უვადოდ დანიშნულო დამნაშავე მოსამართლეებო, ხშირად უყურეთ ფილმ "მონანიებას" - მაინც ამოგთხრიან"

"რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია? ვის მივმართო, რუსთაველი მკვდარია!"


კადრები წყვეტენ ყველაფერს! მართალია "გაევროპებულ" ქართულ ნორჩ ინტელიგენციას, ეს გამოთქმა თურმე საბჭოურ გადმონაშთად მიაჩნია, მაგრამ ფაქტია – ევროპასა და ამერიკაში, აფრიკაშიც და ავსტრალიაშიც, მხოლოდ პროფესიონალები სჭირდებათ. პროფესიონალიზმი არის თავისუფლებაც და დემოკრატიაც! ეს ესმით ყველგან, მაგრამ არ ესმით საქართველოში!

ყველაფერი დაიწყო სასამართლო რეფორმის გარიჟრაჟზე. მაშინ როცა პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილი "ვარსკვლავთბიჭუნად" "მონათლა", ხოლო შევარდნაძემ – რეფორმების მამად, მაშინ, როცა სასამართლო რეფორმაში მილიონები ჩაიდო, ეგრედწოდებულმა რეფორმატორულმა ჯგუფმა ერთი ხელის მოსმით, კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით, გაათავისუფლა მოსამართლეები ვადაზე ადრე. ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც უკანონობა გააპროტესტა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იყო აწ გარდაცვლილი მოსამართლე ჭაჭუა. მან სასამართლო მოიგო და იმის ნაცვლად რეფორმატორებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად ეცნოთ, რუსთაველზე იმ მოსამართლეების ფიტულები დაწვეს, რომელთაც კანონი არ დაარღვიეს. ასე, კონსტიტუციის დარღვევით დაიწყო სასამართლო რეფორმა, რომელსაც სხვათაშორის, ევროპაცა და ამერიკაც ტაშ-ფანდურით შეხვდა.

უკანონობა კანონიერებას არ მოიტანს. სააკაშვილმა სასამართლო რეფორმის გარიჟრაჟზე აპრობირებული "მეთოდი", 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგაც გამოიყენა და ყველა, მისთვის არასასურველი მოსამართლე, ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლა ვადაზე ადრე, დაკავებული თანამდებობიდან. და, ამ ყველაფერს სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპი დაარქვა. იმხანად, მიშამ და მისმა ჯგუფმა, ირიბად, მაგრამ მაინც აღიარა რომ რეფორმის პირველი ეტაპი ჩავარდა და მეორე ეტაპი იქნება ის, რასაც ხალხი ელოდა წლების განმავლობაში.

მეორე ეტაპის შედეგად, საქართველოს დღეს ჰყავს უამრავი უსამართლოდ გასამართლებული ადამიანი და რაც მთავარია 200 პოლიტიკური პატიმარი!

სასამართლო რეფორმის განხორციელების საქმეში, დი- დი როლი იუსტიციის საბჭოზე მოდის. ასე იყო რეფორმის გარიჟრაჟზე, მეორე ეტაპზე და ასეა დღესაც! ამიტომ, თავის დროზე, როცა იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევნები ტარდებოდა, კოჰაბიტირებულებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ამ საჭირო ადგილას თავისი ხალხი გაეყვანათ და ეს ასეც მოხდა, რათქმა უნდა ამ პროცესებს ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.

არცერთ მოსამართლეს, რომლებიც მიხეილის სატანურ რიტუალში იღებდა მონაწილეობას და თანამემამულეებს, მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ სიცოცხლეს უმწარებდა, წამებისთვის იმეტებდა, მატერიალურად და სულიერად ანადგურებდა, უკანონო გადაწყვეტილებით კლავდა, აუპატიურებდა, ყველანაირ სისაძაგლეზე თვალებს ხუჭავდა დღეს, დანაშაულის გრძნობა არ აწუხებთ, შესაძლოა ღმერთსაც "რაღაცასაც" შესთხოვენ არადა მათი ღმერთი მიხეილია და წყვდიადის ანგელოზები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყავთ მოსამართლე წევრების სახით, აქა იქ კოჰაბიტირებულ ხელისუფლებაშიც "მოგუდულში" დაატყლაშუნებენ ფრთებს. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ მიხეილმა დღემდე მოქმედი "ლოცვაც" დაუტოვა, რომლის შეცვლა არც უფიქრიათ კოჰაბიტირებულ წყვდიადის ანგელოზებს.

სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დევს ის ჯადოსნური სიტყვები, რის საფუძველზეც დღემდე აქვთ აფრები აშვებული მოსამართლეებსდა ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. მუხლი 7. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. ასევე, კატეგორიულად აკრძალულია ვინმემ მოსამართ- ლეს დაუსაბუთებელ, უკანონო გადაწყვეტილებაზე ანგარიში
მოსთხოვოს. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ 2005 წელს ნათლობის ჯვრები და ქორწინების სამკაულები დანაშაულებრივი გზით შეძენილად სცნო ყველანაირი და- საბუთების და მტკიცებულებე- ბის გარეშე და "სოდის" ნაძარცვი "გააპრავა". სამაგიეროდ, კოდუას ცოლისძმას აღმკვეთი ღონისძიება გირაო შეუფარდა როცა მანამდე ჩადენილ დანაშაულზე განაჩენი არ იყო დამდგარი. "ჯილდოდ" ნატო ხუჯაძე დღეს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა და პენსიის ასაკამდე მსუყე შემოსავლი ექნება, შემდეგ პენსიასაც სო- ლიდურს მიიღებს. პარლამენტის მიერ ოფიციალურად პოლიტპატიმრებად აღიარებულ ცოტნე ანანიძის.

დიმიტრი ჭეიშვილის, ხვიჩა გამარჯობაძის, ალექსანდრე სოლომონიძის და სხვა მრავალ უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებიც უვადოდ აირჩი- ეს. მოსამართლე ილონა თოდუა. ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში, ხუთ სხვა მოსამართლესთან ერთად, მოხვდა ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ რუსთაველის გამზირზე გამოკრულ პლაკატებზე, როგორც ხელისუფლების დაკვეთის გამორჩეული შემსრულებელი. რაც შეეხება მის კომპეტენციას, 2008 წელს, ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებული პროცესების პერიოდში, სახალხო დამცველის ანგარიშში შემდეგი ჩანაწერი გაჩნდა: "მოსამართლე ილონა თოდუას მხრიდან დარღვეულია "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა… ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსამართლის არაკომპეტენტურობაზე, რომელმაც კანონის არცოდნის გამო 26 დღით გააჭიანურა სარჩელის წარმოებაში მიღება".

2012 წელს ილონა თოდუამ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები 2 383 097 ლარით დააჯარიმა. ამასთან დაკავშირებით,ქართული ოცნები" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ მაშინ ასეთი გან- ცხადება გააკეთა: "მოსამართლის გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს, სასამართლო კი აბსურდულ ლოგიკას ავითარებს. სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, აჯარიმებს პოლიტიკურ პარტიებს ისე, რომ ვერ ასაბუთებს, რაში გამოიხატა უკანონო შემოწირულობა"… ზონდერ მოსამართლეები საზოგადოებას რამოდენიმე ეტაპად "ჩაუდე. რატომღაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო (განსაკუთრებით მოსამართლე წევრების დასი) ჩქარობს სისხლით განბანილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. გასულ კვირას აღნიშნულ "შეუქცევად" პროცესთან დაკავშირებით პრემიერმაც გააკეთა კომენტარი.

რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენ გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით".

მოსამართლის მანტია უვადოდ გადაეცა გიორგი გოგინაშვილს. მან 2011 წელს, როდესაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს სერგო თეთრაძეს, რომელსაც შპიონაჟი ედებოდა ბრალად. თეთრაძე საპატიმროში გარდაიცვალა.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებამ და- ადგინა, რომ თეთრაძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სულხან მო- ლაშვილის მამა, მალხაზ მოლაშვილი, მისი შვილის საქმის მოსამართლის უვადო მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის მიერ გამოტანილი განაჩენები "ენით აღუწერელი ცინიზმია". მოლაშვილის მამის განცხადებით, მოსამართლეს პროკურორი რასაც ეტყოდა იმას აკეთებდა და არასდროს უფიქრია, რომ უდანაშაულო ადამიანს ფაქტიურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მისი თქმით, ეს ადამიანი მისგან ზიზღის მეტს არაფერს იმსახურებს.მოლაშვილმა. მისივე შეფასებით, "ასეთ მოსამართლეებს არამარტო კანონის წინაშე, არამედ ღმერთის წინაშე აქვთ დანაშაული ჩადენილი". ზონდერ-ხროვის მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხს ასე ეხმაურება. "გაოგნებული ვარ, მოლაშვილის, თეთრაძის, ნორა კვიციანის და ასე შემდეგ… მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, ეს ნიშნავს – საზოგადოების აცინვას. გარდაცვლილების სულების მაინც არ შერცხვათ? და ამ მოსამართლეების სამართლიანი განაჩენების როგორ უნდა ვირ- წმუნოთ მომავალში, როცა ოდნავ სინდისმა არც კი შეაწუხათ და თავად სიამოვნებით გახდნენ უვადო მოსამართლეები, მათ რომ- ლებმაც ასეთი სისატიკისთვის გაიმეტეს უდანაშაულო ადამიანები და სააკაშვილის ჯურღმულებში გაამწესეს"…

სიტუაცია იუსტიციის საბჭოში, როგორც ჩანს, ძალზე მძიმეა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მას ასე აღწერს: "საკმაოდ ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში, სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის… სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარეა, ამავე დროს საბჭოს წევრიც არის, ჩემგან პასუხები მოითხოვა იმაზე, თუ რატომ მივეცი მედიას კომენ- ტარი, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ… ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ისინი დღეს ახორციელებენ, არის საშიში, ვინაიდან ცდილობენ, რომ გააჩუმონ სხვა წევრები, რომლებიც საერთოდ რამეზე საუბრობენ და ამავე დროს კრიტიკულები არიან" გამორიცხული არაა, რომ "ხელის ბიჭებს" იუსტიციის საბჭოში, ჩვეულებისამებრ, პატარა გესტაპოს შექმნა სურთ."გესტაპოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომ ჩვეულებრივი კრიმინალური ბანდა აქვთ შექმნილი, ფაქტია. საინტერესო ბიოგრაფიებით და ქონებრივი დეკლარაციებით. აღსანიშნავია, რომ კარიერული "აღმაფრენა" სწორედ "მიხეილის კურთხევის შემდგომ ეწყებათ". ნაწილის  განათლებამ საერთოდ საგონებელში ჩამაგდო. მოკლედ საბჭოს ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერ ფასად, თუნდაც გვამებზე სიარულის გაგრძელებით, ყველა ზონდერ მოსამართლე უვადოდ დაინიშ- ნოს. მოსამართლის კანდიდატის შერჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის -კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის საფუძველზე ხდება.

კეთილსინდისიერებაა ღრმა სოფლიდან გადმობარგება და ქალაქის ცენტრში რამოდენიმე სასახლის წამოჭიმვა. (სოფელში 2008-წლის ომის დროს დამალვა) ხოლო კომპეტენტურობა გაურკვეველი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება ან თსუ -ში სამოსნობა! სწორედ, ქართველი ხალხის წამების, უდანაშაულოდ ციხეში ჩალპობის, ძარცვის, მათი საერთაშორისო ნორმებით და კონსტი- ტუციით მინიჭებული უფლებების აყრის შედეგად გამდიდრდნენ ის მოსამართლეები რომლებიც გააფრთებით იბრძვიან დღეს საკუთარი ოჯახის საკეთილდღეოდ უვადო მოსამართლის მანტიისათვის. რამდენი ადამიანი გაამწარეს და დაასამარეს და რამდენს კიდევ გაუყენებენ უსამართლობის მორევს. არ არსებობს არც ერთი მოსამართლე, რომელმაც მომხდარის გამო სინანული გამოთქვა ან თუნდაც სასამართლოდან წავიდა. გირგვლიანის საქმის მოსამართლემ გიორგი ჩემიამ 2016 წელს სცადა, მოსამართლე მეორედ ვადით გამხდარიყო, ხოლო ლევან მურუსიძე თავის თითოეულ გადაწყვეტილებას ამართლებს. როდესაც მათ "ზონდერ-მოსამართლეებს" უწოდებენ, სწყინთ, ვის ვანდობთ ადამიანების ბედს, ამ მოსამართლეებმა უნდა განსაზღვრონ თუნდაც დამნაშავეების მომავალი? რეპრესიებში მონაწილე მოსამართლეებს რომელიმე თავმოყვარე ქვეყანა აიტანდა? გავრცელებული ინფორმაციით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღესაც მურუსიძის ლანდი მართავს და განკარგავს. რაც შეეხება საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს პრესაში (და არამარტო) გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 13 წლის მოზარდს და ამ ფაქტის დასაფარად ბავშვის მშობლები დააპატიმრებინა, მემუქრებოდნენო. ამის შემდეგ მიქაუტაძე დააწინაურეს და დღეს იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიცაა. ბავშვის ცემის ფაქტზე აღძრულისაქმე თავისი ექსპერტიზის დასკვნით და ვიდეოკადრებით მეორე წელია სეიფში განისვენებს, ხოლო მშობლების მიმართ აღძრულ საქმეზე მათი ბავშვის მცემელი მიქაუტაძე დაზარალებულადაა ცნობილი.

ბავშვის ორივე მშობელს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდა პროკურატურა, თურმე შვილის სისხლის დანახვით გამწარებულ დედას რაღაც სიტყვები უთქვამს მიქაუტაძეზე, რასაც ჯგუფურად ჩადენილი მძიმე დანაშაული და- არქვეს და დევნის და ზეწოლის შედეგად ნაცემი ბავშვის ოჯახმა ქვეყანა დატოვა, მაგრამ იუთუბიზეც დატოვა სამახსოვროდ ცემის და დევნის დამადასტურებელი ჩანაწერები…გასულ წელს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქა- უტიძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, როდესაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ეკა ციმაკურიძემ განმარტა, რომ საბჭოს მდივანს აშკარა ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, რადგან ერთ-ერთი კანდიდატი მისი მეუღლე გახლდათ და აუცილებელი იყო გიორგი მიქაუტაძის ამ პროცესისგან აცილება. ეკა ციმაკურიძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დახურულია, ამიტომ მაია კვირიკაშვილის მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, კანდიდატთა სამართლიანობის პრინციპით შერჩევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რა საკვირველია საბჭოს მდივნის მეუღლე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა, მაია კვირიკაშვილის თქმით, ეჭვი იმის შესახებ, რომ მის არჩევაში მისივე მეუღლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტა- ძე რაიმე ფორმით მონაწილეობდა, საფუძველს მოკლებულია…

ავი ენები ამბობენ, რომ საბჭოს წევრები ირაკლი შენგელია და ლევან თევზაძე სიძე-ცოლისძმა ყოფილან…მოკლედ იუსტიციის საბჭოა საქულას დუქანი თუ სპეცდავალებების შემსრულებელი კრიმინალური ბანდა გასარკვევია, მაგრამ გარკვევის კომპეტენტური მსურველები, რომ არ ჩანან სამწუხაროა! დამაფიქრებელია, რატომ ირჩევენ სასწრაფო წესით რეპრესიებში მონაწილე მოსამართლეებს უვადოდ? რისთვის ემზადებიან სისხლში ნაჭყუმპალევი, გვამებზე მოსიარულე, მეცამეტე ლეგიონის მოსამართლეები? შტურმში, ემანდ მათი გამპრავებლებიც არ მოხვდნენ. დაბოლოს საბჭოს მოსამართლე წევრებს და მათ დანიშნულ "უვადოებს" ვურჩევდი ხშირად და აზრიანად უყურონ ფილმ "მონანიებას" და კარგად გაიაზრონ თავის მომავალი. იქნებ რაიმე შეცვალონ, რომ სისხლად არ ექცეთ და პური მიწად.

ქეთევან ზარნაძე


скачать dle 12.0