მეგი გოცირიძე: "რუსი აღარ უნდა იბადებოდეს..."

მეგი გოცირიძე კემეროვოში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში ყოვლადამაზრზენ პოსტს აქვეყნებს: "არა, არა, არა. რუსი ბავშვები ცეცხლში კი არ უნდა იწვოდნენ, რუსი აღარ უნდა იბადებოდეს, აღარ უნდა მრავლდებოდეს, აღარ უნდა იზრდებოდეს, აღარ უნდა ღორდებოდეს…"

ამ არსების ნაჯღაბნზე ყურადღებას არც გავამახვილებდი, რომ არა ერთი, ერთი კი არა ორი და მეტი გარემოება.
პირველ რიგში, ამას წერს ინდივიდი, რომელიც თურმე "დედები შვილების დასაცავად" ორგანიზაციის ფუძემდებელია.
იმ უკუღმა დაბადებულმა და უკუღმართმა სააკაშვილმა – ასე როგორ მოუღრიცა ტვინი და კისერი ქართველს, თუ მართლა ძირით ქართველია ეს მეგი გოცირიძე, მით უფრო "დედები შვილების დასაცავად" ორგანიზაციის დამაარსებელს, რომ 48 ბავშვის ცოცხლად ამოწვა გაუხარდა და გულზე მალამოდ მოეცხო?

დიდი ეჭვი მაქვს, მეგი გოცირიძეს, არა მხოლოდ რუსი, ქართველი ბავშვებიც ფეხებზე ჰკიდია, ისე, როგორც მიშას ხელისუფლებას, რომლებიც უმოწყალოდ უხოცავდნენ ბავშვებს მამებს და უწამებდნენ ოჯახის წევრებს.
ესენი რომ "ქოცებს" ეძახიან, იმათი დედები და ბავშვები, ღმერთმა ყველას დაუფაროს და, რამე ხიფათი რომ შეემთხვეთ, ნაცებს, ამ უსისხლოებს, ალბათ, ესეც ძალიან გაუხარდებათ.

რომელი ერისაც უნდა იყოს, დედა დედაა, გოცირიძე, ღვთისმშობლის მსგავსი, ბავშვი კიდევ ბავშვი და ყველა ანგელოზს ჰგავს. თუ სხვანაირად ფიქრობთ, მაშინ მაგ ორგანიზაციიას თუ ნაცსექტის ნაწილს, დააწერეთ ნაციონალი დედებისა და მათი შვილების დამცველი ორგანიზაცია "მეგი გოცირიძე და ნაცქაჯთა კამპანია", ვითომ ვინმე გავიწროებდეთ, და გასაგები გახდება ყველაფერი. რაღას ეფარებით დედაშვილობის უწმინდეს სახელს?
რუსი დედა იყო ტატიანა დარსალია, შვილი რომ გამოუყვანია ხანძრიდან, სხვა ბავშვების გადასარჩენად შესულა შუაგულ ცეცხლში და იქვე ჩაფერფლილა.
მას არ ჰქონია არავითარი ორგანიზაცია, მაგრამ სხვისი შვილების დასაცავად სიცოცხლე გასწირა.
ეს გოცირიძე კი აქ ყიამყრალობს, კმაყოფილია ბავშვების დაწვით და იმით, რომ ორმა რუსმა შვილებდამწვარმა დედამ, რომელთაგან ერთს ოთხი შვილი დაღუპვია, ამ ტრაგედიის მერე თავი მოიკლა.

ეს ფარისეველი არსება, რომელიც ორღობის ყიჟინას, ორგანიზაციის სახელით ნიღბავს, არის, აგრეთვე, პირწავარდნილი ქურდი _ მისი ორგანიზაციის _ "დედები შვილების დასაცავად" ლოგო მოპარული აქვს და გახლავთ ვ.ი. ლენინის სახელობის საბჭოთა საბავშვო ფონდის ლოგოს ზუსტი ასლი.
სხვათა შორის, ამ ემბლემით რუსეთის საბავშვო ფონდები დღესაც მოღვაწეობენ იმ რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც, ვითომდა ებრძვის მეგი გოცირიძე.
არ დაიჯეროთ, ბატონებო და ქალბატონებო, რომ ესენი რუსეთს ებრძვიან.

ჯერ ერთი, ესენი არავისაც არ ებრძვიან. საკუთარი ტყავი და სტომაქი ადარდებთ და მეორე, ეს არის ტაქტიკა, რომელიც იდეური ბელადის მიბაძვით ხორციელდება – სიტყვით ლანძღე, საქმით მათი საქმე აკეთე.

ჰოდა, უბერავს მეგი, რომელსაც თავისი დედაც დავიწყებია, შვილებიც, დედაშვილობის სიწმინდეც და ეტყობა, არც "ვეფხისა და მოყმის ბალადა" სმენია ოდესმე, შვილმკვდარი დედა რომ ამბობდა: `იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისაო".
მხოლოდ მიშა ელანდება, ხვითქგადადენილი თვალებს ქაჩავს და ორთქლს უშვებს ფოთის "პარაოზივით"…
სიძულვილის ენაზე საუბარი თუ მიუღებელია, მეგი გოცირიძეს რატომ არ ეკუთვნის სასჯელი ამ ფრაზებისთვის: "რუსი არ უნდა იბადებოდეს, არ უნდა ღორდებოდეს…"

გოცირიძეს არავინ სთხოვს პასუხს, მეტიც, გენაცვალე, ჩემო მეგი, ჩვენო პატრიოტოო, წერენ თანამოაზრეები მეგის და ლოცავენ.
"პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარიაო", – ამბობდა ბრიტანელი მოაზროვნე სამუელ ჯონსონი.
არამზადა კი თავის თავში ქურდსაც გულისხმობს, უგულოსაც, უნამუსოსაც, ზნეწამხდარსაც და კიდევ მრავალ ეპითეტს, რაც მსურველის ფანტაზიის მასშტაბზეა დამოკიდებული.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0