ორი წუთი აპოკალიფსამდე

მელორ სტურუა:

"სამყაროს აღსასრულის საათი" (The Doomsday Clock) — ჩვენი პლანეტის შესახებ მეცნიერთა განგაშის სიმბოლო — იანვრის ბოლოს 30 წამით წინ გადაადგილდა და გაშეშდა შუაღამემდე, ანუ ბირთვულ აპოკალიფსამდე 2 წუთით ადრე. ეს ამბავი შეგვატყობინა "მეცნიერ- მეატომეთა ბიულეტენმა",
რომელიც ვაშინგტონში გამოიცემა.

"სიმბოლური საათის სიმბოლური ისრები ასე ახლოს შუაღამესთან მხოლოდ 1953 წელს იყო, გაგანია "ცივი ომის" დროს.

რამ უბიძგა აპოკალიფსის ისრებს გადაადგილებისკენ 2017 წელს? მეცნიერთა აზრით, მსოფლიო ლიდერებმა ვერ შეძლეს ეფექტიანად მოეგერიებინათ ბირთვული ომისა და კლიმატის ცვლილებების საფრთხეები — ამით დასუსტდა დედამიწელთა უსაფრთხოება 2016 წელთან შედარები თ. "მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი პლანეტის საფრთხის დონემ მაქსმალურ ზღვარს მიაღწია", — წერენ ბირთვული ფიზიკის სპეციალისტები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა "სამყაროს აღსასრულის საათის" მაჩვენებლებზე. თავიანთი შიშისა და გაფრთხილების მტკიცებულებე- ბად მოჰყავთ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, წინააღმდეგობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ბირთვული არსენალის ზრდა პაკისტანსა და ინდოეთში…

მეცნიერები გვაფრთხილებენ აგრეთვე, რომ აუცილებელია შემცირდეს სათბურის ეფექტი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე კატასტროფულ დათბობას იწვევს. ისინი ასახელებენ დემოკრატიული პროცესის ტექნოლოგიურ დარღვევებსაც, მაგალითად ისეთს, როგორიცაა არჩევნებით მანიპულაცია დემოკრატიისადმი რწმენის შესარყევად. მეცნიერთა დასკვნის თანახმად, 2017 წელს "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დათმო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მსოფლიო საზოგადოებრიობის ლიდერის როლი, იგი ნაკლებ ძალისხმევას იჩენს საყოველთაო გადაწყვეტილებების ძიების გზაზე, აგრეთვე მედგარ წინააღმდეგობას არ უწევს გლობალურ პრობლემებს". დესტაბილიზაციის გამომწვევ სხვადასხვა ფაქტორთან ერთად მეცნიერები ასახელებენ "დონალდ ტრამპის ხისტ რიტორიკას" და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მის პოლემიკას, ირანთან გარიგების უარყოფას და მისი ადმინისტრაციის გეგმებს, რომლებიც ამერიკული ბირთვული არსენალის გაზრდას ითვალისწინებს.

"არც ჩვენი მოკავშირეები, არც ჩვენი მოწინააღმდეგები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ განჭვრიტონ ამერიკის მოქმე- დებები ან გაიგონ, როდის არის აშშ-ის
განცხადებები რეალური, როდის — მხოლოდ რიტორიკა, — წერენ მეცნიერები თავიანთ "ბიულეტენში". — დაკნინდა და ურთიერთლანძღვის დონემდე დაეშვა საერთაშორისო დიპლომატია და კიდევ უფრო სახიფათო გახდა საერთაშორისო ვითარება… ახლანდელ სიტუაციას სწორედ ამგვარად ვაფასებთ, რაც ხაზს უსვამს საფრთხის გარდაუვალ და დაუყოვნებლივ ხასიათს".

ვიმეორებ, უკანასკნელად "ბირთვულ შუაღამეს" ისრები ყველაზე მეტად მიუახლოვდა 1953 წელს, როცა ამერიკის შე- ერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა თავთავისი ახალი თერმობირთვული იარაღი ექვსთვიანი ინტერვალით გამოსცადეს. ეს იყო კორეასთან ომის დამ- თავრების წელი, აგრეთვე წელი, როცა პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი პროგრამა "ატომი მშვიდობისთვი". იმ წელიწადს, იუჯინ რაბინოვიჩი, პირველი ბირთვული იარაღის შექმნის "მანჰეტენის პროექტის" მონაწილე და "ბიულეტენის" დამაარსებელი, წერდა: "საბჭოთა კავშირმა ამერიკაში თერმობირთვული გამოცდის შემდეგ მოახდინა თერმობირთვული აფეთქება. და მოვიდა დრო, რომლისაც ასე ეშინოდათ მეცნიერებს 1945 წლიდან მოყოლებული — დრო, როცა ორი დიდი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა ნებისმიერი სხვა ერის განადგურების ძალა".

მეცნიერები ამბობენ, რომ მათ ბირთვული იარაღის გავ- რცელებისა და კლიმატური ცვლილებების (ამ ფაქტორს 2007 წლიდან აქცევენ ყუ- რადღებას) გარდა აშფოთებთ ტექნოლოგიური ცვლის სისწრაფე. ისინი მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს, გამოიყენონ ამ ცვლილებების პოზიტიური მხარე და მინიმუმამდე
შეამცი- რონ მათგან მომავალი საფრთხე. არსებობს არაერთი სხვა საფრ- თხეც: მაგალითად, იმ კომპიუტერული სისტემებში შეღწევა, რომლებითაც კონტროლდება ფინანსური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა,"ავტონომიური იარაღის" განვითარება, რომელსაც შეუძლია მიიღოს "მომაკვდინებელი გადაწყვეტილებები" ადამიანის ჩაურევლად და სინთეტიკური ბიოლოგიის, მათ შორის გენების რედაქტურის ბოროტად გამოყენება.

"საშინელი სამსჯავროს საათს" ჰყავს თავისი კრიტიკოსები. ზოგიერთი მათგანის მტკიცებით, ხალხის გაფრთხილებამ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ, შესაძლოა, "პოლიტიკური პარალიზი" გამოიწვიოს. სხვები საეჭვოს ხდიან იმ მეცნიერთა დასკვნებს, რომლებიც საათის ისრებს აადგილებენ. მაგალითად, მათ
გაუგონარი გულგრილობა გამოიჩინეს 1962 წელს კუბის ბირთვული კრიზისის მიმართ, რომელმაც საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც არასდროს, ბირთვული ომის ზღვარს მიუახლოვა.

ლოურენს კრაუსი, არიზონის უნივერსიტეტის კოსმოლოგი და ერთ-ერთი მესაათე, ახლახან "ნიუ-იორკ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს:
|ძნელია ერთი ერთში შეადარო დღევანდელი დღე და 1953 წელი. უფრო მნიშვნელოვანია იმის ზუსტად დადგენა, რამდენად არის "საათის" ისრები დაშორე- ბული აპოკალიფსურ შუაღამეს. ამ თვალსაზრისით წლევანდელი წელი შარშანდელზე უფრო საშიში ხომ არ არის?" კრაუსი აღიარებს, რომ ფეიკი ახალი ამბების ჟამს "სამყაროს აღსასრულის საათის" კრიტიკოსებს შეუძლიათ, მეცნიერები პოლიტიკურად ანგაჟირებულებად გამოაცხადონ. "არ არის გამორიცხული, ხალხმა თქვას, რომ ყველაფერი ეს თავიდან ბოლომდე თაღლითობაა. ჩვენი ამოცანაა გავაღვივოთ საზოგადოებრივი დებატები, მოვუწოდოთ ხალხს აქტიურობისკენ. საათი გვახსენებს კაცობრიობის იმ რეალურ საფრთხეს, რომლის შესახებაც წლის განმავლობაში ჩვეულებრივ არ ლაპარაკობენ". ბეატრისა ფინი, ბირთვული იარაღის ლიკვიდაციის საერთაშორისო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც 2017 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში, ამბობს: "სამყაროს აღსასრულის საათზე" ისრების შუაღამესთან მიახლოება ნამდვილად გულისშემძვრელია, რადგან გვიჩვენებს, თუ როგორ ახლოს მივიდა კაცობ- რიობა ბირთვული აპოკალიფსის ტრაგიკულ მიჯნასთან. დავოსის ფორუმზე გამოსვლისას ქალბატონმა ფინმა განაცხადა: "ბო- ლო წლებში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უჩვეულოდ გაიზარდა. ბირთვული იარაღის განიარაღების გარეშე, ადრე თუ გვიან, ამ იარაღს
გამოიყენებენ". "სამყაროს აღსასრულის საათი" წიკწიკებს და გვაფრთხილებს.
скачать dle 12.0