"საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის ფაქტობრივი ლეგალიზება უკვე მოახდინა"

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ მარიხუანას ლეგალიზებაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის ფაქტობრივი ლეგალიზება უკვე მოახდინა. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას, რათა რეგულირებული იყოს ყოველი დეტალი, თუ რა პირობებში, სად და რა ზომით მოხმარება არ არის კრიმინალიზებული.


„ჩვენი, შსს–ს და ასევე ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია ასეთია – აქ კონკრეტული, გარკვეული რეგულაციებია შემოსაღები, რათა ფაქტობრივი ლეგალიზება ჩვენი საზოგადოების მიერ ისე არ იქნას აღქმული, რომ ყველაფერი დაშვებულია. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელზეც პარლამენტთან ერთად ვმუშაობთ.

შსს–ს პოზიცია ასეთია – რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა სწორია. ეს ის მიმართულებაა, საითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ, თუმცა, დღეს, როცა რეაბილიტაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და რეაბილიტაციის პროგრამების ის რაოდენობა არ არსებობს, რაც აუცილებელია, სახელმწიფომ ნარკომომხმარებლებს შესთავაზოს, ეს ის პრინციპული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის შემდეგაც შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ამიტომ ვთვლით, რომ პირველ რიგში, იმ ინფრასტრუქტურაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ნარკომომხმარებელთარეაბილიტაციისათვისაა საჭირო და კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე შემდეგ ვისაუბროთ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.скачать dle 12.0