თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოფელ წინწყაროში, რძის პროდუქტების საწარმო "წინწყარო+"-ს ესტუმრა და წარ- მოების პროცესს გაეცნო. საწარმო ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობს. 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით 890-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურ დახმარებებზე დღეის მდგომარეობით გახარჯულია 222 937 ლარი. სოფელ დიდ თონეთში,
გრუნტიანი შიდა საავტომობილო გზები მოსწორდა გრეიდერის საშუალებით და მოეწყო სანიაღვრე არხები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

გურჯაანის დიდების მემორიალის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში აღდგენილია ჯარისკაცის მამის მონუმენტის კვარცხლბეკი, დაზიანებული კიბეები, ბილიკები და კედლები; მოეწყო დასასვენებელი სკამები; მემორიალის მიმდებარე ტერიტორი- აზე დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები; შემოიღობა მონუმენტის უკან მდებარე სკვერი; სამუშაოებზე სულ 33 333 ლარი დაიხარჯა.
ქალაქ გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩაზე გზის რეაბილიტიაციის მიზნით მიმდინარეობს მიწის მოსწორება და ბორდიურების დემონტაჟი. გზის სარეაბილიტაციო
სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი 293 000 ლარით აფინანსებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წელს კახეთის რეგიონში შემავალ თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულსოფელ იორმუღანლოში ახალი მუნიციპალური სერვისი – „ქალთა ოთახი“ ამოქმედდა. პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყვეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციამ, შვეიცარიის გან ვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ, ორგანიზაცია HEKS/ EPER-მა და Mercy Corps-ის პროექტის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამამ".
„ქალთა ოთახი“ არის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/ წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველო-
ბის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ქალთა ოთახის“ საშუალე- ბით ადგილობრივი ხელისუფლება თავის მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებს)

სთავაზობს დამატებით საინფორ- მაციო-საკონსულტაციო მომსა- ხურებას, ასევე სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამმუშავებელი საწარმო შენდება. პროექტი „მაღალმთიან რეგიონებში სახელ- მწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. საწარმო, სამომავლოდ, თანადაფინანსების პრინციპით გადაეცემა ადგილობრივ კოოპერატივს „ფხოვი 2017“-ს, რომელშიც 32 ადგილობრივია გაწევრიანებული.
1,5 ტონა წარმადობის რძის საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული მაღალი ხარისხის რძის პროდუქტს აწარმოებს, იგეგმება აგრეთვე ტრადიციული პროდუქტის, დამბალხაჭოს წარმოება. პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შენდება კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა, რომლის სიგრძე დაახლოებით 7,5 კმ-ია. ეს საბაგირო უამინდობისა თუ დიდ- თოვლობის გამო ყაზბეგის გზის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. გარდა ამისა, ტერიტორია ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, რაც მოთხილამურეებს შესაძლებლობას მისცემს გვიან გაზაფხულამდე ისრიალონ.
მხარის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შენ- გელიასთან ერთად კობი-გუდაუ- რის საბაგირო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ახალი საბაგირო გზა გუდაურს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური წინსვლისთვის. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 81 მილიონი ლარია და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

"სუფთა პროდუქტი და თავისუფალი ბაზარი" – ამ პროექტის ფარგლებში ქალთა ასოციაცია "ბაზალეთმა" მუნიციპა- ლიტეტის სოფელ მჭადიჯვარში გამართა
პრეზენტაცია თემაზე: "DCFTA-ის სტანდარტები და მეფუტკრეობა". მონაწილეებს ესაუბრნენ პროექტის მნიშვნელობაზე და იმ საგრანტო კონკურსის შესახებ,
რომელიც მეფუტკრეობასა და თაფლის წარმოებას ეხება. მჭა- დიჯვარი და გრემისხევი ამ მხრივ პრიორიტეტულ სოფლებად არის გამოცხადებული.

მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში ახლად გახსნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში 50 ძირი ფიჭვისა და ნაძვის ნერგი დაირგო. აქციის ინიციატორია სოფლის მკვიდრი ლევან შერმადინი, ხოლო ნერგები მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის ფასანაურის სატყეო უბანმა გადასცა საჩუქრად.
მუნიციპალიტეტის ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალციხეში დაიწყო სასმელი წყლის სისტემის ქსელის რეაბილიტაცია, კერძოდ, შენდება ახალი წყალშემკრები რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ახალციხის ყველა მოსახლე, 25 კომლი, წყალს დღეღამის განმავლობაში უწყვეტად მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. ამჯერად ჭითაწყარის, ცაცხვისა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელიაც ესწრებოდა. ჭითაწყარში მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა საბავშვო ბაღისა და სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია, კოსტავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება.
ცაიშში პრიოიტეტულია სოფლის ცენტრის მოწყობა, წყალმომარაგების საკითხის მოგვარება და საგარდაოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
წყალმომარაგების პროექტი უკვე არსებობს, რომელიც ლეპეტერეს წყლის ბაზაზეა შექმნილი და წყლის პრობლემას ცაცხვის, ცაიშისა და ურთას მოსახლეობას მოუგვარებს. სამუშაოები 2019 წელსაა დაგეგმილი.


ფოთის მუნიციპალიტეტში

ფოთის პოლიკლინიკაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქირურგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ალერგოლოგი, დერმატოლოგი, ნეფროლოგი და გასტროენტეროლოგი. კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული
და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც- ვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები კოტე თოფურია და მამუკა პაპასკირი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

თამაკონის ადმინისტრაციულ  ერთეულში, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან მისასვლელ გზაზე ასფალტ–ბეტონის საფარი საბოლოოდ 1160 მეტრზე დაიგება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია კიუვეტე- ბის, რკინაბეტონისა და ლითონის მილების მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 192 518 ლარია, მას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო- ექტების ფონდი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

10 ნოემბერს ქალაქ სიღნაღში მეთერთმეტედ გაიმართა ტრადიციული სახალხო დღესასწაული „სიღნაღქალაქობა“. მუნიციპალიტეტის თითოეულმა სოფელმა წარმოადგინა ე.წ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო. ბარათაშვილის ქუჩაზე გამოფენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები (ხალიჩა, ფარდაგი, თექა, ქვილთი, კერამიკა, გობელენი და სხვა
აქსესუარები). ქალაქის დღესასწაულს ადგი- ლობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს,, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2012 წლიდან ქვეყნის გაზიფიცირებისათვის საჭირო წინასაპროექტო და გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ამ მხრივ სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფალთა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქის დარჩენილი ნაწილის და სოფლების გაზიფიცირება, გამართული და მდგრადი სისტემის შექმნა, ბუნებრივი გაზის შეუფერხებელი და უსაფრთხო მიწოდებაა.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე დაწყებულია წინასაპროექტო და გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები. ეს სოფლებია: გოლასკური, ტყირი (თეკლათის ადმინისტრაციული ერთეული), სოფელი ბათარია (მენჯის ადმინისტრაციულიერთეული), კოტიანეთი, საჩიქობაო (ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეული), საბესელიო, საკილა-სონიო და საოდიშარიო (ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული). სამუშაოების მიმდინარეობას "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ. გაზიფიცირებისთვის საჭირო წინასაპროექტო და გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა სრულად აფინანსებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე
მოწერელიამ და მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლესიჭინეში (ოჩხომურის უბანი), ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო, მათ მადლიერება გამოთქვეს ხელისუფლების მიმართ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გამო.
სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესი- ჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე აშენებული ახალი საავტომობილო ხიდის სიგრ- ძე – 170, ხოლო სიგანე 11 მეტრია. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 6 577 834 ლარით დააფინანსა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, წლის ბოლომდე ბოლნისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება. ელექტრონულ ტენდერში
გამარჯვებული კომპანია ამ ეტპ- ზე ძველი, დაზიანებული ღობის დემონტაჟს ახორციელებს, რის შემდეგაც ახალი ღობის მშენებ- ლობა დაიწყება. გათვალისწინებულია აგრეთვე ელექტროსამონ- ტაჟო სამუშაოებიც. სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი გაეცნენ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა სპეციალური ტექნიკა შეისყიდა.

თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტდადიონზე, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, ახალი მინდვრის საფარია დაგებული. სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა საფარის მოვლისა და შენარჩუნებისთვის აუცილებელი ტექნიკა შეიძინა.ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე განხორციელებული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა დაათვალიერეს. დავით შერაზადიშვილი: "იმისათვის, რომ ბოლნისის "სიონმა" თამაშები საშინაო არენაზე გამართოს, თამაზ სტეფანიას სახელო- ბის ცენტრალურ სტადიონზე მთე- ლი რიგი ღონისძიებები გატარდა. ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სტადიონზე მოეწყო მინ- დვრის ახალი საფარი, რომლის მოსავლელად სპეციალური ტექნიკის შეძენა გახდა საჭირო. ვიმე- დოვნებთ, 24 ნოემბერს ბოლნისის "სიონი" 33-ე ტურის მატჩს თბილისის ლოკომოტივთა ბოლნისის სტადიონზე გამართავს".

დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში

"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება, რომლებიც 2019 წელს ამოქმედდება. საწარ- მოები აღიჭურვება სრული ციკლისთვის საჭირო დანადგარებით, როგორც ყველის დამზადებისთვის საჭირო აღჭურვილობით, ისე რძის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზით. აქ შესაძლებელი იქნება აგრეთვე ქართული და ევროპული ტიპის ყველის წარმოება.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოქმედ საწარ- მოში გადამუშავებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, საწარმო 75-პროცენტიანი თანადაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებული სამი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან
თითოეულს ჰყავს არანაკლებ 200 ფური. 25 პროცენტის გადახდას კოოპერატივი 8 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

სოფელ სადახლოში გრძელდება სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები. დაგეგმილია წყალსადენის ახალი ქსელების მოწყობა (სიგრძე დაახლოებით 29 კმ), ასევე მრიცხველებისა და სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი, ახალი რეზერვუარის მოწყობა და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბოს დამონტაჟება. პროექტის დასრულების შემ- დეგ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყალით.
პროექტი მიმდინარეობს რეგი- ონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშკრულებ- ლო ღირებულებაა 1 305 935 ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტი   სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ მარეთში დაწყებულია კორპუსებთან მისასვლელი გზისა და ეზოს მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოები. დაიგება 6000 კვ.მ ასფალტბეტონის საფარი, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტმა 173 115 ლარი გამოყო. სოფელ წერეთელში მიმდინარეობს ხელოვნურსაფრიანი კომბინირებული მინისაფეხბურთო მოედნის მოწყობა, რომლის სახელშეკრულებო  თანხა 73 370 ლარია.



მეტის ნახვა
14-11-2018, 14:55


(დასასრული. დასაწყისი იხ. "სგ" N39)

საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდ-ის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ. „ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მხილების მიზნით“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ანუ რა გამოდის „გაბაზრებული“დანაშაულის მომზადება დაუწყია „კუდს“ და „დაუგვირგვინებია „სოდს“. რომელი დანაყოფიც უფრო ცივსისხლიანი მკვლელებით იყო დაკომპლექტებული საზოგადოებამ გადაწყვიტოს, მაგრამ შსს ში მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავი, რომ იყო ფაქტია. ქუჩაში ჩახოცილი უდანაშაულო ბიჭების გარდა აფრასიძეების ოჯახის განადგურება, ვითომ ამბოხის გამო გია კრიალაშვილის დახვრეტა და უამრავი სისხლიანი ოპერაცია რომელშიც არამარტო შსს, ნაცლიდერებიც მონაწილეობდნენ და სისხლში ბანაობდნენ. ხოლო „სოდის შეფის- ტურფა“ნანული ჟორჟოლიანი მყისვე „მოვლენების ცენტრში“ ჩნდებოდა და მდედრი ვამპირი სიამოვნებით ტკვარცალებდა კამერების წინ. სწორედ თათბირზე დაავალა მერაბიშვილმა კოდუას პარლამენტის წევრ გელაშვილს ფიზიკურად გასწორებოდა და „ჭკუა ესწავლებია“დავალება ვანოს მიშამ მისცა… უტიფარმა მკვლელმა, გარეწარმა, „ბულავკა“ ირაკლი კოდუამ რამოდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მას გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა. თავის „სიბინძურის“ სხვაზე გადაბრალება ნაცხროვის სავიზიტო ბარათი იყო და დარჩა. რასაკვირველია აღნიშნულმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა, გარდაცვლილი ბიზნესმენის დედამ განაცხადა- „შოკში ვარ, მაგრამ ლაურა ღაჭავა უნდა იყოს შოკში, მაგან რომ ეგეთი შვილი გაზარდა…

“სოდ-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი კოდუას დედა ნათელა პატარკაციშვილის განცხადებას გამოეხმაურა. რადგან, მაშინ ძალიან დააიმედეს, რომ მის ბინძურ შვილს „გაათეთრებდნენ“-„მე არ ვარ შოკში და ცუდი შვილი არ გამიზრდია. ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, რა. ღმერთო, ნათელში ამყოფე პატარკაციშვილი, მე რაც არ მეხება, იმის უფლება არ მაქვს, ყველამ მისი წარსული და ჩვენი წარსული გაიხსენოს, სხვას არაფერს ვიტყვი. დასაძრახი არაფერი მაქვს. ყველამ იცოდეს, ჩემმა შვილმა სამშობლო დაიცვა ტერორისგან, ბადრი პატარკაციშვილი საიდან მოდის და რა ფულით, ამაზე შიძლება ხალხი არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის. მე ცუდი შვილი არ გამიზრდია, ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი,“ — აღნიშნა ლაურამ. არადა ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ჯერ-ნორფინების გაყიდვით, შემდეგ გასანადგურებელი ჰეროინით, მამაშობით, ბორდელებით გამდიდრდა. ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი, ყველა სიბინძურეზე ხელის მომწერი ღაჭავა, რომ ვინმეს წარსულს შეახსენებს მინიმუმ უხერხულია. სხვათაშორის სანდო წყაროს ცნობით სანამ „ბულავკა“კოდუა მკვლელობის საქმეში ჩაერთვებოდა „ვერხუშკასთან“დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მართლაც აპირებდა განდგომას. თუმცა მან, ვინც „კრიშავდა“სულზე მიუსწრო და საქმე ისე „გამოუიმასქნა“, რომ „ვირთხების გმირადაც“აქცია რასაკვირველია მოპოვებული ინფორმაციებიც „ჩაახუტეს“ის ვინც ლონდონში ოფიციალურად ახლდა (დავით ჟვანია) კაიფში საეჭვოდ გაიპარა, მაგრამ არაოფიციალურად ნანუკიეც ახლდა და ჯერ ცოცხალია ვინ იცის როდის რა შემოაკლდება და „როდის ამეიღებს ხმას“…

ოთხი წლის წინ გაზეთში, რომელიც მაშინ „ოპოზიციურად“ მოინათლა და ეხლა სააკაშვილს თავის „ბანდასთან“ერთად ხოტბას ასხავს,(მათ შორის კოდუა ღაჭავასაც)იმერეთის ყოფილი გუბერნატორის თეიმურაზ შაშიაშვილის არაერთი საინტერესო ინტერვიუ დაიბეჭდა –გთავაზობთ ამონარიდს: `მე ახლა ორ ფაქტს გეტყვით და მეტის თქმა არ შემიძლია. პირველი: ონიანს მე იმერეთში არ ვუშვებდი, მასაც ყოველთვის ეშინოდა ამ მხარეში ჩამოსვლა. ონიანზე ყოველთვის ვამბობდი ერთ რამეს. როდესაც გაეროს დამკვირვებლები გაიტაცეს, მასში მონაწილეობდა ონიანი, ხოლო „მოქკავშირის“ ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი. მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი პიროვნება, რომელიც ვამბობდი მაშინ, რომ კანონიერ ქურდს, ონიანს კავშირი ჰქონდა ამ გატაცებასთან. მეტიც, როცა ონიანმა გაეროს დამკვირვებლები გაათავისუფლა, „ვეჩეს“ ტელეფონზე დაურეკა შევარდნაძეს და სხვა პოლიტიკოსებსაც ესაუბრა, მოახსენა ეს ფაქტი, მომდევნო დღეს, სააკაშვილმა განაცხადა ამაყად, გაეროს წარმომადგენლები თავისუფლები არიანო! იქნებოდნენ, აბა რა?! გამტაცებელიც ონიანი იყო და გამანთავისუფლებელიც,.. ახლა რაც შეეხება ონიანის თემას: როდესაც მე ასეთი განცხადებები მაქვს გაკეთებული, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ორი პიროვნება ჩამოდის საქართველოში — ერთ დღეს ბერეზოვსკი, მეორე დღეს ონიანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის გარეშე მოხდებოდა „ვარდების რევოლუციიდან“ სამ დღეში ონიანისა და ბერეზოვსკის ჩამოსვლა?!… პატარკაციშვილმა კარგად იცოდა ონიანისადმი ჩემი მძიმე დამოკიდებულება. არა მარტო ონიანისადმი, მთელი ქურდული სამყაროსადმი, –მოგვიანებით ბადრის ვკითხე- როგორ ჩამოიყვანეთ ურეკში, როცა მე არ ვატარებდი ონიანს-მეთქი?! არადა მაშინ პოლიციამაც მიმუხთლა, ქუთაისში, ჭომაში დარჩენის საშუალება მისცეს და მერე უკვე კოდორის ხეობაში კვიციანი მიაცილებდა, დეპუტატი ვარ და ჩემი სტუმარიაო, ეს ყველაფერი მერე გავიგე, როცა ქუთაისი დატოვა და პატარკაციშვილამდე ჩავიდა ურეკში. მაშინ ასე ამიხსნა ბადრიმ — რომ მითხრეს, მოვიდაო, არ ვიცნობდი და მივიღეო. კონკრეტულ თემაზე, მოუწიათ შეხვედრა, რაზეც მე არ მინდა საუბარი…“კარგად მახსოვს ონიანის აღნიშნული „სტუმრობა“ქუთაისში. ჭომაში ქურდებთან ერთად მთელი ღამე ქეიფობდნენ და შემდეგ დიდხანს იცლებოდა ავტომატის მჭიდები. პოლიცია კი უძლური იყო. რადგან პირადად მიხეილი დახვდა მას თბილისის აეროპორტში და „რეფორმატორების მამამ“ ბოლომდე „გაუმწვანა“გუბერნატორის და პოლიციელების ნერვებზე თამაში. ონიანი, ურეკშიც სწორედ მიხეილის დავალებით წავიდა…

მართალია სააკაშვილმა „გამოყენებული“კრიმინალების დიდ ნაწილს „უგანა“, მაგრამ მანამდე ბევრი ბინძური საქმე აკეთა მათი ხელით~…
ის, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის საქმეში ბერეზოვსკიც ურევია ფაქტია, სააკაშვილთან მისი ტკბილი და მურაბა ურთიერთობა მალე გამოაშკარავდა და შემდეგ „ძმურად“იყოფდნენ პატარკაციშვილის ქვრივის ქონებას. მართალია ბადრის სიცოცხლეშივე დაიწყო მიხეილმა მისი აქტივების შევიწროვება და ჩუმად თუ აშკარად შეხრამუნება, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდგომ ფრთები გაშალა. აღარც ბერეზოვსკია ცოცხალი, დანაშაულს ვინ ამზადებდა პროკურატურამ გამოააშკარავა, დამკვეთი ცნობილია, რომ მიშაა, მაგრამ „მავანი“მიცემს საშუალებას, რომ შემსრულებლებამდე მივიდეს?რაღაც არ მგონია. თან როგორც მახსოვს მკვდრები არ ლაპარაკობენ, იქნებ, გასული საუკუნის დასაწყისში კრემლის სარდაფში მდებარე ლაბორატორიაში მიღებული შხამი რომელიც კვალს არ ტოვებს და დღეს ბევრად გაუმჯობესებული სახითაა წარმოდგენილი დააგემოვნებიონ ცოცხლად დარჩენილ ამსრულებელს?

ჰო, მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ნაცხროვის ნაწილს ძალიან უჭირს ამდენი ცოდვების ზიდვა, შიშით ცხოვრება…“შიფერდაცურებული“ ლიდერების ნაწილი კი ურცხვად ცდილობს საზოგადოებასთან სისხლიან წარსულზე თავი იმართლონ და ვირთხებივით ყველა გზა მოსინჯონ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მკვლელთა ბრიგადების დაამაარსებელმა სააკაშვილმა წესიერი ადამიანებიც იძულებით ქილერებად აქცია. ამისთანა ბოროტი მტერი არ ახსოვს საქართველოს ისტორიას…

არავინ იცის იქნება თუ არა ბადრი პატარკაციშვილის საქმე „კინორეჟისორ“ ნიკა გვარამიას და მისი „ძმების“ სასაფლაო, არავინ იცის როგორ მოხერხდება სააკაშვილისათვის ბრალის წაყენება, არავინ იცის პროკურატურა გამოარკვევს თუ არა გიორგი თარგამაძის როლს, რაღაც ეტაპზე, რაღაც კუთხით, მაგრამ ფაქტია — პატარკაციშვილი მოკლულია, ის, რაც ისედაც ვიცოდით, ამ ეტაპზე დადასტურებულია!

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
14-11-2018, 09:30