პირველი იანვრიდან დღემდე ქვეყანაში წითელას ინფექციის 312 შემთხვევა გამოვლინდა. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე სულ 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით საგარეჯო ლიდერობს.
წითელას შემთხვევებმა იმატა ზუგდიდში. როგორც ინფექციონისტი ნონა თოლორაია აცხადებს, დღეის მდგომარეობით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 53 ადამიანი მკურნალობდა, ამათგან 5 კვლავ რჩება საავადმყოფოში და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აჭარაში წითელას მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება იმერეთს, ქუთაისში კლინიკა "მედიქალ სითის" იანვარში 57 პაციენტმა მიმართა. ექიმ ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ამჯერად წითელას შემთხვევები არამარტო პატარებში, არამედ მოზრდილთა ასაკშიც გახშირდა და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. 
2018 წელს სულ 322 შემთხევევაა აღრიცხული, წითელას უმეტესი ნაწილი იანვარი-მაისის პერიოდში დაფიქსირდა.

მეტის ნახვა
17-01-2019, 13:00


დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. 

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

აფეთქების შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი.

უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ლევან დავლაძე, რომელიც მეგობრის ბინის სანახავად იმყოფებოდა. პირველადი ვერსიით, აფეთქება სწორედ მის მიერ სახლში შუქის ანთებას მოჰყვა. გარდაიცვალნენ გვერდით მეზობელ ბინაში მცხოვრები: ნათია წიწვიძე, მისი და და მცირეწლოვანი ბავშვი. 

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, დროებითი თავშესაფრითა და საკვებით ყველა უზრუნველყოფილია.

მეტის ნახვა
17-01-2019, 12:30