ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

გურჯაანი - აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს ჩაუტარდა რეაბლიტაცია:
სრულად აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა სოფელ ვაზისუბნის წმ. გიორგის სახელობის სამკარიან ბაზილიკას (VI სს.), რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გამგეობის შუამდგომლობით, ორი წლის წინ მიენიჭა. სრულად აღდგენილია აგრეთვე კარდენახის წმ. ნიკოლოზის სახელობის (VI სს.) და სოფელ კალაურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები (IX სს.). ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შარშან შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ კარდენახის საბა
წმინდის ეკლესიას (XIII–XV სს.) და ვაზისუბნის სანაგირის მონასტერს (X–XI სს). გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ქართუს“ დაფინანსებით ბოლო წლების განმავლობაში აღდგენილია კულტურული მემკვიდრეობის ორმოცდაათამდე ძეგლი. მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება, მათ შორისაა სოფელ ვეჯინის წმ. გიორგის ბაზილიკა (VI–VII სს,). სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

ახალი წიგნები გურჯაანის ბიბლიოთეკისთვის

გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ პროექტ „მაკულატურის“ ფარგლებში ჩაბარებული წიგნებიდან მიღებული ქულებით (თანხით) 16 დასახელების მხატვრულ-შემეცნებითი და დარგობრივი ლიტერატურა შეიძინა. წიგნების ნაწილი ცენტრალურ ბიბ- ლიოთეკაში დარჩება, ნაწილი კი სოფლებში განაწილდება. საბიბლიოთეკო გაერთიანება წიგნად ფონდს პერიოდულად ავსებს. წიგნების შეძენას საკუთარი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელსაც გეგმავს. შესაძენი ლიტერატურის ნუსხა მკითხველთა მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად ივსება.

ჩუმლაყში წარმოებული ხილფაფა ევროპის ბაზარზე გაიყიდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს „ქართული ხილის კომპანია“ ხილის გადამ- მუშავებელ საწარმოს აშენებს. კომპანია სეზონზე დაახლოებით5 ათასი ტონა ხილის გადამუშავებას და მის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს. „ქართული ხილის კომპანიას“ სამაცივრე მეურნეობა სოფელ ჩუმლაყში აქვს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ახალა ძე ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციია 2013 წლიდან გააქვთ, თუმცა დღემდე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე მუშაობდნენ. გიორგი ახალაძის თქმით, საწარმოს მშენებლობაში 5 მილიონი ლარი ინვესტიციაა ჩადებული.

"უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კენკროვანი ხილისგან დამზადდება. მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ უცხოელ პარტნიორებთან. გვინდა დავამზა- დოთ ისეთი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ევროპის ბაზრისთვისაც მისაღები იქნება. პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება, მცირე რაოდენობით პროდუქტს ქართულ ბაზარსაც მივაწვდით", – ამბობს გიორგი ახალაძე. მისივე ინფორმაციით, ხილს ადგილობრივებისგან ჩაიბარებენ, პროდუქცია ეკოლოგიურად სუფ თა და ხარისხიანი იქნება. საწარმო აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით. გარდა ამისა, საწარმო გეგმავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც საწარმოს ტექნოლოგებს სპეციალურ სასწავლო კურსებს ჩაუტარებენ. ამ პროექტის განსახორციელებლად „ქართული ხილის კომპანია“ სოფელში დაახლოებით მილიონ 300 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

ბოლნისის ტურისტული პოტენციალი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და სიძვე- ლეები ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მარშრუტი გახდება ტურისტების მოსაზიდად – ამის შესახებ შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია და ტუროპერატორ "ინტერკონტინენტალის" დამფუძნებელი ნინო მახვილაძე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ტურიზმის განვითარებასთან ერთად ყურადღება სოფლის მეურ- ნეობასა და მეღვინეობაზე გაამახვილა. ასევე ისაუბრა ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი პირობების შექმნაზე. შეხვედრის მონაწილეები ბოლნისის სიონს, წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერს, ძველ გერმანულ უბანსა და საოჯახო ღვინის მარნებს სტუმრობდნენ.

ევროკავშირის საპილოტე პროექტი ბოლნისში

"მერები ეკონიმიკური ზრდისთვის"– ევროკავშირის ამ ორგანიზაციამ დააფინანსა საპილოტე პროექტი სახელწოდებით "ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება", რომლის საერთო ბიუჯეტი 380 ათასი ევროა. აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 ათას ევროს.
პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნესად მინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით. პროექტი 2018–2021 წლებში განხორციელდება. სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგროცენტრის მოწყობა, ღვინის ჩამოსასხმელი ხაზის, ყველისა და ბოსტნეულის შესაფუთი დანადგარების შეძენა. მსგავსი პროგრამის განხორციელებას ევროკავშირი თბილისსა და გორის მუნიციპალიტეტშიც გეგმავს.
"მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა. ნებისმიერი გეგმა, რომე- ლიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია. ძალისხმევას არ დავიშურებთ მისი წარმატებით განხორციელებისთვის", – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ახალი საბავშო ბაღი სენაკში

სენაკში ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სასადილო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემები. ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელოზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ დაათვალიერეს.

საბავშვო ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით და 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 280 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აშენდა სამი ახალი საბავშვო ბაღი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26-ს.


კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია ჩოხატაურში

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერ ირაკლი კუჭავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძესთან და ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს მანანა მინდაძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრა მები გააცნო.
გიორგი მიშელაძემ ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო 1 მარტამდე ამ პროგრამაში რეგისტრაციას აცხადებს ვებგ- ვერდზე: www.acda.gov.ge 

ჩოხატაურის მერი სკოლის დირექტორებს შეხვდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა,ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელ შორენა სიხარულიძესთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს შეხვდა. განიხილეს საჯარო სკოლების
შენობების ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.


ჩოხატაური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაიქსელება

კომპანია შპს „მაგთიკომი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით შემოდის. შედეგად მუნიციპალიტეტს
მოემსახურება მაღალი ხარისხის ინტერნეტითა და სატელევიზიო სიგნალით. კომპანიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.
скачать dle 12.0