შეუპოვარი და პატრიოტი ადამიანები ხართ

რომან რურუა, მსოფლიო ჩემპიონი
– პირველ რიგში, ახალ წელს მივულოცავ "საერთო გაზეთს", მთელ თქვენს შესანიშნავ კოლექტივს. მართლაც შეუპოვარი და პატრიოტი ადამიანები ხართ. სულ გამარჯვებით გევლოთ!

წარმატებები, წინსვლა, გაერთიანება, გაძლიერება, გამთლიანება მინდა ვუსურვო ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას. "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო", უთხრა ილია ჭავჭავაძემ საქართველოს, მომავლებმა ცუდ დღეში ჩააგდეს ჩვენი ქვეყანა. გვიჭირს დღეს, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ 2018 წელი საქართველოსთვის წარმატებების და ძლიერების წელი იქნება.

იხარეთ, მრავალჟამიერ! გილოცავთ წელს 2018!скачать dle 12.0