ვლადიმერ პუტინი: ადრე არავინ გვისმენდა, ახლა მოგვისმენენ!

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი თვის წინათ დაწყებულ საგადასახადო რეფორმას მსოფლიო საფონდო ბირჟებზე უმალვე რყევები მოჰყვა, რომელიც ექსპერტებმა დამანგრეველ მიწისძვრას შეადარეს. გასულ კვირას კიდევ ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო დონალდ ტრამპმა. მის მიერ შემუშავებული კანონით, აშშ-ში იზრდება საბაჟო გადასახადი ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე. ტრამპის გადაწყვეტილებამ ერთბაშად
გააოცა და შეაშფოთა მძიმე მრეწველობის მუშაკები.


ექსპერტებმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადის გაზრდა "სავაჭრო ომად" მონათლეს. ახალი კანონით ერთბაშად რამდენიმე ქვეყანა დაზარალდება – ჩინეთი, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, სადაც მეტალურგიაა განვითარებული. რეაქციებმაც არ დააყოვნეს. კანადელების განცხადებით, იმპორტზე ფასის გაზრდა აშშ-საც ისევე დააზარალებს, როგორც კანადას. არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მეზობელს უპასუხოდ არ დატოვებენ და სათანადო ზომებს მიიღებენ. არანაკლებ შეშფოთებულია ევროკავშირიც. ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა ჩინოვნიკმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა:

"…იმპორტზე გაზრდილი გადასახადი დააზარალებს ჩვენს მწარმოებლებს. აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, ათასობით ადამიანმა დაკარგოს სამსახური. ამიტომაც ჩვენც იძულებული ვიქნებით, გავამკაცროთ კანონი ამერიკული ნაწარმის მიმართ". ერთ-ერთ უდიდეს იმპორტიორს, ჩინეთს ამერიკელებისთვის ჯერ არ უპასუხია, ტრადიციულად მოთმინებით ელოდებიან მოვლენების განვითარებას.

"სავაჭრო ომს" თავად დადებითად დონალდ ტრამპი აფასებს. მისი განცხადებით, ამით გაიზრდება კონკურენცია, როგორც ამერიკის, ასევე მსოფლიო ბაზარზე.  ტრამპს ექსპერტები არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, საბაჟო ტარიფის გაზრდა, პირველ რიგში, აშშ-ის მოკავშირეებს დააზარალებს და არა ჩინეთს, ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც იყო გათვალისწინებული იმპორტზე ფასის გაზრდა, ფაქტობრივად კი, ეკონომიკური სანქციები.

ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ევროპელმა მოკავ- შირე ქვეყნებმა შეიძლება უარი თქვან ამერიკული იარაღის შეძენაზე. სამხედრო შეიარაღებიდან მიღებული თანხა, ამერიკელი მიმომხილველების განცხადებით, გათვალისწინებულია მათი ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად.

ექსპერტების აზრი ერთია, მაგრამ გაამართლებს თუ არა ტრამპის ახალი გადაწყვეტილება, გაზარდოს გადასახადი იმპორტზე, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა მისი სათავეში ყოფნის პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგად, აშშ-ის ეკონომიკა რომ გაიზარდა, ყველა აღიარებს.

დონალდ ტრამპი კი თავის მხრივ კვლავ აოცებს მსოფლიოს თავისი არაორდინარული გამონათქვამებით. თებერვალში, ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ყოფილმა მოსწავლემ 17 ადამიანი მოკლა და 15 დაჭრა, ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად მასწავლებლები შევაიარაღოთო. საინტერესო იდეაა და განსაკუთრებულად მიმზიდველი სანახავი იქნება გაკვეთილზე თოფიანი მასწავლებელი.

როგორც ირკვევა, არც ევროკავშირის ეკონომიკაა სახარბიელო მდგომარეობაში, რადგან გადაწყვიტეს სოფლის მეურნეობის დარგების სუფსიდირების საგრძნობლად შემცირება, რათა სხვა პროექტების განხორციე- ლება შეძლონ. კერძოდ, რომელ პროექტებზეა საუბარი, უცნობია. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ევროჩინოვნიკებს საკუთარი ხელფასები ადარდებთ და არა სხვადასხვა პროექტებიო.

გასული კვირის მთავარ მოვლენად რუსეთის პრეზიდენტის ფედერა ვლადიმირ პუტინის ლურ კრებაზე მოხსენებით გამოსვლა გახდა. ყოველწლიური ტრადიციული მოხსენებისას, ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი უნდა ყოფილიყო. თუმცა პუტინის გამოსვლა სიურპრიზებით აღმოჩნდა დატვირთული. თავისი გამოსვლისას მან განაცხადა:

"…ადრე არავინ გვისმენდა, ახლა მოგვისმინეთ…" ამის შემდეგ მან, ფაქტობრივად, გაასაჯაროვა საკუთარი ქვეყნის შეიარაღება. დამსწრე საზოგადოებას პუტინმა წარუდგინა და ეკრანზე აჩვენა ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც მის გამოსვლამდე გრიფით "სრულიად საიდუმლოდ" ირიცხებოდა. ამ გარემოებამ გააოცა არა მარტო მაყურებელი, არამედ თავად რუსი მაღალი თანამდებობის პირებიც. სამხედრო ტექნიკის დე- მონსტრირებისას პუტინმა ისიც განაცხადა, რომ Эჩვენ არავის ვემუქრებით და არც ომს ვაპირებთ ვინმესთან, მხოლოდ სამხედრო ბალანსის შენარჩუნება გვინდა მსოფლიოშიო".

სამხედრო ექსპერტები დემონსტრირებულ შეიარაღებას მაღალ შეფასებას აძლევენ. ამერიკული პრესა აღნიშნავს, რომ აშშ-ის საჰაერო დაცვის სისტემა ჩამოინგრა. პენტაგონის გენერალი ჯონ ხოტენი აღნიშნავს, რომ სარაკეტო სისტემაში რუსებმა საგრძნობ უპირატესობას მიაღწიეს და გადაგვასწრესო.
რუსეთის ახალმა შეიარაღებამ აშშ-ში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ამის შესახებ პრესაშიც ბევრს საუბრობენ. ტელეკომპანია CNN-ი იმასაც კითხულობს, ახალი იარაღის შექმნისთვის ჩვენ, ამერიკელებმა ხომ არ მოვუწყეთ რუსებს პროვოცირებაო. თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომლებსაც არ სჯერათ, რომ რუსებს შეუძლიათ ასეთი მაღალტექნოლოგიური შეიარაღებული სისტემის შექმნა და წარმოება.

დონალდ ტრამპს და სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს შეიარაღების დემონსტრირებაზე ჯერ- ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა ცნობილია, რომ პუტინის გამოსვლის შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპს, ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, მათი საუბრის მთავარი თემა რუსეთის ახალი შეიარაღება იყო. იმასაც ამბობენ, ნანახით გაოცება ვერ დამალესო. პოლიტოლოგების განცხადებით, რუსეთმა შეიარა- ღების დემონსტრირება აშშ-ში ახალი სამხედრო დოქტრინის გამოქვეყნების შემდეგ მოახდინაო.

ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, გააფრთხილა დასავლეთი, კონკრეტულად, ნატოს ბლოკი.

ამერიკელი პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი:
"პუტინის გამოსვლას ამერიკის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოუსმინეს, თუმცა კონგრესში ნაკლებად, ახლა აშშ-ში ყურადღებით დააკვირდებიან, თუ რა ხდება რუსეთში შეიარაღებიას კუთხით. პუტინის გამოსვლას, მართალია, კი მოუსმინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჯერ სათანადო დასკვნა არ გაუკეთებიათ. სერიოზულად მხოლოდ მაშინ დაფიქრდებიან, თუ რუსეთი რეალურად გამოიყენებს სადმე თავის ახალ შეიარაღებას. ქვეყნებს შორის მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ ახლა თითქმის შეუძლებელია რუსეთ-აშშ-ის დიალოგი. ტრამპის გავლენა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ დაბალია.

ამასთან, კვლავ გრძელდება არჩევნებში რუსული კვალის ძიება და ტრამპს პირდაპირ ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში. პოლიტიკურ ელიტას ჯერაც ვერ გაუგია, თუ როგორ გაიმარჯვა ბიზნესიდან მოსულმა ადამიანმა უცხო ქვეყნის ჩაურევლად საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომაც ტრამპის ადმინისტრაციას კონგრესთან დაპირისპირების ფონზე უჭირს მოქნილი პოლიტიკის გატარება".

ისრაელელი სამხედრო ექსპერტი იაკობ კედმი:

"დასავლეთის ხილავენ პუქვეყნებში უკვე განი ტინის გამოსვლას. მათ აშინებთ რუსეთის ასეთი მაღალი განვითარება შეიარაღების საკითხში. როგორც ცნობილია, აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი კოზირი სამხედრო-საზღვაო ფლოტი იყო. ახლა ირკვევა, რომ თურმე მათი სანაპიროები, ფაქტობრივად, შიშველია და ფლოტს არ შეუძლია მოვალეობის შესრულება. მათი ბალისტიკური რაკეტებიც, რომლებითაც ამაყობდნენ, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი ხდება. ამერიკა და ევროპა ერთიანი მხოლოდ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების საკითხშია. გამოდის, რომ ევროპა რუსეთისგან სრულიად დაუცველია. ყველა კარგად ხედავს, რომ ნატომ დაკარგა თავისი ფუნქცია. ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ნატოს დაშლაა აუცილებელი, მაგრამ წავლენ ამაზე თუ არა, ძნელი სათქმელია. აღმოფხვრიან თუ არა ამერიკელები ასეთ ღრმა ხარვეზებს, ვერ გეტყვით, რადგან ბოლო ათი წელია, აშშ-ში ღირებული სამხედრო ტექნიკა აღარ შეუქმნიათ".

გია ბურდული

скачать dle 12.0