პრეზიდენტი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

“მწუხარებით შევხვდი ცნობას გია მაისაშვილის გარდაცვალების შესახებ. მისი საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში უკავშირდებოდა დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და სამშობლოზე ფიქრს.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს” - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ქართველი პოლიტოლოგი გია მაისაშვილი, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.პოლიტიკოსსა და ეკონომისტს უმძიმესი დიაგნოზი: ტვინის სიმსივნე 2015 წელს დაუდგინდა. მაისაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მძიმე დიაგნოზთან გამკლავებას. ის მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.

მანამდე პრემიერმინისტრს გია მაისაშვილის სამშობლოში ჩამოყვანისთვის დახმარებას სთხოვეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაისაშვილის უკანასკნელი სურვილი სიცოცხლეში სამშობლოში დაბრუნება იყო, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. კუკავა პრემიერს ამ თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფას სთხოვდა.
ბოლო წლებში გია მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. скачать dle 12.0