წარწერა პატრიარქის სურათზე

მინავლული ბჟუტავს ჭრაქი,
ჩაქრა ალმასი და ფარჩა,
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ზოგი იქით, ზოგი _ აქით,
ზოგს შვება და ზოგსაც ტანჯვა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ცხოვნდეს იგი, სამშობლოსთვის
ვინც ბოლომდე დაიხარჯა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ღმერთო, მარტო დარჩენილებს
არ მოაკლო შენი გარჯა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ვახტანგ ხარჩილავაскачать dle 12.0