ასმათ ჯავახიშვილი (თბილისის 51-ე სკოლის პედაგოგი): ნამდვილად არ ველოდი ნაციონალების ცხრაწლიან რეჟიმგამოვლილ ქვეყანაში არჩევნებზე ასეთ შედეგს თუ მივიღებდით. ხალხმა იმდენი სიბინძურე, სისასტიკე გამოიარა, რომ არ მეგონა სახლში თუ დასხდებოდნენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და არ დაუდგებოდნენ ერს გვერდით. ნაციონალებმა რამდენიმე ჩემი ნამოწაფარი დაიჭირეს, ერთ-ერთი იყო შოთა იამანიძე (ცნობილი ფეხბურთელის შოთა იამანიძის შვილიშვილი), რომელიც სიგარეტსაც კი არ ეწეოდა და ვითომ ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ის მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოუშვეს ციხიდან. ჩემი მეგობრის ოჯახს ბიზნესი წაართვეს, 12 წელია ეტლსაა მიჯაჭვული ეს კაცი, მისი შვილი ორჯერ დაიჭირეს, ეს ახალგაზრდა კაცი ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული გამოვიდა ციხიდან. ოჯახს მისი მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა, კვდებოდა, მეგობრებმა წაიყვანეს საფრანგეთში და იქ გადიოდა ხანგრძლივ მკურნალობას. ისე გაპარტახდა ოჯახი, რომ საარსებო წყარო აღარ აქვთ. ამისთანა ათასობით ოჯახია. როგორ შეიძლება თუნდაც ის 300.000 პრობაციონერი, რომელმაც ციხეში ტანჯვა-წამება გამოიარა, არჩევნებზე არ მივიდეს, აღარაფერს ვამბობ მათ ოჯახის წევრებზე, ნათესავებსა და ახლობლებზე. ეტყობა ერი ისეთ დეპრესიაშია, რომ განსაზღვრის უნარი წაგვერთვა. ახლა თუ არ გამოფხიზლდებიან, უარესი დაგვემართება, ნაციონალები თუ დაბრუნდნენ, 37 წელი მოგონილი იქნება. ამიტომ მათი დანდობა არ შეიძლება, მათი მხარდაჭერა არის დანაშაული მარტო საკუთარი ოჯახის კი არა, სახელმწიფოს წინაშე.

ლონდა ჯიქია (ტელეჟურნალისტი): გულისამრევი საყურებელი იყო ეს "სამეული", ღრიღორი (მას სხვა სახელს ვერ ვუწოდებ) ვაშაძე, ნიკა რურუა და მეორე ვაშაძე პატრიარქთან როცა მიდიოდნენ. მათ დანახვამ გამახსენა გიგი უგულავა და სოსო თოფურიძე "ზეობის ხანაში" როგორ სტუმრობდნენ საპატრიარქოს. როგორც ახლობლებმა მითხრეს, უგულავა ფეხის კვრით აღებდა პატრიარქის ოთახის კარს, თოფურიძე თურმე მეორე სართულზე არ ადიოდა, ქვემოდან აყურადებდა. ვაშაძეებმა და რურუამ ვერ გაბედეს კარის ფეხით შენგრევა, ეტყობა არც გადაუღიათ პატრიარქთან შეხვედრა, გამოსვლისას ვერც კარი ვერ გამოიჯახუნეს, მაგრამ იქვე ჭიშკართან ჩამომდგრებმა გვამცნეს, რომ თურმე პატრიარქმა აკურთხა როგორ უნდა დაანგრიონ ეს "პირსისხლიანი რეჟიმი". მოკლე ხანში საპატრიარქოს წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ პატრიარქს ასეთი რამ საერთოდ არ უთქვამს და პირიქით, სიმშვიდისკენ და ერთმანეთთან კორექტული საუბრისკენ მოუწოდა. ნაციონალები საპატრიარქოს კართან იტყუებიან და ამათგან კარგს რას უნდა მოველოდეთ. 

დავით იაკობიძე (ყოფილი ფინანსთა მინისტრი): პირველ ტურის შედეგები არ გამკვირვებია, რადგან ამომრჩეველმა ინერციით მისცა ხმა. იმდენი კანდიდატურა იყო, ისეთი დაულაგებელი იყო საარჩევნო პროცესები, თავიდანვე ჩხუბში იყო გადაზრდილი, რომ ხალხი დაიბნა. ახლა უკვე ყველა დაფიქრდება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემი აზრით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ხმების 60%-ზე მეტს მიიღებს.

გეგე სულხანიშვილი: მოგეხსენებათ, წარმოშობით თელავიდან ვარ, ძალიან გამიკვირდა და მეწყინა სალომე ზურაბიშვილმა იქ არჩევნები რომ წააგო. ჩვენ, ანუ "ქართულ ოცნებას" არსად არ უნდა წაგვეგო არჩევნები, მით უმეტეს კახეთში. გეხსომებათ, როგორ დაუდგა გვერდით კახელებს ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია. არ ვიცი, ეს ხალხი როგორ მალე ივიწყებს სიკეთესაც და ცუდსაც. აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ არ დავუშვებთ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნაწყენია "ქართულ ოცნებაზე", რადგან მათ შეცდომები დაუშვეს. ეს აქცია არის გამაფრთხილებელი, გამოფხიზლდეს ხელისუფლებაც და ხალხიც, მეც ბევრ კარგს ველოდი ხელისუფლებისგან, მაგრამ არ გაკეთდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუებულმა და გაბრაზებულმა ნაციონალებს მივცე ხმა, არავითარ შემთხვევაში. მირჩევნია ისევ "ქართული ოცნება" იყოს ხელისუფლებაში, ესენი მოვიყვანო გონზე, რაც შესაძლებელია, ნაცების გონზე მოყვანა კი გამორიცხულია. 

ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი: გაოგნებული ვარ, როგორ მიიღო, ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობამ" ამდენი ხმა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისევ ჩვენი, ხალხის გულარხეინობაა. ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. საერთოდაც, როგორ შეიძლება ქვეყნის სათავეში მობრუნდნენ საკუთარი ხალხის მკვლელები, გამაუპატიურებლები. იმედია, მოსახლეობა გაითვალისწინებს ყოველივეს და არჩევნების მეორე ტურში გააქტიურდება.

გიორგი ოთხმეზური, ისტორიკოსი: არაფრით არ შეიძლება ჯალათი, სადისტი ხალხის ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლა. დღევანდელ ხელისუფლებაზე ხალხი განაწყენებულია არა უსაფუძვლოდ. ამიტომაც ბევრი არ მივიდა არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც არ მივიდნენ, გააანალიზებენ, დაინახავენ, რა საფრთხე ელოდება ქვეყანას ნაცების სათავეში მოსვლით, მაქსიმალურად გააქტიურდებიან, მივლენ მეორე ტურში არჩევნებზე და არ მოუშვებენ პირსისხლიან მიშას და კაგებეშინკ ვაშაძეს.

მანანა უგულავა, საქართველოს მენეჯერთა სკოლის დამფუძნებელი: დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. პირველ ტურში საზოგადოება პასიური იყო. ამჯერად მოსახლეობა გააქტიურდება, ბევრი წავა ხმის მისაცემად. სწორედ ეს იქნება ქვეყნის სიყვარული აირჩიო და სათავეში მოიყვანო ღირსეული პიროვნება. მართლაც ძალიან კარგი ქვეყანა გვაქვს, რომელსაც გაფრთხილებ, უფრო მეტი სიყვარული სჭირდება. ვხედავთ, ახლა განვითარების გზაზე დგას და ხელის შეშლა არ შეიძლება, ამის უფლება არავის აქვს.

გია სულავა, თბილისის მკვიდრი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სისხლის მსმელების და სისხლის მღვრელების სათავეში მოსვლა! ნაცების რეჟიმის დროს მაიძულეს, ქვეყნიდან წავსულიყავი, თავი გადამერჩინა. მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, ჩემს დღეში ათასობით ადამიანი იყო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დავბრუნდი ასამშობლოში, მაგრამ ახლაც უყურადღებოდ ვარ. არჩევნებზე პასიურობით ხალხმა უპასუხა ხელისუფლებას მათდამი გულგრილობაზე. მართალია, დღევანდელი ხელისუფლებით ბევრი უკმაყოფილო და გაბრაზებულია, მაგრამ ახლა გაბუტვის დრო არ არის, ყველანაირი შანსი უნდა გამოვიყენოთ და სასიკეთოდ შევცვალოთ ვითარება საქართველოში. რაც მთავარია, არ დავუშვათ ნაცების რეანიმაცია.

მანანა სალუქვაძე, ფინანსური მენეჯერი: დღევანდელმა ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა სათავეში მოსვლისთანავე. ერთ-ერთი მთავარი კოჰაბიტაცია იყო. იმასაც გეტყვით, რომ ბევრი უგუნური აღმოჩნდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ჭკვიანი, პროფესიონალი ხალხი გვერდზე არ დაიყენეს. ახლა უხდებათ შეცდომების გამოსწორება. მთავარია, ნაცების მოცილება, რის შემდეგაც უნდა დავიწყოთ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი.

გრიგოლ გაგნიძე, ადვოკატი: მეორე ტური მოსალოდნელი იყო. საარჩევნო კამპანია "ქართულმა ოცნებამ" გვიან დაიწყო, ნაკლებად აქტიურობდნენ. ამასთან, ხელისუფლებამ კომუნიკაცია დაკარგა ხალხთან. არჩევნებზე პასიურობით ამომრჩევლის მხრიდან ერთგვარი გაფრთხილება იყო მმართველი ძალისთვის. თუ საზოგადოებას ყურადღებით არ მოეკიდებიან, ადვილი შესაძლებელია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ კიდეც. აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ მთავრობის, პარლამენტის წევრები, გავიდნენ ხალხში. მოსახლეობასთან კომუნიკაცია საკრებულოს წევრებისთვისაც არის სავალდებულო. ნაცრეჟიმთან შედარებით ახლა დამოკრეტიის ხარისხი ამაღლდა, მაგრამ საკმარისი არ არის ხალხისთვის. მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. მეორე ტურში დარწმუნებული ვარ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში.

ლექსო ბაშარული, მოქალაქე: ნაცები მიშას ხელმძღვანელობით ქვეყნის სათავეში ცხრა წელი იყვნენ და რაც გააკეთეს, ვნახეთ. ხელისუფლებაში მათი ხელახლა მოსვლა როგორ შეიძლება. ახლა ხალხმა უნდა გამოიჩიჩქნოს ყურები, არ უნდა იზარმაცონ და მივიდნენ არჩევნებზე. პასიურობით ქალბატონმა სალომემ უამრავი ხმა დაკარგა. ახლა მსგავსი აღარ უნდა დავუშვათ და ვიაქტიუროთ.

დათო ფაცაცია, პოლიტიკოსი: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსახლეობის პასიურობის გამო გახდა საჭირო. მართალია, ბევრი გახმაურებელი საქმე გამოუძიებელია, სამართლიანობა სრულიად არ აღმდგარა, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება უკან, ბნელეთში დაბრუნება. მჯერა, მეორე ტურში ქალბატონი სალომე გაიმარჯვებს. არაფრით არ უნდა დავუშვათ საქართველოში ფაშიზმის მობრუნება.

მეტის ნახვა
12-11-2018, 19:00
12-11-2018, 16:47


4 ნოემბერს ვერის ბაღში ნაცმოძრაობის წინააღმდეგ გამართული აქცია, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, ასევე, რიგითმა მოქალაქეებმა.

გოგა ხაინდრავა (კინორეჟისორი): არჩევნებზე ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, იმიტომ, რომ ეს არის დიდი სირცხვილი ქართული საზოგადოებისთვის. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს 600.000 მოქალაქე ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნებას დაუჭერდა მხარს, ხმას მისცემდა ძალადობას, ცილისწამებას, სიცრუეს, საპატიმროებში არსებულ იმ უბედურებას, რომლის გამეორებაც ძალიან მიჭირს და მრცხვენია. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის ეს თუ მისაღებია, მე არ ვიცი როგორ აპირებენ საკუთარი შვილებისთვის თვალებში ჩახედვას. საბედნიეროდ, ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ქართველი ხალხი ვერასოდეს შეეგუება ძალადობას, სიცრუესა და სიყალბეს, რასაც ძალიან მარტივად დავადასტურებთ უახლოეს დღეებში საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ძალადობისთვის არასდროს მიგვიმართავს და არც ახლა ვაპირებთ, იქნება ქართველი ხალხის მტკიცე ნების მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა, რათა ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს. სამწუხაროდ, პირველ ცდაზე ეს არ განხორციელებულა იმ მასშტაბით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა. ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური სექტა, რომელიც წამლავს საზოგადოებას. ამიტომ ნაციონალები პარლამენტში კი არ უნდა ისხდნენ, მაგალითად, ბოკერია, რომელიც მათი იდეოლოგი და მამოძრავებელი ძალაა, არამედ განსასჯელის სკამზე. ახლა ეს ვაშაძე გამოგვიგზავნეს რუსეთის უშიშროების სამსახურიდან, რიგითმა სააკაშვილმა ნაწილობრივ შეასრულა მათი დავალება, ქართული მიწების მხოლოდ 20% გადასცა რუსებს, ამიტომ ოფიცერი ვაშაძე გამოგვიგზავნეს, ხოლო გენერალი ალასანია მოსკოვში ზის, მაგრამ განწირულია მათი მცდელობები. საქართველოს მიმართულება განსაზღვრულია, ეს არის ევროპა, ცივილიზებული სამყარო, სახლი, რომელსაც განათლებულ ერებთან ერთად საუკუნეების განმავლობაში ვაშენებდით. ნაციონალები ყველაფრის მკადრებლები არიან. გრიგოლეტო ვაშაძემ საპატრიარქოსა და პატრიარქის ნათქვამი "გააყალბა" და პენსიონერები რომ მოეტყუებინა, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის რუსეთის უშიშროების სამსახურიდან გამოგზავნილი სიცრუეზე აგებული ტექნოლოგია. მე ორი თვის წინ ვამბობდი, რომ ნაციონალების ამ კამპანიის იდეოლოგი შკლიაროვი იყო ჩამოსული თავისი ათი დამქაშით და ცდილობდნენ რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულებას. სააკაშვილისა და ვაშაძის ამოცანაა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა შეჩერდეს, მაგრამ ახლა სხვა დროა. ნაციონალები და მათი "პატრონები" ასე ვთქვათ, კალენდართან არიან წინააღმდეგობაში, ვერ ხვდებიან რომელი საუკუნეა, სად არის საქართველო და თვითონ სად არიან, ასე რომ, განწირულია მათი მცდელობები. სიმართლე გითხრათ, კარგია არჩევნებზე ეს შედეგი რომ დაიდო, ცივი შხაპი ყველას უხდება.

ზაზა სიამაშვილი (პროფესორი):
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხალხი დააბნიეს, "ქართულ ოცნებას" თავისი კანდიდატურა უნდა წარმოედგინა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. გარდა ამისა, ხალხი გამწარებულია, გაოგნებულია იმ პროვოკაციით, შანტაჟითა და საბოტაჟით, რასაც მსხვილი ბიზნესმენები ეწევიან, თითქმის ყოველ საათში ვხედავთ, როგორ უფასურდება ლარი და იზრდება ფასები, რასაც მმართველი პარტია არ თუ ვერ აკონტროლებს. პარლამენტში "ქართული ოცნების~" ახალგაზრდული ფლანგი (მათი გვარსახელების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ) ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის რაღაც განაყოფია "ევროპული საქართველოს" მგავსად. მიუხედავად ამისა, მაინც არ ველოდი, რომ ხალხი ასე მასიურად დაუჭერდა მხარს ამ საზიზღარ ძალას, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, თუმცა წაეხმარნენ ხელისუფლებიდანაც. ძალიან გთხოვთ, რასაც ახლა გეტყვით, ეს არ ამოიღოთ, საკუთარი თვალით ვუყურებდი ბათუმსა თუ სხვა ქალაქებში რაც ხდებოდა, ძალიან ბევრი ქალაქის მერმა პირდაპირ მიართვა ეს შედეგი ნაციონალებსა და "ევროპულ საქართველოს". ამიტომ ნუ გვიკვირს დამდგარი შედეგი, ზუსტად ვიცი, რომ ეს მწარე გაკვეთილი საჭირო იყო ჩვენთვის, დღეს რა მუხტიცაა, კიდევ უფრო გაიზრდება. ალბათ ეს "შეტორტმანება" პოლიტიკაში საჭიროა, რომ ნაციონალები საბოლოოდ გავისტუმროთ, არამარტო პარტია, არამედ ლამის ოჯახებიანად, იმიტომ, რომ არ გათეთრდება ყორანი. 

გიორგი აბდალაძე (ნაციონალების მიერ რეპრესირებული ფოტორეპორტიორი): შეიძლება განაწყენებული ვართ მთავრობაზე და არც მისი საპრეზიდენტო კანდიდატი მოგვწონს, მაგრამ ვალდებული ვართ ნაცჯალათებს დავუპირისპირდეთ, სააკაშვილს ვუთხრათ უარი. მე თუ განაწყენებული ვარ "ქართულ ოცნებაზე", წელიწადნახევარშია საპარლამენტო არჩევნები და იქ გამოვხატავ ჩემს პოზიციას. საპრეზიდენტო არჩევნები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ვაშაძე აპირებს ყველა ნაცჯალათის შეწყალებას, ბანდა ისევ უნდა შეიკრიბოს და მერე დაიწყებენ ერთიანად შეტევას. სანამ დაქუცმაცებულები არიან, კიდევ არის დრო, რომ ქვეყანაში ყველაფერი დავალაგოთ, თორემ ნაციონალებმა თუ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლებას, ამ ქვეყნის საქმე ერთხელ და სამუდამოდ იქნება დამთავრებული.

ლევან ჩიტაძე (ნაცრეჟიმის მიერ რეპრესირებული უფლებადამცველი): ხალხმა "სათანადო" ადგილი მიუჩინა ნიანგებს, ვგულისხმობ "ნაცზონდერკამანდას", რომლებსაც წლების განმავლობაში ვებრძოდით, არაერთი ფაქტი გაგვიხმაურებია როგორ აწამებდნენ და ჩაგრავდნენ ადამიანებს. დღეს ეს "ნიანგები" ცდილობენ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და დაიკავონ მაღალი თანამდობები. მათ წინა საარჩევნო პერიოდშივე დაიწყეს პოლიტიკური ნიშნითა და კუთხურობით ადამიანების დიკრიმინაცია, რაც არის დაუშვებელი. ესენი თუ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, იგივე განმეორდება, რაც ნაცრეჟიმის დროს ხდებოდა. ფაქტია, ნაციონალებს ყავთ მხარდამჭერები, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოება, რომელმაც თავის დროზე არა უთხრა ნაციონალებს, დღეს დემოკრატიული არჩევნებით ცდილობს ქვეყანაში ტირანია დააბრუნოს. როცა იცი ნაციონალების დაბრუნებას რა შეიძლება მოყვეს, იცი რომ დემოკრატიული ტარდება არჩევნები და ტირანიას აბრუნებ, ეს არის ნონსენსი, რაც საქართველოში თუ მოხდებოდა, არ მეგონა.



მეტის ნახვა
12-11-2018, 16:00


თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ქა­ლაქ თეთ­რიწყა­რო­სა და და­ბა მან­გ­ლის­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ახა­ლი ცენ­ტ­რე­ბი აშენ­დე­ბა. ახა­ლი პუნ­ქ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ცენტრს და­შო­რე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის. შე­ნო­ბე­ბი აშენ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით და აღი­ჭურ­ვე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ინ­ვენ­ტა­რით. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ექ­ს­პერ­ტი­ზა, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ი­სად და­იწყე­ბა.

პრო­ექტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო და თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

● წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი – თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ამ მუ­შა­ო­ბა და­იწყო პრო­ექ­ტ­ზე, რო­მე­ლიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სოფ­ლე­ბის – წინ­წყა­როს, გოლ­თე­თის, დი­დი დურ­ნუ­კის, პა­ტა­რა დურ­ნუ­კის, ქო­სა­ლა­რის და ქო­თი­შის მო­სახ­ლე­ო­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბას.
წი­ნა­საპ­რო­ექ­ტო კვლე­ვა მო­ი­ცავს მდი­ნა­რე ხრა­მის ხე­ო­ბა­ში ე.წ. "ყა­რა­სოს წყლის“ დე­ბე­ტის გან­საზღ­ვ­რას და სა­ტუმ­ბი სად­გუ­რის მო­საწყო­ბად ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვას.

ჩა­მოთ­ვ­ლი სოფ­ლებს, აგ­რეთ­ვე სოფ. ფარ­ცხისს და მა­წე­ვანს სას­მე­ლი წყა­ლი ამ­ჟა­მად მი­ე­წო­დე­ბა ე.წ. „ქსოვ­რე­თის სა­თა­ვე­ე­ბი­დან“ (14 კმ მან­ძი­ლი­დან). წყლის დე­ბე­ტის სიმ­ცი­რის გა­მო აღ­ნიშ­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი სას­მე­ლი წყლით სრულ­ყო­ფი­ლად ვერ მა­რაგ­დე­ბა. მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უკ­ვე არ­სე­ბულ ქსელ­ზე დარ­ჩე­ბა სოფ­ლე­ბი: ფარ­ცხი­სი, მა­წე­ვა­ნი და და­ერ­თ­დე­ბა საღ­რა­შე­ნი, ხო­ლო ახალ სის­ტე­მა­ზე გა­და­ვა შემ­დე­გი სოფ­ლე­ბი: წინ­წყა­რო, გოლ­თე­თი, დი­დი დურ­ნუ­კი, პა­ტა­რა დურ­ნუ­კი, ქო­სა­ლა­რი და ქო­თი­ში. შე­დე­გად, გა­იზ­რ­დე­ბა ხა­რის­ხი­ან სას­მელ წყალ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა. პრო­ექ­ტის შე­დე­გად, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბით 3500-ზე მე­ტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ისარ­გებ­ლებს.

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია ზრუ­ნავს სოფ­ლე­ბის – ჯორ­ჯი­აშ­ვი­ლი­სა და ბოგ­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეც, რაც გუ­ლის­ხ­მობს მდი­ნა­რე ალ­გე­თის რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.
წი­ნა­საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, გან­საზღ­ვ­რუ­ლია წყლის დე­ბე­ტი, შერ­ჩე­უ­ლია სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა. შემ­დ­გომ ეტაპ­ზე და­იწყე­ბა სა­თა­ვე და სა­ფილ­ტ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბის, გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რის, ცენ­ტ­რა­ლუ­რი მა­გის­ტ­რა­ლის და ში­და ქსე­ლის მოწყო­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა.
მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი გი­ორ­გი ქო­რი­ძე, მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან ერ­თად. სა­მუ­შაო პრო­ცესს ეს­წ­რე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც.

● გა­ი­სად ქ. თეთ­რიწყა­როს კი­დევ ერ­თი ახა­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი შე­ე­მა­ტე­ბა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის დაკ­ვე­თით, თა­მარ მე­ფის ქ. #38-ში მდე­ბა­რე ყო­ფი­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რის შე­ნო­ბა­ში მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტ­რის მო­საწყო­ბად პრო­ექ­ტი მზად­დე­ბა.
რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ აქ გან­თავ­ს­დე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რი, სა­კონ­ფე­რენ­ციო და სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი, კა­ფე, სა­ო­ფი­სე და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი, სა­რი­ტუ­ა­ლო დარ­ბა­ზი და სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბი.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა, რომ­ლის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უწყობს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტუ­რე­ბის და­გეგ­მ­ვას, ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას და თეთ­რიწყა­როს, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

● სო­ფელ ქო­სა­ლარ­ში მი­სას­ვ­ლე­ლი 5,8-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მო­ას­ფალ­ტე­ბის შემ­დეგ უსაფ­რ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გზით 600-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ისარ­გებ­ლებს.
პრო­ექ­ტი ორ­წ­ლი­ა­ნია, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­იწყო 2018 წლის 5 ივ­ლისს და დას­რუ­ლე­ბა 2019 წლის 2 იან­ვარს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 1 609 165 ლარს.

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია: მი­ნის­ტა­დი­ო­ნი (33 ათა­სი ლა­რი), სა­საფ­ლა­ოს­კენ მი­მა­ვა­ლი გზა (სა­მუ­შა­ო­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დის და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და) და ე.წ. "ჩა­ჩა­ა­ნის" უბ­ნის გზის ბო­ლო ნა­წი­ლი. აღ­ნიშ­ნულ გზა­ზე მო­ეწყო სა­ნი­აღ­ვ­რე არ­ხი და მო­ას­ფალ­ტ­და 966 მეტ­რი სიგ­რ­ძის გზა, რის­თ­ვი­საც ჯამ­ში 339 583 ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

● ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­შიც:
სო­ფელ გურ­ჯა­ან­ში, ე.წ სკო­ლის გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას 246 200 ლა­რი მოხ­მარ­დე­ბა; სო­ფელ ძირ­კოკ­ში მო­ას­ფალ­ტ­დე­ბა ე.წ. თუ­შე­ბის, ე.წ. ჭი­ა­პა­ანთ უბ­ნე­ბი და ელი­კა­ანთ უბ­ნის შე­სას­ვ­ლე­ლი (პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 226 000 ლა­რი­ა); სო­ფელ კაჭ­რეთ­ში ახა­ლი ჭა­ბურ­ღი­ლი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლის მოწყო­ბა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 145 300 ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა. შე­დე­გად, თთქმის ნა­ხე­ვარ სო­ფელს, მათ შო­რის სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლებს, გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა წყალ­მო­მა­რა­გე­ბა.

დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა სა­უ­კე­თე­სო კუთხე წარ­მო­ა­ჩი­ნა ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბულ "ჭა­ჭის ფეს­ტი­ვალ­ზე", რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა.
ფეს­ტივ­ლის მი­ზა­ნი იყო ქარ­თუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის, ყურ­ძ­ნის ბრენ­დის – „ჭა­ჭის“ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, მი­სი ის­ტო­რი­ი­სა და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის გაც­ნო­ბა. კა­ხე­თის სხვა­დას­ხ­ვა სოფ­ლი­დან ჩა­მო­სულ­მა ფერ­მე­რებ­მა, გლე­ხებ­მა ჭა­ჭა ად­გილ­ზე­ვე გა­მო­ხა­დეს. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ აგ­რეთ­ვე რე­გი­ო­ნის ფოლ­კ­ლორ­სა და ტრა­დი­ცი­ებს.
ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის – „საქ­პა­ტენ­ტის“, სა­ა­გენ­ტოს „აწარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის – გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით.

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სოფ­ლებ­ში ჭი­ა­ურ­სა და ვარ­დი­სუ­ბან­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­საფ­ლა­ომ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ჭი­ა­ურ­ში ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი სა­ვა­ლი გზის 795 გრძ. მ-ზე და­ი­გე­ბა და მას­ზე რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი 195 200 ლა­რი და­ი­ხარ­ჯე­ბა, ხო­ლო ვარ­დი­სუბ­ნის 210 გრძ. მ მო­ნაკ­ვე­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 54 900 ლა­რი დაჯ­დე­ბა.

● სო­ფელ გი­ორ­გეთ­ში მე­ო­რე ქუ­ჩის გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი სა­ვა­ლი გზის 1944 გრძ. მეტ­რ­ზე და­ი­გე­ბა და ამას რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი 307 625 ლა­რი მოხ­მარ­დე­ბა.

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● „სიღ­ნაღ­ქა­ლა­ქო­ბა 2018“ 10 ნო­ემ­ბერს მე­თერ­თ­მე­ტედ გა­ი­მარ­თე­ბა. მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რიაა. ზე­იმ­ზე ელო­დე­ბი­ან მთავ­რო­ბის წევ­რებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სულ სტუმ­რებს. ქა­ლა­ქის დღე­სას­წა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­მა­ვა­ლი სოფ­ლე­ბი.

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სო­ფელ ოძის­ში ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­იხ­ს­ნა. სო­ფელ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი – გუ­ბერ­ნა­ტო­რი შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძე, დუ­შე­თის, თი­ა­ნე­თი­სა და ყაზ­ბე­გის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოლ­ქის დე­პუ­ტა­ტი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი თა­ნი­აშ­ვი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი გათ­ვ­ლი­ლია ერთ ჯგუფ­ზე. ამ ეტაპ­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბას 17 აღ­საზ­რ­დე­ლი ჰყავს. პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­ს­და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან. სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა.

● ბა­ზა­ლე­თის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის სოფ­ლებ­ში – ჩუ­ბი­ნი­ან­თ­კარ­სა და ჩა­ნა­დირ­თ­კარ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი სას­მე­ლი წყლის მა­გის­ტ­რა­ლუ­რი მილ­სა­დე­ნის მო­საწყო­ბად. პრო­ექტს აფი­ნან­სე­ბენ რე­გი­ონ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. შე­დე­გად ორი­ვე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას 24-სა­ა­თი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ექ­ნე­ბა.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ჯან­დაც­ვის კო­მი­სი­ამ ოქ­ტომ­ბ­რის თვე­ში 143 მო­ქა­ლა­ქეს სხვა­დას­ხ­ვა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა და­უ­ფი­ნან­სა. გა­ხარ­ჯულ­მა თან­ხამ 54 549 ლა­რი შე­ად­გი­ნა.

● მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში დევ­ნილ­თა საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ტენ­დერს გა­მო­აცხა­დებს. დევ­ნილ­თათ­ვის სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ ქა­ლაქ­ში: ზუგ­დიდ­ში, წყალ­ტუ­ბო­სა და ქუ­თა­ის­ში. ამ ეტაპ­ზე ტენ­დე­რი გა­მოცხად­დე­ბა ზუგ­დიდ­სა და წყალ­ტუ­ბო­ში სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. მშე­ნებ­ლო­ბა 2019 წელს და­იწყე­ბა. ყვე­ლა ბი­ნა­ში და­მონ­ტაჟ­დე­ბა გა­ზის გა­მათ­ბობ­ლე­ბი, მო­ეწყო­ბა გა­რე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, საცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან მი­სას­ვ­ლე­ლი გზე­ბი და ავ­ტო­სად­გო­მე­ბი.
2013 წლი­დან დღემ­დე სულ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია 16 257 დევ­ნი­ლი ოჯა­ხი. ახა­ლა­შე­ნე­ბულ და რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ კორ­პუ­სებ­ში ბი­ნა გა­და­ე­ცა 6735 ოჯახს, ხო­ლო 2534-ს – სოფ­ლად სახ­ლი და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თი.

● სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნი­ის მხარ­და­ჭე­რით, საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია IOჩჩ-მა ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ხარ­ჯი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბათ.
,,სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოწყა­ლე­ბის“ მი­ერ გა­ღე­ბუ­ლი სა­ხარ­ჯი სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მარ­ტ­ვი­ლი­სა და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს უკ­ვე გა­და­ე­ცა, ხო­ლო უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში რე­გი­ო­ნის სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­საც გა­ეგ­ზავ­ნე­ბათ.

ქ. ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში

● ხო­ბის ქუ­ჩის #28 კორ­პუს­ში მცხოვ­რებ დევ­ნი­ლებს გა­ზის მი­წო­დე­ბის პრობ­ლე­მა მო­უგ­ვარ­დე­ბათ – დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი აირის გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და მრიცხ­ვე­ლე­ბის მონ­ტაჟს კომ­პა­ნია „სო­კარ ჯორ­ჯია“ ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

● უპო­ვარ­თა სა­სა­დი­ლოს კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი დას­რულ­და. ქა­ლა­ქის მე­რი გო­ჩა კურ­დღე­ლია, მო­ად­გი­ლე­ებ­თან მა­მუ­კა პა­პას­კირ­თან და გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვილ­თან, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­თან ბა­ქარ ერა­გი­ა­სა და თორ­ნი­კე კირ­თა­ძეს­თან ერ­თად, სა­სა­დი­ლოს ეწ­ვია.
გა­მო­იც­ვა­ლა იატა­კი და კარ-ფან­ჯ­რე­ბი, ჩა­ტარ­და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რის შე­დე­გა­დაც 250 ბე­ნე­ფი­ცი­არს სა­სა­დი­ლო­ში დღეს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი გა­რე­მო დახ­ვ­და.

მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● თა­მა­კო­ნის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში მაცხოვ­რის ამაღ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­თან მი­სას­ვ­ლელ გზა­ზე ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი 1 160 მეტ­რ­ზე და­ი­გე­ბა. მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ და­ვით სურ­მა­ვამ, მე­რი­ის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რა.
პრო­ექტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი და ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი 192 518 ლა­რით აფი­ნან­სებს.

● ქა­ლაქ მარ­ტ­ვილ­ში ში­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი იგე­ბა. იგეგ­მე­ბა შე­რო­ზი­ას და და­დი­ა­ნის ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ჯამ­ში და­ი­გე­ბა 1 464 მეტ­რი სა­ფა­რი. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 351 303 ლა­რია. მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ და­ვით სურ­მა­ვამ და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, კერ­ძოდ:
ფოცხოს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ლე­ძა­ძა­მე-ფოცხოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის და­გე­ბის პრო­ცე­სი დას­რულ­და.
ახალ­სოფ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში სო­ფელ ისუ­ლას მი­მარ­თუ­ლე­ბით და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რის და­გე­ბის პრო­ცე­სი.
ნო­სი­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში იგე­ბა ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი, ხორ­შის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში კი – ას­ფალ­ტი.
ბე­ტო­ნის სა­ფა­რის და­გე­ბა დაწყე­ბუ­ლია ლე­ძა­ძა­მეს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში.
ძვე­ლი სე­ნა­კის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ბე­ტო­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­იწყე­ბა.
ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის მოწყო­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 646025 ლარს შე­ად­გენს.

ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფელ ახუთ­ში, მდი­ნა­რე ზა­ნა­ზე, ახა­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა და­თო გო­გუ­ამ და მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გო­ჩა ჩი­ქო­ვან­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის 809 000 ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი. მი­სი სიგ­რ­ძე – 54, ხო­ლო სი­გა­ნე 10 მე­ტია.
ახა­ლი ხი­დით ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და­უ­კავ­შირ­დე­ბა.


ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბით ქა­ლაქ ბოლ­ნის­ში კი­დევ ერ­თი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს: ნო­ემ­ბ­რის ბო­ლომ­დე აკა­კი წე­რეთ­ლი­სა და სი­ო­ნის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე სა­ნი­აღ­ვ­რე სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა. მი­წის­ქ­ვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­მარ­თ­ვა აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა იმი­სათ­ვის, რომ სა­მო­მავ­ლოდ საგ­ზაო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ეფექ­ტი­ა­ნად კე­თილ­მო­ეწყოს.
ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რა­ლურ ქუ­ჩა­ზე მუ­შა­ობს მძი­მე ტექ­ნი­კა. სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი.

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და შპს Geocommece-ს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ფელ და­ლა­რის მი­სას­ვ­ლელ გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხი­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 43 145 ლარს შე­ად­გენს.

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გრძელ­დე­ბა:
სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში დას­რულ­და სა­რი­ტუ­ა­ლო დარ­ბა­ზის ეზოს კე­თილ­მოწყო­ბა. პრო­ექ­ტი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "მშვი­დო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის კავ­კა­სი­ურ­მა ინ­ს­ტი­ტუტ­მა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის", ხო­ლო დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია Bread for the world.
პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს 12 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 24 სო­ფელ­ში თე­მის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მ­ნა.

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ქა­ლაქ მარ­ნე­ულ­ში, მო­ნუ­მენ­ტუ­რი ძეგ­ლის – „კი­დე­ვაც და­იზ­რ­დე­ბი­ან“ – მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის სკვე­რის კე­თილ­მოწყო­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­იწყე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორ ეტა­პად, რის­თ­ვი­საც გა­მოცხა­დე­ბუ­ლია ტენ­დე­რი.
მო­ქან­და­კე მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მო­ნუ­მენ­ტუ­რი ძეგ­ლი,, კი­დე­ვაც და­იზ­რ­დე­ბი­ან“1975 წელს და­იდ­გა. ქარ­თუ­ლი ქან­და­კე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო ნა­მუ­შე­ვარს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის უძ­რა­ვი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი.
საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია თა­ვი­დან­ვე გა­მიზ­ნუ­ლი იყო მხო­ლოდ სკულ­პ­ტუ­რუ­ლი კომ­პ­ლექ­სის მო­საწყო­ბად, ამი­ტომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ არ­სე­ბობს პარ­კის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. მო­სახ­ლე­ო­ბის მოთხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მარ­ნე­უ­ლის მე­რი­ამ პარ­კის მო­საწყო­ბად სწო­რედ ეს ად­გი­ლი შე­არ­ჩია.

● სო­ფელ სა­დახ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის მოწყო­ბი­სა და ში­და ქსე­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პი. და­გეგ­მი­ლია წყალ­სა­დე­ნის ახა­ლი ქსე­ლე­ბის მოწყო­ბა, რომ­ლის სიგ­რ­ძე და­ახ­ლო­ე­ბით 29 კმ-ია, საპ­რო­ექ­ტო ქსელ­ზე პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მრიცხ­ვე­ლე­ბის და სა­ხან­ძ­რო ჰიდ­რან­ტე­ბის მონ­ტა­ჟი, ახა­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რის და არ­სე­ბულ სა­ტუმბ სად­გურ­ში და­მა­ტე­ბი­თი ტუმ­ბოს მონ­ტა­ჟი.

● სო­ფელ კი­რაჩ-მუ­ღან­ლო­ში სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის მოწყო­ბა და­იწყო. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კი­რაჩ-მუ­ღან­ლოს სას­მე­ლი წყლის ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის, სა­ტუმ­ბო სად­გუ­რის, რკ/ბე­ტო­ნის წყალ­შემ­კ­რე­ბი რე­ზერ­ვუ­ა­რის, წყალ­სა­დე­ნი მა­გის­ტ­რა­ლის, სოფ­ლის ში­და ქსე­ლი­სა და გამ­რიცხ­ვე­ლი­ა­ნე­ბის მოწყო­ბა.

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ირაკ­ლი კუ­ჭა­ვამ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს­თან და მე­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს­თან ერ­თად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა:
მუ­ნი­ცი­პა­ლურ აგ­რა­რულ ბა­ზარს მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუტყ­ვი­თა და ფრინ­ვე­ლით ვაჭ­რო­ბის­თ­ვის ახა­ლი სივ­რ­ცე და­ე­მა­ტა, რაც ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე მო­ე­დანს გან­ტ­ვირ­თავს;
ხი­დის­თა­ვის თემ­ში, მდი­ნა­რე ლუ­გუ­ბა­ზე, ახა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა მთავ­რ­დე­ბა.



მეტის ნახვა
12-11-2018, 15:44


გვესაუბრება პოეტი, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი ბაღათერ არაბული:

_ ბატონო ბაღათერ, არჩევნების შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთ თვეში მეორე ტური გაიმართება. რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?

_ "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე პრობლემა შექმნა, რადგან საკუთარ ამომრჩეველს გამოკვეთილად არ უთხრა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს თუ საკუთარს შესთავაზებდა. როცა გაირკვა, `ქართული ოცნება~ სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს, ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო, რადგან "ნაციონალებს" კარგა ხნის დაწყებული ჰქონდათ მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონული მასშტაბით. "ქართულმა ოცნებამ" სტარტი ძალიან გვიან აიღო, მათი სააგიტაციო-პროპაგანდისტული მანქანა, ფაქტობრივად, ჩავარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელევიზიები მთლიანად გრიგოლ ვაშაძეზე მუშაობდნენ, "იმედი" აქა-იქ, წყვეტილ-წყვეტილ აშუქებდა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებს მაშინ, როცა "რუსთავი 2" ყოველდღიურად დგამდა შოუებს, სადაც სალომე ზურაბიშვილის მისამართით ანტიპროპაგანდა მიდიოდა. ეს დიდი შეცდომა იყო. ასევე, შეცდომა იყო, როცა მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, პარტიული მუშაობა მოშალა _ არც საქალაქო შტაბი არსებობდა, არც რაიონული. რეგიონული შტაბები ყველა დახურული იყო. რეგიონებში ჩავდიოდი და მპასუხობდნენ, რომ ყველა შტაბი დახურულია. ამ დროს "ნაცები" გამწარებულები მუშაობდნენ. ჩემი აზრით, სამართლიანი ფაქტი დადგა. თავის დროზე  "ნაციონალებმა" ჩათვალეს, რომ ხელისუფლებაში მარადიულად იქნებოდნენ, ასე დაემართა `ქართული ოცნების~ გუნდსაც _ მათ დაიჯერეს, რომ ხალხთან ურთიერთობის, კომუნიკაციის გარეშე, ამ არჩევნებს, მაინც მოიგებდნენ. მათ მოსახლეობასთან კონტაქტი დაკარგეს.

"ქართული ოცნების" მთავარ შეცდომად ასევე, კოაბიტაციის შემოღებას მივიჩნევ. დამნაშავე სისტემის შემქმნელების საკვანძო თანამდებობებზე დატოვება არაფრით შეიძლებოდა. ეს ხალხი ყველგან დარჩა, მათ შორის, პარლამენტშიც. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კი, რომელბიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს მთავარ ბრძოლაში მხარში ედგნენ გარიყულნი დარჩნენ. ჩანერგილმა "ნაციონალებმა" ივანიშვილის გვერდით მისი მხარდამჭერების ადგილი აღარ დატოვეს. შედეგად, ფაქტობრივად, "ნაცებმა" ყველა თავისი მხარდამჭერი არჩევნებზე მოიყვანეს. "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული ხალხი კი, ვინც მათ 2012 წელს აქტიურად უჭერდა მხარს, საარჩევნო ყუთთან აღარ მივიდა.

_ როგორ ფიქრობთ, მეორე ტურზე მივა "ქართული ოცნების" ამომრჩეველი?

_ ეს რაც მოხდა, კარგია იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" გამოფხიზლდება და თავის მხარდამჭერებს უფრო მეტად დააფასებს. მათ გუნდური მუშაობა უნდა დაიწყონ და მომხრეები კვლავ გვერდზე დაიყენონ. დღეს, ასეთი მოცემულობაა _ ერთ მხარესაა "ნაცმოძრაობა" თავისი ნგრევებით, ციხეებით, მკვლელობებით, ქუჩაში დახვრეტებით, გაუპატიურებებით. ხალხო კაცების გამაუპატიურებელი, უბირია არ მომკვდარა, ცოცხალია, "ნაცები" ვიაგრას ისევ იშოვიან და თუ არ გამოვფხიზლდებით კიდევ არაერთ ქართველს გააუპატიურებენ. ნუ გვავიწყდება, რომ რობაქიძის, გირგვლიანის მკვლელები ისევ შემართულები არიან. ვაშაძეს, რომელიც პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს იმდენი ჭკუა არ ყოფნის ახლა მაინც მოთოკოს თავისი ვნებები და ხმამაღლა აცხადებს: ბედუკაძეს შუბლს გავუხვრეტდიო. არადა, ამ კაცმა მთელი იმ სისტემის ბოროტება წარმოაჩინა. სააკაშვილი _ "ნაცების" ბელადი, მსოფლიო პოლიტიკური მაწანწალა გვემუქრება: ჩამოვალ და ყველას ტყავს გავაძრობო. ამიტომ, კარგად უნდა გავიაზროთ, რას მოგვიტანს ვაშაძის გამარჯვება. ეს ნიშნავს: დესტაბილიზაციას, მკვლელობებს, ციხეებს, მასიურ დაპატიმრებებს. თუ ადრე 300 ათასი პრობაციონერი გვყავდა, ახლა 500 ათასი გახდება. იმიტომ, რომ ვინც მანამდე დაუსჯელი დარჩათ ყველას დაერევიან, პატარა გამონათებასაც კი ჩააქრობენ, არ გააჭაჭანებენ დამოუკიდებელ პრესას, ტელევიზიას, სრული დიქტატურა დამყარდება. ვაშაძე ამბობს: შევიწყალებ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას, უბირიას, ქარდავას. ეს გვინდა?! ამ მკვლელებმა საქართველო გაანადგურეს, 150 ახალგაზრდა ქუჩაში ჩახოცეს, ციხიდან ყოველთვე 5–10 მოკლული პატიმარი გამოჰყავდათ. ნუთუ, ქართველებს ამ მკვლელების დაბრუნება უნდათ? იმ შავბნელი დროის დაბრუნება გვინდა?! ჩემო ძვირფასო ქართველებო, მინდა გთხოვოთ, გონს მოვეგოთ. კი, შეიძლება გაბრაზებულები ვართ, მაგრამ ვის ვუბრაზდებით _ საქართველოს, ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს? ჩვენ ხომ საქართველოსთვის ვიბრძვით და არა კონკრეტული პიროვნების მხარდასაჭერად. ჩვენ, პოზიციებისთვის, იმ მდგომარეობისთვის ვიბრძვით, რომელიც ხვალინდელი, უკეთესი საქართველოსთვის გვინდა. ბრძოლა არ დამთავრებულა, ის ახლა იწყება.

_ რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ხალხი?

_ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის პიროვნებაა, ვისაც ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს. იგი არის ევროპაში დაბადებული, ღირსეული წინაპრების შთამომავალი. მოგეხსენებათ, საქართველოში ქალის, დედის ფენომენს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გვახსოვს, თამარის მეფობისას რა დიდი რეფორმები განხორციელდა, დაიწერა "ვეფხისტყაოსანი". არაერთი გმირი ქალი გვყავდა _ ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი, თინა ვაშლოვნელი. ასევე, მეოცე საუკუნეში მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის, კოტე მაყაშვილის 19 წლის ქალიშვილი _ მარო მაყაშვილი, რომელიც საქართველოს თავისუფლებას შეეწირა. ამ ქალების მხრებზე, წესიერებაზე, სინდისზე, ოჯახებზე იდგა საქართველო. სწორედ მათი შთამომავალია სალომე ზურაბიშვილი. იგი საფრანგეთში საქართველოს სიყვარულით გაიზარდა. მისი შვილები ქართულად ფანტასტიურად ლაპარაკობენ. სალომე საფრანგეთის დიპლომატიის წარმომადგენელი იყო, საქართველოში ჩამოვიდა, დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და მისი უშუალო მოლაპარაკებებით რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოდან გავიდა. იგი ასევე, არის ლიტერატურის, ხელოვნების მოყვარული, კულტურის, ხელოვნების ფასი იცის. მშვენიერი ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, სადაც წარმოჩენილია საქართველოს დღევანდელობა. ასე, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატურაა. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქრთველო სტაბილური ქვეყანა იქნება და ევროპული განვითარების საშუალება მიეცემა, რასაკვირველია, ქართული ტრადიციების დაცვით. უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესია თავად ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ამჟამად, კვლავ გამარჯვებისთვის საჭიროა წესიერი, პატიოსანი კადრების გვერდით დაყენება. ჩვენ, თავისთავად ცხადია, გამარჯვებისთვის წინ დიდი ბრძოლა გველოდება, მაგრამ ამას სამართლიანი, კანონიერი გზით მოვიპოვებთ და მჯერა, ქართველი მოსახლეობა, აუცილებლად, მოვა არჩევნებზე და ღირსეულს დაუჭერს მხარს. ჩვენ, უნდა დავიცვათ საქართველო, ბრძოლა გრძელდება.

_ "ნაციონალები" კვლავ შავი პიარით ცდილობენ ფონს გასვლას. პრო-დასავლელად მონათლული ვაშაძე ზურაბიშვილს მოღალატეობას აბრალებს.

_ მთელი უბედურება იცით რა არის, `ქართულ ოცნებას~ ამაშიც დაასწრეს _ გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო. ვაშაძე რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში ატომისა და კოსმოსის განყოფილებაში მუშაობდა, სადაც არავინ მიგიღებდა თუ კაგებეში ჭიპმოჭრილი არ იყავი. კაცი ასეთ თანამდებობაზე იყო და ახლა, თურმე, რუსეთის წინააღმდეგია. ვინმეს დაავიწყდა, რომ ვაშაძემ 2008 წელს ხელის კანკალით დათმო რუსული პასპორტი. თავად ამბობს: რუსეთი ჩემი ნაწილიაო. ასეთი ადამიანის გაპრეზიდენტება, ამაზრზენია. ეს უსირცხვილოები სალომე ზურაბიშვილს სწამებენ ცილს, თურმე, რუსეთიდან შემოგზავნილია და ვაშაძე ყოფილა ევროპიდან შემოსული სინათლის სხივი. ეს კოშმარი, სირცხვილია. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისულები ვიყავით, რათა სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი დაგვეჭირა, მაგრამ ტელევიზიებმა არ გააშუქეს. თითქმის ყველა ტელევიზია "ნაცებს" ემსახურება. იგივე ითქმის არასამთავრობო ორგანიზაციებზე _ ყველა "ნაცმოძრაობასთანაა" მიბმული. ისინი იმ თეორიის, ფილოსოფიის გამომხატველნი არიან, რასაც "ნაცმოძრაობა" ქადაგებს, ეს ერთი მთელი ნაწილია. მინდა ხელისუფლებას ვთხოვო: გაკონტროლდეს მათი დაფინანსების წყაროები და იდეოლოგია. ერთი რამ მინდა ვთქვა: "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს "პიარშიკები", მრჩევლები. აბა, როგორ შეიძლებოდა წინასაარჩევნოდ კანაფის პლანტაციების თემის წინ წამოწევა. ანდა, როგორ შეიძლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოლიბერალიზაციის კანონი მიეღო. საზოგადოება გადაირია. ეს თემა "ნაციონალებმა" სათავისოდ გამოიყენეს, მაშინვე აყვირდნენ: ჩვენ მოვალთ და ხელისუფლებას კანაფის პლანტაციების გაშენების უფლებას არ მივცემთო. ამით მოაგროვა ვაშაძემ ხმები. აქეთ, ტაქსების თეთრად გადაღებვაზე დაიწყეს საუბარი. მოკლედ, მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში `ქართული ოცნება~ საკუთარი თავის წინააღმდეგ მუშაობდა. ყველაფერმა, ჯამში, გამოიწვია ის, რა შედეგიც დადგა.

_ რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ "ნაცებმა" "ევრონაცებთან" ერთად არჩევნებში 800 ათასი ხმა მიიღეს?

_ ამას ვერაფრით დავიჯერებ, რომ "ნაციონალებმა" 800 ათასი ხმა მიიღეს, ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, მათ საარჩევნო კომისიებში ისევ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომელთაც კარგად იციან შედეგები როგორ გააყალბონ. შეცდომები იყო, მაგრამ ახლა, ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. ხვალინდელი დღე კი არის ის, რომ იმ ხალხმა, ვინც განვითარებულ, მშვიდ საქართველოზე, თავისი შვილების კარგ მომავალზე ფიქრობს ორ დეკემბერს მხარი საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს დაუჭიროს. დრო აღარ გვაქვს. "ნაციონალების" მოსვლა, ჩემი აზრით, საქართველოს დაღუპვა იქნება.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
12-11-2018, 10:30