ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატი

საქართვთველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგზ ფხალაძე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის კონკრეტულ ასპექტებს განმარტავს დააცხადებს, რომ ახალი შთანხმება, რომელიც გიორგი მარგველაშვილსა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის გუშინ  ბრიუსელში შედგა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატის შექმნა არსებული ფორმატის გაძლიერებას და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმებს გულისხმობს.

„მიღწეული შეთანხმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დღეს არსებული ფორმატების გაძლიერება და უკვე უმაღლეს დონეზე აყვანა. გარდა ამისა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის პერსპექტივები, რაც სექტორალურ ინტეგრაციას უკავშირდება, ანუ ეს არის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმები, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში მოგვცემს პირდაპირ სექტორული თანამშრომლობის საშუალებას, ევროპკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და შესაბამის კომისრებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას.

ყოველივე ეს იქნება უშუალოდ პრეზიდენტ იუნკერის მეთვალყურეობის ქვეშ ევროკავშირის მხრიდან და განსაკუთრებით დააჩქარებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპებს.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეფორმების გაღრმავებას, რათა ევროინტეგრაციის სიკეთეები ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისათვის და აბსოლუტურად ყველა დარგმა იგრძნოს ის სიკეთეები, რისი განხორციელების შესაძლებლობაც დღეს გვაქვს და ყველა მიმართულებით ინტენსიურად წარიმართოს თანამშრომლობა ევროკავშირთან“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.скачать dle 12.0