ანზორ თოთაძე: "„საერთო გაზეთი“ საუკეთესოა"

ანზორ თოთაძე, დემოგრაფი: _ საქართველოში დღეს სულ ორი-სამი გაზეთია, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ. მათ შორის საუკეთესოა „საერთო გაზეთი“. აქ უმაღლესი დონისაა თითქმის ყველა პუბლიკაცია მაშინ, როცა ზოგიერთი გაზეთის სტატიიდან შინაარსის გაგება გაუჭირდება ადამიანს. ეს ამ გაზეთის რედაქტორის, ბატონი ვახტანგ ხარჩილავას დამსახურებაა, რომელიც ასევე არის შესანიშნავი პუბლიცისტი. იშვიათია დღეს მისნაირად მოაზროვნე ადამიანი და მწერალი. ჩვენი ქვეყანა ახალ წელს უამრავი პრობლემით სავსე ხვდება, თუმცა მთავარი პრობლემა ქვეყნის სიყვარულის დეფიციტია. 2018 წელს ეს სიყვარული გაძლიერებულიყოს. მე, როგორც დემოგრაფი, ვისურვებ: ყოველ ოჯახში, მინიმუმ, სამი ბავშვი ყოფილიყოს! ეს გადაარჩენს ჩვენს ერს, ქვეყანას!скачать dle 12.0