საპენსიო დანაზოგი მოსახლეობის უმცირეს ნაწილს აქვს

საქართველოში საპენსიო დანაზოგი მოსახლეობის უმცირეს ნაწილს აქვს. ოფიციალური სტატისტიკით, კერძო სადაზღვევო კომპანიებში საპენსიო შენატანს 23 077 ადამიანი აკეთებს, 13 484 ადამიანი მოქმედი საპენსიო ხელშეკრულებით. ბოლო 1 წელიწადში პენსიაზე მზრუნველი მოსახლეობის რაოდენობა 1255 -ით არის გაზრდილი. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

 სულ საპენსიო რეზერვი 26.7 მლნ ლარს აღემატება. 12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ახალ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა. 2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.скачать dle 12.0