ძლიერი რეგიონები ძლიერი საქართველოსთვის

წყალტუბო –ახალი სტანდარტები საბავშვო ბაღებში

სურსათის  უვნებლობის  სააგენტოს რეკომენდაციების თანახ მად,  საბავშვო  ბაღებში  იცვლება  სამზარეულოს,  სურსათის სასაწყობე  ფართისა  და  სველი წერტილების  სტანდარტები.  ამ რეკომენდაციების  შესრულება სავალდებულოა  ყველა  მუნიციპალიტეტისთვის.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  სარემონტო სამუშაოებისთვის  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  194 000  ლარი გამოიყო  და  მუნიციპალიტეტის 22 ბაღში სამუშაოები სხვადასხვა გრაფიკით მიმდინარეობდა.
წყალტუბოს  მერმა  გრიგოლ იოსელიანმა,  მოადგილეებთან ერთად,  საბავშვო  ბაღები  დაათვალიერა. „რამდენიმე  საბავშვო  ბაღში ამჟამად შეწყვეტილია სასწავლო- სააღმზრდელო  პროცესი.  მიმდინარეობს  სარემონტო  სამუშაოები  სოფ.  მაღლაკის,  გვიშტიბის, გუმბრის,  ქვიტირის,  ფარცხაყა- ნევის  საბავშვო  ბაღებში,  აგრეთვე ქალაქის ორ საბავშვო ბაღში (დანარჩენ  ბაღებში  სამუშაოები უკვე  დასრულდა).  
სოფ.  გვიშტიბის,  მაღლაკისა  და  ქალაქის საბავშვო  ბაღებში  სამუშაოები დათქმულ  ვადებში დასრულდება და ახალი წლიდან ყველა საბავშო ბაღი  ახალ  გარემოში,  განახლებული  სტანდარტებით  შეუდგება ფუნქციონირებას“, – განაცხადა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.მერმა მოადგილეებთან, ზურაბ მაისურაძესთან  და  ალექსანდრე დადუნაშვილთან  ერთად,  მშენებარე  სოფელ  თერნალის  ბაღიც მოინახულა.
ა(ა)იპ.  „წყლტუბოს  მუნიციპალიტეტის  ბაღების  გაერთიანების“  უფროსის,  გიორგი  იობიძის თქმით,  კიდევ  ერთი  ახლადგარე- მონტებული  საბავშვო  ბაღი  შეე- მატა სოფელ ყუმისთავს.

ბაღდათი - მუნიციპალური ნარჩენების მართვა

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ გოგსაძის კაბინეტში  გაიმართა  სამუშაო  შეხვედრა მუნიციპალური  ნარჩენების  მართვის გეგმასთან დაკავშირებით. საქართველოს  ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად,  ყველა  მუნიციპალიტეტის  ვალდებულებაა,  2017 წლის დასასრულამდე შეიმუშაონ ნარჩენების  მართვის  5-წლიანი გეგმა,  რომელიც  უნდა  მოიცავ- დეს 2018–2022 წლებს.

ხარაგაული - უფასო სამედიცინო კონსულტაციები ქალბატონებისთვის

19–21  დეკემბერს  სარგვეშის ადმინისტრაციულ  ერთეულში, სოფლის  ამბულატორიაში  უფასო სამედიცინო აქცია იმართება.„მედ  ალფას“  გამოცდილი მეან-გენეკოლოგები,  ქეთევან გიორგაძე  და  ირინა  გოგიშვილი, უფასო  კონსულტაციებს  ჩაუტა რებენ ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტში  მცხოვრებ  ქალბატონებს, რომლებსაც  პროფილაქტიკური და ბაქტერიოლოგიური კვლევები ჩაუტარდება თ. კონსულტაციების შემდეგ,  საჭიროების  შემთხვევაში,  პაციენტები  კოლპოსკოპიურ გამოკვლევაზე გაიგზავნებიან. აქციაში  ჩართვა  შეუძლია ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ქალბატონს.

დუშეთი - ბოდორნაში ”მწვანე” ჰესის მშენებლობა დაიწყო

დუშეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ  ბოდორნაში,  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინიციატივით, ეკოლოგიურად სუფთა ჰესის მშენებლობა  დაიწყო.  ბოდორნა- ჰესის  ტერიტორიაზე  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ და ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  სიმბოლური  კაფსულა ჩააგდეს. ბოდორნაჰესის მშენებლობის-ვის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუ ერის”  მიერ  განხორციელებული ინვესტიციის  საერთო  მოცულობა  10  მლნ  ლარია.  ჰესი  შემდეგი წლის  შემოდგომაზე  ამუშავდება და საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება. მშენებარე ჰესის დადგმული სიმძლავრე 2,5 მგვტია, ხოლო საშუალო  წლიური  გამომუშავე ბა – 15  მლნ.კვტ/სთ.  ამასთანავე, მნიშვნელოვანია,  რომ  კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”  სათავო  ნაგებობები  და  სატუმბი სადგურები  ელექტროენერგიით მუდმივად მომარაგდება, რაც თბი- ლისის უწყვეტი წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება.

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის კეთილმოწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, ვიცე-მერ გია გულორდავასთან,  საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან  და  შესაბამისი  სამსახურის წარმომადგენლებთან  ერთად, ქალაქში  მიმდინარე  ინფრასტრუქტურული  სამუშაოები  დაათვალიერა. მერი ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო,  სადაც  ამ  ეტაპზე  სანიაღვრე  არხის  მოწყობა  და  გარე განათების მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტით  გათვალისწინებულია  მოაჯირებიანი  ხიდ-გადასასვლელების,  სარწყავი  სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე  დეკორატიული  ქოთნების განთავსება.  შეიცვლება  სკამები და  სანაგვე  ურნები,  ბულვარის ტროტუარებზე შშმ პირთა დაუბრკოლებელი  მოძრაობისთვის მოეწყობა პანდუსები, განახლდება ბულვარის გამწვანება.

ფოთი - მალთაყვის ბულვარის მშენებლობის ახალი ეტაპი

მალთაყვის  სანაპირო  ზოლზე მშენებლობის  მეორე  ეტაპი  მიმდინარეობს.  სამუშაო  პროცესი ქალაქის  მერმა  გოჩა  კურდღელიამ  დაათვალიერა.  ბულვარის სიგრძე  გაიზრდება  800  მეტრით, მშენებლობის მეორე ეტაპზე იგეგმება  მიწისქვეშა  კომუნიკაციების მოწყობა,  მცირე  არქიტექტურული ფორმებისა და საყვავილეების, გარე  განათების  სისტემის  მონტაჟი.  პროექტი  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება  და  მიმდინარე  წელს  2  მილიონ 780 ათასი ლარის სამუშაოები ხორციელდება.

სოფელ მარანში სანიაღვრე არხები იწმინდება
აბაშის  მუნიციპალიტეტის მერი  ლევან  მაკალათია  სოფელ მარანში სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.  არხი  გზის  იმ  სამკილო- მეტრიან  მონაკვეთზე  მდებარეობს, რომელიც, ადგილობრივების თქმით, მარანჭალის ქვიშა-ხრეშის კარიერიდან მძიმეწონიანი თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობის გამო ზიანდება,  არხი  მიწით  ივსება  და იწვევს მიმდებარე საცხოვრებელი სახლების  ეზოების  დატბორვას. რამდენიმე დღის წინ, სოფელ მარნის მოსახლეობამ მერთან, ლევან მაკალათიასთან  შეხვედრისას, ქუჩაზე არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა სახის საჭიროების შესახებ  ისაუბრა.  მოქალაქეებმა ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია- გაწმენდის  საჭიროება  დაასახელეს. სანიაღვრე არხის შესაბამისი ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება

სენაკის  მუნიციპალიტეტის სრული  გაზიფიცირება  მუნიციპალიტეტის  მერიის  საქმიანობის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.  ამ  ეტაპზე  შპს “ალგეთი” თეკლათის, ახალსოფ- ლისა და ნოსირის ადმინისტრაცი- ულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოებს ასრულებს. თეკლათსა და ახალსოფელში სამუშაო პროცესს გაეცნენ საქარ თველოს  პარლამენტის  წევრი, სენაკის  მაჟორიტარი  დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია.

წალენჯიხა - რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია

ასოციაცია „ათინათის“ ოფისში  „სამოქალაქო  საზოგადოების  განვითარების  ინიციატივის“  სამეგრელო-ზემო  სვანეთის რეგიონული  ჰაბის  პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიების  მიზანი რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა  და  დაინტერესებულ  მხარეებს შორის ეფექტიანი დიალოგის დაწყება იყო. პრეზენტაციას  ადგილობრივი თვითმმართველობების,  ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე  ისაუბრეს  ჰაბის როლსა და ფუნქციაზე, პროექტის სამომავლო გეგმებსა და იმ სავარაუდო  სარგებელზე,  რომელსაც რეგიონის  სამოქალაქო  საზოგადოება მიიღებს. პროექტი  ევროკავშირისა  და გერმანიის  ეკონომიკური  თანამშრომლობისა  და  განვითარების ფედერალურმა  სამინისტრომ დააფინანსა,  რომლის  ფარგლებ- ში განხორციელდება სხვადასხვა სახის  110-ზე  მეტი  აქტივობა  და გაიცემა 80-მდე გრანტი.

თაფლის გადამმუშავებელი ახალი საწარმო დმანისში

დმანისის  მუნიციპალიტეტის სოფელ  გომარეთში  თაფლის  გადამმუშავებელი  მცირე  კოოპერაციული საწარმო  გაიხსნა.  ახალგახსნილი საწარმო საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურმა დირექტორმა მარსელა მაქსფილდმა, დმანისის მუნიციპალიტე- ტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომა- რემ გიორგი მიშელაძემ დაათვალიერეს და  კოოპერატივ  „ქციის  მონასტრის“ წევრებს შეხვდნენ. „ქციის  მონასტერი“  2015  წელს დმანისის  მუნიციპალიტეტის  სოფელ გომარეთში  დაფუძნდა.  კოოპერატივში  გაერთიანდა  13  მეფუტკრე,  იმავე წელს  კოოპერატივს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  მიერ  მიენიჭა  სასოფლო- სამეუნეო  კოოპერატივის  სტატუსი. კოოპერატივმა  მოიპოვა  დაფინანსება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამის ( ENPARD )ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ – ფარგლებში, “ოქსფამ საქართველოსა” და საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ მხარდაჭერით.

ბორჯომი - საბავშვო ბაღი დაბა წაღვერში

განახლებულ და სრულიად კეთილმოწყობილ  საბავშვო  ბაღებს  კიდევ ერთი ბაღი შეემატა. დაბა  წაღვერის  ახლად  რეაბილიტირებული  სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულება რიგით მეშვიდეა, რომელიც  ადგილობრივმა  მუნიციპალიტეტმა  ბოლო  3  წლის  განმავლობაში გაარემონტა. საბავშვო  ბაღი  ბორჯომის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ლევან  ლიპარტიამ,  კულტურის  სამსახურის  ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ და სკოლამდელი  აღზრდის  დაწესებულების დირექტორმა  მანანა  ორჯონიკიძემ დაათვალიერეს. შენობაში  სრულად  გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, დაიგო  ლამინატისა  და  კერამიკული  ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეიღება შენობის ფასადი, სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე აუდიო და  ვიდეოაპარატურით,  სამზარეულო ტექნიკით,  ასევე  სპეციალური  გაზქურებით,  ოთახები  განახლდა  ასევე ავეჯით და მომარაგდა ყველა საჭირო ინვენტარით. მერის  განცხადებით,  საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და ბავშვებისთვის სათანადო, საერთაშორისო სტანდარტების გარემოს შექმნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება მომავალ წელსაც“, – აღნიშნა მერმა. უახლოეს  მომავალში  გაიხსნება ტაძრისის საბავშვო ბაღი.

სამუშაო შეხვედრა ნინოწმინდის მერიაში

ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერმა  ანივარდ  მოსოიანმა,  მოადგილეებთან  ალექსანდრ  მიქელაძესთან და  არტავაზდ  ტონოიანითან  ერთად, სამუშაო  შეხვედრა  გამართა  მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან. შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია კვირის სამუშაო ანგარიშების შესახებ. მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა სოფ. განძაში, ეფრემოვკაში, დიდ და პატარა ხანჩალში, უჩმანასა  და კატნატუში გარეგანათებისა და საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

მოქალაქეთა შეხვედრები რუსთავის მერთან

ირაკლი ტაბაღუა ნიკოლოზ ბარათაშვილის  სახელობის  ადმინისტრაციული  ერთეულის  ტერიტორიაზე მცხოვრებ  რუსთაველებს  შეხვდა, მათ  პრობლემებს  გაეცნო  და  უფლებამოსილების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. შეხვედრას მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოში აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ გოგობერიშვილიც დაესწრნენ.

გორი - სოციალური პროგრამის ახალი პროექტი

მერიაში  შექმნილმა  დროებითმა სამუშაო ჯგუფმა პროექტზე მუშაობა დაასრულა. „ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური  დახმარების  გაცემის  ახალი წესის  პროექტი,  ამჟამად  ლიკვიდირებული  ქალაქ  გორისა  და  გორის მუნიციპალიტეტების  სოციალური პროგრამების საუკეთესო კომბინაციაა.  დოკუმენტი  მორგებულია  ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს“, – აცხადებს  გორის  მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანდაცვისა  და  სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე. სამუშაო ჯგუფს ერთი კვირის განმავლობაში  გორის  მერის  მოადგილე ეკატერინე  სუხიშვილი  ხელმძღვანელობდა. ჯგუფში მუშაობდნენ გორის მერიის სოციალური და ადმინისტარციული სამსახურების თანამშრომლები,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მოწვეული სპეციალისტები. დოკუმენტი განსახილველად უახ-ოეს საკრებულოს სხდომას წარედგინება.

скачать dle 12.0