ძლიერი რეგიონები – ძლიერი საქართველოსთვის

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტში

სოფლების შუაამღლება-სამება–ვანის  საავტომობილო  გზის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, რომლის დამთავრებისთანავე, 2019 წლიდან დაიწყება ამ მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია და ასფალტბეტონის საფარის დაგება. პარალელურად, ამავე მიმართულებით მიმდინარეობს ავარიული ხიდების რეაბილიტაცია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერიის თანამშრომლებთან ერთად, საჭამი- ასერის ტერიტორიულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გაესაუბრა და მათთან ერთად დაზიანებული  ინფრასტრუქტუ- რული ობიექტები დაათვალიერა. ჩომეთში  მოსაწესრიგებელია სოფლის  სასაფლაოს  ღობე,  რეაბილიტაციას  საჭიროებს  საავტომობილო  გზა  კალაგონის  მიმართულებით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

ქალაქ გურჯაანში, ტურისტულად მნიშვნელოვან და რეკრე აციულ  ადგილებში  დახურული ტიპი ნაგვის 48 კონტეინერი განთავსდა. 11 ცალი ლითონის კონტეინერისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს გამოიყო, 37 კი მუნიციპალიტეტს მსოფლიო ბანკმა საჩუქრად გადასცა. მერია კონტეინერების  შეძენას  მიმდინა- რე  წელსაც  გეგმავს,  რისთვისაც ადგილობრივ  ბიუჯეტში  200 000 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის  მყარი ნარჩენების  მართვის  ხუთწლიანი გეგმის  მიხედვით,  ქალაქს  კიდევ რამდენიმე  ათეული  სხვადასხვა  ტევადობის  ურნა  სჭირდება, რომელთა  შეძენაც  ეტაპობრივად იგეგმება.

დედის დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის  მერმა  არჩილ  ხანდამაშვილმა,  საკრებულოს  თავმჯდომარემ ვანო  ბერიძიშვილმა  და  კახეთის გუბერნატორის  პირველმა  მოადგილემ ირაკლი შიოშვილმა, ქალაქ გურჯაანში  და  სოფელ  ვეჯინში მცხოვრებ  მარტოხელა  და  მრავალშვილიან  დედებს  საჩუქრები გადასცეს. წითელი  ჯვრის  ორგანიზაციის დახმარებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის  მასშტაბით  70-ზე მეტი მარტოხელა და მრავალშვი- ლიანი დედა დაასაჩუქრეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

დასრულდა ჩალაუბანი-სიღნაღი–ანაგის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია. ხიდის პროექტი  საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის.  სამუშაოები  საქართველოს მთავრობის  ბიუჯეტიდან  დაფი- ნანასდა  და  მასზე  1  მლნ  450 000 ლარი დაიხარჯა.

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მდებარე ავარი- ული ხიდი სივიწროვისა და მკვეთრი მოსახვევის  გამო  მოსახლეო- ბის  უსაფრთხო  გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი ფუნდამენტის მშენებლობაზე დაიხარჯა. ჯერ დაინგრა ძველი ხიდი, შემდეგ გაკეთდა 124 ხიმინჯი, მიუერთდა 2 ბურჯი და აშენდა სარეგულაციო  კედელი, ბურჯებზე  დაიდო  რკინაბეტონის ფილა, გაკეთდა მოაჯირები ტრო- ტუარებისთვის და ასფალტი საგზაო მონიშვნებით დაიხაზა. გაფართოებული ხიდის სიგრძე 26 მეტრია, ხოლო სიგანე – 40 მეტრი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებუ- ლოს  თავმჯდომარე  ილია  ხატიაშვილი, მერი გიორგი გოგილაშვილი, ყველა ადმინისტრაციული ერთეულის  მაჟორიტარი  დეპუტატატები  და  წარმომადგენელები,  მოსახლეობასთან  გასვლითი შეხვედრები შეაჯამეს. განიხილეს  იმ  პრობლემების მოგვარების  გზები,  რომლებიც თითოეულ  სოფელში  გამოიკვეთა.  გადაწყდა,  რომ  ასეთი  პრობლემების წარმოსაჩენად შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები სოფლის წარმომადგენლების  მონაწილეობით.  განხილული  და  შერჩეული პროექტები  გაეგზავნება  საქართველოს რეგიონალური  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდგომი დაფინან- სების მოპოვების მიზნით.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ფოთში  საფეხბურთო სტადიონს კომპანია "ელიტა ბურჯი" აშენებს.  პროექტის  ღირებულება 1 863 000 ლარია. იგი რეგიონალური  განვითარების  ფონდიდან  და ადგილობრივი მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. მშენებლობა  ამ  ეტაპზე  აქტიურად  მიმ- დინარეობს  და  20  აპრილს  უნდა დასრულდეს. მოედნის მწვანე საფარის მოწყობას  საქართველოს  ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს.

ფოთის დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივლისში  პოლონეთის  საელჩოსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და დევნილთა სამინისტროსთან  მჭიდრო  თანამშრომლობით  განხორციელდა. დასახლებაში,  რომელიც  2011 წელს  ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, 1 200-ზე მეტი  აფაზეთიდან  დევნილი  ოჯახი ცხოვრობს. 2018 წელს იგეგმება ქალაქის #12 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ბაგრატიონისა და 25 დეკემბრის ქუჩის გადაკვეთაზე სკვერის მოწყობისა  და  აკაკი  წერეთლის ქუჩის  თავში  არსებული  პარკის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 59 255 ლარია.

ლაზის, უბერის, სოხუმისა და  კიკალიშვილის  ქუჩებზე  სანიაღვრე  არხების  სარეაბილიტაციო,  ხოლო  ლევან  II  დადიანისა და  პაიჭაძის  ქუჩის  კვეთაზე  კი ცხაურის  მოწყობის  სამუშაოები მიმდინარეობს.  ამორტიზებული სანიაღვრე არხები უხვი ნალექის დროს  მოსახლეობას  ზიანს  აყენებდა.  რეაბილიტაციაზე  144 000 ლარი იხარჯება. თებერვალში ჯანდაცვის კომისიამ  527 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება 142 068 ლარით დაუფინანსა.

დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის სარეკონსტრუქციო  სამუშაოებს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ახორციელებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოადგილე მაიზერ ნანავასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიასთან ერთად, საქართველოს  წითელი  ჯვრის  საზოგადოების  წარმომადგენლებს შეხვდა.წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მერს ევროკავშირის მხარდაჭერით  განსახორციელებელ პროექტზე  მიაწოდეს  ინფორმაცია. პროექტი, რომელიც სენაკსა და  ზუგდიდში  განხორციელდება, ახალგაზრდებზე, მათი შესაძ- ლებლობებისა  და  უნარ-ჩვევების განვითარებაზე  იქნება  ორიენტირებული. ლაშა გოგია აღნიშნული პროექტით დაინტერესდა.

სენაკის მუნიციპალიტეტში


მერიის სენაკის  მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში სპელეოლოგიით  დაინტერესებული ჯგუფის  წარმომადგენლებმა  გამართეს  პრეზენტაცია  დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი ძეგლების,  განსაკუთრებით  კი  მღვიმეებისა  და  გამოქვაბულების  შესწავლის მნიშვნელობაზე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით. პრეზენტაციაზე ისაუბრეს სენაკის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის  განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე, კერძოდ, ისტორიულ  და  ბუნებრივ  ძეგლებთან მისასვლელი გზების მარკირებაზე, ბანერების დამზადებაზე, სპელეო ლოგიური  სამსახურის  საფუძვლების ჩაყრასა და ამ პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდების მომზადებაზე.  ხაზი  გაესვა  ეკის მთაზე არსებული მღვიმეების სიღრმისეულ  გამოკვლევასა  და  შესწავლას,  რაც  იმპულსი  გახდება მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის  განვითარებისთვის.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლესიჭინესა და ახუთში ადგილობრივებს შეხვდა. მერის მრჩეველთა საბჭოს ინიციატივითა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, ასევე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატების  ორგანიზებით  გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობა ძირითადად ითხოვს ნაპირსამაგრი ჯებირების,  შიდასაუბნო  გზებისა  და  სახიდე გადასასვლელების მოწყობას.

მერმა აღნიშნა, რომ რუსთაველის  უბნის  მცხოვრებლებს  რამდენიმე  თვეში  ასფალტირებული გზა  ექნებათ,  სამუშაოები  ამ  მიმართულებით მომავალი კვირიდან დაიწყება. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს დასრულდება ახალი ხიდის  მშენებლობა  ოჩხომურის უბანში,  მდინარე  ოჩხომურზე. უახლოეს  მომავალში  დაიწყება ასევე ხიდის მშენებლობა სოფელ ახუთში  მდინარე  ზანაზე,  პროექტის  ღირებულება  809 800  ლარს შეადგენს. სოფელ ახუთის ცენტ- რიდან სოფელ ნოღას საზღვრამდე დაიგება ასფალტირებული გზა.

მუნიციპალიტეტის  მერი დათო გოგუა  მუნიციპალიტეტის საბავშვო  ბაღების  თანამშრომლებს  შეხვდა  და  მათგან  მოისმი- ნა ინფორმაცია საბავშვო ბაღებში არსებული  საჭიროებების  შესა- ხებ.  შეხვედრაზე  იმსჯელეს  იმ პრობლემების  გადაჭრის  გზებზე, რომლებიც  ბაღებში  ჯერ  კიდევ არსებობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში

დასრულდა სოფელ საღრძისა  და  სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი  ხიდის  მშენებლობა. მეტალოკონსტრუქციის ხიდის მშენებლობისთვის, რომელიც 7  მეტრი სიგანისა  და  14  მეტრი სიგრძისაა,  ბიუჯეტიდან  142 000 ლარი გამოიყო. პროექტით გათვალისწინებული იყო აგრეთვე ხიდთან
მისასვლელი გზის მოხრეშვა და გაბიონების მოწყობა. მყარი  ნარჩენების  მართვის სააგენტო "ტექნიკური დახმარება ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფისათვის“ ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც გროვდება ინფორმაცია საქართველოს  მუნიციპალური  ნარჩენების მართვის გეგმისთვის. კითხვარის პრეზენტაცია  გაიმართა  მუნიციპალიტეტის მერიაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის  მერიაში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმის მომზადება ევროკავშირის პროექტის – „მერები  ეკონომი- კური  ზრდისთვის“  ფარგლებში. ისაუბრეს  მუნიციპალტეტის  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებისა და კომპანია "არემჯის“ მიერ დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განივითარების  სამომავლო  გეგმის შესადგენად მუნიციპალიტეტი კითხვარით მიმართავს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მასში. სამოქმედო  გეგმა  სრულყოფილად  რომ  ასახავდეს  საზოგადოების  ინტერესებს  და  განვითარების  სასურველ  მიმართულებებს, მნიშვნელოვანია  ადგილობრივი საზოგადოების,  კერძო  და  არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მერიაში,  „კარტლისის  აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, გარემოს  დაცვის  და  სოფლის მეურნეობის  სამინისტროს  მარტვილის  მუნიციპალიტეტის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის  ორგანიზებით,  ადგილობრივი  ფერმერებისთვის  წვეთოვანი  სარწყავი  სისტემის  მოწყობის საკითხზე  მეოთხე  სემინარი  გაიმართა. „კარტლისის აკადემია“ საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის
ცოდნის ამაღლებასა და მათი მეურნეობების ახალ ეტაპზე გადაყვანას ითვალისწინებს. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მარტვილში, წოწორიას ქუჩა   სტიქიის შედეგების  სალიკვიდაციოდ  გაბიონის  მოწყობის სამუშაოები  დასრულდა.  პროექტის  ღირებულებამ  10 526  ლარი შეადგინა და ეს თანხა 2017 წლის 8–9 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

მარტვილში  საფეხბურთო სკოლის ბაზაზე თბილისის დინამოს  აკადემიამ  ფუნქციონირება დაიწყო. სასელექციო სამუშაოების შედეგად  დაკომპლექტდა  9-იდან 13-წლამდე  ასაკობრივი  გუნდები,  რომლებმაც  განსაზღვრული გრაფიკის  შესაბამისად  ვარჯიში დაიწყეს.

დმანისის მუნიციპალიტეტში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს მოსახლეობას:დმანისის  მუნიციპალიტეტის მერია კვირაში ორი დღე ახორციელებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა, ვეტერანთა და უსინათლო ბენეფიციართა უფასო ტრანსპორტირებას დმანი- სი-თბილისი,  თბილისი-დმანისის მიმართულებით. ამ სერვისის ეფექტიანად გან- ხორციელების  მიზნით,  გთხოვთ მოგვაწოდოთ  ინფორმაცია  ვებ- გვერდის  შემდეგ  მისამართზე: http://dmanisi.gov.ge/kontaqti
თუ რომელ დღესა და საათზეა თქვენთვის ხელსაყრელი აღნიშნული  მარშრუტით  გადაადგილება. ასევე  მოგვწერეთ  დმანისის  მუნიციპალიტეტის  ფეისბუქზე  და დაუკავშირდით  დმანისის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს მეგი ედიბერიძეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

სამოქალაქო  მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის  მერი  გიორგი  ქორიძე და მერის პირველი მოადგილე მალხაზ  სამაშვილი,  განიხილეს მერიის  მიერ  შემუშავებული  მუ ნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმის პირველადი სამუშაო  დოკუმენტი  და  იმსჯელეს თეთრიწყაროს  ტურისტული  პოტენციალის  განვითარების  პერსპექტივებზე. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  ახალი  შემადგენლობა  არჩევნების  წესით  დაკომპლექტდა.

წევრობის თითოულ მსურველს საშუალება ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერით საბჭოში წარედგინა საკუთარი  კანდიდატურა  კანონმდებლობის თანახმად.  სამოქალაქო  მრჩეველთა  საბჭო  მერის სათათბირო  ორგანოა,  რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი,  ინფრასტრუქტურული  და სოციალური პროექტები, აგრეთვე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტები და ა.შ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

სახელმწიფოს  ხელშეწყობით,  „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში  თანამედროვე  სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „მზა ჩითილი“ გაიხსნა.მეურნეობაში,  სადაც  30  ადამიანია  დასაქმებული,  წლიურად 30 მილიონი ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი.  პროდუქციის  რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანია ბენეფიციარია პრო- ექტისა  „შეღავათიანი  აგროკრედიტი“.  საწარმოში  ჯამურად 1 584 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა,  აქედან,  442 000 აშშ  დოლარი  "შეღავათიანმა  აგროკრედიტმა" გასცა. კომპანია  „მზა  ჩითილი“  ინოვაციური  ტექნოლოგიების  გამოყენებით  ქართველ  ფერმერებს მოამარაგებს  დიდი  რაოდენობის ჯანსაღი და ხარისხიანი ბოსტნე- ულისა და ყვავილების ნერგებით. ასეთი  საწარმო  ჩვენს  ქვეყანაში დღემდე  არ  არსებობდა  და  ქართველ  მეწარმეებს  მსგავსი  ჩითილების შეძენა მხოლოდ უცხოეთში უწევდათ.

„კიდევაც  დაიზრდებიან“ – მერაბ  ბერძენიშვილის  ამ  მონუმენტური ძეგლის აღდგენა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტი  კონკურსს  აცხადებს.

წალკის მუნიციპალიტეტში

კოოპერატივების განვითარების აგენტოს წარმომადგენელმა წალკელ  ფერმერებს  რძის  მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის სიახლეები გააცნო. რძისა და ყველის მწარმოებელი  ყველა  ფერმერი  2020  წლისთვის  ბიზნესოპერატორად  უნდა დარეგისტრირდეს,  რაც  ასევე ხარისხის სტანდარის ამაღლებას გულისხმობს.

ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004–2009  წლებში  შესყიდული სახლების  დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს  დაიწყო. ამ ეტაპზე, წალკის მუნიციპალიტეტში  საცხოვრებელი  ფართი საკუთრებაში  უკვე  200-ზე  მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა, 2018 წელს სახლის საკუთრების მოწმობა  მაკარიძეების  9-სულიანმა ოჯახმა  მიიღო.  მთელი  ქვეყნის მასშტაბით  სახლი  500-ზე  მეტ ოჯახს  დაუკანონდა  და  ეს  პროცესი  გრძელდება.



скачать dle 12.0