გულში დევს რწმენა, რომ სახელმწიფოს ფუნქცია საკუთარი ხალხის მსახურებაა“. „სახელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ ემსახუროს თავის მოქალაქეებს“…
„ჩვენს ქვეყანაში დედები და შვილები სიღატაკეში ცხოვრობენ… დაჟანგული ქარხნები საფლავის ქვებივით მიმოფანტულან“, „ფულით სავსე განათლების სისტემა ახალგაზრდებს ვერ აძლევს ცოდნას“. .. „ კრიმინალმა და ნარკოტიკებმა უამრავი სიცოცხლე წაგვართვეს“… ეს შეწყდება აქ და ახლა! დღეიდან ჩვენს ქვეყანას ახალი მსოფლმხედველობა მართავს!“
„ჩვენ მოვიძიებთ მეგობრობას და კეთილ სურვილებს სახელმწიფოებთან და მთელი მსოფლიოს ხალხებთან, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ იმ გაგებით, რომლითაც ყველა ხალხს აქვს უფლება, პირველ რიგში დააყენოს თავისი საკუთარი ინტერესები! (Iტ ის ტჰე რიგჰტ ოფ ალლ ნატიონს ტო პუტ ტჰეირ ინტერესტს ფირსტ!).
„ჩვენ არ ვეძებთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრების გზა მოვახვიოთ სხვას, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენი ცხოვრების გზა ბრწყინავდეს, როგორც მაგალითი“.
„ ჩვენ გავაერთიანებთ ცივილიზებულ მსოფლიოს რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ და სრულიად აღვგვით პირისაგან მიწისა!“..
„ჩვენ ახალი ათასწლეულების კარიბჭესთან ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ კოსმოსის საიდუმლოებანი ამოვიცნოთ, დედამიწა განვკურნოთ სნეულებათაგან, მომავლის ენერგია და ტექნოლოგიები ვმართოთ“…
„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეკლესიის უფლებები პოლიტიკაში!“..

შეფასებისათვის ვიხმე ფონად, იმ პოლიტიკური მრწამსის შეფასების- თვის, რომელიც თქვენ შესთავაზეთ
ამერიკელ ხალხსა და მსოფლიო საზოგადოებრიობას 2017 წლის 20 იანვარს.

ამ დღეს თქვენ ბრძანეთ:
„…ისტორიული მოძრაობა, რო- მელსაც ჩვენ ვიწყებთ, უპრეცედენ- ტოა და ანალოგი არა აქვს“. „მსგავსი მოძრაობა მსოფლიოს არ უნა- ხავს!“ „ამ მოძრაობის გულში დევს რწმენა, რომ სახელმწიფოს ფუნქცია საკუთარი ხალხის მსახურებაა“. „სა- ხელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ ემსახუროს თავის მოქალაქეებს“…

„ჩვენს ქვეყანაში დედები და შვი- ლები სიღატაკეში ცხოვრობენ… და- ჟანგული ქარხნები საფლავის ქვებივით მიმოფანტულან“, „ფულით სავსე განათლების სისტემა ახალგაზრდებს ვერ აძლევს ცოდნას“. .. „ კრიმინალმა და ნარკოტიკებმა უამრავი სიცოცხლე წაგვართვეს“… ეს შეწყ- დება აქ და ახლა! დღეიდან ჩვენს ქვეყანას ახალი მსოფლმხედველობა მართავს!“

„ჩვენ მოვიძიებთ მეგობრობას და კეთილ სურვილებს სახელმწიფოებ- თან და მთელი მსოფლიოს ხალხებ- თან, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ იმ გაგებით, რომლითაც ყველა ხალხს აქვს უფლება, პირველ რიგში დააყენოს თავისი საკუთარი ინტერესები! (It is the right of all nations to put their interests).

ვეძებთ ცხოვრების გზა მოვახვიოთ სხვას, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენი ცხოვრების გზა ბრწყინავდეს, როგორც მაგალითი“.
„ ჩვენ გავაერთიანებთ ცივილი- ზებულ მსოფლიოს რადიკალური ის- ლამური ტერორიზმის წინააღმდეგ და სრულიად
აღვგვით პირისაგან მიწისა!“..
„ჩვენ ახალი ათასწლეულების კარიბჭესთან ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ კოსმოსის საიდუმლოებანი
ამოვიცნოთ, დედამიწა განვკურნოთ სნეულებათაგან, მომავლის ენერგია და ტექნოლოგიები ვმართოთ“…

„ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეკლესიის უფლებები პოლიტიკაში!“.. ვერც ერთი ამერიკელი მოძღვარი ვერ გაბედავს საყვედურით შეუძა- ხოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ მას ამერიკა ანტიქრისტეს გზით მიჰყავს. თქვენ შემოაბრუნეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხომალდი ანტიქრისტეს საპირისპირო მიმართულებით და თქვენი პოზიცია და ხედვა თვალ- ნათლივ და ყველას დასანახად გახადეთ ქრისტიანულ-ეკლესიური, ანუ ალტერნატიული ე.წ. „კულტურული რევოლუციისა“ ამერიკაში და შემდგომ მსოფლიო სივრცეში. თქვენ დაგმეთ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ადამიანებს თავებს აჭრის დემონსტრატიულად, მარტო იმიტომ, რომ ისინი ქრისტიანები არიან. თქვენ დაგმეთ მსოფლიო წესრიგის ფორ- მა, რომელიც ხალხებს ისტორიულ პრიორიტეტს უკარგავს მშობლიურ მიწა-წყალზე და აღიარეთ, რომ ყველა ხალხს აქვს უფლება, თავის ქვეყანაში, პირველ რიგში, დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები. თქვენ ამით დაგვიბრუნეთ უფლება ერად ყოფნის, ის, რაც ღმერთმა მოგვცა და სიონისტურმა პოლიტიკამ წაგვართვა მსოფლიოს ახალი წესრიგის სახელით. პასუხისმგებლობას ვგრძნობ გითხრათ, რომ თქვენი ერთ-ერთი განცხადება, რომლითაც მხარს უჭერთ, საერთოდ, ეკლესიის უფლებათა გაფართოებას პოლიტიკაში, ეს სრულიად თანხვედრილია ჩვენი საზოგადოებრივი გაერთიანების — „თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის“ „ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის“ პოზიციისა, რომელიც ჩვენ საჯაროდ გავიტანეთ და საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის სახით წარვადგინეთ, 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქარ- თველოში, ჯერ კიდევ 2013 წლის ანალიტიკური დასკვნით, წარმოადგინა საქართველოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი საგანგაშო სურათი: 70%-ზე მეტი მოსახლეობისა არის მოწყვლადი, ანუ ბეწვზე ჰკიდია მოსახლეობის ნახევარზე მეტის სიცოცხლე და ქართველმა ხალხმა უნდა გადახედოსო თავისი ქვეყნის პოლიტიკას. ამ დროს ჩვენ გვაუწყებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, საქართველოში, პენტაგონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების დაფინანსება უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე ქართველი ხალხის სიცოცხლე. უპატრონობის განცდა, რომელიც დღეს უკვე მოთმინებაავსებული ქართველი ხალხის უმძაფრესი და აფეთქებისთვის მზადყოფნის განწყობად აღიქმება, რეალობაა, მაგრამ ამ უპატრონობის შემოქმედსა და გარედან მმართველ ძალას, უკვე 27 წელია არანაირად არ ერქმევა საკუთარი სახელი. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ამის მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მეცნიერებისადმი და საერთოდ, განათლებისადმი და მისი სრულიად საპირისპირო პოლიტიკა საქართველოში.

ამ უპატრონობის შემოქმედი და გარე ძალა უკვე კარგა ხანია დაეპატრონა საქართველოს ეკლესიას და მას თავს მოახვია არამეცნიერული და არაკანონიკური, ყოვლად გათავხედებული ვამპირისტული აზრი საქართველოს ისტორიის მზემანათობელ მეფეთა ებრაული წარმომავლო- ბისა. სიონისტური ვნება მსოფლიოს ბატონობისა თვით საქართველოს ქრისტიანული ისტორიის მითვისებასაც კი არ ერიდება.

ამერიკის სახელმწიფოებრივ სისტემაში „– ყველაზე საპასუხის- მგებლო პირთა მოადგილეებად, თანაშემწეებად თუ მრჩევლებად, როგორც წესი, — წერს ამერიკელი პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე, ბატონი აკბარ ტურსონი, ძი- რითადად გვევლინებიან ებრაელი ინტელექტუალები, ე.წ. ნეოკონები, რომლებიც არავითარ ანგარიშს არ უწევენ საკუთრივ ამერიკის ინტერესებს და ქმნიან საკუთარი ინტერესების ნეოკონურ-ამერიკულ პოლიტიკას“. მაგალითისათვის ბატონ პროფესორს უმცროსი ჯორჯ ბუში მოჰყავს: იმისათვის, რომ ამ უმცროს ბუშს ნეოკონურ-ამერიკული ინტერესები გაეტარებინა, ამ „უმეცარ და უპატიოსნო კაცს“ (აკბარ ტურსო- ნის სიტყვებია!) ნეოკონებმა შეუქმნეს ლამის ღვთით მიმადლებული კაცის ავტორიტეტიო.

თქვენი მოსაზრებები, თავიანთი მაღალი ეთიკურ-პოლიტიკური კულტურით, ფუნ- დამენტურად ცვლიან უეროვნებო კაცობრიობის სიონისტურ იდეას და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ გვიბრუნებენ უფლებას საკუთარ ქვეყანაში, პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი ეროვნული უფლებები და ინტერესები. ეს კი, რეალუ- რად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი, ანუ საქართველოს სახელმწიფო ჩადგეს, თავისი ხალხის, ე.ი. ქართველი ერის სამსახურში. ამისათვის კი ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის ელემენტარული, ღვთით ბოძებული და ღვთით დადგენილი უფლება ერად ყოფნის, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების“ მზაკვრული „მოძღვრებით“ წაგვერთვა მსოფლიოს ახალი წესრიგის თეორეტიკოსების მიერ. ეს სიონისტური თეორია, რომელიც ტოლერანტიზმის იდეის სპეცულაციაზე, ანუ გაყალბებაზეა დაშენებული, მთელ დედამიწაზე ხორციელდება _ როგორც ნებისმიერი ქვეყნის ერთი ერის სამშობლოს გარდასახვა მსოფლიოს ყველა ხალხების სამშობლოდ. ეს სახელმწიფო იდეოლოგიებად გაფორმებული და დაკანონებული სამშობლოების ნგრევა გახლავთ კანონმდებლობით მიღწეული და დაშვებული უფლებამოსილება სხვათა კუთვნილი ისტორიული ტერიტორიების დაყაჩაღებისა და მითვისებისა კერძო საკუთრების უფლებითა და ფულის გადახდის ფორმით. ასე რომ, მსოფლიოს სიონისტურმა მოძრაობამ, რომელმაც თავისი ორიათასი წლის დაკარგული ისტორიული სამშობლოს დაბრუნებისათვის მსოფლიო შეძრა, სამაგიეროდ, მთელ კაცობრიობას, ანუ მსოფლიოს ხალხებს, თავისი შემოთავაზებული ე.წ.„ მსოფლიოს ახალი წესრიგითა“ და ერების სამოქალაქო საზოგადოებებად გარდასახვით, მოუწყო სამშობლოების ყიდვა-გაყიდვის ბაზარი.

თქვენი განაცხადით, რომ მსოფლიოს ხალხებთან მეგობრობის პოლიტიკაში თქვენ არა გაქვთ სურვილი ამერიკული ცხოვრების გზა მოახვიოთ თავს სხვა ქვეყნებსაც, თქვენ ჩამოხსენით ნეოკონურ-ამერიკული ნიღაბი ჯორჯ სოროსის სამოქალაქო საზოგადოების დამპყრობლურ თეორიასაც, რადგან მსოფლიოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში, სიონისტური „სამოქალაქო საზოგადოების“ მოდელი ამერიკულ მოდელად არის გასაღებული. ამიტომ, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რას ემსახურება მთელი ამ „სამოქალაქო საზოგადოების“ მოდელის დანერგვა მსოფლიოში, მოდელის, რომელიც ჯორჯ სოროსის აზრით, საერთოდ დემოკრატიაზეც, და ე.ი. ამერიკულ დემოკრატიაზედაც მაღლა დგას?! პირდაპირ ვუპასუხოთ: კაბალისტურ მიზანს — ერთი ერისა და მის მიერ ყველა დანარჩენი ხალხების მსოფლიო იმპერიის შექმნას. ჩვენ, ქართველ ხალხს, რომელსაც არავისგან არ ესწავლება ტოლერანტობა, როგორც ბუნებით ტოლერანტსა და ბუნებით ქრისტიანს, და, მით უმეტეს, არ ესწავლება არც ჯორჯ სოროსის რასისტულ-სიონისტური აზროვნებისაგან, გვჭირდება თქვენი თანადგომა მსოფლიოს ახალი წესრიგის, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიურ- მსოფლმხედველობრივი და საკუთრივ ეთიკური საფუძვლების აკადემიური, ანალიტიკური სურათის შექმნისათვის და მსოფლიო საზოგადოებრიობის გონივრული აზრის ჩამოყალიბებისათვის დღევანდელი მსოფლიო წესრიგის მიმართ, მისი გადაუდებელი და დაჩქარებული რიტმით მოწესრიგებისათვის.

თქვენი საპრეზიდენტო მრწამსის გაცხადებით, თქვენ მოგვეცით უფლება თანადგომა გთხოვოთ ქართველი ხალხის სახელით, როგორც პარტნიორი ქვეყნის პირველ პირს, რომ მხარი დაგვიჭიროთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აღიძრას საკითხი კაცობრიობის სამოქალაქო საზოგადოებებად გარდაქმნის, როგორც პლანეტის ღვთიური წესრიგის საწინააღმდეგო ქმედების ამსახველი პოლიტიკის შეფასებისათვის.

ბატონო პრეზიდენტო!


მოგვეცით უფლება, ვიცოცხლოთ და ჩვენი სიცოცხლე, ანუ ის, რაც მთავარია _ ჩვენი ცხოვრების გზა წარვმართოთ იმ ღვთითბოძე- ბული ჭეშმარიტებით, როგორც ეს ჩვენ, ქართველ ერს, ათასწლეულებგამოვლილი ცივილიზაციების შემოქმედ ხალხს გვესმის და გვწამს. მხოლოდ სამართლიანი და ჭეშმარიტების მწყურვალი კაცობრიობა შეძლებს კაცობრიობის მიერ ჩადენილი უსამართლობითა და უგუნურებით დასნეულებული ჩვენი დედამიწის განკურნებას სნეულებათაგან.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამარჯვებინოთ თქვენი ქვეყნისა და კაცობრიობის სამსახურში!
მოკრძალებით, უდიდესი გულშემატკივრობით და იმედით, რომ მომიტევებთ სრულიად გულწრფელობას.

®
დენიზა სუმბაძე
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გაერთიანების: „თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის“ „ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზისა“ და ნიუ-იორკის (აშშ) ბიბლიის შემსწავლელი ქართველოლოგიური ცენტრის: „ბიბლია და საქართველო“-ს დამფუძნებლი და ხელმძღვანელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მეტის ნახვა
11-09-2018, 16:30


ვინ, როგორ და რატომ უღალატა ბიძინა ივანიშვილს?!
(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28)

მართალია, ჩემი წერილების სერიას "ღალატის ანატომია" ჰქვია, მაგრამ პერიოდულად მაინც მომიწევს, იმ პოლიტიკოსებზე (ადამიანებზე) მოგითხროთ, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება, ბიძინა ივანიშვილისთვის ეღალატათ. აქ ნახევრად ვხუმრობ – ნუ გამოვრიცხავთ, შეიძლება არც ეღალატათ, მაგრამ ბატონმა ბიძინამ პირველივე დღეებიდანვე უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე. მისთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მიუღებელი აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძე, შემდეგ კი ასევე უარი თქვა შალვა ნათელაშვილზე.

დღეს ბურჯანაძე ტელევიზიით ხშირად აცხადებს, მე რომ მდომებოდა, ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზას როგორმე გამოვნახავდი და მის გუნდში ვიქნებოდი, მაგრამ არ ვისურვეო. მე ქალბატონ ნინოს პატივს ვცემ, როგორც პოლიტიკოსი – მესიმპატიურება, მით უმეტეს, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, მაგრამ ამ ტყუილს ნამდვილად ვერ გავუტარებ. სანამ კონკრეტულ ფაქტებზე გადავალ, შეხსენების მიზნით კიდევ ერთ ამონარიდს მოვიტან ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილიდან – ამ წერილში არის ერთი თავი, რომელიც ასეა დასათაურებული: "ვისთან ვერ ვითანამშრომლებ"? მართალია, აქ ნინო ბურჯანაძე საერთოდ არ არის ნახსენები, მაგრამ მოგვიანებით ჩემთან პირად საუბარში ეს "შეცდომაც" გამოასწორა:

"ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ… მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ "ქრისტიან-დემოკრატებთან", "ლეიბორისტებთან", "ახალ მემარჯვენეებთან", "ედპ"-სთან, "ქართულ პარტიასთან", თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისიფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.

ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები: შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა.

დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ~.
საინტერესოა, რატომ არ მოხვდა საწყის ეტაპზე მოღალატეთა სიაში ბურჯანაძე? ჩემი აზრით, ბატონმა ბიძინამ მაშინ თავი შეიკავა იმის გამო, რომ ქალბატონი ნინო (ნონა გაფრინდაშვილთან ერთად) სათავეში ედგა "სახალხო კრებას", სადაც თითქმის მთელი ინტელიგენცია იყო გაერთიანებული და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. იქ იყვნენ: გოგი ქავთარაძე, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, თემურ შაშიაშვილი, თემურ ნანეიშვილი, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, რეზო ესაძე და სხვები. თუ ივანიშვილი ბურჯანაძეს მოღალატედ გამოაცხადებდა, რასაკვირველია, ინტელიგენცია განაწყენდებოდა და ატყდებოდა ერთი ამბავი – მაშინ ჩვენც მოღალატეები გამოვდივართო. დღეს ზოგიერთი ამტკიცებს, ბატონი ბიძინა პოლიტიკოსი არ არის და ამიტომაც უშვებს ამდენ შეცდომებსო. ეს ან მცდარი წარმოდგენაა, ან შეგნებულად გავრცელებული ჭორი, რათა პოლიტიკაში რეიტინგი შეურყიონ. ჯერ ერთი, შეცდომებს ვინ უშვებს, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია და მეორეც – ამ ადამიანმა გამოჩენის დღიდანვე ისეთი სვლები გააკეთა, ისე დაარქვა ყველას თავისი სახელი, პოლიტიკოსი კი არა, ნამდვილი გროსმაისტერია. ტყუილად არ წამოსცდა თინა ხიდაშელს ერთხელ: "ბატონო ბიძინა, თქვენ პელე ხართ"!

"პელემ" შეგნებულად არ გაანაწყენა ინტელიგენციის ნაწილი, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა თავისი ურყევი პრინციპებიც – ის არანაირად არ აპირებდა ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას. სწორედ მაშინ, როცა "სახალხო კრების" წევრები შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს და ყველანაირად ცდილობდნენ, აზრი შეეცვლევინებინათ, მეც მომეცა საშუალება, მასთან ამ თემაზე მესაუბრა:

– ბატონო ბიძინა, რატომ გარიყეთ ნინო ბურჯანაძე?
– მაგ ქალბატონმა ჯერ საზოგადოებას ის აუხსნას, როგორ გააპარეს 26 მაისის მოვლენების შემდეგ მისი ქმარი ქვეყნიდან. ხომ არ გახსოვს, საზღვარზე შენ გაიყვანე?
– არა, კარგად მახსოვს, მე არ გამიყვანია.
– ჰოდა, ჯერ თვითონ აუხსნას საზოგადოებას, რა მოხდა სინამდვილეში, მაშინ სააკაშვილის გარეშე საზღვარს ვერავინ გადაკვეთდა.
– თქვენ ამბობთ, რომ ბურჯანაძე სააკაშვილთან იყო გარიგებული?
– არაფერს არ ვამბობ, საზოგადოებას აქვს კითხვები და მათ შორის, მეც მაინტერესებს.

ჩვენი საუბრის ეს ფრაგმენტი 2012 წლის ზაფხულში გამოვაქვეყნე, რამაც ქალბატონი ნინო ძალიან გაამწარა და იმავე დღეს გამართა საგანგებო პრესკონფერენცია პრეტენზიებით: "ვინ არის ეს კაცი, რა უნდა, რას იქექება ჩემს საქმეებში? თავის პოლიტიკას მიხედოს, მე თავი დამანებოს"! იმ პრესკონფერენციაზე, ბუნებრივია, მეც დამპატიჟეს, დავესწარი, მაგრამ საჯაროდ შეკითხვა არ დამისვამს, რადგან მთავარი შეკითხვა უკვე დასმული იყო – როგორ დატოვა ბადრი ბიწაძემ 2011 წლის 26 მაისის ღამეს საქართველო და როგორ დაბინავდა ავსტრიის ერთ-ერთ სასტუმროში? მაშინ ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ მას და მის მეუღლეს ბევრი ნაცნობები ჰყავთ სხვადასხვა სტრუქტურებში, რომ საზღვრის გადაკვეთა პრობლემა არ იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც და მაინც დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა:

„მე კატეგორიულად მოვითხოვ, ივანიშვილმა ან უარყოს, ან არგუმენტებით და დოკუმენტებით დაასაბუთოს ის ბრალდება, რომელიც მან ჩემს მიმართ წამოაყენა. მას აუცილებლად მოუწევს ამ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, გარწმუნებთ, მე ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ".

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ თავად მთხოვა, რამდენიმე წუთით შევსულიყავი მის კაბინეტში, სადაც ასევე დამხვდა ბატონი ვახტანგ ყოლბაია. მან ერთი-ერთზე დაგვტოვა. საერთოდ, მე არ მიყვარს პირადი საუბრების გამომზეურება, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ფრაგმენტს გავიხსენებ. ქალბატონი ნინო ძალიან იყო აღელვებული, უკიდურესად გამწარებული და ეგრევე მომახალა:
– რა უნდა, გელა, ჩემგან ამ კაცს?!
– არ ვიცი, ქალბატონო ნინო, ხომ დავწერე, რაც უნდა?
– თვალებზე გეტყობა, კიდევ ბევრი რამე გითხრა ჩემზე!
– თვალებზე მეტყობა?
– დიახ, მხოლოდ ამას არ გეტყოდა!
– არა, მეტი არაფერი უთქვამს… თუმცა, რომც ეთქვა, ამბებს ხომ ვერ მოგიტანთ? თუ მეტი გაინტერესებთ, ან "სახალხო კრების" წევრებს ჰკითხეთ, რომლებიც ივანიშვილს შეხვდნენ, ან ამ შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი გამოითხოვეთ "ქართული ოცნებიდან", რომელიც, რატომღაც გასაიდუმლოებულია, იქ ბევრ რამეს ნახავთ.

არ ვიცი, გაითვალისწინა თუ არა ქალბატონმა ნინომ ჩემი რჩევა, მაგრამ ფაქტია, "სახალხო კრების" მნიშვნელოვანი ნაწილი გოგი ქავთარაძის, ლუკა კურტანიძის, სოსო ჯაჭვლიანისა და სხვების სახით, "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდა, შემდეგ კი პარლამენტში. თუმცა ამას წინ უძღვოდა დაძაბული საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, რომლის "დავარცხნილი" აუდიო-ჩანაწერიც (სულ 8 წუთი) გამოქვეყნდა, მაგრამ იქ ისეთი არაფერი იყო. "დაუვარცხნელი" ვერსია კი ასეთია:

ბიძინა ივანიშვილი: მე დაახლოებით ვიცი ყველაფერი, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, არც ერთ ქართველს თქვენი პოზიციის მიმართ პრეტენზია არ შეიძლება გააჩნდეს და ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი გულწრფელი პოზიციისთვის ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ძალიან ბევრი თქვენთაგანი სასტიკად დასაჯა.

რეზო ესაძე: უშესანიშნავეს ადამიანად მიმაჩნია ქალბატონი ნინო. თანაც გულახდილად გეუბნებით, სანამ მე მასთან ახლოს დავჯდებოდი მაგიდასთან, თითქმის თქვენი პოზიცია მეჭირა, მეც ეჭვი მქონდა მის მიმართ, როგორც უკვე იმ სივრციდან გამოსული, გარკვეული წარსულის მქონე და ასე შემდეგ… კონკრეტული რაღაც-რაღაცებით, მაგრამ როდესაც მასთან ერთად აღმოვჩნდი სივრცეში, მაპატიეთ…

ბიძინა ივანიშვილი: როგორ გეკადრებათ, ბატონო რეზო…
რეზო ესაძე: ჰო, როცა მასთან ერთად აღმოვჩნდი, ეს ისეთი სუფთა გარემოა… ეხლა, მე პოლიტიკოსი არა ვარ, მე გახლავართ რეჟისორი, მე ჩემი საზომებით ვუყურებ ხოლმე ადამიანს. ბოლოს და ბოლოს, რეჟისურასთან მოდის ყველაფერი, რასაც თქვენ ბრძანებთ, ყველაფერი რეჟისურასთან არის.
ბიძინა ივანიშვილი: კი, ბატონო.

რეზო ესაძე: ქვეყნის გამგებელი თუ რეჟისორი არაა, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი, შემიძლია, პირჯვრისწერით გითხრათ, ეს არის უშესანიშნავესი პიროვნება.

ბიძინა ივანიშვილი: კი, ბატონო.

რეზო ესაძე: და ღმერთმა ნუ მომასწროს მე ის ამბავი… აი, გამოვიტირებ, თუ აღმოჩნდა, რომ ჩემი სიტყვები არ გამართლდა.
ბიძინა ივანიშვილი: აბსოლუტურად, მე არავითარი პრეტენზია არა მაქვს, ბატონო რეზო.

რეზო ესაძე: რაც შეეხება იმას, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრაგედია, რომელიც… ნუ, რა არი ეხლა, ეს არი გენიალური ერი, გენიალური ქვეყანაა ესა, რაც არ უნდა მოხდეს, როგორი მხრიდანაც არ უნდა წარმოჩინდეს ის, ფუძეში… მე შემიძლია, დღეები დავემხო და ვილოცო მასზე, ეს გენიალური ერია. ამას ლაპარაკი არ უნდა… ყველაფერი ის, რაც ერთობისკენ მიდის და საერთო საფიცარის გამომჟღავნებისკენ მიდის, ამას არაფერი არ უშველის, გარდა ერთობისა.

ლუკა კურტანიძე: ჩვენ გვინდა, რომ როგორც პოლიტიკოსი, როგორც "სახალხო კრების" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჩვენ დაწყებული გვაქვს ბრძოლა და ამ სიცოცხლის ფასად თქვენს გვერდით თანამებრძოლებად გვინდა, რათა ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა, თუნდაც იყოს დახურულ კარს მიღმა საუბარი იმ ადამიანთან, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ჰქვია. უბრალოდ შეხვედრას, მე მგონი, არაფერი წინ არ უდგას, რომ საერთო საქმისთვის გარკვეულები ვიყოთ და ის ადამიანები, ვინც "სახალხო კრების" წევრები არიან, მოუთმენლად ელოდებიან.

ბიძინა ივანიშვილი: არაფერი პრობლემა არაა, ადამიანური ურთიერთობები ყველა ქართველთან შესაძლებელია… ერთ რამეში შევჯერდეთ, მე არ მაქვს პრობლემა ქალბატონ ნინოსთან შეხვედრის, არავითარი პრობლემა არ არსებობს, გინდათ, ათჯერ შევხვდები, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის ხომ არ უნდა იყოს, ამ შეხვედრას ხომ უნდა ჰქონდეს აზრი და გაგრძელება?

ლუკა კურტანიძე: ამ შეხვედრას აზრი ის აქვს, რომ ათასობით ადამიანი, რომელიც "სახალხო კრებასთან" ერთად დაწყებული ჰქონდა ბრძოლა, იმათ უნდათ გარკვევა, რომ აი, რაღაცა იმ ადამიანებმა კი არ უნდა მიატოვონ "სახალხო კრება" და თქვან, რომ თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ და მე ახლა დავუმტკიცებ… მე ვამბობ, რომ ბატონი ბიძინა არ არის ის ადამიანი, თავის გუნდს ვინც მიატოვებს, აქ მოვა და მტკიცებას დაუწყებს.
ბიძინა ივანიშვილი: არა, ჩვენ ამ მიმდევრობით თუ წავალთ, ვერ გავაკეთებთ ვერაფერს.

სოსო ჯაჭვლიანი: ბატონო ბიძინა, ალბათ ბოდიშის მოხდა ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა და მე არ შემრცხვება არასოდეს, რომ როცა ადამიანი რაღაცაში დამარწმუნებს, მე ბოდიშს მოვიხდი.

ბიძინა ივანიშვილი: არც მე შემრცხვება და არც მეშინია. ყვე- ლას ეშლება, ვინც საქმეს აკეთებს, არ არსებობს… ღალატი არ უნდა ჩაიდინო, შეგნებული ღალატი არ უნდა ჩაიდინო, შეცდომისგან დაზღვეული ვინაა?

სოსო ჯაჭვლიანი: როცა დარწმუნდები და მიხვდები, მართლა სულელი უნდა იყო, რომ ბოდიში არ მოიხადო და მე ამით ყოველთვის ვამაყობ, თუ შემეშალა, უამრავჯერ ვიხდი ბოდიშს. შეუცდომელი მარტო უფალია. ბატონმა რეზომ და ქალბატონმა ნონამ უკვე ილაპარაკეს, რაზეც მე უნდა მელაპარაკა, ოღონდ… ერთი რაღაცის თქმა მინდა: მე ხომ შემიძლია, ჩემი აზრი მქონდეს?

ბიძინა ივანიშვილი: რა თქმა უნდა.
სოსო ჯაჭვლიანი: მე ახლა ნინოს ადვოკატობას არ დავიწყებ, მაგრამ იმ აზრს ვემხრობი, რაც ბატონმა რეზომ თქვა.
ბიძინა ივანიშვილი: პატივსაცემია თქვენი აზრი, მე ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ გულწრფელი ხართ.

სოსო ჯაჭვლიანი: მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის, მაგრამ მე მინდოდა მეთქვა… აი, რაღაცა ფორმა ხომ უნდა
ვიცოდეთ ჩვენ, როცა არის "სახალხო კრება", ჩვენ ხომ პარტია არ ვართ? მარ- თლა გულწრფელად გეუბნებით, არც დეპუტატობა გვინდა, აბსოლუტურად არაფერი არ გვინდა…

ბიძინა ივანიშვილი: რომ დასჭირდეს ქვეყანას?

სოსო ჯაჭვლიანი: ჩვენ გვინდა, ისეთი ქვეყანა მივიღოთ, სადაც თითოეული ჩვენთაგანი გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ შეგვიძლია.
ჩვენ ვიქნებით მაშინ ძალიან ამაყად და აი, ესაა ჩვენი ყველაზე დიდი პრეტენზია, რისთვისაც თითოეული ჩვენთაგანი აქ ვართ. უნდა ვიცოდეთ… აი, ახლა აქ მე რომ მოვედი, დიდი მადლობა, დაგვითმეთ დრო…

ბიძინა ივანიშვილი: პირიქით, დიდი მადლობა, რომ მოხვედით.

სოსო ჯაჭვლიანი: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და რა ფორმით ვუშველოთ ამ
ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე ის არ მომწონდეს, ეს არ მომწონდეს და ერთს დავამატებ: რაც შეეხება ამ რეიტინგებს, მე ხალხში… არ შემიძლია, რომ გულწრფელი არ ვიყო, აქედან რომ გავალ და მერე ლუკას ვუთხრა, მე თვითონ შემრცხვება ჩემი თავის… ხალხში ცოტა სხვანაირი ლაპარაკია რეიტინგებთან დაკავშირებით, შეხვედრებთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს ჰგონია, რომ თავისებურად მართალია. ეს მინდოდა მეთქვა და ძალიან კარგი იქნება, რომ მე ჩემში, რაც ბრძანეთ, ამაში
დავრწმუნდე.

ნონა გაფრინდაშვილი: ამ კუთხით ერთს მეც ვიტყვი, უხერხული თუ არ გამოვა. საქმე იმაშია, რომ მე ბატონ რეზოს ვეთან- ხმები და ჩვენ ერთიანი ვართ…

ბიძინა ივანიშვილი: კარგი ხალხი ხართ ძალიან, პატივსაცემი.
ნონა გაფრინდაშვილი: ამ შემთხვევაში ჩვენზე ვერაფერი ვერ იმოქმედებს, რომ ჩვენ შორის რაღაც მოხდეს.
სოსო რეიტინგებზე რომ ამბობდა, საქმე იმაშია, რომ ფაქტობრივად ბურჯანაძეს თავისი პარტიული საქმიანობა შეჩერებული აქვს, მისი მთელი ძალები ათქვეფილია "სახალხო კრებაში". მაგალითად, მე პრინციპში, პირადად, ხმამაღლა მინდა ახლა ვთქვა: ის
სტრუქტურები, რა სტრუქტურებიც შეიქმნა, მოხდა ქალბატონი ნინოს პარტიის ეგიდით.

ბიძინა ივანიშვილი: თემურ შაშიაშვილზეც შეგიძლიათ თქვათ ორიოდე სიტყვით? ისიც მიგაჩნიათ, რომ გუწრფელია?

ნონა გაფრინდაშვილი: ყო- ველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში – კი… დარწმუნებული ვარ, არ დაიხევს არაფერზე უკან. ნინოს თავისი პარტიული საქმიანობა შეჩერებული აქვს, მან ერთი ინტერვიუ მისცა, რომელიც ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა, სადაც წერს: მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, ამბიცია, რომ იყოს კოალიციაში. ის მზად არის, თავისი პარტიული საქმიანობა განზე გასწიოს და "სახალხო კრებასთან"… ათასნაირი ფორმები არსებობს, ხომ? ჩვენ ძალიან სერიოზული ძალები გაგვაჩნია რეგიონებში.

ლუკა კურტანიძე: ბატონო ბიძინა, "სახალხო კრების" და ჩვენი ლიდერი არის ქალბატონი ნინო.

როგორც ხედავთ, ამ საუბარში არის ხვეწნაც, მუდარაც, თხოვნაც, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდეს ნინო ბურჯანაძეს და
დაელაპარაკოს. ივანიშვილი თანახმაა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვისო. მას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტი- ლი, ქალბატონ ნინოსთან არ უნდა ეთანამშრომლა და ამიტომაც დაიკავა ასეთი პოზიცია. თუმცა მოგ- ვიანებით პატივსაცემი ადამიანების თხოვნა გაითვალისწინა, თავის ბიზნეს-სასახლეში მიიწვია, ხელიც ჩამოართვა, ესაუბრა კიდეც, მაგრამ აზრი მაინც არ შეიცვალა.

სიტუაცია წარიმართა ისე, როგორც ივანიშვილს სურდა – გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე ბურჯანაძეს დაემშვიდობნენ. ნონა გაფრინდაშ- ვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე, მაგრამ მათ აღარც
"სახალხო კრებაში" გაუგრძელე- ბიათ მუშაობა, ეს ორგანიზაცია მალევე დაიშალა.

(გაგრძელება იქნება)




მეტის ნახვა
11-09-2018, 15:30


გვესაუბრება ყოფილი პარლამენტარი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ბატონო დიმა, მერკელის საქართველოში ვიზიტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მან გვითხრა: რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, მინიმუმ 5 წელი ნატოში კიდევ ვერ შეხვალთო. რა შეიძლება ითქვას ამ განაჩენზე?

– მერკელის განცხადების შემდეგ, ჩვენ, ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მან სერიოზული აქცენტი გააკეთა, კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, რუსეთის მხრიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა კი მილიონიან ზღვარს უახლოვდება. რა გამოდის, რა მესიჯია ეს? _ ის, რომ რუსეთთან საქართველოს პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

მერკელმა გვითხრა: საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის სტრუქტურებში ახლო მომავალში არ განიხილება. დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავს: ევროკავშირი მზად არ არის ამ ტიპის გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს. მან ისიც აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დაპირებად რჩება, მაგრამ ამ მიმართულებით რაიმე პროგრესს არ უნდა ველოდოთ. ე.ი. როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს ნატოს ქოლგა, აღარც იმის იმედი, რომ სრულფასოვანი წევრი გავხდებით იმ ევროკავშირისა, რომლის დირექტივებს პირნათლად ვასრულებთ 2006 წლიდან დაწყებული დღემდე, როდესაც რეალურად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურმა ნაწილმა არ შეგვმატა დამატებითი შემოსავლები ბიუჯეტისთვის, როცა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, საერთაშორისო ასპარეზზე, კვლავ რუსეთის ფედერაცია რჩება, რომელთანაც საერთო ექსპორტით 67%-იან ნიშნულზე დადიხარ, როცა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა მილიარდ ორას მილიონს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე არსებული, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი განვითარება, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მშვიდობიანი, საქმიანი და სტრატეგიული უნდა იყოს. ასე, რომ საქართველოს ბუნებრივი განვითარების ყველა ფაქტორი, პარამეტრი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგებაზე გადის მთავარი სლოგანით _ მტრობიდან პარტნიორობამდე!

_ დღესდღეობით, ურთიერთობის დალაგების რა შანსები არსებობს?

_ დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გარკვეული სიგნალები არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ გახლდით მოსკოვში ოფიციალური მიწვევით, თან მახლდა საქართვლოს ხუთი წამყვანი ტუროპერატორი. მიწვევა რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციისგან მივიღეთ, რომლის ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულე მაია ლომიძე გახლავთ. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები გამართეს როგორც ჩვენმა _ ქართველმა, ისე რუსმა ტუროპერატორებმა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, ინტერესი იმდენად მზარდია, რომ მალე 2 მილიონიან ნიშნულსაც კი მივუახლოვდებით. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა აშკარად მზად არის ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით ვითარება მოაწესრიგოს, რაც ჩემი რწმენით, აუცილებლად, უნდა გადიოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ეს თემა იმიტომ ვახსენე, რომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობებით შეიძლება ვითარება დასტაბილურდეს. ვიზიტის ფარგლებში დავაყენე საკითხი და ძალიან სერიოზულად განიხილეს თემა, რომელიც შეეხება საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ათვისებას რუსეთის ფედერაციაში არსებული მეგაგადამხდელი კომპანიების მხრიდან როგორებიც არიან "გაზპრომი", "ნიკელი" და ა.შ. რათა მათ ჩვენი ბალნეოლოგიური კურორტებისთვის საგზურების დაკვეთა მოახდინონ. ეს საკითხი დღის წესრიგში შევიდა. თუკი ეს საკითხი გადაწყდება, ჩვენს მუნიციპალიტეტებს ექნებათ შემოსავლის დამატებითი, სტაბილური წყარო.

_ ბატონო დიმა, თქვენ, ახსენეთ სლოგანი _ მტრობიდან პარტნიორობამდე. ამის მიღწევა როგორ წარმოგიდგენიათ?

_ მოგახსენებთ თუ რამ მაფიქრებინა, რომ პროცესი უნდა დავძრათ მტრობიდან სტაბილურობისკენ. ეს უნდა იყოს მთავარი განმაპირობებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა შევეხოთ სერგეი შამბას განცხადებას. მან თქვა: ქართველები არ არიან აფხაზების მტრები, მე, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და დროა ქართველებმა და აფხაზებმა საერთო ენა გამონახონო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სერგეი შამბა ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც თბილისს ბატონი ევგენი პრიმაკოვის უშუალო მედიაციითა და მხარდაჭერით არძინბა ესტუმრა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო: ევგენი პრიმაკოვი იყო საქართველოს დიდი პატრიოტი, აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. სწორედ პრიმაკოვის აქტიური ჩართვით ესტუმრა საქართველოს არძინბა. მაშინ შევარდნაძის უცნაურმა დამოკიდებულებამ საკითხისადმი, მოლაპარაკებები ჩაშალა. მხარეები აცხადებდნენ, რომ თანახმანი არიან ცხოვრება საერთო სახელმწიფოში გააგრძელონ. სწორედ ეს ტერმინი _ საერთო სახელმწიფო დაიწუნა ედუარდ შევარდნაძემ, რამაც როგორც მოგახსენეთ, მოლაპარაკებები ჩაშალა. ჩვენ, აუცილებლად, უნდა ვეცადოთ მოლაპარაკების ის წამი აწმყოში დავაბრუნოთ, განვახორციელოთ თითოეული ქართველის სანუკვარი ოცნება _ აღდგეს საქართველოს სახელმწიფო სოხუმით და ცხინვალით.

_ თქვენ, ტერიტორული მთლიანობის აღდგენა ახსენეთ, რისკენაც მერკელმაც მოგვიწოდა, მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, როცა პირზე მუდმივად რუსეთი ოკუპანტია გვაწერია. ტრამპმაც იგივე გვითხრა, ანუ, რეალობა რაშიც ვიმყოფებით ნატოში შესვლას გამორიცხავს. ამ დროს სახელმწიფოს პოლიტიკური რიტორიკა ნატოში შესვლაზეა აგებული. რა გამოსავალს ხედავთ ამ ყველაფრიდან?

_ დიდი მადლობა, ნამდვილად ძალიან საინტერესო შეკითხვაა. დავუბრუნდები პირველ კითხვაზე გაცემული პასუხის იმ ნაწილს, სადაც სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრე. ერთია, რას საუბრობს ჩვენი ოფიციოზი, რომელიც მთლიანად ნეოლიბერალურ ნარატივსაა მიბმულია და მეორეა, რას ამბობს ხალხი ურთიერთობის აღდგენის დაჩქარების კუთხით როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ბუნებრივია, რუსეთში ანალიზს აკეთებენ და კარგად უწყიან: ბოკერია, სააკაშვილი, ლიბერალური ფრთა _ ეს გახლავთ ერთი პოლიტიკური სისტემის ფორმალურად განსხვავებული სახელწოდებების მატარებელი პოლიტიკური ძალთა ერთობლიობა, რომელიც პირობითად იყოფა სხვადსახვა მარტივ მამრავლებად, ცდილობს ხალხს და საზოგადოებას მოაჩვენოს, თითქოს, ეს ე.წ. პრო-დასავლური არჩევანი საერთო სახალხოა. სინამდვილეში, არჩევანი შეუძლებელია იყოს გარდამავალი პოლიტიკური დადგმული პრიორიტეტი. არსებობდა რეალური მოლოდინი იმისა, რომ 1999 წელს მას შემდეგ რას საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, დაჩქარებული ტემპით, ფორსირებულადც მოვახდენდით საშინაო დავალებების შესრულებას და ევროკავშირის წიაღში აღმოვჩნდებოდით. 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამის კიდევ უფრო მეტი ფორმალური საფუძველი გამოიკვეთა. მით უმეტეს, როცა 2006 წელს ქვეყანაში მწვავე რეფორმების გატარება დაიწყო.

ევროკავშირმა ყველაფერი გაგვაკეთებინა, ნატომ ყველგან გამოგვიყენა. როცა მიზანთან ყველაზე ახლოს ვიყავით, ვგულისხმობ, 2008 წელს, აგვისტოს მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენ, ბუქარესტის სამიტზე გვქონდა იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყანა გახდებოდა, მაგრამ ცივი წყალი გადაგვასხეს. ამის მერე, საქართველო გაიხლიჩა, მისი ოკუპაცია მოხდა, სააკაშვილის ავანტიურიზმმა ქვეყანას განვითარების, გაძლიერების შანსი მოუსპო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობამ 4 მილიარდი ჯიბეში ჩაიდო როგორც ომისგან დაზარალებულმა სახელმწიფომ, სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ეს თანხა იყო მისი რეჟიმის მკვებავი წყარო. ამის მერე, ყველაფერი უკან-უკან წავიდა: ქვეყანაში დამყარდა მწვავე ავტორიტარიზმი; საქართველო პატიმართა რიცხვით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში 10 ათას სულ მოსახლეზე მეორე ადგილზე გავიდა; პირდაპირი მნიშვნელობით იწვოდა ბიზნესები; რეჟიმს 64 ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა; ამოქმედდა ადამიანების გაღატაკებისა და ქვეყნიდან განდევნის პოლიტიკა და ა.შ. 2009 წელს საქართველო სოციალური და დემოკრატიული რეფორმების ლაბორატორიად გამოცხადდა, 2010 წელს კი ტურიზმის დეპარტამენტის რებრენდინგის მიხედვით საქართველო გახდა გადანახული ქვეყანა, რომელიც უცხოელებისთვის უნდა გაიხარჯოს. მას შემდეგ მოყოლებული დღეის ჩათვლით ანტიეროვნული პოლიტიკის მსხვერპლნი ვართ. იმიტომ, რომ ამ პოლიტიკას არ განაგებენ ჩვენი პოლიტიკოსები ეროვნული ინტერესის თანახმად. ქვეყანას კვლავ განაგებს ნეოლიბერალური ინტერნაციონალური ოჯახი ევროკავშირში დაბუდებული და სოროსის სახით საქართველოში ემისრად გამოგზავნილი. მათი მხრიდან იმდენად დიდია ფინანსური გავლენები, რომ სოროსის ქვე-ემისრები _ ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თუ დღევანდელი წევრები, ყოველდღიური მოღვაწეობით აკნინებენ საქართველოს და ეროვნული იდეის გადარჩენის შანსს უსპობენ. დგება მომენტი, როცა ჩვენი შვილების გადარჩენისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში უნდა ჩავება თ. პოლიტიკოსის გარდა მოქალაქე ვარ და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გამოუტყდე საკუთარ თავს, რომ ნებისმიერი მეთოდი უნდა ამართლებდეს საშუალებას, რათა ჩემი შვილები გადაგვარებას გადაურჩნენ. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი კაპიტალია დაბანდებული და უდიდესი ინტერესებია: დაწყებული ბანკებით, რომელთა დამფუძნებლები უცხოელები არიან. საქართველოში არცერთი ბანკი არ არის 100%-ით ქართული კაპიტალით დაფუძნებული და მართული. ერის კონსოლიდაცია არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება გათითოკაცდა, დაძაბუნდა. ხალხი შეაწუხა გაჭირვებამ, სიღატაკემ, ნარკომანიის წამლეკავმა შედეგმა, რაც ჩვენს წინააღმდეგ გამოცხადებული ნარკოომის პირდაპირი გამოძახილია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გამოდის და აცხადებს: ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, მაგრამ ყველა სადარბაზოსთან უკვე ეწევიან მარიხუანას და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს კისერზეაო. ეს განცხადება კიდევ უფრო ღრმა ნიჰილისტურ განწყობაზე გვაყენებს. ჩვენ, უკვე, სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ. ეს საბოლოო ტრაგედიაა. ვფიქრობ, საქართველოში ნელ-ნელა მწიფდება ისტორიული ბახტრიონის საფუძველი, როდესაც თითქოს დაძაბუნებულმა, მიწასთანგასწორებულმა, ბარიდან მთად გახიზნულმა, დაცლილმა საქართველომ მოახერხა და 235 ათასი ალაზნის ველზე დაბანაკებული მტერი ააოხრა.

ჩვენ ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ნარკოპოლიტიკა 2015 წელს დაიწყეს, რომლის მიმართ ინტერესი სოროსის ფონდმა გამოთქვა. მან 230 ათასი ლარი ჩადო მხოლოდ იმაში, რომ პროცესი ქუჩაში გადმოტანილიყო. პარლამენტში იყო ხუკაციანი ჯგუფი, რომელიც ამას ლობირებდა. როცა მათ ნარკომაფიამ კანონპროექტი დაუკვეთა, ახალწლამდე ორი დღით ადრე წამოიწყეს საკომიტეტო განხილვები და მოსმენები, რათა ყოველივე ჩუმად გაეპარებინათ და თავიანთი ლობისტებისთვის ეპატაკებინათ: მოვახერხეთ და ეს საკითხი ჯანდაცვის კომიტეტზე გავიტანეთო. ეს პროცესი ჯერ არ განელებულა და ახლა, ერთ თვეში საქართველოს პარლამენტი იწყებს ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვას და ყველა ნარკოტიკისთვის აჩენს პირადი მოხმარების დოზის იურიდიულ ტერმინს, რომელიც სამივე ფსიქოაქტიური ჯგუფის შემადგენლობაში შედის. განა ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა, ჯაშუშობა, ოპიუმის ომში მონაწილეობა არ არის?! ზუსტად ისეთივე ომში, როგორიც
ბრიტანეთმა მე-19 საუკუნეში ჩინეთს გამოუცხადა. მილიონობით ჩინელი დაავადდა ნარკოტიკით, როცა ბრიტანელებმა პირდაპირ ზარბაზნებიდან დაიწყეს ოპიუმის შეფუთვების სროლა. დღეს საქართველოში იგივე ხდება.

_ ბატონო დიმა, რუსეთ-საქართველოს თემას დავუბრუნდეთ. წეღან, შამბას განცხადება ახსენეთ. მან ასევე აღნიშნა, რომ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ. თუმცა, რუსეთთან პირისპირ საუბარს ჩვენი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან. მათი მხრიდან, ამ პროცესის დაბრკოლება, შეგნებულად ხომ არ ხდება?

_ სრულიად სამართლიანად ბრძანეთ: ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ გვაძლევენ შესაძლებლობას რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი, სწორუპოვარი დიალოგი დავიწყოთ. არის თუ არ ეს სიმართლე?! 2012 წლის "ქართული ოცნება" არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში და სააკაშვილის ტირანია შეცვალა. მათი მთავარი დაპირება იყო სამართლიანი სამართლებრივი გარემო და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირება _ ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური ფასის განსაზღვრა,
რომელიც ქართულ-რუსული პირდაპირი მოლაპარაკებების გზაზე გადიოდა. ეს გახლავთ საზოგადოების სანუკვარი ოცნება, რაზეც ჯერ კიდევ შევარდნაძე ვარდების რევოლუციამდე ერთი თვით ადრე ღიად აცხადებდა: აფხაზეთის გასაღები რუსეთში დევსო. დღეს, უკვე, ნათლად ჩანს, რომ 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოლაპარაკებების დამოუკიდებლად დაწყების მცდელობაც კი დასავლეთისადმი აღიარებული პოლიტიკის განდგომად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე სიტყვის თქმას ვერავინ
ბედავდა. არადა, პუტინმა რამდენჯერმე ძალიან მკაფიო განცხადება: გააკეთა ქართული მხარე თავად ჩამოყალიბებულიყო თუ ვინ იქნებოდა მოლაპარაკების მეორე მხარეს _ პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი.

მაშინ ასეთი მომლაპარაკებელი არ მოიძებნა და ის არც დღეს არსებობს. რა იქნება ხვალ, რთული წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი როგორც არასდროს არის უმთავრესი პოლიტიკური დღის წესრიგით განსასაზღვრი.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
11-09-2018, 10:30