თბილისსა და მის შემოგარენში დაზიანებულ და ხმელ ხეებს მოჭრიან

დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების გეგმიური სხვლა-ფორმირება და სანიტარულ ჭრა დაიწყო. ინფორმაციას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეების სანიტარული ჭრა, რომლებიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ არის შეფასებული და მონიშნული.

"თბილსერვის ჯგუფი" სანიტარულ ჭრებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ბაგებში 291 ძირი, ტაბახმელა-კოჯორი-ბეთანიის გზაზე 3618 ძირი, ი. ბერიტიშვილის ქუჩის გასწვრივ 158 ძირი და ჯიქიას სასაფლაოს მიმდებარედ 5 878 ძირი ხის სანიტარული ჭრა.

скачать dle 12.0