67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია

საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია.  ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მენტორის სტატუსის მქონე 9 მასწავლებლიდან, რომელთა კვალიფიკაციაც უმაღლეს კატეგორიად ფასდება, 2 კერძო სკოლაში, 7 კი საჯარო სკოლაში ასწავლის. 

რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, განსაზღვრულია ჯამში 4 კატეგორია, საიდანაც მეორე კატეგორიის - ე.წ. წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლია 231, მესამე კატეგორიის - ე.წ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელია 17 179, ხოლო მეოთხე კატეგორია - ე.წ. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლი, რაც ყველაზე დაბალ საფეხურად ითვლება, 44 611 პედაგოგს მოიცავს. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 67 342 მასწავლებლიდან საჯარო სკოლებში 59 093, ხოლო კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 8249 მასწავლებელი მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.

1 თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს მიიღებს. შესაბამის ბრძანებაზე განათლების მინისტრს ხელი უკვე მოწერილი აქვს. დღეის მდგომარეობით, წამყვანი მასწავლებლის დანამატი 250 ლარი იყო, მენტორის კი 300 ლარი.скачать dle 12.0