ამა წლის 5 ოქტომბერს სოფლის კლუბ “იბერიაში” ელისტრახო კილაძე აათამთამეს - გამოუშვეს სცენაზე ვითარცა პატიოსნების განსახიერება და უფრთო ანგელოზი, ვითარცა უშიშარი, უხორცო და ერის დედაი, ქვეყნის გადამრჩენელი! ვაი, ვაი, ვაი... ნეტა არ ვიცნობდე მაინც, ხომ ვიცი, რა ნაგავსაყრელიც ბრძანდება - რა პატიოსნება, რი ანგელოზი, რომელი ქვეყნის გადამრჩენელი?!

ელოს პირველი “ჩეპე”:

ახლა, თავი რომ არ მოგაბეზროთ და გადაგღალოთ, მოკლედ გეტყვით, რეები იკადრა ამ ყველაფრის მკადრებელმა არსებამ: ისაო, დღეს ქართულ ჟურნალისტიკას “ქართული ოცნების” მხრიდან გრუ-ს ბებერი გენერალი ნუგზარ ფოფხაძე მართავსო. უფრო სწორად, იმ ნაწილს მართავს, სადაც თავმოყრილნი არიან სულწაწყმედილი ჟურნალისტებიო და ჩამოთვალა - “ასავალ-დასავალის” “სასტავი”, სააგენტო “რეპორტიორი” გიორგი მამაცაშვილის თამადობით, “საერთო გაზეთი” ვახტანგ ხარჩილავას თამადობით და მე, რომელსაც თურმე ჩემი საინფორმაციო სააგენტოც მქონია. საერთოდ, ელისო კილაძის ნაბოდვარზე რეაქცია არ მაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე უზუსტობაზე გავამახვილებ. 

ქალბატონი ელეონორა თავისი ბინძური პირით ღაღადებს, თამაზ თამაზაშვილი ჩემთვის გადმოსაცემად ნუგზარ ფოფხაძეს ყოველთვიურად 20 ათას დოლარს ატანდა, მაგრამ არ მოჰქონდაო. გაიგონეთ? ატანდა და არ მოჰქონდაო!

ამ დროს არჩილ გამზარდია ზის სტუდიაში წამყვანად და თვალებს აჭყეტავს ქვადარტყმული ბაყაყივით. შე მართლა უჯიშო ქლიავო, თუ მიკერძოებული არ ხარ, ხომ უნდა ჰკითხო: ელო, ქალო, თუ თამაზაშვილი ფოფხაძეს შენთან 20 ათასს ატანდა, გამოდის, რაღაც გარიგება გქონდათ, ესე იგი, ფოფხაძე ზედელაშვილს, ხარჩილავას და სხვებს კი არა, შენ გმართავდა, შე მართლა უკუღმა მომართულო, შენა! 

ელოს მეორე “ჩეპე”: თავის მონოლოგში ერთგან ამბობს, როდესაც გაზეთის გამოცემა დავაპირე, ნუგზარ ფოფხაძე წილის 30 პროცენტს მთხოვდა და უარი ვუთხარიო. საერთოდ, ჩვენში ასეა, როცა ვინმე წილს ან მსგავს რამეს გთხოვს, ის ან ოჯახის წევრია, ან მეგობარი, ან კიდევ გარე ნათესავი. თუ ნუგზარ ფოფხაძე მე და ვახტანგ ხარჩილავას გვმართავს, მაშინ რატომ არ მოგვთხოვა წილები ჩვენ, როცა შპს-ებს ვარეგისტრირებდით? დიახ, მე მაქვს საინფორმაციო სააგენტო “ლიდერი”, რომლის წილის 100-პროცენტიანი მფლობელი არის ჩემი შვილი. რაღაც არ მახსენდება, ფოფხაძეს დაერეკოს და ეთქვას, წილში ჩამსვითო. თუ ვინმე დარეკავდა, ვეტყოდი, სად ერეკლე, სად - პაპაჩემის ყურებიანი ქუდი-მეთქი? არა, ელისომ ასე ვერ უთხრა ნუგზარ ფოფხაძეს, რადგან იმ პერიოდში მას გრუ–ს რეზიდენტს კი არა, მშობელ მამაზე უფრო საყვარელ მამას, გამზრდელს და გზის გამკვალავს ეძახდა და გაზეთიც მისი მეცადინეობით გამოსცა!

ელისტრახო სხაპასხუპით აფრქვევს ტყუილებს, ამ დროს არჩილ გამზარდია ისევ ზის სტუდიაში წამყვანად, როგორც ქვადარტყმული ბაყაყი და ხმას არ იღებს, მხოლოდ ერთხელ ხვნეშის, შოკში ვარო. ბებიაშენისამ, შოკში ხარ, დაგავალეს, ელეონორას არ შეაწყვეტინოო და შეასრულე კიდევაც გაჭყლეტილი ბაყაყის როლი. “ტოჟე მნე”, შოკშია ბიჭი!

ელოს მესამე “ჩეპე”: მოჰყვა, კაცო, მოჰყვა და აღარ გაჩერდა, აღარ ამოისუნთქა, აღარ გააკეთა პაუზა, ბევრი ზღაპარი ჰქონდა მოსაყოლი. თამაზ თამაზაშვილი რომ ფოფხაძეს ჩემთან 20 ათასს ატანდა 4 თვის განმავლობაში, ამის შესახებ თამაზაშვილმა რეზო ამაშუკელს უთხრა, ამ საუბარს “ასავალ-დასავალის” რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი ესწრებოდაო. აი, უყურეთ, თურმე ის რომ ამას ფულს ატანდა, ამაზე იმან ამას უთხრა და ამას ისიც ესწრებოდა. ხომ კარგად არის ჩახლართული ასინეთურად? ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ აქვს კონტაქტი ელისტრაკოსთან, არც ერთი არ გაუგულისპასუხდებოდა, რომ მისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. არადა, ამან დეტალურად იცის, ვინ ვის რა და როგორ უთხრა. არა, პირწავარდნილი ასინეთაა, ეს ჩემი ცოდვით გახორცმეტებული!

ელო ხლართავს, ინტრიგებს აწყობს (თავისი მოკლე ჭკუით), იმან რომ ამას ის უთხრა, ეს ხომ დაეჭვდება, მართლა ხომ არ უთხრაო? უნდა, რომ ხალხი დარიოს ერთმანეთში, მაგრამ არა მგონია, რომელიმე ამ დაჟანგებულ ანკესზე წამოეგოს, არც ერთია არიფი, არც მეორე და არც მესამე!

ელოს მეოთხე “ჩეპე”: ვის, ვის და... მას არ უნდა ეხსენებინა სიტყვა “ხორცმეტები”. არადა, ჩამოგვთვალა - ზედელაშვილიო, ახრახაძეო, თოფურიაო, ჯღარკავაო, მამაცაშვილიო... აი, ესენი, ეს ხორცმეტები უნდა ჩავრეცხოთო. დიახ, სწორედ ასე თქვა “ხორცმეტებიანმა” ელომ. ჰმ... ეტყობა, ამ უგვანოს აღარ ახსოვს, რომ მე ის 2012-ში ჩავრეცხე და ხელებიც დავიბანე. არა, ადამიანის მსგავსი არსება თავის ნაგავს სხვას ასე აყრიდეს, პირველად ვხედავ!
ეგენიო, ეგ ხორცმეტებიო, მკვლელები არიან, სიტყვით კლავენ ადამიანებსო – თქვა ხორც–მეტმა ელომ, იმაზე კი არაფერი უთქვამს, არგასაზრდელი გამზარდიას ეთერში მთელი ნახევარი საათი ცოცხლად რომ მარხავდა კაცს, რომელსაც ცოტა ხნის წინათ მამას ეძახდა.

ელოს მეხუთე “ჩეპე”: დიახაცო... მეო, ხშირად მინახავს ლევან ყიფიანი ნუგზარ ფოფხაძის სახლშიო. აი, თეთრი ძაფი და უკანალში პაპიროსი! მე არც ფოფხაძის სახლში ვყოფილვარ, არც ამ ადამიანს ვიცნობ ხეირიანად (ერთხელ ვარ შენახვედრი მეგობრის დაბადების დღეზე შემთხვევით) და ბუნებრივია, არც ლევან ყიფიანი მინახავს მის სახლში. ესე იგი, შენ დადიოდი ფოფხაძის სახლში და ნახე ლევან ყიფიანი ხომ?!

ეეეჰ, ზის ისევ გაშტერებული სახით არჩილ გამზარდია გადაცემის წამყვანად და ხმას არ იღებს, ეგეთი ქინძობა გაგონილა? ჰკითხე, ბიჭო, ჰკითხე, რასაც ახლა მე ვეკითხები. თუმცა რა უნდა ჰკითხო, როცა ქილაში ჯონჯოლის ჩადების მეტი არაფერი იცი? რომც იცოდე, ბებიაშენისამ, რამეს გაბედავ, აი! 

და კიდევ ერთი... თავიდან ელომ დააბრეხვა, ბიძინა ივანიშვილი ფოფხაძის ხელით ქართული მედიის დიდ ნაწილს აკონტროლებსო, მართავსო, ბოლოს კი ყვება, ვიღაცის დაკრძალვაზე შეხვდა ბიძინა მამაჩემ ნუგზარას და ხელი არ ჩამოართვაო. აი, აქ კი შეიშმუშნა ფიქრებში წასული გამზარდია, მაშინ რა გამოდისო? ელომ აქ თავისებურად ჩააგვირისტა, ფოფხაძე ივანიშვილის სახელს იყენებსო. მაიცა, შე ტარტაროზო, ხომ იძახდი, იმის ხელით მართავსო? ეხლა კიდე ის არ მართავს ამის ხელით და ეს მხოლოდ იყენებს? ეგრე არ გამოვა, შვილოსან, ან ისე უნდა იყოს, ან ასე. თუმცა ბოლოს ელომ ისე შეატრიალა საკითხი, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცის და ჩვენ მას ჩამოვაცილეთ სანდო ადამიანები. მომეჩვენა, რომ “სანდო ადამიანებში” თავისი თავი იგულისხმა. არა, ელისტრახოს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის თუ არა, სოსო გოგაშვილის კართან მაინც ჩამომჯარიყო, მაგრამ არც ერთმა არ გაიკარა და მას მერე ჩაუჯდა მიხა სააკაშვილს მუხლებში. ჩაუჯდა რა, მაგანაც თქვა დასაწყისში, ბინძური ქალია, მაგრამ საჩემოდ გამოვიყენებო. ბინძურმა ბინძური უნდა გამოიყენოს, აბა, როგორ? თუმცა შედეგი ყოველთვის უარყოფითია, ქართველმა ხალხმა ქიციც იცის და ქიცმაცურიც. ბოლო-ბოლო, სანამ რამეს მოიწადინებ, სარკეში მაინც უნდა ჩაიხედო, ხომ არ ჰგავხარ ყურებიან პენისს?!

ჰა, ჰა, ჰა... ზედელაშვილს ნუგზარ ფოფხაძე მართავსო, კაცოოო, „საერთო გაზეთსაცო”, იმასაც და ამასაცო. რათა ნუგზარი, იქნებ პირდაპირ ვოვა პუტინი გვმართავს კრემლიდან? ააა, ეს შუამავალია? მერე, თუ გვმართავს, ფული სად არი, რატო არ იძლევა, რატო არ ატანენ ყოველთვიურად 20 ათასს? ნუგზარი ტეხავს? აბა, უყურეთ, ეგეთი რამეები როგორ შეიძლება? ვაი, ვაი, ვაი, არ გიცნობდე მაინც, ელო, შე ფულის ხურუშიანო, შენა!!!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
11-10-2018, 19:00


რუსეთის მოქალაქე ვაშაძემ, რუსული "პიარშიკები" ჩამოიყვანა და "ქართულ გაგებას" რუსულად "აწვება". ვაშაძისათვის ყველაფერი "მოსულა", ისიც კი, ზურაბიშვილზე თქვას რუსეთუმეაო, ეს იმ დროს, როცა ნაცებმა აღიარეს ოფიციალურად, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, პირველად თავად გაისროლეს, "წინ გადადგმული ნაბიჟი ყოფილა" იმ პერიოდისათვის, თურმე სხვა გამოსავალი არ ჰქონიათ. ესე იგი, ნაცებმა რუსებს 2008 წელს არა მხოლოდ "ქვების გროვა", ფაქტიურად სრულიად საქართველო ჩააბარეს! არაა გამორიცხული, როგორც მეხუთე მუხლი ამოტივტივდა წლების შემდეგ, ასევე ამოტივტივდეს სხვა მუხლები, სხვა გარიგებები, რაც რუსების სასარგებლოდ ნაცმაცუნურმა ხელისუფლებამ გააკეთა. 

ისე წავიდა სააკაშვილი და მისი ხროვა ხელისუფლებიდან 2008 წლის აგვისტოს ომი, როგორც ომი არ უღიარებიათ. ისინი "აგვისტოს მოვლენებს" უწოდებდნენ იმ სისხლისმღვრელ ომს, რომლის დასრულებაც დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე კონცერტით აღნიშნეს. დიახ, დეტალები ეშმაკებშია და ეს დეტალი სულაც არაა უმნიშვნელო! ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან!

მთავარ გვერდზე ვიკიპედიას მხოლოდ ექვსი კანდიდატის ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ეს არის მოცემულობა და ისიც მოცემულობაა, რომ. მთავარი ოპოზიციურ ძალას მხარს უმშვენებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი – მიხეილ სააკაშვილი. 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია "დაალაგა" საქართველოს ოკუპანტმა (ივანოვი) და როდესაც "მეგობარი სახელმწიფოს" ამერიკის ელჩი ჩაერია საქართველოს საშინაო საქმეებში, მედიამ და საზოგადოებამ ეს "უმნიშვნელო" ფაქტი "გაატარა". ასეა დღესაც, მედია და საზოგადოება დუმს როცა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა პირი, რომელმაც ცხრა წელი მართა საქართველო და თავი რომ გადაერჩინა პირველსავე შემთხვევაში უარყო თავისი ქვეყნის მოქალაქეობა! საზოგადოება და რათქმა უნდა პოლიტიკური სპექტრი ვაშაძეს რომ ოკუპანტები უკეთებენ პიარს არც ამაში ხედავს დიდ უბედურებას. მაშ რა არის უბედურება? საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა ზურაბიშვილმა ქართული რომ არ იცის კარგად? ეს არის უბედურება?! ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სალომე ქვეყნის მტერია?

ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ქინძთა ბელადმა "ბრძანა" – "ჩემი ბრძოლა იქნება სამართლებრივი. ჩვენი ბრძოლა იქნება საარჩევნო და ჩვენ აუცილებლად ამ ბრძოლას საბოლოო ჯამში დავასრულებთ გამარჯვებით ოქტომბერში არჩევნებზე და შემდგომ ჩვენ გავუყინავთ ხალხს უსამართლო ვალებს, მე არასდროს ტყუილ დაპირებებს არ ვიძლევი, ჩვენ დავწევთ საბანკო კრედიტს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ასეთი უსამართლო ურთიერთობები საბანკო ინსტიტუტებს, მთავრობას და ხალხს შორის აღარ იქნება საქართველოში, დამყარდება სამართლიანობა, კანონის უზენაესობა," "ნულოვანი ტოლერანტობის გარდა" დაპირებებს როგორ ასრულებდა მთავარი ქინძი კარგად გვახსოვს. სწორედ მისი ყვავილობის ცხრა წელიწადში პარპაშობდა უსამართლობა და უზენობა. სწორედ მისმა შნირმა ქინძებმა ოცდათხუტმეტ ლარიანი უპატრონოდ დაგდებული ფიცრის მოპარვისთვის სამოცდახუთი წლის ლტოლვილი ერთი წლით ციხეში გამოამწყვდიეს, ხოლო თავად ათობით და ასობით მილიონის ხე-ტყეს იპრავდნენ, ქვეყნის სტრატეგიულ სიმდიდრეებს "უპრაგონოდ~ ჰყიდდნენ და ერთ ლარად ჩუქნიდნენ. საკუთარი ქონებას კი ვეღარც ითვლიდნენ. მთავარ ქინძს ეტყობა ნარკოტიკმა ტვინი გაულაყა და აღარ ახსოვს მისი ბრძანებით ლტოლვილებს რომ ყრიდა საცხოვრებელი ადგილებიდან და კუნგის ტიპის დახურული ავტოფურგონებით საცხოვრებლად შეუფერებელ გეტოებსა და რეზერვაციებში ეზიდებოდა. არც ის ახსოვს ყველა ბიზნესი, რომ გათელა და ქვეშ მოიგდო, მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ნორმად აქცია, ვინც საბანკო კრედიტის განაკვეთი ევროპაში უმაღლეს დონეზე ასწია, ხოლო საცხოვრებელი მინიმუმის დონეს მუდამ ხელოვნურად ამცირებდა და აყალბებდა. არც მათეული ბიზნესის ახევის ღამის პრაქტიკა ახსოვს, სამარცხვინოა როცა მიშა და მისი შნირები ზეწოლებსა და გადაბირების მცდელობებზე და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ლაპარაკობენ. სწორედ ისინი პოლიტიკური პოლიციისა და ზონდერბრიგადების გამოყენებით ასობით და ათასობით ადამიანზე რომ ძალადობდა ხანგრძლივად. ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდა საჯარო სამსახურებში და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამსახურიდან. სამარცხვინოა, რომ ის უტიფარი ხალხი ახსენებს სიტყვა "სამართალს", რომელთა მიერ სამართალი ყველა დონეზე შეგინებული და გაუპატიურებული იქნა. ეს ის მთავარი ქინძია თავის ხროვასთან ერთად სადისტობას, ჯალათობას, კრიმინალებთან მეგობრობას და უზნეობას – დემოკრატიის შუქურვარსკვლავობას რომ უთავსებდა. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელთა მინისტრები ომის დროს სამარცხვინოდ "მოტყდნენ" ქვეყნიდან და ახლა გვარწმუნებენ – არასოდეს არ მიგატოვებთო? ეს ის ხალხია, ვითომდა, პრეზიდენტთან შესახვედრად წასული, მძღოლს რომ მობილურს უტოვებდა მანქანაში და თავად აეროპორტიდან ფრანკფურტში ტყდებოდა ოჯახთან ერთად. სწორედ ის ლიდერები არიან, რომლებიც გაიქცნენ, რადგან, სავარაუდოდ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ, როგორც კრიმინალებს და მაფიის ბოსებს.

ქინძთა ბელადმა არაერთხელ მოგვიწოდა, რომ არ უნდა დავუშვათ შურისძიების ახალი ციკლი და ყველაფერი დავივიწყოთო, მაგრამ შეუძლებელია დაგავიწყდეს, 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციის დარბევა, კერძო ტელევიზია "იმედის" დარბევა და მაუწყებლობის შეწყვეტა, ტელევიზია" კავკასიის" მაუწყებლობის შეჩერება, მედია საშუალებების გაკოტრება, ლიცენზიის ჩამორთმევა, მითვისება და ოფშორული კომპანიების საშუალებით კონტროლი, ათეულობით ახალგაზრდის ქუჩაში ძალოვანი სტრუქტურების მიერ ლიკვიდაცია მათთვის "ნულოვანი ტოლერანტობის" კარტ-ბლანშის მიცემით, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვანი დარღვევების და მასობრივი გაყალბების ორგანიზება, რაც ორივე შემთხვევაში ეუთოს არჩევნებზე მონიტორინგის კომისიის ანგარიშში, სამწუხაროდ, არჩევნებიდან 2–3 თვის შემდეგ აისახა და არჩევნების შედეგზე გავლენა ვერ იქონია, მეგობარი ქვეყნების და ორგანიზაციების მიერ მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად 2008 წელს რუსეთის მიერ პროვოკაციაზე არაადეკვატური პასუხი და საომარი მოქმედების დაწყება, რაც დადასტურებულია ტალიავინის საერთაშორისო კომისიის მიერ. პატიმართა რიცხვის წარმოუდგენელი ზრდის და განაჩენების არაადექვატური დამძიმების პარალელურად პატიმართა ყოფის აუტანელი პირობები და ციხეებში წამების და გარდაცვალების ისეთი შემზარავი სტატისტიკა ფიქსირდებოდა, რომელიც მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი კრიტიკის მიზეზი გახლდათ. პოლიტიკური დევნილის სტატუსი გაცემულია საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, კანადის, იტალიის და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მთავრობების მიერ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი საქმეების წარმოუდგენელი ზრდა (2010 წელს 2000 საქმეზე მეტი) და ყველაზე უფრო საჩვენებელი – გირგვლიანის საქმე. 

სააკაშვილის მთავრობის მეორე სამარცხვინო სავიზიტო ბარათად ქცეული 2011 წლის სისხლიანი 26 მაისი, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის უკანონოდ გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში სისხლიანი მეთოდებით დაშლას ადამიანების მსხვერპლი და ჟურნალისტებსა და საზოგადოებაზე მასობრივი ძალადობა მოჰყვა. ხოლო სააკაშვილის რეჟიმმა სისხლით მოსვრილ რუსთაველის გამზირზე მისი მორეცხვიდან რამდენიმე საათში საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აღლუმი ისე მიიღო, რომ ახლო-მახლო დაყრილი რამდენიმე ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანის გვამი ჯერ კიდევ არ იყო აღებული. სააკაშვილის ოჯახის წევრების და საქართველოს მთავრობის ელიტარული კორუფცია ბევრად აჭარბებდა შევარდნაძის ხელისუფლების ანალოგიურ მაჩვენებლებს. 

ჯერ კიდევ 2003 წელს მთავარმა ქინძმა მთელი მინისტთა კაბინეტი გვერდში ამოიყენა და პირდაპირ ეთერში, სახალხოდ დადო პირობა, რომ თუ რომელიმე მთავრობის წევრის ძმას, დედას, მამას, ცოლს, ბიძაშვილს, მეგობარს ან ახლო ნათესავს მოულოდნელად აღმოაჩნდებოდა ბიზნესის კეთების განსაკუთრებული ნიჭი, ისინი უმკაცრესად დაისჯებოდნენ. თუმცა, დედამისს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და უძრავი ქონება უფეშქაშა, მის ძმას უმსხვილესი ნავთობკომპანია და სადაზღვევო სააგენტო, ბიძამისს ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საბადო. მის უახლოეს მეგობრებს, ძმებ ბეჟუაშვილებს ქვანახშირისა და მანგანუმის საბადოები, ცემენტის ქარხნები, გაზის გამანაწილებელი კომპანია. ვანო "გაღლეტილის" ოჯახს, მამას, ბიძას, ბიძაშვილს, ათეულობით უმსხვილესი და მონოპოლისტი კომპანია და რესტორანი ეკუთვნოდათ, რატომღაც მისი მშობლიური სოფლის, ადიგენის რაიონის სოფელი უდეს მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის ტოლებს, ფენომენალური ნიჭი აღმოაჩნდათ ბიზნესისა და ლამის თითო მათგანზე 3–4 უმსხვილესი სადისტრიბუტორი კომპანია იყო რეგისტრირებული. ერეკლე კოდუას სასტუმრო და კაზინო "საქართველო", მის დედას საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ბაზრობაზე უმსხვილესი წილები და "გასანადგურებელი" ნარკოტიკები. ჩატარებულ ყველა სახელმწიფო და გაუმჭვირვალე მსხვილ ტენდერში ქინძთა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ტენდერამდე ერთი კვირით ადრე დაარსებული და ახლობლებზე რეგისტრირებული შპს – ები იმარჯვებდნენ.

ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძეს ახეული ტელევიზია "ჩაახუტა" ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და მსოფლიო მასშტაბით ცნობილ იარაღით მოვაჭრე, კორუმპირებულ დავით კეზერაშვილს საქართველოში ლატარიის გაყიდვის მონოპოლიური უფლება მისცა, მის მიერ ქართული ჯარის ხარჯზე გაკეთებულ მრავალმილიონიან "ატკატები", რატომღაც გაუტარა. კეზერას მფლობელობაში გახლდათ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები, მაგალითად არტ-იქსი, რომელიც ნახევარ მილიონს ზემოთ ბიუჯეტის თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერს იგებდა. სააკაშვილის მინისტრების და პარლამენტარების მიერ აბსოლუტურად მონოპოლიზირებული გახლდათ საკვები პროდუქტების ბიზნესი. მთავარი ქინძის მინისტრები და ყველა პარლამენტარი ფლობდა მინიმუმ ორზე მეტ ფეშენებელურ სახლს დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში, საუკეთესო ვილებს ზღვისპირეთში, თბილისის შემოგარენში და ზამთრის კურორტებზე, ყველა მათგანს მინიმუმ ორი ახალი და ძვირფასი ავტომობილი ჰყავდა, ყველა მათგანი მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე ისვენებდნენ. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება მიხეილის წუწუნის გასაბათილებლად, თურმე უფულოდ, რომ ყოფილა და მხარდამჭერებს მიმართავს გრიშა დააფინანსონ.

ყველა მისი მიგვერდზე მდგომი მათ ლიარდელად თუ არა მილიონერად აქცია მიხეილმა და ისეთი კეთილი გულის ბიჭი იყო წილს მარტო "ქინძაობისთვის" ითხოვდა? გამოდის უფრო დიდი სირი ყოფილა ვიდრე მეგონა. აშშ–შიც ეტყობა ფეშენ სახლები ფერშალმა ცოლმა უყიდა. არა, არ მჯერა ნიანგის ცრემლების… დიახ, სწორედ მთავარმა ქინძმა შექმნა დანაშაულებრივი ინანსური – პოლიტიკური სისტემა, სადაც ნებისმიერი სახელმწიფო სახსრების ლომის წილი უნაწილდებოდა სამთავრობო პირების და მათი საახლობლო წრის მიერ ხშირად ტენდერის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურად დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებიც შემდეგ საარჩევნო პერიოდში უხვი ღია თუ ფარული შემოწირულობების სახით ნაციონალურ მოძრაობას ხარკს უხდიდნენ და "ვალს" უბრუნებდნენ.

უტიფარი მთავარი ქინძი, როცა სამართლიან არჩევნებზე გრიშას სასარგებლოდ საუბრობს ავიწყდება მისი ზეობის ხანაში დამკვირვებელ ქალბატონს ბეისბოლის ბიტით ფეხები როგორ დაუსახიჩრეს, ათობით მანქურთმა ცხრა შვილის მამა – დამკვირვებელი მღვდელი როგორ ცემეს, სწორედ მისი ნაქები სპეცნაზი იპარავდა საარჩევნო ყუთებს და რეზინის ტყვიებს ესროდა მოსახლეობას, მამაოს მშვიდობიანი პროტესტისათვის იარაღს ადებდნენ და როცა არჩევნების წინა პერიოდში დარღვევის და უთა- ნაბრობის ათასობით ფაქტი იყო დაფიქსირებული ბელადი უნდა დადუმდეს და გაიხსენოს წაგლეჯილ მილიონობით ლარს როგორ ახმარდა თავისი ბინძური კამპანიას როცა ათასობით ადამიანს უკანონოდ და პოლიტიკური საფუძვლით ყადაღა დაადეს,
როცა იმ ციხის ვიდეოებით ანახეს, რა გველოდებოდა, თუ მათი ნების და სურვილის წინააღმდეგ ვინმე წავიდოდა, ლაფანყურში სისხლიანი ტრაგედია მოაწყვეს, მილიონზე მეტ სამშობლოდან წასულ ადამიანს ფაქტიურად მოქალაქეობა აჰყარეს და უუფლებოდ დატოვეს, მთავარ ქინძს სურს დავივიწყოთ, როგორ ძალადობდნენ ქალებზე და ბავშვებზე, როცა იგონებდნენ აბსურდულ ფაბრიკაციებს, როცა ხან რუსის დამქაშები ვიყავით თურმე და ხან კანონიერი ქურდების ნატრულნი.

მიშას ნოსტალგია აქვს და დიდი სურვილი საქართველოში დაბრუნდეს თუმცა კარ- გად იცის ძველ "დიდებას" ვეღარ დაიბრუნებს. არადა მსოფლიოში დიქტატორების გარდა ვფიქრობ, არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია ისეთი ძვირფასი სასახლე, არავის ჰყოლია მასზე ძვირფასი მანქანები და თვითმფრინავები. არავის უყიდია ბოინგი, რომლის ფასიც ასეულობით მილიონი დოლარით განისაზღვრება, არავის ჩამოუყვანია პირადი ბოინგით მსოფლიოს უძვირესი და უპოპულარულესი მასაჟისტი. ნუ, ადგილობრივ მის ძუკნებზე აღარაფერს ვიტყვი, არც სომხეთის ბორდელებიდან ჩამოყვანილ ტურფებზე (სისხლის ყივილი) არავის უმოგზაურია ამდენი, მათ შორის კოსტა–რიკაში თუ ჰონდურასში. საქართველოს არცერთი პრეზიდენტის ფონდი არ ყოფილა იმხელა და იმდენჯერ მეტი, რაც ბელადს ჰქონდა. მიხეილის ბოროტ ზრახვებს ხმარდებოდა 2004–08 – წლებში მომქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე "პროკურატურის ინსტიტუციური განვითარების ფონდში" და "თავდაცვის ფონდში" დალექილი მილიარდობით ლარი, ფონდების ბიუჯეტი საპროცესო გარიგებებით და სხვა სახელმწიფო რეკეტის გზით ივსებოდა…

მთავარ ქინძზე და მის ხრო- ვაზე მათ სისხლიან წარსულზე მწარედ გასახსენებელი ბევრია, სალაპარაკოც და მოსათხოვიც, ყველას ყველაფერი გვახსოვს განსაკუთრებით "მიხეილის სანატორია" გამოვლილებს. უტიფრად კი ამბობენ მისი შნირები, რომ ციხის კადრები დადგმული იყო, მაგრამ ვინც იქ გახლდნენ და ტელეკამერების წინ ყვებიან იმ გაუგონარი სისასტიკის შესახებ რაც ნაცგულაგებში ხდებოდა, კოლექტიურად დაესიზმრათ მიცვალებულებთან "კანდალებით" გადაბმული სადამსჯელო ღონისძიებები და სისხლის გუბეები? სისხლში და ფურთხში უნდა იცურაონ ნაცლიდერებმა დარჩენილი ცხოვრება და თავგადაკლულ მხარდამჭერებსაც გაუნაწილონ ჩამოურეცხავი ცოდვა რომელიც ცხრა წელი აგროვეს…


ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
11-10-2018, 18:00


ტრამპი ასრულებს წინასაარჩევნო დანაპირებს და ანახლებს ძველ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

აშშ-ის სენატმა გასულ კვირას დაამტკიცა დონალდ ტრამპის მიერ უმაღლეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატი ბრედ კავანო. მისი უმაღლეს სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცება, რაც სენატის უფლებამოსილებაა, თითქმის ერთი თვე გაიწელა. კავანო ჯგუფური გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა თანაკურსელმა. ნუ გაგიკვირდებათ, მაგრამ თითქოს მომხდარს 30 წლის წინ ჰქონდა ადგილი. თუმცა გამოძიების გედერალურმა ბიურომ, რომელიც იკვლევდა საჩივარს, ერთი მოწმეც ვერ მოძებნა, რომელიც ბრალდებას დაადასტურებდა.

სენატის სხდომა კავანოს და ტრამპის საწინააღმდეგო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე მონაწილემ სენატის შენობაში შეჭრაც კი სცადა. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამის გამო რამდენჯერმე მიმართა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, დაეცვათ წესრიგი. ათეულობით აქციის მონაწილე პოლიციამ დააკავა. სენატმა გვიღალატაო, აცხადებდნენ პროტესტანტები. კავანის მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ. პოლიტოლოგებმა ბრედ კავანოს უმაღლეს სასამართლოში განწესება საშინაო პოლიტიკაში დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასეს. თავად დონალდ ტრამპმა სენატთან გამართული აქციების ორგანიზებაში "მოსისხლე მტერი" მილიარდერი ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა.
 
უსაფუძვლო ბრალდებებმა აშშ-ში უკვე ქრონიკული სახე მიიღო, რაც პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების შეშფოთებას იწვევს. ქვეყანაში უკვე გაჭირდა სიმართლისა და ტყუილის გარჩევა. სავარაუდოდ, ამიტომაც განაცხადა მაიკლ პენსმა, "ქვეყანაში დასაცავია უდანაშაულობის პრეზუმფცია, თორემ სიტუაცია სენატორ მაკარტნის დროინდელი გახდებაო". 

აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ს კვლავ დაძაბული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება აქვს. ჩინეთმა უარი განაცხადა ამერიკული ნავთობის შეძენაზე. პეკინი ეძებს პარტნიორებს, ვისთანაც იუანით განახორციელებს ანგარიშსწორებას. მაიკ პენსი გასულ კვირას ჩინეთის კრიტიკით გამოვიდა. მისი განცხადებით, პეკინის პოლიტიკა სავაჭრო ომს გასცდა. მათი გემები ჩინეთის ზღვაში და სხვა რეგიონებში პატრულირებენ, რაც ვითარებას ძაბავს. პენსმა ჩინელები ტრამპის ადმინისტრაციის დამხობის სურვილშიც დაადანაშაულა. გეგმის მიხედვით, გასულ კვირას მაიკლ პომპეო ფხენიანში გაემგზავრა, იქინად კი ჩინეთში ჩავიდა. მართალია, იგი თბილად მიიღეს, მაგრამ შეძლო თუ არა თავისი ვიზიტით სახელმწიფო მდივანმა ქვეყნებს შორის ვითარების შერბილება, მომავალი გვიჩვენებს. 

რუსეთისა და ინდოეთის მჭიდრო თანამშრომლობა საყოველთაოდ არის ცნობილი. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენრე მოდისთან ბოლო ექვს თვეში მესამედ გამართა პირადი შეხვედრა. საუბრის თემა მრავალფეროვანი იყო _ სირია, რეგიონი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. 20-ზე მეტი ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ვიზიტისას მთავარი გარიგება საჰაერო დაცვის კომპლექსის შ 400-ის ინდოეთისთვის გადაცემა იყო. ინდოეთი კომპლექსებში რუსეთს 5,5 მილიარდს გადაუხდის. გარიგება იმითაა საინტერესო, რომ ინდოეთმა ყურად არ იღო აშშ-ის მუქარა, რომ მკაცრ სანქციებს დაუწესებენ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან იყიდიან შეიარაღებას. ვიზიტის ბოლოს პუტინმა მოდი გაისად აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე საპატიო სტუმრად მიიწვია.

ინტერპოლი ერთი კვირის მანძილზე ეძებდა საკუთარი ორგანიზაციის პრეზიდენტს. იგი საფრანგეთიდან ჩინეთში, თავის სამშობლოში გაემგზავრა შვებულების გასატარებლად, აეროპორტიდან კი გაქრა. ორი დღის წინ ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ იგი დაკავებულია ფინანსური მაქინაციებისთვის. ჩინეთში არსებული კანონებით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა ელოდება.

უცნაურად დასრულდა არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ლატვიაში, სადაც პრორუსულმა პარტიამ "სოგლასიემ" (თანხმობა) პირველი ადგილი დაიკავა. მართალია, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო, მაგრამ ლატვიის სეიმში 21 ადგილი პრორუსული პარტიისთვის ბევრი და გაუგებარია. როგორ განვითარდება მსოფლიო პოლიტიკაში მოვლენები, ბურუსით არის მოცული. პროგნოზები კი უადგილოა.

გია ბურდული

მეტის ნახვა
11-10-2018, 16:00