ორი კორეა ერთად და "შავი ორშაბათი" სავაჭრო ბირჟებზე

გადოების ყურადღება გასულ კვირას, ძირითადად, სამხრეთ კორეისკენ იყო მიპყრობილი. ნაწილი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული სანახაობის, ოლიმპიური თამაშების დაწყებას ელოდებოდა.

პოლიტიკოსებისთვის ინტრიგას აძლიერებდა ჩრდილოეთ კორეის სტუმრობა სამხრეთელებთან. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოელი და სამხრეთელი ოფიციალური პირები ერთმანეთთან ვიზიტით თითქმის 60 წელია, არ ყოფილან. ამჯერად ჩრდილოელთა დელეგაციის შემადგენლობაში ქვეყნის ხელისუფლების წევრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც მთავრობის ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მეთაურობდა. მთავრობის მეთაური კი ჰქვია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, ვინ განაგებს ჩრდილოეთ კორეას. განსაკუთრებული მოულოდნელობა კიმ ჩენ ინის უფროსი დის ჩასვლა აღმოჩნდა.

სამხრეთელებმა ჩრდილოელი მოძმეები თბილად მიიღეს, ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს და მოლაპარაკებაც გამართეს. საინტერესო გახლდათ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯინ ირის და კიმ ჩენ ინის დის პირისპირ საუბარი, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩრდილოელმა სტუმარმა მასპინძელ პრეზიდენტს პირადად გადასცა თავისი ძმის წერილი. ამასთან, ოფიციალური ვიზიტითაც მიიწვია. სამხრეთის პრეზიდენტმა მიწვევა მიიღო და დაჰპირდა, რომ აუცილებლად ეწვევა ჩრდილოეთ კორეას.

პოლიტიკოსებმა აღიარეს, რომ წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა აღმოსავლეთ აზიისთვის, შესაძლოა, მშვიდობის მომტანი აღმოჩნდეს. მათივე მოსაზრებით, ჩრდილოეთის დელეგაციის ვიზიტით გაყოფილი ქვეყნის შერიგებისკენ გიგანტური ნაბიჯი გადაიდგა. სპორტსმენების გარდა, სამხრეთ კორეის ფხენიანს ხელოვნების მოღვაწეებიც ეწვივნენ. თვალშისაცემი გახლდათ ის გარემოება, რომ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტებთან საუბარს გაურბოდნენ, მხოლოდ ერთ-ორ სიტყვას თუ იტყოდნენ და ამით ამთავრებდნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ კორეაში დამარცხდა.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ვიზიტი ყველას როდი ესიამოვნა. იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთმა ჯერ უნდა შეაჩეროს ბირთვულ იარაღზე მუშაობა და შემდეგ გახდება შესაძლებელი მოლაპარაკებების დაწყება. თავად სამხრეთის მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება ჩრდილოელების სტუმრობას, მით უფრო, ზოგიერთ სახელოაში ერთ გუნდად გამოსვლას. მემარჯვენე ძალების ინიციატივით საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

ოლიმპიადის გახსნას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ესწრებოდა. თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე პენსმა იქ მყოფ ყველა ქვეყნის დელეგაციე- ბის ხელმძღვანელებს ჩამოართვა ხელი, გარდა ჩრდილოელებისა. გარდა ამისა, მან დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ჩრდილოეთ კორეელებიც იმყოფებოდნენ.

პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაიკ პენსმა დაუშვა პოლიტიკური შეცდომა. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პენს უჭირდა ჩრდილოელთა სამხრეთში ყოფნით გამოწვეული გაღიზიანების დამალვა. როგორც აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტები, ამერიკული მხარე აშკარად უკმა- ყოფილოა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის დაწყებისა. სამშობლოში დაბრუნებულმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, აშშ-მ მოლაპარაკება დაიწყოს ჩრდილოეთ კორეასთან იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებას შეაჩერებენ. ამასთან, ფხენიანის მიმართ სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდებაო. როგორ განვითარდება მოვლენები კორეის ნახევარკუნძულზე, ამის კონტურები ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გამოიკვეთება.

ამასობაში კი მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე "დამანგრეველი მიწისძვრები" მოხდა. ჯერ კიდევ განვლილი კვირის დასაწყის- ში სავაჭრო ბირჟებზე დაიწყო აქციების ფასების ვარდნა. რყევები თავდაპირველად ამერიკი- დან დაიწყო და მსოფლიოს მოედო. ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ "შავ ორშაბათად" მონათლეს. ფასების ვარდნა ხუთშაბათსაც გაგრძელდა. როგორც ამბობენ, საფონდო ბირჟებმა 100 მილიარდი დოლარით იზარალეს. თუმცა იმომხილველების ვარაუდით, ბირჟების წარმომადგენლები რეალურ თანხას მალავენ და ზარალი უფრო დიდიაო.

საფონდო ბირჟებზე რყევის მიზეზად ექსპერტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლადმიღებულ საგადასახადო რეფორმას ასახელებენ. ამასთან, არ გამო- რიცხავენ, რომ ახალმა რეფორმამ აშშ-ში "დიდი დეპრესია"გაიმეოროს, რაზეც არსებული სიტუაცია მიუთითებს. ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ დღეს გლობალური ფინანსები ისე მყიფეა, როგორც არასდროს. არ გამორიცხავენ ზოგიერთ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის ვარდნასაც. ვიდრე ექსპერტები რყევების მიზეზებს ეძებენ, საფონდო ბირჟებზე ვითარება კვლავ რთულია.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, როგორც ჩანს, მშვიდობის დამყარება იოლი არ იქნება და არც ახლო მომავალშია მოსალოდნელი. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეგიონში, შესაძლოა, ახალი ძალით იფეთქოს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, რომელშიც ჯერ კიდევ ჩუმად მყოფი ქვეყნებიც ჩაერთვებიან. თითქმის ერთი თვეა, თურქეთის არმია სამხედრო ოპერაციებს ატარებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთი შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ. ორივე მხარეს მსხვერპლი უკვე დიდია, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. თურქეთის მხარე ცდილობს, ქვეყნის სამხრეთით შექმნას ბუფერული ზონა და გაამაგროს საზღვარი.

ქურთი მებრძოლების გარდა, ექსპერტების განცხადებით, სირიის ჩრდილო-დასავლეთით გამაგრებულია სხვადასხვა ჯურის და დასახელების რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც იგილთან ერთად იბრძვიან. სწორედ ამ მიდამოებში ჩამოაგდეს ტერორისტულმა დაჯგუფებებმა თუირქეთის სამხედრო ვერტმფრენი. ექსპერტების განცხადებით, ტერორისტებმა გამოიყენეს გადასატანი საზენიტო კომპლექსი, კონკრეტულად რომელი დასახელების, ვერ აკონკრეტებენ. თურქი მიმომხილველები იუწყებიან, რომ ტერორისტები შეიარაღებას აშშ- ისგან და ისრაელისგან იღებენო. დასავლური პრესის ცნობით, ამერიკული მხარე მომხრეა, ქურთების სახელმწიფოს შექმნის.

სწორედ ამ მიზნით აიარაღებენ ქურთ მებრძოლებსო, აცხადებენ. პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ქურთისტანის შექმნით საფრთხე თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება. სწორედ ამ გარემოებამ გააღიზიანა თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი, რომელმაც საჯაროდ მიმართა ამერიკულ მხარეს: "… ხომ თქვით, დავამარცხეთ რეგიონში ტერორიზმიო? თუ დაამარცხეთ იგილი, წადით რეგიონიდან…" თუმცა ერდოღანის მოწოდების და სირიის ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, აშშ რეგიონიდან წასვლას არ აპირებს და სირიაში სამხედრო ბაზაც შექმნა.

გასულ კვირას ისრაელის მხარემ დაადანაშაულა ირანის მხარე, თითქოს მათი უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის ტერიტორია- ზე შეიჭრა ამის გამო ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალების F- ტიპის თვითმფრინავმა შეტევა განახორციელა სირიის ტერიტო- რიაზე არსებულ ირანის სამხედრო ბაზაზე. საპასუხო ცეცხლით ისრა- ელის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს ისრაელის ტერიტორიაზე. ბენიამინ ნეთანიაჰუ შეშფოთებული ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. როგორც ცნობილი გახდა, პუტინმა მხარეებს მოუწოდა ყოველგვარი პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ, რათა არ გაღრმავდეს კონფრონტაცია. სავარაუდოდ, ნეთანიაჰუ დაეთანხმა, რადგან მეორე დღეს განაცხადა, კონფლიქტი ამოწურულიაო. თუმცა დაამატა, რომ ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი ქვეყანა ნებისმიერი აგრესიისგანო.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში – მშვიდობის დასამყარებლად სამხედროები იზრუნებენ თუ დიპლომატიურ მოლაპარაკებას ექნება უპირატესობა. თუმცა, როგორც ამერიკის დაზვერვის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, სიცრუე ომის ერთ-ერთი ნაწილი ყოფილა. თეთრ სახლში კი, შესაძლოა, ახალი სკანდალი აგორდეს, რომელიც, ამჯერად, დონალდ ტრამპის პირად ცხოვრებას ეხება.

გავრ- ცელებული ჭორებით, ტრამპმა მელანიას 12 წლის წინ პორნო- ვარსკვლავთან უღალატა და ახლა მელანია პატიებას არ აპირებსო. თუმცა ერჯერობით ჭორი ჭორად რჩება და თეთრი სახლიდან ყვითელი პრესისთვის არ უპასუხიათ. თუმცა, რა ვიცით… საერთოდ, როგორც ანდაზა გვეუბნება, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.
გია ბურდული
скачать dle 12.0