ჟურნალისტი თუ ქვეყნის პირველი პირი? - ვინ დარჩება გამარჯვებული?

ისრაელში ჟურნალისტები და მთავრობა გამუდმებით ომობს, მაგრამ ახერხებენ თანაცხოვრებას ისე, რომ სისხლი „არ იღვრება.“ მხედველობაში მაქვს ამჟამად ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს მისამართით წარდგენილი „ჟურნალისტური გამოძიების“ მასალები, რომლითაც მისი სკანდალში გახვევა
შეძლეს, მაგრამ დანაშაულში მხი- ლება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. საქმე გრძელდება.


ეს ე.წ. „საქმე 3000“-ად ცნობილი სისხლის სამართლის საქმე ისრაელის ისტორიაში უდიდეს კორუფციული სკანდალად უკვე მოინათლა. რაც შეეხება მთავრობის და ჟურნალისტის „მშვიდობიან“ თანაცხოვრებას, ჟურნალისტი დრუკერი ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეიმანის სტიპენდიანტი ისრაელის
ტელევიზიის „მე-10 არხის პოლიტიკური დამკვირვებელი“ და „ჟურნალისტური გამოძიების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლის „ჟურნალისტურმა გამოძიებამ“ ისრაელის პოლიტიკაზე არაერთხელ მოახდინა სრულიად სერიოზული ზეგავლენა ისევე, როგორც წლების განმავლობაში მის მიერ ჩატარებულმა სხვა გამოძიებებმა.

საქმე იმაშია, რომ ყველა მათგანს მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირება მოყვა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ 2014 წელს მისი ჟურნალისტური გამოძიება არაკომერციულ ორგანიზაცია „ებრაულ ნაციონალურ ფონდს“ შეეხო. ეს ფონდი ისრაელის მთლიანი მიწის ფართობების 13% -ს ფლობს. ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მასალები, რომლითაც ფონდის მესვეურებს, პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლების საეჭვო შეთანხმებებში და პოლიტიკურად მოტივირებული პროექტების განხორციელებაში ამხელდა. 2006 წლის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ვაჟი და ქნესეთის წევრები მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი კადრების დანიშვნაში ამხილა. არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ კენჭისყრის გაყალბების კადრები გამოაქვეყნა, რასაც, სამართალდამცავების მხრიდან, დაინტერესება და გამოძიება მოჰყვა. ასევე მისი ჟურნალისტური გამოძიება გახდა მაღალი დონის დაინტერსების საგანი, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის დოკუმენტური მასალებიდან გაჟონილი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მასში ლიკუდის წევრების სხვადასხვა დაპირებები იყო დასახელებული.

2008 წელს დრკერმა გამოაქვეყნა მასალები ბენიამინ ნათანიაჰუსა და მისი მეუღლის ლონდონში მოგზაურობის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ვიზიტები კერძო დონორების მიერ იყო დაფინანსებული და „ეთიკის კომიტეტის“ მიერ სათანადოდ დამტკიცებული არ ყოფილა. სკანდალი ისრაელის პოლიტიკაში ცნობილი გახდა, როგორც “ბიბი-ტურების” (“ბიბი” ნეთანიაჰუს მეტსახელი) შედეგად პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტ დრუკერს ორმაგი სტანდარტებისთვის უჩივლა. ჟურნალისტს ასევე, სურდა დაემტკიცებინა, რომ ნეთანიაჰუს შვილმა – იირმა მიიღო ავსტრალიელი მილიარდერი ჯეიმს პაკერისგან ძვირფასი საჩუქრები. საკითხმა ისრაელის პოლიცია დააინტერესა და გამოძიების დაწყება გამოიწვია. ნეთანიაჰუმ ჟურნალისტს სოციალური ქსელების მეშვეობით უპასუხა და მისი და მეუღლის „დევნაში” დაადანაშაულა. „მე-10 არხს” კი „რადიკალური მემარცხენე“ უწოდა. ყოველივეს გამო ისრაელის მედიაში ამ ჟურნალისტის უსაფრთხოების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

თუმცა არც ამას შეუშლია ხელი დრუკერისთვის „ჟურნალისტური გამოძიება“ გაეგრძელებინა. მეტიც, 2016 წელს ისრაელის ტელევიზიის „მეათე არხმა“ გამოაქვენა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც სურდა დაემტკიცებინა, რომ ისრაელის მიერ გერმანიისგან სამი წყალქვეშა გემისა და 4 სამხედრო-საომარ კატერის შეძენასთან დაკავშირებით დაშვებული იყო დარღვევები. ჟურნალისტური გამოძიების ავტორი რავივ დრუკერი ამტკიცებდა, რომ მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ტუსენ კრუპთან“ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებებს მიკი ჰანორი – ებრაული წარმოშობის ბიზნესმენი წარმართავდა, რომლის კომპა- ნია „მგ 2015 შპს“ მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე ოფიციალურ შუამავლად იყო დაფიქსირებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქმიანი გარიგების ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიარდი იყო. ჟურნალისტის თუნდაც სრულიად მოკრძალებული დაანგარიშებით, განორის ჰონორარი სულ ცოტა 30 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. ამასთან, ჟურნალისტების მთელი ყურადღება მიიქცია იმან, რომ გაირკვა: მიკი განორს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა ისრაელელი იურისტი – დავით შარმონი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბიძაშვილი და პირადი ადვოკატი.

ჟურნალისტური გამოძიება ზოგადად, საუბრის სხვა თემაა და მიზანი ხშირად აისბერგივით წყალქვეშ იმალება. ამ შემთხვევაში კი ცხადია, ავტორებისთვის სამიზნე პრემიერ-მინისტრი იყო და სვამდნენ შეკითხვას, იყო თუ არა ცნობილი მისთვის ამ კავშირების შესახებ. მათ სრული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი მოითხოვდა დამატებით გემებს არმიის საჭიროებისთვის, მაშინ, როცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი წინააღმდეგი იყო და ამტკიცებდა, რომ ისრაელის სამხედრო ძალები საკმარისად არის აღჭურვილი. საკმარისია ისიც, რომ ჰყავს 6 ასეთი გემი. ჟურნალისტებმა იცოდნენ ისიც, რომ მას აგრეთვე არ მოსწონდა რომ ზღვაზე გაზის ადგილსამყოფელის დასაცავად 4 საპატრულო კატერის შესყიდვა არ ითვალისწინებდა ტენდერებს, როგორც ამას ისრაელის კანონმდებლობა მოითხოვს.

ამ საკითხებზე ისრაელის სამარ- თალდამცავები მუშაობენ. გარწმუნებთ, ეს ის ხალხია, რომლებსაც არაფერი დაემალება, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. ჟურნალისტის მიერ ხმაურიანი პუბლიკაცების შემდეგ დავით შიმრონმა განაცხადა, რომ გერმანული წყალქვეშა გემების საკითხთან დაკავშირებით, პრემი-
ერმინისტრთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა და საკუთარი ნებით „სიცრუის დეტექტორზეც“ გაიარა გამოცდა. ასევე, ნეთანიაჰუს გარემოცვაშია აღნიშნავდნენ, რომ არაფერი იცოდნენ შიმრონისა და გერმანული კომპანიის კავშირებზე, და ყველა გადაწყვეტილებას გემების შესყიდვასთან დაკავშირებით იღებდნენ პროფესიონალი სამხედროების შეფასებისგან და გადაწყვეტილება განპირობებული იყო ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვით.
ცხადია, საგამოძიებო მასალა ავტომატურად ბრალის დადებას არ ნიშნავს. ბუნებრივია, პოლიცია და ისრაელის სახელმწიფო იურიდიული მრჩევლის ამ განცხადებებს არ ენდო და საკუთარი საფუძვლიანი კვლევების შემდეგ 2017 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება
„მეათე არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით. 6 თვის განმავლობაში პოლიცია აგროვებდა აუცილებელ ინფორმაციებს. იწვევ- და ჩვენების მისაცემად პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ყოფილ სამხედროებს.

ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც მთავრობის ზრუნვა საკუთარ ქვეყანაზე. მეტიც, საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე გავიდა და გასული წლის ზაფხულის ერთ დილას პოლიციამ ერთდროულად დასაკითხად ექვსი ადამიანი დააკავა, რომელთა შორის იყვნენ: მიკი ჰონორი – ბიზნესმენი; ელიზერ მარომი – ისრაელის სამხედრო საზღვაო ფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი; ავრიელ ბარიოსეფი – გადამდგარი გენერალი – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მეთაურის მოადგილე და თავად ადვოკატი დავით შიმრონი. თითოეული მათგანის დაკითხვა, სულ ცოტა, 12 საათი გრძელდებოდა, თუმცა, უცნობია, რა შეკითხვები ჰქონდათ მათდამი.

პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნათანიაჰუს ამ საკითხისადმი არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა. ამიტომ კარგა ხანს უცნობი იყო საკითხთან დაკავშირებით დაკითხავდნენ თუ არა პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს და მაინც, ისრაელის პოლიცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დასაკითხად იერუსალიმის რეზიდენციაში შევიდა.

ისრაელის ბეჭდვითი ორგანოები ყოველდღიურად აქვეყნებენ ნაწყვეტებს გამომძიებლების ხელთ არსებული დოკუმენტებიდან. მაგალითად, გამოცემა „ნაარეტზი“ ამტკიცებს, რომ გამომძიებლების დაეჭვება გამოიწვია გადამდგარი კონტრ-ადმირალ მარომის ქმედებებმა ზოგადად და მისმა ხშირმა მოგზაურობებმა გერმანიაში. ეჭვობენ, რომ მან ჯერ კიდევ მოქმედ სამსახურში ყოფნისას გახსნა საბანკო ანგარიშები გერმანიასა და კიპრში. გერმანიიდან აქ მოხვედრილი თანხები შემოდიოდა ბანკში, როგორც „აუცილებელი (საჭირო, გაუთვალისწინებელი) ხარჯები“.

ამ ხმაურიან საქმეში ბევრი ეჭვმიტანილის ჩათვლა შეიძლება პრემიერის უახლოესი გარემოცვიდან. ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს მის პოპულარობაზე, სხვა რომ არაფერი იყოს, საქმის ბოლომდე მიყვანას და „საბრალდებო დასკვნების“ გამოქვეყნებას ითხოვენ ისრაელის პოლიტიკოსები, ძირითადად ისინი, ვინც ოპოზიციაში უდგანან პრემიერ- მინისტრ ნეთანიაჰუს. მაგალითად, ოპოზიციური პარტიის „ეშ ატიდის“ მეთაური და ყოფილი მინისტრი იარ ლაპიდი აცხადებს: „გამოძიება გრძელდება. ბევრი რამ უცნობია ჩვენთვის.

მაგრამ ვიცით და არავინ უარყოფს იმას, რაც დღესავით ნათელია – თავდაცვის სამინისტროდან, საგანგებო ნებართვის გარეშე გადარიცხული იყო უზარმაზარი თანხები საბანკო ანგარიშებზე გერმანიასა და კიპრში, ხოლო შემდეგ თანხები დაბრუნდა იმ ადამინების ჯიბეებში, ვინც დაახლოებულები არიან მთავრობის მეთაურთან. ეს წარმოუდგენელია“. ამავე დროს ბევრი პოლიტიკოსი უკვე ემზადება შესაძლო ვადამდელ არჩევნებამდე და იმედოვნებს, რომ გამოძიება თუნდაც სრულიად არ შეეხოს ნეთანიაჰუს, ეს ამბავი მაინც მოახდენს გავლენას მის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე.

ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერები ბლომად ჰყავს. მაგრამ პიროვნული პატიოსნება და ღირსებაც არანაკლებ როლს ასრულებს მის სასარგებლოდ. „ტემპები დაწიეთ, კიდევ დიდხანს ვიქნები თქვენთან. ისრაელის მოსახლეობა თქვენს სიმართლეში გინდათ დააჯეროთ? გეთაყვა, დადეთ თქვენი დასკვნები, ჩვენ ჩვენს პოზიციას და მიღწევებს წარმოვადგენთ და დაე, საზოგადოებამ განსაჯოს. ამაშია დემოკრატიის არსი, – აცხადებს ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომლის ოპოზიცია არა და არ ჩერდება. ხან რას აბრალებენ და ხან - რას, მაგრამ მისი დადანაშაულება ვერა და ვერ შეძლეს.

მხილების მცდელობები კი გრძელდება. მეტიც, მთელი სერიალებია, რომელთაგან არც ერთს არ ტოვებს პოლიცია უყურადღებოდ. ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში მოელიან, რომ მალე ისრაელის პოლიცია საკუთარ რე- კომენდაციებს წარუდგენს ქვეყნის მთავრობის იურიდიულ მრჩეველს
ავიჰაი მანდელბლიტს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, მთა- ვარი ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გამოიტანონ თუ არა „საბრალდებო დასკვნა“.

პირადად ვეთანხმები ისრაელის სახელმწიფოს ხელმძღვანელს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს და ოპონენტებს მოუწოდებს „ნაადრევად ნუ იდღესასწაულებენ გამარჯვებას და გადადონ წვეულება მოტივით: „არაფერი იქნება, რადგან არაფერი არ არის“, თუმცა, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, სასამართლო გამოძიება საკუთარ დასკვნას ჩემი აზრის გაუთვალისწინებლად გააკეთებს.

ქეთვან ჩემია
სპეციალურად
„საერთო გაზეთისთვის“
ისრაელიდან
скачать dle 12.0