სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილმა საჩივრებმა იკლო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილმა საჩივრებმა იკლო. ინფორმაციას საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ბექა ძამაშვილზე დაყრდნობით, 1tv ავრცელებს.
„ბოლო წლებში შეიმჩნევა, საქართველოდან წარდგენილი საჩივრების კლების მკვეთრი ტენდენცია. მაგალითისთვის თუ 2010, 2011 და 2012 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 400-მდე საჩივარი შედიოდა, 2015 წელს შევიდა მხოლოდ 80 და 2016 წელს 74 საჩივარი. რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული საჩივრების რაოდენობა“, - აცხადებს ბექა ძამაშვილი.
საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან და ევროკონვენციასთან მიერთებიდან 2016 წლის ჩათვლით ევროსასამართლოში 68 საქმიდან 52 წააგო.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიენებიდან დღემდე დარღვეული უფლებების კომპენსაციისთვის დაახლოებით 2 მილიონამდე ევროს გადახდა დაეკისრა.скачать dle 12.0