ძლიერი რეგიონები ძლიერი საქართველოსთვის

დედოფლისწყაროს მერის პირველი სამუშაო დღე

ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერის  უფლებამოსილების  შეს- რულებას ოფიციალურად შეუდგა. მან პირველი სამუშაო დღე მოქალაქეებთან შეხვედრით დაიწყო და მათს პრობლემებს გაეცნო. 21  ოქტომბრის  თვითმმართველობის  არჩევნებში  ნიკოლოზ ჯანიაშვილმა  ხმების  65,45  პროცენტით  გამარჯვება  პირველივე ტურში მოიპოვა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ჯანიაშვილი  ამ  თანამდებობაზე  უკვე მესამედ  აირჩიეს.  თავდაპირველად  დედოფლისწყაროს  გამგებლად  2014  წლის  თებერვალში  ის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაამტკიცა, შემდეგ კი 2014 წლის თვითმმართველობის  არჩევნებ- ზე  პირდაპირი  წესით  არჩეული გამგებელი  იყო.  წინა  არჩევნებზე ჯანიაშვილმა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი  ყველაზე  მაღალპროცენტიანი  მხარდაჭერა  ჰქონდა. 2014  წელს  გამგებელმა  9 910  ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა დაახ- ლოებით 89 პროცენტია. თვითმმართველობის  რეფორმის ფარგლებში, ამიერიდან მუნიციპალიტეტებში გამგეობას მერია ჩაანაცვლებს.

გურჯაანს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

არჩილ  ხანდამაშვილი  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების  შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან პირველი სამუშაო დღე მერიის თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო და  სამსახურების  მუშაობის  სპეციფიკას გაეცნო.

ყვარელი - ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ყვარლის ახლადარჩეული მერი როსტომ  სესიაშვილი  უფლება- მოსილების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ ყვარლის  მუნიციპალიტეტის  გამგეოობა  ავრცელებს.  ახალმა  მერმა სამუშაო  დღე  თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო. როსტომ  სესიაშვილი  მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017  წლის  21  ოქტომბრის  ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების  პირველივე  ტურში აირჩია - მან  ამომრჩეველთა  ხმების 63,85 პროცენტი მიიღო. როსტომ  სესიაშვილმა  დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული  ფაკულტეტი,  შემდეგ - ამავე უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს აგრონომიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სხვადასხვა  დროს  მუშაობდა კერძო სტუქტურებში, ხოლო 2013 წლიდან  „ქართული  ოცნების“ ყვარლის  რაიონული  ორგანიზაციის  თავმჯდომარეა.  გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ.

დუშეთი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჭოპორტში

დუშეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნა შესაძლებელი  გახდა  ისეთი  ორგანიზაციებისა  და  პროექტების  ხელშეწყობით, როგორებიცაა: არასამთავრობო ორგანიზაცია “სოფლად თემთა განვითარების სააგენტო”, ევროკავშირის  სოფლის  მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა  (ENPARD)  და  ევროკავშირის  მიერ  დაფინანსებული პროექტი  „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში”. სოფელ  ჭოპორტის  სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 200 კვ.მ ფართზეა განთავსებული, აღჭურვილია თანამედროვე  სტანდარტების  შესაბამისად.  ის  განკუთვნილია,  ძირითადად,  კოოპერატივის  ევრების  პროდუქციისთვის, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის ხანგრძლივი დროით შესანახად.

ლიტვის დელეგაცია ამბროლაურში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლიტვის დელეგაციას უმასპინძლა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა  და  ლიტვის რესპუბლიკის  ლაზდაიას  მუნიციპალიტეტს  შორის  2016  წელს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მას შემდეგ ორი მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს.
ზუგდიდი - ზრუნვა ხანდაზმულებსა და შშპ–ზე

ზუგდიდის მუნიციპალი გამგეობა  და  ჩეხური  არასამთავრობო  ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN) წარმატებით ახორციელებენ ინოვაციურ პროექტს - „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“.
პროექტის  ფარგლებში,  გამგეობის  სოციალურ  საქმეთა  და ჯანდაცვის  სამსახურის  წარმომადგენლები, მობილური ჯგუფის წევრებთან  ერთად,  ჭითაწყარისა და  ინგირის  ადმინისტრაციულ ერთეულებში  მარტოხელა  ხანდაზმულებთან იმყოფებოდნენ.
ჭითაწყარში  მცხოვრებ  მარტოხელა ბენეფიციარს, რომელიც ეტლს საჭიროებდა, ახალი ეტლი გადაეცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობასთან  ერთად  ამ პროგრამაში  აქტიურად  თანამშრომლობენ  საერთაშორისო  ასოციაცია,,  საქართველოს  ქალები მშვიდობისა  და  სიცოცხლისათვის“ და LDS,, CHARITY”.
ინგირში მცხოვრებ მარტოხელა ბენეფიციარს კი საკვები პროდუქტები მიუტანეს და სამედიცინომომსახურება გაუწიეს.
ამ პროექტის  განხორციელება  გამგეობამ  ივლისში  დაიწყო. სამიზნე  ჯგუფს  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრები  მოწყვლადი  ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარ-მოადგენენ,  რომელთაც  არ  აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუ- ალება,  მოიწესრიგონ  თავიანთი საცხოვრებელი გარემო და პირობები. პროექტი 30 ბენეფიციარზეა გათვლილი. ნარაზენის  ადმინისტრაციულ ერთეულში  ეტლით  მოსარგებლე ბენეფიციარს  გამგეობის  სოციალურ  საქმეთა  და  ჯანდაცვის სამსახურის  წარმომადგენლებმა ახალი ეტლი გადასცეს. მიმდინარე წელს ახალი ეტლი, ჯამში,  ეტლით  მოსარგებლე  31 ბენეფიციარს გადაეცა.

ფოთს ახალი მერი ჰყავს

ფოთის  ახალარჩეული  მერი გოჩა  კურდღელია  უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალუ- რად  შეუდგა.  2017  წლის  თვითმმართველობის  არჩევნებში  მან ფოთელი  ამომრჩევლის  ხმათა 55,14 პროცენტით მიიღო. „მადლობას ვუხდი ჩემს თანაქალაქელებს  იმ  ნდობისთვის, რომელიც  მათ  გამომიცხადეს. ეტაპზე  ყველაზე  პრიორიტეტული  ქალაქის  ბიუჯეტის  სწორად დაგეგმვაა. 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული ყველა ის პროექტი, რომელთა განხორციელებასაც მოსახლეობა  ჩვენგან  ითხოვს“, - განაცხადა ქალაქის მერმა.
გოჩა  კურდღელია  ფოთშია დაბადებული,  დიპლომირებული ინჟინერ-ეკონომისტია.  სხვადასხვა  დროს  მუშაობდა:  სენაკის პროფესიულ  ტექნიკურ  სასწავლებელში - საწარმოო  ოსტატად, ბუღალტრული აღრიცხვის პედაგოგად; ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ტექნიკოსად; საზღვაო -სავაჭრო  ნავსადგურის  სატვირთო განყოფილების უფროსად; დააფუძნა  არაერთი  შპს,  მათგან  უმეტესობას  სათავეში  ედგა.  იყო თვითმმართველი  ქალაქ  ფოთის საკრებულოს წევრი. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

აბაშის მერი გუბერნატორმა წარადგინა

აბაშის  მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ლევან მაკალათია საჯარო  მოხელეებსა  და  საზოგადოებრიობის  წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა  ლევან  შონიამ წარუდგინა. ისაუბრეს სამომავლო გემებსა  და  განსახორციელებლ პროექტებზე.
ლევან შონიამ და ლევან მაკალათიამ აბაშის ყოფილ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს. ლევან მაკალათია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კომერციისა  და  მარკეტინგის ფაკულტეტზე. პროფესიით ტურიზმის კომერსანტ-ეკონომისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა:
ქ.  თბილისის  გლდანი-ნაძალადევის  რაიონულ  სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების  უფროსად;  აუდიტორულ-საკონსულტაციო  კომპანია  UBC International-ის აუდიტორად; შპს Audit Company-ს ეკონომისტად; საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების  სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის კურორტების  განვითარების  სამმართველოს უფროსად; 2013-2015 წლებში - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული  განვითარებისა  და  მართვის სამმართველოს  უფროსად;  2015 წლიდან  იყო  შპს  „პროგრესული მშენებლების“  დამფუძნებელი  და დირექტორი; საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

მარტვილი - სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა

მუნიციპალიტეტში  (ქ.  მარტვილი,  მშვიდობის  ქუჩა)  ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარე- ბის ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობაზე,  რომელიც რეგიონში  განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი  მუნიციპალიტეტიდან  126 899  ლარით  ფინანსდება, დასაქმებულია 10 ადამიანი. მარტვილის მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო  ცენტრის სამსახურს 3 სამედიცინო დახმარების მანქანა და 41 თანამშრომელი ჰყავს (ექიმები, მედპერსონალი და სხვა თანამშრომლები).

ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3  წლის  განმავლობაში  40  საყრდენი კედლის მშენებლობის პროექტი  განახორციელა  როგორც ბორჯომის  სხვადასხვა  ქუჩაზე, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.  სამუშაოებისთვის  1  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
საყრდენი კელდების რეაბილიტაციას  ყველზე  ხშირად  ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან ბორჯომში არსებული რთული რელიეფის  გამო  ხშირია  კედლების  რეაბილიტაციისა  და  ახალი კედლის მშენებლობის საჭიროება. ადგილობრივი  მუნიციპალიტეტი საყრდენი კედლების მშენებლობას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.

ჩხოროწყუ - ქალები მუნიციპალიტეტის განვითარებაში

საქართველოს  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ასოციაცია,, ათინათი“ ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში ახორციელებს  პროექტს,,  ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“, რომელიც  დაფინანსებულია  გაე როს  განვითარების  პროგრამის,, გენდერული  თანასწორობის  გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  ქალთა  თანასწორობას, მათს ეკონომიკურ და სამოქალაქო გააქტიურებას,  სოფლებში  არსებული  სოციალური  და  ეკონომიკური  პრობლემების  მოგვარებას. ამ მიზნით ხაბუმესა და მუხურში ფუნქციონირებს ქალთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ  სოფლის  პრობლემატური საკითხების მოგვარებაზე. საინიციატივო  ჯგუფის  წევრებმა სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემის  გამოსავლენად  ჩაატარეს  მოკვლევითი  სამუშაოები, რომელთა  შედეგად  გამოვლინდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები სამიზნე
სოფლების მიხედვით. ქალთა  საინიციატივო  ჯგუფებმა, გამოვლენილი პრობლემე- ბის მოგვარების მიზნით, მოამზადეს  პრეზენტაციები,  რომლებიც წარუდგინეს  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს  და  პროექტის ფარგლებში  გამოვლენილი  სოფლის მწვავე პრობლემების მოგვარებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხის  გათვალისწინება სთხოვეს.
შეხვედრას  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო და საინიციატივო ჯგუფის წევრებს გამოვლენილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

სენაკის ახალი მერი მუშაობას შეუდგა
მუნიციპალიტეტის  ახალი მერი ლევან კუპრეიშვილი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანე თის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა. “ახალი  მერი  ევროპული განათლების  მქონე  და  გამოცდილი კადრია. მიხარია, რომ ასეთი ენერგიული  მერი  ჰყავს  სენაკს. ლევანი  მოდის  კონკრეტული გეგმებით  უკეთესი  სენაკისთვის. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ სენაკში”, - განაცხადა ახალი მერის  წარდგენისას  სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა.
ლევან შონიამ და ლევან კუპრეიშვილმა  სენაკის  ყოფილ  გამგებელს გოჩა დგებუაძეს გაწეული მუშაობისთვის  მადლობა  გადაუხადეს. სენაკის  ახალმა  მერმა  თანამშრომლებს  სამომავლო  გეგმები გააცნო. ლევან  კუპრეიშვილი  ბიზნესის  ადმინისტრირების  სპეციალისტია;  ხვადასხვა  დროს სწავლობდა  ინგლისში,  ქალაქ ბორნმუსის  ბიზნესის  სკოლაში, ქ.  ბრაიტონში,  The University Of Wewrickკ-ში  დაიცვა  დისერტაცია  თემაზე  „სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბების შედარებითი  ანალიზი“.ბოლო  წლებში  იყო  „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია  „ჯიარ  ქონების  მართვის“  გენერალური  დირექტორის მოადგილე.
რუსთავს ახალი მერი ჰყავს
რუსთავის  ახლად  არჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა უფლება- მოსილების შესრულებას ოფიცი ალურად შეუდგა. წარდგენის შემდეგ ახალმა მერმა სამსახურების წარმომადგენლებთან  გაცნობითი ხასიათის  შეხვედრა  გამართა  და ვრცლად  ისაუბრა  სამომავლო გეგმებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერად აირჩიეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა  დავით  შერაზადიშვილმა  უფლებამოსილების  პირველი სამუშაო  დღე  ჟურნალისტებთან ერთად  გაატარა.  ადგილობრივ თვითმმართველობის  არჩევნებში გამარჯვებულ  მერთან  ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია “ქვემო ქართლის”  გადამღებმა  ჯგუფმა ჩაწერა. “დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა  მერის  რანგში  და  ძალიან  სასიხარულოა,  რომ  ეს  დღე ჟურნალისტებთან  ერთად  გავატარე.  ჩვენი  მუშაობა  არის  გამ ჭვირვალე  და  ყოველთვის  მზად ვარ,  ჟურნალისტების  ნებისმიერ შეკითხვას  გავცე  ამომწურავი პასუხი”, - აღნიშნა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მერმა  დავით შერაზადიშვილმა.

დმანისის ახალი მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დმანისის  მუნიციპალიტე- ტის  საკონფერენციო  დარბაზში გამართულ შეხვედრაზე დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გიორგი ტატუაშვილი გამგეობისა და ა(ა)იპ სამსახურის ხელმძღვანელებს წარუდგინა.
,, გიორგი კვალიფიციური და გამოცდილი იურისტია, ღირსეული  დმანისელია. დარწმუნებული ვარ, გიორგი იქნება კარგი მმართველი, ის ახალი შემართებით განავითარებს  დმანისს”, - განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.
გიორგი  ტატუაშვილმა  ისაუბრა  სამომავლო  გეგმებსა  და მომავალი  თანამშრომლობის საკითხებზე. 21  ოქტომბრის  თვითმმართველობის  არჩევნებში,,  ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს“  დმანისის მერობის კანდიდატმა  გიორგი  ტატუაშვილმა ამომრჩევლის ხმების 75,62 პროცენტი მიიღო.

გორი - ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან

უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ- ლებით  გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა  და  ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორის პირვე- ლი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე  საოკუპაციო  ხაზთან  მდებარე სოფელ  ხურვალეთს  სტუმრობ- დნენ.  მინისტრები  საოკუპაციო ზოლში  მცხოვრებ  დათა  ვანიშვილს  გაესაუბრნენ  და  ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
დევნილთა  და  განსახლების მინისტრმა უკრაინის ვიცე-პრემი- ერს საქართველოს მტკიცე მხარ- დაჭერისთვის  მადლობა  გადაუ ხადა: „ბერლინის კედელი იყო საზღვარი  ცივილიზაციასა  და  ანტიცივილიზაციას  შორის,  ცივილიზაციასა  და  ბოროტებას  შორის, როგორც  დღეს,  ეს  ხელოვნური ბარიერი  არის  საზღვარი  ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას  შორის.  მჯერა,  რომ  როგორც ბერლინის  კედელი  დაინგრა,  ისე დაინგრევა ნებისმიერი  ასეთი ბარიერი. დღეს, საქართველო და უკრაინა ერთნაირ მდგომარეობა- ში  ვართ,  გვაქვს  ოკუპირებული ტერიტორიები,  უკრაინაში  ჯერ კიდევ  მიმდინარეობს  საომარი მოქმედებები.  თუმცა  ორი მეგობარი  ქვეყნის  მტკიცე  პოზიცია და  საერთაშორისო  მხარდაჭერა არის  საქართველოსა  და  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია“.
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა პავლო როზენკომ, ე.წ საზღვრიდან  საერთაშორისო  თანამეგობრობას  მიმართა  და  რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების  გამკაცრებისკენ მოუწოდა:
„ის რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში არის ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი განადგურებული, დახვრეტილი  ადამიანი  და  უსახლკაროდ  დარჩენილი  ოჯახები. გამოვთქვამ  იმედს,  რომ  ყველაფერს აქვს დასასრული და აქედან მივმართავ საერთაშორისო თანამე- გობრობას, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა აღდგეს საქართველოსა  და  უკრაინის  ტერიტორიული მთლიანობა“.
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს ოფიციალური მიზანს იძულებით გადაადგილებულ  პირებთან  დაკავშირებით  საქართველოში  არსებული გამოცდილების  გაზიარება  წარმოადგენდა.
 

скачать dle 12.0