დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონის ადგილი ციხეშია

წელიწადზე ოდნავ მეტი დრო გავიდა, რაც ამერიკის შეერთეული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. თუმცა ბრძოლა მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2016 წლიდან დაიწყო. ბრალდებები, იცოცხლეთ, მრავლად იყო. ტრამპის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იმასაც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნებში მან რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა. საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს ლამის უცხო ქვეყნის აგენტად აცხადებდნენ. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ტრამპის გონებრივ შესაძ- ლებლობებშიც კი დაეჭვდნენ და მისი სამედიცინო შემოწმებაც მოითხოვეს.

თეთრი სახლის წარმომადგენლები ჯერ კიდევ შარშან აცხადებ- დნენ, რომ ტრამპი თავს არავის დაუხრის და ყველას საკადრის პასუხს გასცემსო. სწორედ გასულ კვირას განახორციელა მოწინააღმდეგეებზე დონალდ ტრამპმა საპასუხო დარტყმა, რითაც არათუ გაანეიტრალა მასზე განხორციელებული თავდასხმები, არამედ, ფაქტობრივად, კონტრშეტევაზე გადავიდა.

გასული კვირის მიწურულს სენატის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვა- ნელმა დევიდ ნუნიენსმა დონალდ ტრამპის თანხმობით გაასაჯაროვა მოხსენება. გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის სამინისტროსა და სპეც- სამსახურების ხელმძღვანელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. უფრო მეტიც, ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებზე უკანონოდ ახორციელებდნენ სატელეფონო საუბრების მოსმენას, თვალთ- ვალს. მათი ძირითადი ამოცანა გახლდათ, როგორმე მოეძებნათ ე.წ. "რუსული კვალი", თითქოს რუსები ეხმარებოდნენ ტრამპს არჩევნებში. ამისთვის ბრიტანელი აგენტიც გამოიყენეს. ფაქტობრივად, მათ გაყალბებული მონაცემები წარუდგინეს სასამართლოს, რისი მეშვეობითაც მიიღეს სანქცია უკანონობის გადასაფარად.

საქმეში პრესაც ჩართეს, რომლის წარმომადგენლებიც რეგულარულად გაიძახოდნენ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე. თუმცა დამამტკიცებელი არგუმენტები მათ არასოდეს წარმოუდგენიათ. ტყუილად როდი გამოუცხადა ცრუ ამბების გამავრცელებელ პრესას ტრამპმა ინაუგურაციის პირველივე დღეს ფაქტობრივად, ბრძოლა. თუმცა ცრუ შეტევები დღემდე არ წყდება. მოხსენებიდან ირკვევა, რომ ყოველივე ამის ინიციატორი და შემკვეთი კლინტონების ოჯახია. ჰილარის საარჩევნო შტაბმა შუამავალი ორგანიზაციების მეშვეობით სოლიდური თანხა გადაიხადა, რათა ტრამპის წინაღმდეგ აეგორებინათ "შავი პიარი", როგორმე არჩევნებში რომ გაემარჯვა. საინ- ტერესოა ის გარემოებაც, რომ ხალხი, რომლებიც ამ ფარსში მონაწილეობდა, სპეცპროკურორ მიულერის (რომელიც განვლილ არჩევნებში "რუსულ კვალს" ეძებს) საგამოძიებო ჯგუფში მუშაობენ. სავარაუდოდ, ამიტო- მაც იყო, რომ მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ მთავარი კითხვა იყო — განხორციელდებოდა თუ არა საკადრო ცვლილებები. თუმცა ამ თემაზე ჯერ არ საუბრობენ. ჰილარი კლინტონის მხარ- დამჭერი დემოკრატიული პარტია მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ შეშფოთებულია, თუმცა რაიმე კომენტარი არავის გაუკეთებია. მომხდარს დონალდ ტრამპმა ქვეყნის სირცხვილი უწოდა. აქვე გასახსენებელია წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის გამონათქვამი — "…ჰილარის ადგილი ციხეშიაო…"
 
თუმცა ინაუგურაციაზე ჰილარის, ფაქტობრივად, ხელი გაუწოდა და შერიგება შესთავაზა, მაგრამ ამბიციურმა ქალბატონმა არ მიიღო. საინტერესოა, ასრულდება თუ არა ტრამპის დანაქადნი და დაეკისრება თუ არა კლინტონს პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ მსგავს სკანდალს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის კარიერა შეეწირა. ამჯერადაც ჰილარი კლინტონს ტრამპის განეიტრალება სპეცსამსახურების ხელით სურდა, მაგრამ…

დონალდ ტრამპი ხშირად ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. თუმცა ამას, პრაქტიკულად, ვერ ახერხებს. გასულ კვირას აშშ-ის დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონის ადგილი ციხეშია ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების სია, რომლებსაც, შესაძლოა, სანქციები დაუწესონ. ნუსხაში რუსეთის მთავრობის მთლიანი შემადგენლობაა პრეზიდენტ პუტინის გამოკლებით. როგორც ამბობენ, არსებობს მეორე, საიდუმლო სიაც. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ჩამონათვალი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, რათა ქვეყანაში არსებული დაძაბულობა როგორმე განეიტრალდეს. ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე არ წავაო.

მოსალოდნელ სანქცირებულ პირთა გარდა გასულ კვირას აშშ- ში გამოქვეყნდა ქვეყნის ახალი სამხედრო დოქტრინა. ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ის ნაწი- ლი, სადაც ნათქვამია, რომ აშშ უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. ასევე ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ მაშინაც, თუ მოხდება ქვეყანაზე ან მის მოკავშირეებზე თუნდაც არაბირთვული იარაღით შეტევა. ექსპერტები  აღნიშნავენ, რომ ბირთვული ომის შეჩერება შეუძლებელი იქნება. დოქტრინაში გაწერილია ასევე, თუ როგორ წარიმართება ომი ჩინეთთან და რუსეთთან. ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროების თქმით, ორივე შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები ევროპიდან უნდა დაიწყოს.

ექსპერტების განცხადებით, მსოფლიოში დღეს არნახულად გაურკვეველი ვითარებაა და აღნიშნულმა დოქტრინამ შესაძლოა, გაზარდოს სამყაროში ფართომასშტაბიანი ომის ალბათობა. ამერიკელი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი არა სამხედრო დოქტრინა, არამედ სამხედრო ძალების არსებული მდგომარეობის მიმოხილვაა, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია სამხედრო არსენალის მოდერნიზირება, რისთვისაც ტრილიონ 200 მილიარდი დოლარი დაიხარჯება (დღეისათვის აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდი დოლარია).

საყურადღებოა ამერიკელი პოლიტოლოგის დიმიტრი საიმსის მოსაზრება დღევანდელ სიტუაციაზე: "დონალდ ტრამპის წინაღმდეგ ბრძოლა კიდევ რომ გაგრძელდება, ფაქტია. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ფრთხილად ეკიდება სანქციების საკითხს, რადგან კარგად ესმის, რომ შეიძლება უკან ბუმერანგივით დაუბრუნდეს.

რაც შეეხება სამხედრო დოქტრინას. ტრამპი პოლიტიკაში პირდაპირ ბიზნესიდან მოვიდა, ამიტომაც ზერელედ უყურებდა ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობას. მას აუხსნეს, თუ ვის შეუძლია რეალური სამხედრო წინააღმდეგობა და ზარალი მიაყენოს ამერიკას. ასეთი ქვეყნები ჩინეთი და რუსეთია, ამიტომაც შეცვალა საკუთარი დამოკიდებულება ამ ორგანიზაციების მიმართ. დღევანდელ კონგრესში არსებული ვითარება, სიმართლე გითხრათ, მეც მაღელვებს. ზოგიერთი კონგრესმენი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს პარლამენტარია. თუმცა რაიმე პასუხისმგებლობის აღება არ სურთ, სხვას აკისრებენ. ამიტომაც ფრთხილობს ადმინისტრაცია.

ისეთ ქვეყნებში, როგორიც ავღანეთი, ლიბანი, ერაყი, სირიაა, ჯარებით შესვლა ადვილია, მაგრამ გამოსვლაა ძნელი. ერაყში ინგლისელთა წაქეზებით შევედით. თუ გადავხედავთ ბრიტანელთა წვლილს ერაყის ომში, დავინახავთ, რომ მიზერულზე მიზერულია. ამით იმის თქმა მსურს, რომ კონგრესში ხშირად გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ, ყოველგვარი ანალიზის გარეშე იღებენ. დღეს აშშ-რუსეთის ურთიერთობა ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლა იოლი არ არის, მაგრამ აუცილებელია. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია, სამწუხაროდ, არანორმალურია. ვაშინგტონში პოლიტიკური დაპირისპირება მალე უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანა არ დაზარალდეს. თუმცა იოლი ნამდვილად არ იქნება. ვნახოთ, როგორ ჩაივლის წელს შუალედური არჩევნები".

მსოფლიოში უაღრესად დაძაბულ ვითარებაზე ისიც მეტყველებს, რომ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით რუსეთის დაზვერვის, ფედერალური უსაფრთხოების ბიუროსა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს (სამხედრო) პირველი პირები იმყოფებოდნენ. დიმიტრი საიმსის თქმით, ისინი უმაღლეს დონეზე მიიღეს.

მსგავსი პირების ვიზიტები ყოველთ- ვის გასაიდუმლოებულია, მაგრამ ამჯერად რუსული სპეცსამსახურების პირველი პირები ჩვეულებრივი რეისით ესტუმრნენ ამერიკას. "ყოვლისმცოდნე" ამერიკელმა ჟურნალისტებმა რუსი ძალოვანების ქვეყანაში ყოფნის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს, რამაც გააღიზიანა, როგორც ჩვენი კოლეგები, ასევე კონგრესმენები.

გასულ კვირას ბოსტონში გარდაიცვალა ფერადი რევოლუციების შემოქმედი შარპი. იქვე, ბოსტონში მას ჰქონდა ე.წ. პოლიტტექნოლოგიების ინსტიტუტი, სადაც დაფინანსებას სხვადასხვა ფონდებიდან იღებდა. სწორედ მისი დირექტივებით განხორციელდა მსოფლიოში ყველა სახელმწიფო გადატრიალება, რომლებიც შეფუთული იყო დემოკრატიისთვის ბრძოლის იდეით. მისი პირმშო იყო ასევე ჩვენთან, საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც "ვარდების რევოლუციად" მოინათლა. ე.წ. ფერადი რევოლუციები მას ომის შემცვლელად მიაჩნდა. შარპი კი გარდაიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი დანატოვარი საქმე ცოცხლობს.

გია ბურდული
скачать dle 12.0