მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლი საზეიმოდ გახსნა. მარტვილის იუსტიციის სახლი რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად გაიხსნა ქორწინების სახლი. იუსტიციის სახლის გასხნას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის მოადგილეები ირაკლი ჯიქია და ნინო ვიბლიანი, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუ- ტატი ოთარ დანელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოსახლეობა. 

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარი იგება. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს დადიანის ქუჩაზე. ანალოგიური სამუშაოები იგეგმება შეროზიას და თბილისის ქუჩებზე. ჯამში დაიგება 1 464 მეტრი საფარი.  პროექტის ღირებულება 351 303 ლარია. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სოფელ ძირკოკში, რკინიგზის მდებარე ქუჩაზე, 150 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 484 ლარი დაიხარჯა. სოფელ ზეგაანში მიმდინარეობს მაგისტრალური გზის რეაბილტაცია. საბოლოოდ მოასფალტდება სოფლის სასაფლაოსკენ მიმავალი გზის 1450 მეტრი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება, რისთვისაც 406 967 ლარია გამოყოფილი.
სოფელ არაშენდაში საბავშვო ბაღამდე 110 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტი დაიგო. სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 518 ლარით დაფინანსდა, საბავშვო ბაღთან მისასვლელი ფეხმავლო გზა მოასფალტდა აგრეთვე სოფელ ქოდალოში. სამუშაოები ადგილობრივმა ბიუჯეტმა 10 356 ლარით დააფინანსა.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა საერთაშორისო ასოციაციის — „საქარ- თველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ — წარმომადგენლებთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 შშმ პირს თანამედროვე, კომფორტული, უშუალოდ მათზე მორგებული სავარძელი-ეტლები გადასცა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ამ საერთაშორის ასოციაციასთან და მადლობას უხდის ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს გაწეული დახმარებისთვის. იმავე დღეს სტუმრებმა ორგანინიზაცია „მადლის" ბენეფიციარები მოინახულეს და მათ საჩუქრად ტანსაცმელი მიუტანეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედის საბავშვო ბაღში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „ეკოე- ნერგია ერისიმედის ბავშვებს“, რომლის ორგანიზატორები არიან კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ და სიღნაღის მერია.

სოფელში სტუმრად იმყოფებობდნენ კახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე, სიღნაღის მერი, ასევე BP-საქართველოს, სი-თი-სი-ის, და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლები. სტუმრებმა საბავშვო ბაღის შენობა და ენერგოეფექტური გათბობის სისტემა, მზის წყალგამაცხელებელი და მზის მიკროელექტროსადგური დაათვალიერეს. გათბობის ავტონომიური სისტემა ადგილობრივ ბიომასაზე (თხილის ნაჭუჭზე) მუშაობს, რისშედეგადაც შესაძლებელი გახდა მინიმალური დანახარჯით ბაღის მთლიანად გათბობა. ამასთანავე, ერისიმედის საბავშვო ბაღის შენობაში ქვაბამბის საშუალებით მისი თბოიზოლაციაც გაუმჯობესდა.

ბაღის აღსაზრდელები პროექტის განხორციელებამდე ვერ სარგებლობდნენ ცენტრალური გათბობით. პრიმიტიული შეშის ღუმლით მხოლოდ საერთო სარგებლობის ოთახები თბებოდა. ამ პროექტის შედეგად, გარდა ტექნიკური და ეკონომიკური სარგებლისა, კლიმატის ცვლილებაზე ზეგავლენაც  შემცირდება.


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპაშილიტეტში , 2016 წლიდან დღემდე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა 51 დასახლებას, მათ შორის დაბა მანგლისს და ქ. თეთრიწყაროს. "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა 5339 მოქალაქეს. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები სარგებლობენ სოციალური შეღავათებით, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისგან.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კადოეთსა და სოფელ ლამოვანში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია. კეთდება ორი ჭაბურღილი და ორი წყალშემკრები რეზერვუარი, რასაც მიუ- ერთდება არსებული ქსელი. მიმ- დინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ ორი სოფლის მოსახლეობა უწყვეტად მიიღებს სასმელ წყალს. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში ჩირიკსა და უკანა მხარში მიმდინარეობს ნაპირსამაგრის მოწყობა. უხვი ნალექის დროს ხევის კალაპოტში წყალი დიდდებოდა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას, იტბორებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. დამცავი ჯებირები ამ პრობლემას მოაგვარებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 

სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდა. ზუგდიდის ტექნოპარკში ორგანიზაციის დაფუძნების მემორანდუმს ხელი USAIS  ZRDA პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, მუნიციპალიტეტების მერებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოაწერეს.,DMO-ს მიზანია სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზ- მის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული რეგიონია, სადაც ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ერწყმის ბუნების განუმეორებელი სილამაზე და სათავგადასვლო ტურიზმისთვის დამახასიათებელი უპირატესობები. DMO-ს დაარსებით, ძრდა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონ- ში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს; გააანალიზებენ რეგიონში არსებული ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობის მდგომარეობას, მოიძიებენ და დანერგავენ ახალ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და ადგილობრივთა დასაქმებას. პარალელურად, ძრდა და საქარ- თველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობენ სამცხე-ჯავახეთის DMO-ს დაარსების მიმართულებით. 

ტექნოპარკ ში რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალაც იყო გამოფენილი. მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზ ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმ- ნილმა კომისიამ, ნიჭიერ ახალგაზრდას, ბექა შეროზიას, მაღალი წარმადობის კომპიუტერის შეძენა დაუფინანსა.

ბექა შეროზია ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლე და „ბექ ბოტის“, იგივე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელია. ბექა,, ბექ ბოტის“ აპლიკაციად ჩამოყალიბებას გეგმავს, რისთვისაც მაღალი წარმადობის კომპიუტერი სჭირდება.

სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკში იუსტიციის სახლი შენდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მიმდინარე წლის ბოლოს სენაკის მუნიციპალიტეტს ინდივიდუალური სტილით, არქიტექტურულად და ფუნქციურად გამორჩეული იუსტიციის სახლი დაამშვენებს. იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ სენაკელებს საშუალება მიეცემათ "ერთი ფანჯრის პრინციპით" ისარგებლონ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისით, რომლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებაა.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

სოფელ ნაკიანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა შესაბამის სამსახურებთან ერთად სოფელ ნაკიანში იმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. სამუშაოები 25 დეკემბრამდე დამთავრდება. ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოდგილე და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ. პროექტები ითვალისწინებს სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი ჯებირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გამწვანების აქცია სოფელ კირცხში — კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსის — ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში სოფელ კირცხის #1 საჯარო სკო- ლის ეკოკლუბის წევრებმა შინმოუსვლელთა სკვერში გამწვანების აქცია მოაწყვეს და მარადმწვანე, წიწვოვანი მცენარეები დარგეს. გამწვანების აქციაში ეკოკლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს წევრი ვალერი იზორია და სკოლის დირექტორი დიმონ არახამია. კონკურსის მიზანია სკოლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით,, მწვანე აქტივობებში". კონკურსი თებერვლის ბოლოს დასრულდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და ინსპექტირების ჯგუფთან ერთად დაათვალიერა. სულ მალე დამთავრდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია. დასრულდა გოგიბერიძის, გოგებაშვილისა და ნიკო მარის ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

სოფელ წერეთელში მიმდინარეობს 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და მინისტადიონის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორია ზონებად გაიმიჯნა, კერძოდ — გამოიყო მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა. პირველ ზონაში 9 აპრილის მემორიალი უკვე რესტავრირებულია და იქაურობა მოპირკეთებული. სოფელში გასართობ-შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იყო წარდგენილი. პროექტი პოლონელმა ექსპერტებმა მერიასთან ერთად შეარჩიეს საპილოტოდ, რაც გულისხმობდა სკვერის დაპროექტება-დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად. პროექტისთვის 165498 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სოფელ წერეთელში მიმდინარეობს აგრეთვე ხელოვნურსაფრიანი კომბინირებული მინისაფეხბურთო მოედნის მოწყობაც. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 73 370 ლარს შეადგენს.




მეტის ნახვა
19-12-2018, 20:35


ვახტანგ ხარჩილავა:

"ნაცმოძრაობის" (ფსევდონიმი _ გაერთიანებული ოპოზიცია) მხარდამჭერთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქრიდან რამდენმა ადამიანმა იცის, სინამდვილეში, რაშია საქმე და რა იმალება ამ დემოკრატიის და თავისუფლების სახელით გაჟღერებული მაღალფარდოვანი და ვითომდა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გაჟღენთილი მოთხოვნების და მოწოდებების უკან?

საერთოდ, რამდენმა ადამიანმა იცის საქართველოში, ვინ არიან ეს ლიდერები, ამ ლაშქარს რომ მიუძღვიან წინ და საით მიჰყავთ "რუსთავი 2"-ის ტვინების გამომრეცხავი მანქანის მიერ დაზომბირებული და დაჰიპნოზირებული ხალხი?

რატომ არავის არ უჩნდება ეჭვი, რომ ეს ლიდერები, გულუბრყვილოთა თვალის ასახვევად, ვითომდა, პროდასავლური ანაფორები რომ გადაუცვამთ, შეიძლება ახალი ყაიდის მღვდელი გაპონები იყვნენ? ამ გაპონების მეთაური, მთავარი გაპონი, გვარად სააკაშვილი, ამსტერდამიდან მოუწოდებს ექსტაზში ჩავარდნილ ლაშქარს, არ დაიღალონ, არ გაჩერდნენ, წინ იარონ!

წინ კი ხაფანგია, მახეა, განსაცდელია, თუმცა გაპონები საპირისპიროს უმტკიცებენ "მრევლს"…


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურმა მშვიდობიანად, განსაკუთრებული ექსცესების და დარღვევების გარეშე ჩაიარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც არ ცნობს არჩევნების შედეგებს, არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
გასაოცარი მოთხოვნაა თავისი ალოგიკურობით და არასერიოზულობით _ თუ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად მიგაჩნია, მაშინ ამ არჩევნების შედეგების ანულირებას და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას უნდა მოითხოვდე და არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც პრეზიდენტის არჩევასთან არანაირ ბმაში არ არის.

"ნაცმოძრაობისგან" და მის კალთას შეყუჟული ე.წ. ოპოზიციური პარტიებისგან, აგრეთვე, მათი სატელიტი არასამთავრობოებისგან არაფერია გასაკვირი, მათ შორის არც ის, რომ არაფრად არ ჩააგდონ, ერთი კანდიდატი მეორეზე 20%-ით ანუ 300 000 ხმის უპირატესობით რომ გაიმარჯვებს, მაგრამ ამ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილს, წესით და რიგით, ობიექტურნი და მიუკერძოებელნი რომ უნდა იყვნენ, რა ემართებათ, შავზე შავის და თეთრზე თეთრის თქმა რომ უჭირთ?
სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების (მათი ნაწილის) ორჭოფულმა, ზოგჯერ ფარისევლურმა და დემაგოგიურმა დასკვნებმა მისცა საბაბი და მოტივაცია ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ელაპარაკათ და შედეგების ცნობაზე უარი განეცხადებინათ.
ერთ ორგანიზაციას ეყო თავხედობა და ისიც კი განაცხადა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულაო.

სხვა არჩევნებს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, სინამდვილეში, პირწმინდად წააგო ლევან გაჩეჩილაძესთან პაექრობაში, მაგრამ გრ. ვაშაძის ამჟამინდელი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის მეცადინეობით, მაშინ იმდენი ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა, იმდენი გაყალბებული ბიულეტენი ჩაიყარა საარჩევნო ყუთებში, იმდენი "კარუსელი დატრიალდა" სააკაშვილის სასარგებლოდ, რომ დამარცხებული სააკაშვილი პრეზიდენტად გამოცხადდა, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების დაკვირვებულ თვალს ეს ყველაფერი რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა.

სააკაშვილმა არნახული თავხედობით და უტიფრობით, ფაქტობრივად, მიიტაცა პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ დემოკრატიის სადარაჯოზე ფხიზლად მდგარ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ყაჩაღურ აქტზე, რომელსაც რატომღაც არჩევნები ერქვა, არავითარი რეაგირება არ ჰქონია.

ის კი არა, ამ ბანდიტობის შემდეგაც კარგა ხანს ეძახდნენ სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას", ხოლო საქართველოს _ დემოკრატიის რეგიონალურ ოაზისს.

მერე რა, რომ ამ "ოაზისში" უმოწყალოდ დახოცილი უდანაშაულო ადამიანების სისხლის ტბები იდგა და ციხეებში გამოკეტილი ათიათასობით ადამიანის სასოწარკვეთილი გმინვა ისმოდა, მაინც ოაზისს ეძახდნენ, ამ ოაზისის შემოქმედს კი _ დემოკრატიის შუქურას.

ეს "შუქურა" პრეზიდენტობის პოსტის მიტაცების შემდეგ 7 თვეში რუსეთთან ომში ჩაება.
რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას ზემძლავრი სახელმწიფოებიც კი ერიდებიან, მაგრამ უშიშარ "შუქურას" არ მორიდებია…

დღემდე ამოუხსნელ გამოცანად რჩება, რამ შეაგულიანა ბუნებით მხდალი სააკაშვილი და რამ გაალომგულა ასე, რომ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ რუსულ სამხედრო მანქანას, რომელიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემს, არ შეეპუა და ბრძოლაში შეჰყვა?

_ პროვოკაციაზე წამომაგესო, _ ამბობს დღეს სააკაშვილი, თუმცა აგვისტოს ომის წინა პერიოდს და უშუალოდ ომის დღეებში განვითარებული მოვლენების დეტალებს და ნიუანსებს თუ გავიხსენებთ, სააკაშვილის ქმედებები სულაც არ ჰგავდა პროვოკაციაზე წამოგებული კაცის ქმედებებს.

წინასწარ წაგებისთვის განწირული ბლიც-ომის შემდეგ, როცა რუსებმა თბილისისკენ გაიწიეს, რასაც შეიძლებოდა სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დამხობა მოჰყოლოდა (`ნაცმოძრაობის~ პოლიტიკური ელიტა უკვე გარბოდა საქართველოდან, აშშ-მა, ევროპის სახელმწიფოებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს _ რუსეთს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების დამხობა სურსო. როგორ დემოკრატიულად იყო `არჩეული~ სააკაშვილი, ამაზე ცოტათი ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა დემოკრატიაზე ფიქრისთვის ვის ეცალა _ მთავარი იყო, `რიგითი~ სააკაშვილი გადაერჩინათ და მთელი ოთხი წლით, 2012 წლამდე გადაარჩინეს კიდევაც.

სააკაშვილი კი გადაარჩინეს, მაგრამ საქართველო გამესამედდა, დაიღუპა უამრავი ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა, ათიათასობით ქართველი ლტოლვილად და დევნილად იქცა, თუმცა სააკაშვილს ამაზე დიდად არც უნაღვლია _ რა მოხდა, რაღაც 150 სოფელი დავკარგეთო, _ განაცხადა. 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველო, "ნაცმოძრაობის" მიერ აკვიატებული და ათასჯრ გამეორებული ლოზუნგი სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა! სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებაში ბრალს საქართველოს დებს! _ ვის გასაგონად და ვის საყურადღებოდ იყო ნათქვამი?
თქვენ გგონიათ, ქართველი ამომრჩევლის თვალების ასახელად და გონს მოსაყვანად იჭაჭებოდნენ ნაციონალები და მათი სატელიტი პარტიები ასე თავგამოდებით?

არც დაიჯეროთ! ქართველი ხალხის გასაგონად კი არა, რაღაც სხვა ძალების გასაგონად იმეორებდნენ ასე დაჟინებით და მიზანმიმართულად ეს ფარისევლობასა და დემაგოგიაში დაოსტატებული ნაძირლები ამ ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ განცხადებებს _ სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნება" თქვენ გღალატობენ, ისინი არ არიან და ვერც იქნებიან თქვენი ერთგული პარტნიორები, თქვენი მიზნების და ამოცანების უსიტყვო შემსრულებლები. თქვენი ყველაზე საიმედო პარტნიორები ვართ ჩვენ და ეს ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით. დავამტკიცეთ თუნდაც 2008 წლის აგვისტოში, როცა ნახევარი საქართველო რუსეთს შევალეწეთ, სამაგიეროდ, რუსეთს ოკუპანტის იარლიყი ავაკარით შეუბლზე. ჩვენ მზად ვართ, იგივე გავიმეოროთ ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნება. "ქართული ოცნება" კი ამის გამკეთებელი არ არის, რაც მთი ხელისუფლებაში ყოფნის ექვსმა წელიწადმაც დაამტკიცა.

აი, ეს ქვეტექსტი ედო სარჩულად ვაშაძის საარჩევნო კამპანიას, აი, ეს მესიჯები იგზავნებოდა უწყვეტ რეჟიმში დასავლეთის მიმართულებით და, როგორც ჩანს, მათ ნაწილობრივ დაარწმუნეს კიდევაც საერთაშორისო ინსტიტუტების და ცალკეული სახელმწიფოების ადმინისტრაციების ნაწილი, რომ ეს მესიჯები რეალობას შეესაბამება.

როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ნაკლებად აინტერესებთ, საქართველოში დემოკრატია იქნება, ფაშიზმი თუ პირველყოფილი თემური წყობილება, მთავარია, საქართველოს შეუნარჩუნდეს რუსეთის წინააღმდეგ მუდმივად დაპირისპირებული სუბიექტის ფუნქცია, რაზეც ნაციონალები და მათი სატელიტები შინ თუ გარეთ ხმამაღლა და ხაზგასმით აფიქსირებენ თავიანთ მტკიცე მზადყოფნას, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ.

რევანშის დაუძლეველი წყურვილით შეპყრობილი სააკაშვილი, ცხადია, ყველაფერზე წავა, ყველაფერზე დათანხმდება, რომ "სამეფო ტახტი" დაიბრუნოს.

ამ მიზნის მისაღწევად ის უყოყმანოდ გაწირავს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გადარჩენილ საქართველოსაც და მთელ ქართველ ხალხს თავის "ნაცმოძრაობიან" "ქართულ ოცნებიანად" რუსულ იმპერიას შეაწყვეტს.
ეს სიტუაცია რაღაცით ჰგავს "კავკასიური ცარცის წრის" იმ სცენას, როცა ნამდვილი დედა ბავშვს ხელს გაუშვებს _ აბა, ბავშვს შუაზე ხომ არ გავხლეჩო?

ესენი, ეს ნაციონალები და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, მზად არიან, საქართველო თუნდაც შუაზე გაიხლიჩოს ან ნაწილ-ნაწილ დაიშალოს, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ, "ქართული ოცნება" კი, რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მას, დარწმუნებული ვართ, ამაზე არ წავა.

"ქართული ოცნება", ალბათ, გრუშესავით მოიქცევა და, ღმერთმა ნუ ქნას, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თავის ქვეყანას გასახლეჩად და გასაგლეჯად ვერ გაიმეტებს.

ეს არის დიდი განსხვავება "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის.
ის, ვისაც "ნაცმოძრაობა" პატრიოტობად ასაღებს., სინამდვილეში, დიდი პროვოკაციაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგენასთან კი არ გვაახლოებს, არამედ კიდევ უფრო გვაშორებს მას.

"ნაცმოძრაობა" იმ ინსტრუქტორს ჰგავს, რომელიც სპეციალურ ბანაკებში თვითმკვლელ ტერორისტებს ტრენინგებს უტარებს, ფსიქოლოგიურად წვრთნის და იმ მომენტისთვის ამზადებს, როცა მსვერპლი მზადაა, ჯიჰადის ქამარი შეიბას და მტერს ეკვეთოს.

"ნაცმოძრაობას" საქართველოსთვის ჯიჰადის ქამრის შებმა უნდა…

მეტის ნახვა
19-12-2018, 12:30


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ მოხდა ერთი გამაოგნებელი ფაქტი. პროტესტის ნიშნად ერთი კაცი ასფალტზე დაწვა, ერთი ქალი კი მანქანის "კაპოტზე".

საინტერესოა, რომ ეს მამაკაციც და ის ქალბატონიც "ნაცმოძრაობის", ანუ, როგორც დღეს თავიანთ თავს უწოდებენ, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები და მათი წარმომადგენლები არიან. 
"ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ, შუა ასაკს გადაშორებულ ქალებს, როგორც ვატყობ, აშკარად აწუხებთ სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა. მათ ახლა, როგორც ბუხარს შეშა, ისე სჭირდებათ სექსი, მაგრამ "ნაცმოძრაობის" წევრებში ძალიან ცოტაა ისეთი მამაკაცი, რომელიც თავის ფუნქციას პირნათლად და დაუზარელად შეასრულებს.

ე. წ. ოპოზიციის წევრი მამაკაცებიდან ზოგი ცისფერია, ზოგი პლანაქეში და ნარკომანი, ზოგი, მაგალითად, ნიკანორ მელიასმაგვარი ბატონები, იმდენს კივიან და ისე უმიზეზოდ ხარჯავენ ენერგიას ჩხავილში, არაფრის თავი აღარ ექნებათ, ხოლო ის მამაკაცი, რომელიც შუა დეკემბერში ცივ ასფალტზე იწვა, კაცად არ გამოდგება, არც წელი ევარგება, აწი, მაგას და აღარც ქვედა კიდურები. 

ნაცი ქალები კი მოწესრიგებულ, ვაჟკაც პატრულის თანამშრომელ კაცებს რომ ხედავენ, პირდაპირ ისტერიკა ემართებათ და ეგრევე ეკვეთებიან "საჭიდაოდ".

ხომ დაინახეთ, იმ 130-კილოიანმა ქალბატონმა, სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, „კაპოტზე“ შემოჯდა. ელასტიკებში გამოწვართული ფეხები გაფშიკა და სულ ფეხსაცმელები უბრაგუნა მანქანის სახურავს.
ხანგამოშვებით, ასეთივე უბედურ დღეში არიან მეგი გოცირიძე, მაია ორჯონიკიძე, თაკო ჩარკვიანი, ქეთა გაბიანი და სხვები _ ამათ ერთი, ნაცთათვის პრეზიდენტად წოდებული, საპენსიო ასაკის ულვაშა ვაშაძე კი არა, ჯანიანი კაცები სჭირდებათ!

შეიცოდეთ, ხალხო, ეს ადამიანები, დააგრილეთ, დაამშვიდეთ ისინი და ქვეყანაც დამშვიდდება. 
ძალიან ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა გიორგი გახარია, იმის გარდა, რომ შესანიშნავი მინისტრია, ასევე შესანიშნავი ფსიქოლოგიც ყოფილა. მან რეალურად შეაფასა ოპოზიციონერი ქალბატონების ფსიქოლოგიური და სექსუალური მდგომარეობა, და თავის ბიჭებს შეტევაზე გადმოსულ ქალბატონებთან ბღლარძუნს მაინცდამაინც არ უშლის...

იმედია, ბატონი მინისტრის მიერ არჩეული სტრატეგია, რომელიც, ალბათ ფროიდის მოძღვრების საფუძვლიან ცოდნას ემყარება, ნაცქალბატონებთან მიმართებაში გაამართლებს. ნაცკაცებს კი, ჯობია, "ვირის აბანოთი" და ბროწეულის ოყნებით ვუმკურნალოთ.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
19-12-2018, 09:30


თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "ქართულმა ოცნებამ" წაიფორთხილა, შეიქმნა საშიშროება, რომ "ნაციონალები" ერთ სახელისუფლებო შტოს ხელში ჩაიგდებდნენ და ამას შემდგომში მოჰყვებოდა პრობლემების ესკალაცია.

ხალხოსნურ ენაზე რომ ვთქვათ, კაი გვარიანად აირეოდა მონასტერი. ჩვენ ეს არ დავუშვით, მთელი საქართველო დავდექით ფეხზე და გზა გადავუკეტეთ ბოროტებას. ახლა "მიშმაკები" ამტკიცებენ, ჩვენ 800 ათასი ადამიანი გვიჭერს მხარს, სერიოზული ძალა ვართ, ნება იბოძეთ, ანგარიში გაგვიწიეთ, სალომეს პრეზიდენტობა გააუქმეთ და ჩვენი გრიგოლის ძლევამოსილება აღიარეთო, თქვენი არჩევნები ყალბიაო. ამ შემთხვევაში, მე სრულად ვეთანხმები "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ "ნაციონალების", ანუ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოთრეული და ცესკოს მიერ ოფიციალურად დამტკიცებული 740 ათასი ხმა არის ყალბი და გამოგონილი. დიახ, მე კარგად ჩავიხედე ამ საკითხში და ასევე ვაცხადებ, ეს გახლავთ ყალბი ციფრები. ადრეც მოვუწოდე "ქართულ ოცნებას" და კიდევ გავიმეორებ: "ნაციონალებმა" არჩევნები გააყალბეს თითქმის ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში, ასევე ყველა რგოლში, დააშინეს და დააშანტაჟეს ლამის ნახევარი საქართველო. ვინაიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გადატენილია მათი "პადელნიკებით", იქაც ადგილი ჰქონდა დიდ ოღრაშობას!

ჰოდა, ასე იყო თუ ისე, ჩვენ არ დავუშვით ბოროტების დაბრუნება… თუმცა, ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მოხდა გაუგონარი რამ – ვითომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს და ვინმე მოპოეტო ელემენტ მიხეილ ღანიშაშვილს გაუგზავნეს ოფიციალური მოსაწვევები. კილაძე რა წარმონაქმნიცაა, იცით, ის წლების განმავლობაში აწარმოებს ცილისმწამებლურ კამპანიას "რუსთავი 2"-თან ერთად "ქართული ოცნებისა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არანაკლებ ზიზღიანობით გამოირჩევა სალომე ზურაბიშვილის მიმართაც და უწოდებს მოღალატეს. რაც შეეხება ვინმე ღანიშაშვილს, მისი არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი (გნებავთ გაუნათლებლობაში ჩამითვალეთ), ახლა გავიგე, "დავგუგლე" და აი, ეს ამომიგდო:

"ძაღლ იყოს იმის მკვდრისადა, ვინაც სალომეს ხმა მისცას, გაუბედურდეს ცხოვრებით, მისი სახლ-კარი დაიქცას"!

დიახ, თურმე მწერალსა და პოეტს, მიხეილ ღანიშაშვილს (ილტოსპირელს) სალომე ზურაბიშვილისთვის ლექსიც მიუძღვნია, რომელიც არაერთ გამოცემაში გამოქვეყნებულა. სანამ ილტოსპირელის "შედევრს" შემოგთავაზებთ, ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: როცა ჯაბა იოსელიანი ცოცხალი იყო, მისთვის პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს უკითხავს, ამა და ამ კანონიერ ქურდს იცნობო? ჯაბა დაფიქრებულა… არა, არ ვიცნობ და ისეთი ქურდის დედა, მე რომ არ ვიცნობო. ჰოდა, თითქმის იგივეს გავიმეორებ – ისეთ მწერალსა და პოეტს დააფსას თავზე ელისო კილაძემ, მე რომ არ ვიცნობ! მეტიც, კობა ხაბაზმა და მეგი გოცირიძემ დამატებით დააფსან თავზე, საქართველოში ცნობილი და უფრო სტაჟიანი პოეტები რომ არ იცნობენ!

ახლა კი დავუბრუნდეთ ღანიშაშვილის "შედევრს", რომელმაც საქართველოს მმართველი პარტიიდან დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო, ანუ მიწვევა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე. სათაური გახლავთ "მოღალატე":

"ძაღლ იყოს იმის მკვდრისადა,
ვინაცა სალომეს ხმა მისცას,
გაუბედურდეს ცხოვრებით,
მისი სახლ-კარი დაიქცას!
სიცოცხლე აღარ ეღირსოს,
ოდენ სიკვდილზე აიცრას,
ცრემლად მოექცეს ყოველი,
თუკი ფიქრობდეს რაც-რას!
მისი ჯიშ-გასაგისობა
უფალმა აღარ დაიცვას,
გაწყდეს, გათავდეს 
შვილ-ძირით,
გეენის ცეცხლში დაიწვას!
წყევლა, კრულვა და გინება
იმ წელს, იმ დღესა და იმ წამს,
როცა ის დედას გაუჩნდა,
მისი აკვანი დაირწა!
შენა ხარ, ზურაბიშვილო,
ღალატად ითქმის რაიცა,
სამშობლოს გამამტყუვნარო,
სუნთქვაც ჩაგიწყდეს, ხმაიცა!
რუსის წისქვილზე 
წყლის მსმხელო,
პუტინის ხასაც, ყმაიცა
ერთად ხარ, 
კრემლის ერთგულო,
ის დროა, აქით გაიქცა.
ეხლა რო ხელისუფლება
ხელისუფლობდეს მაინცა,
ანდა ერი რო ერობდეს,
ცოტა გვწყალობდეს ცაიცა.
შენნაირ მოღალატისთვის
ციხეა ძმაიც, დაიცა,
ხაროში უნდა გგმანავდნენ,
წამებაში რო გაიცრა.
კრულ იყოს მისი სახელი,
ვინაც ღალატზე წაისწვრა,
გამყიდველს საქართველოსას
სიკვდილთან 
ჰქონდეს ჟამის წვნა"!

კარგად წაიკითხეთ? კარგად გააცნობიერეთ, რას წერს ეს ღვარძლი და ბალღამი, რომელიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ოფიციალურად დაპატიჟეს? როგორც მეუბნებიან, ეს ფაქტი დიდი გარჩევის საგანი გახდა სამთავრობო კულუარებში და ასევე პარტია "ქართულ ოცნებაში". ამავე პარტიის ბევრმა წამყვანმა ფიგურამ უარი თქვა თელავში წასვლაზე. იკვლევენ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ წაიმარაზმა? ფაქტია, შიგნით ბევრი გველი გყავს ჩაბუდებული და სიტუაციას ვერ აკონტროლებ. აი, ეს გახლავთ მიკრო-სქემა, თუ როგორ წააგო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური "ქართულმა ოცნებამ". ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც მე პირადად არ ვეთანხმები – ზოგიერთი "გამპრავებელი" აცხადებს, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტია და მოსაწვევების გაგზავნაშიც არაფერია საგანგაშო. კი, ბატონო, თუ "ყველას პრეზიდენტია"-ს პრინციპით მივუდგებით, მაშინ დაეპატიჟებინათ ყველა, რატომ მხოლოდ ელისო კილაძე და გიჟუა მიხეილ ღანიშაშვილი? რა დააშავეს ნოდარ მელაძემ, ნიკა გვარამიამ, ან ეკა კვესიტაძემ? რაც მთავარია, რა დააშავეს შენმა მომხრეებმა, რომლებმაც მეორე ტურში გადაგარჩინეს?

არ ვლაპარაკობ მასაზე, მთელ მოსახლეობაზე, მაგალითად, რა დააშავა ამ გაზეთის რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ, რომელიც ამბრაზურასავით ჰყავთ გადაფარებული და მეორე ტური თავის წილ მოიგო? მოდით, თავი დავანებოთ ყველას და ყველაფერს, ეს ფაქტი გახლავთ საბოტაჟის საუკეთესო ნიმუში – სადღაც ვიღაც რეგვენს აზრად მოუვიდა, მოსაწვევები გაეგზავნა საზოგადოებისთვის მიუღებელი პერსონებისთვის, რა გამოიწვია ამ ყველაფერმა? ის, რომ უკიდურესად გაღიზიანდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლამის შეაკვდნენ "ნაციონალურ მოძრაობას". მათ დაინახეს, რომ "ქართული ოცნებისთვის" მადლსა და უმადურობას ერთი ფასი ჰქონია და ისევ გრძელდება ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია. სხვათა შორის, მოგვიანებით გაჩნდა მორიგი ვერსიაც – ინაუგურაციაზე მისაწვევ პირთა სია გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახურმა შეადგინაო, სალომე ახალია და ბუნებრივია, პროტოკოლის ახალი სამსახური ვერ ეყოლებოდაო. სრული იდიოტობა. ესე იგი, მარგველას ხალხმა ინაუგურაციაზე ბომბი რომ შემოგიგდოს, არ ამოწმებ, ხომ? იქნებ ბინ ლადენი დაგიპატიჟა, არ უნდა წაიკითხო? არ მჯერა ამ ვერსიის. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, ეგ კარგია, უნდა დავპატიჟოთ ყველა, მოვიდნენ და გულები დაუსკდეთო. მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ სადღაც იქ, ზემოთ ვერ არიან თავიანთ მატორზე და კაი გვარიანად ურევენ სიტუაციას. ესე იგი, მტრის შემორიგებას ცდილობ და ამ დროს კარგავ ასეულობით ათას მომხრეს? ან კი რა მტერი და რა ანგარიშგასაწევი ფიგურები არიან კილაძეები თუ ღანიშაშვილები?!

ისე, კარგად გალექსა დღევანდელი სიტუაცია ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელიც ადრე თავგადაკლული "ნაცი" იყო (თუმცა ბოლო დროს მოვიდა აზრზე):

"ხვალ თელავში ზეიმია,
სამზადისი – დიდიო,
მოსაწვევი თუ გინდა,
მელიასთან მიდიო"!

აბა, მეტი რაღა უნდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო? ალბათ, ბოლოს დაგებადებათ კითხვა: ნეტა შენ თუ დაგპატიჟეს ინაუგურაციაზეო? კი, დამპატიჟეს, დიდი მადლობა, მაგრამ ის შეცდომა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, არ უნდა დაეშვათ. სადღაც გულში მაინც ვფიქრობ, ელისო კილაძის თემა სალომე ზურაბიშვილს განგებ შეუგდეს, რათა მის გარშემო გამოიწვიონ გულგატეხილობა და ხელჩაქნეულობა. როგორც ჩანს, მიზანი მიღწეულია. მთავრობის ადმინისტრაციია ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, სტუმრრები პოლიტიკური ნიშნით არ შეგვირჩევიაო. ამ შემთხვევაში პოლიტიკა არაფერ შუაშია, აქ წინა პლანზე გამოდის მორალი – თუკი შენ ცილისმწამებელს საკუთარ თანამებრძოლთან აიგივებ, ათანაბრებ და მის გვერდით აყენებ, ის თანამებრძოლი შეურაცხყოფილი რჩება, ის აუცილებლად მიგატოვებს. გაიგეთ, ხალხო, სწორედ მორალისა და ამორლობის აღრევამ დაგვიდო პირველი ტურის შედეგი, ოღონდ ნაწილობრივ. ვიმეორებ – "ნაცებმა" არჩევნების გაყალბების არნახული, უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს. სხვათა შორის, ვინმე ღანიშაშვილმა განაცხადა, მე არ ვიცი, მოსაწვევი ვინ გამოწერა ჩემს სახელზე, მაგრამ ინაუგურაციაზე არ მივდივარო. აი, ისევ მორალთან მივდივართ, ის წავა თუ არა, ამას არ ქავს მნიშვნელობა, ამ გიჟუამ დაწყევლა თითქმის მთელი საქართველო. არა, ძველებისგან გამიგონია, წყევლა მაწყევარისააო, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა, ალბათ დამეთანხმებით.

P.S. მე არავის არაფერს წამოვაყვედრი. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავილაშქრებ ბოროტების წინააღმდეგ და იმდენჯერ დავამარცხებ. ამ აზრზეა ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობარი. მე მხოლოდ იმას ვჩივი – როგორ უნდა გამოავლინონ ამდენი მოღალატე?!

და ბოლოს… ამ წერილს არ ვწერ პირადი განაწყენების ფონზე, უკვე გითხარით, მე დამპატიჟეს და იმის გამო, რომ მორალი და ამორალობა ერთ სიმაღლეზე დააყენეს, თავი შეურაცხყოფილად ვიგძენი და თელავში არ წავედი. არ ვიცი, შეიძლება არასწორად მოვიქეცი, შეიძლება ჩემი ადგილი აუცილებლად უნდა დამეკავებინა… შეიძლება სწორად მოვიქეცი… ამ წუთას სინდისმა როგორც მიკარნახა, ისე გადავწყვიტე.

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
19-12-2018, 08:30