ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე წლიური ანგარიში პარლამენტს წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2017 წლის  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
347 გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდში აქტუალური რჩებოდა წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, თუმცა, ამ საკითხზე სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა. 
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საგანგაშია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა, არასაკმარისად ეფექტურია ამ მიმართულებით პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებული რეაგირება.
 
2018 წლის 2 აპრილს ომბუდსენი საზოგადოებას ანგარიშის მთავარ საკითხებს გააცნობს.скачать dle 12.0